ამ ათასწლოვანი ისტორიის მქონე ნუგბარის წინაპარი თურქული რაჰათ ლუქუმი ყოფილა...
მისი რეცეპტი კი სხვადასხვა საუკუნეში ხშირად იცვლებოდა...
QwellyNaRiA კი გთავაზობთ მარმელადის შედარებით თანამედროვე და მარტივ ევროპულ რეცეპტს...

ფორთოხლის მარმელადი | fortoxlis marmeladi | Qwellynaria | ქველინარია

შემადგენლობა:

  1. შაქარი - 500 გრ
  2. წყალი - 200 მლ
  3. ფორთოხალი - 3 ცალი (გაფცქვნილ-გასუფთავებულ მდგომარეობაში უნდა იყოს 500-600 გ)
  4. ლიმონი - 1ცალი (პატარა)

მომზადება:

  • ფორთოხლებს ბოსტნეულის სათლელით თხლად ააჭერით კანი, თეთრი ნაწილი არ მიაყოლოთ, და დაჭერით წვრილ ჩხირებად.
  • კანები ჩაყარეთ მდუღარეში და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 20-25 წუთი, შემდეგ გადაიტანეთ საწურზე და ცივ წყალს მიუშვიურეთ სანამ მთლიანად არ გაცივდება. დაწურეთ ზედმეტი სითხისგან.
  • შაქარს დაამატეთ წყალი და შემოდგით ცეცხლზე, რომ ადუღდება ცეცხლს დაუწიეთ და ადუღეთ თავახდილი 20 წთ.
  • ამასობაში რბილობი კარგად გაასუფთავეთ თეთრი კანისგან და დაჭერით პატარა კუბიკებად, წვენი არ დაგეღვაროთ, შეაგროვეთ.
  • 20 წუთიანი დუღილის შემდეგ შაქრიან სიროპში ჩაყარეთ ფორთოხლის კანები და კიდევ 20 წუთი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, პერიოდულად ურიეთ, თავსახური კი მხოლოდ ნახევრად დააფარეთ ქვაბს.
  • ამ დროის შემდეგ ჩაუშვით სიროპში დაჭრილი ფორთოხალი თავის წვენიანად და ჩააწურეთ ლიმონის წვენიც. განაგრძეთ ხარშვა თავახდილი,დაახლოებით 1 სთ.
  • პერიოდულად ამოურიეთ.
  • მზაობა შეამოწმეთ ასე: სიროპის რამდენიმე წვეთი დაასხით თეფშზე და გააგრილეთ, შემდეგ გასინჯეთ, თუ ძალიან თხევადია, განაგრძეთ ხარშვა, თუ სიბლანტე და სისქე გაკმაყოფილებთ, შეწყვიტეთ და ცხელი გადაიტანეთ მინის ქილაში.
  • თუ ფორთოხალს ან ლიმონს (ან ორივეს) აქვს კურკები, სასურველია მოაგროვოთ, მარლაში გამოკრათ და ხარშოთ ნაყოფთან ერთად, შემდეგ კი გადააგდოთ. ეს ხელს უწყობს მარმელადს ჟელესებური კონსისტენციის მიღებაში.

თქვენი სურვილით, შეგიძლიათ მარმელადს დაამატოთ სხვადასხვა არომატი: ვანილი, ვისკი და ა.შ. მაგრამ ეს ბოლოს, როცა ცეცხლს გამოურთავთ.

ტეგები: qwellynaria, recipe, დესერტი, ლუქუმი, მარმელადი, რაჰათ, ტკბილეული, ფორთოხალი, ქველინარია

ნახვა: 1009

გამოხმაურებები!

ჩასქელებული ჯემი გამოვა. 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters