ისლანდია - ყინულოვანი ქვეყანა...

აქ ცხელ-ცხელი, გემრიელი წვნიანი ნამდვილი მისწრებაა, მითუმეტეს ზამთარში

აქვთ კიდეც ერთი გემრიელი კერძი - Kjötsúpa

ეს არის კლასიკური ისლანდიური კერძი ცხვრის ხორცით, როგორც ამბობენ არ არსებობს ორი ერთნაირი Kjötsúpa

ისლანდიელი დიასახლისები ამ წვნიანის უამრავ ვარიაციას გვთავაზობენ...

თუმცა QwellyNaRiA გთავაზობთ ამ კერძის ძველ ტრადიციულ რეცეპტს

შემადგენლობა:

  1. წყალი - 1.5 ლიტრი
  2. ბატკნის ან ცხვრის ძვლიანი ხორცი - 500 გრ
  3. ხახვი - 2 საშუალო ზომის
  4. თეთრი კომბოსტო - 100 გრ (გაჭერით შუაზე და დაჭერით გრძელ, ჭვრილ ზოლებად)
  5. სტაფილო - 2 საშუალო ზომის
  6. ბრინჯი (თეთრი ან ყავისფერი) – 50 გრ
  7. პატარა თალგამურა -ნახევარი
  8. ყვავილოვანი კომბოსტო
  9. პრასი
  10. კარტოფილი

 

მომზადება:

  • აადუღეთ წყალი, ხორცი გარეცხეთ ცივ წყალში და ჩააწყვეთ ადუღებულ წყალში, დადგით საშუალო ცეცხლზე.
  • მოამზადეთ ხორცი 2-3 წუთი, შემდეგ მოხადეთ ქაფი და დაამატეთ მარილი, მოამზადეთ დაახლოებით 30 წუთი.
  • შემდეგ დაამატეთ ბრინჯი და ადუღეთ კიდევ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე.
  • დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული: სტაფილო, ხახვი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, თალგამურა, კარტოფილი, პრასი.

  • მოამზადეთ 20 წუთი.
  • სურვილისამებრ დაამატეთ მარილი და წიწაკა.
  • სუფრაზე მიტანის წინ მოხადეთ ცხიმი

ხორცი და კარტოფილი მიიტანეთ თეფშით ცალკე, ხოლო ბოსტნეული წვენთან ერთად ცალკე.

გაითვალისწინეთ ისიც რომ Kjötsúpa კიდევ უფრო გემრიელია მეორე დღეს.

ტეგები: Qwellynaria, ბრინჯიანი, ისლანდია, რეცეპტი, წვნიანი

ნახვა: 809

გამოხმაურებები!

კარგით რა, რა გაჭმევთ ამ კაცებს ცხვრისა და ბატკნის ხორცს?!  რატომ გიჟდებით არ მესმის :D

Kakha_მ თქვა:

გინდა თქვა რომ ბატკანი ცუდია? ((

maiko ratiani_მ თქვა:

ცხვრის ხორცის არაფერი არ მინდა. მირჩევნია ისევ მშიერი ვიყო :D

გრეჩიხაც (წიწიბურა ანუ, ჩვენებურად) სუპებში გადის ბიჯო? ))

კახა:

სუპებში ეს მიყვარს და გრეჩიხა მეორე :D მაინც ბატკნის ხორცი სულ სხვაა!

RSS

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters