აღდგომის დღესასწაულის წინ საკონდიტროები ერთმანეთს ეჯიბრებიან პასკის ცხობაში, მეტიც - ზოგჯერ ქვეყნებიც კი ერთვებიან ამ შეჯიბრებებში საკუთარი ნაცნიონალური პასკის სახელით მონათლულის უკეთ წარმოსაჩენად, მაგრამ რაც დრო გადის, ყველა აცნობიერებს რომ საუკეთესო შედეგი, მაინც ქველინარიის ექსკლუზიურ რეცეპტს ან ტრადიციული მეთოდით მომზადებულ ოჯახურ პასკას აქვს!

შემადგენლობა:

  • ფქვილი - 2,8-3 კგ;
  • კვეცრხი - 10 ;
  • შაქარი - 1,5 კგ; 
  • რძე - 1 ლ;
  • კარაქი - 400 გრ; 
  • არაჟანი - 300 გრ; 
  • მაწონი - 400;გრ  
  • საფუარი - 3-4 ს/კ; 
  • ზეთი - 200 მლ;  
  • ქიშმიში - 500-800 გრ (როგორც თქვენ გიყვართ);
  • მუსკატი - 3 ცალი; 
  • ილი - 30-40 ცალი; 
  • მიხაკ-დარიჩინი თქვენი გემოვნებით;
  • მარილი და ვანილი გემოვნებით;
  • ლიმონის ცედრა - 3-4 ცალი.

მომზადება:

  • 10 კვერცხის გულისგან გააკეთეთ გოგლიმოგლი, დაუმატეთ 500 გრ შაქარი (ცილას შეინახეთ);
  • 900მლ ცხელ რძეში გახსენით 1 კგ შაქარი და 400გრ კარაქი + ცოტა მარილი;
  • 100მლ თბილ რძეში გახსენით 3-4 ს/კ საფუარი + 1 ჩ/კ შაქარი + 100 გრ ფქვილი და დადგით ასაფუებლად (თუ დროჟი კარგია მალე ამოფუვდება);
  • მომზადებულ გოგლიმოგლში აურიეთ 300 გრ არაჟანი და 400 გრ მაწონი;
  • შენახული ათი კვერცხის ცილა ათქვიფეთ უშაქროდ გამაგრებამდე, დაამატეთ ვანილი;
  • ზემოთ ჩამოთვლილუ სამი მასა (გოგლიმოგლი/რძე/საფუარი) გადაურიეთ ერთმანეთში და ბოლოს ძალიან ფრთხილად შეურიეთ მზა ბეზე;
  • დადგით ასაფუებლად;
  • ამოსული მასა ჩაზილეთ 200მლ ზეთთან ერთად და შეაზილეთ 2,8-3 კგ_მდე ფქვილი (თუ ფქვილი კარგია სამი კილო არ დასჭირდება)
  • ეს მასა რომ ამოფუვდება, ჩააყარეთ ფქვილში ამოვლებული 500-დან 800 გრამამდე შავი ქიშმიში, ასევე, დაამატეთ სანელებლები:
    • სამი ცალი მუსკატის კაკალი + შაფრანი + 30-40 ცალი ილი, ცოტა მიხაკ-დარიჩინი. ეს ყველაფერი დაფქვით (დაფქვილებიც იყიდება) და დაამატეთ 3-4 ცალი ლიმონის ცედრა და დაასხით კონიაკი (სურნელოვანი სანელებლების დასათრობად)
  • და ჩაზილეთ;
  • დაელოდეთ ამოფუებას და შემდეგ გადაიტანეთ ფორმებში და გამოაცხვეთ.


რაოდენობები: 400-500 გრ. ფორმებში გამოდის - 13 ცალი; ხოლო, 800-900 გრამიან ფორმებში - 6-7 ცალი;

გემრიელად მიირთვით და მრავალს დაესწარით!

რეცეპტი - ია მინდაძე ასათიანის

ტეგები: Qwellynaria, პასკა, რეცეპტი, სააღდგომო, ტკბილეული, ქველინარია

ნახვა: 2378

გამოხმაურებები!

სრულიად გეთანხმები მაიკო, ეს შოკოლადებითო, ცუკატებითო და ა.შ. არაპასკურია. თუ პასკა პასექის ხმიადს განსახიერებს, ოჯახური ვერსიაც ძალიან დაშორებულია დედანს, და მონუტელამინანქრებული მითუმეტეს.

Maiko_მ თქვა:
ოჯახურ რეცეპტს ნამდვილად არცერთი სხვა არ ჯობია!!))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Palestine In Concentration: Present-day Updates and Ongoing Struggles

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:17pm 0 კომენტარი







The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.







Rising Tensions and…

გაგრძელება

How Pop Tracks Dominate Our Playlists

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი







From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?



The Anatomy of a Pop Hit



Pop tunes are built to be infectious. With their…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters