ბატკნის ჩაქაფული აღმოსავლეთ საქართველოს სიამაყეა.
ის უფლისციხესავით ძველი და გრემივით დიდებული, განსაკუთრებით საყვარელი ქართული უგემრიელესი კერძია. ტრადიციული სუფრის ნამდვილი მშვენება... ქველინარიის რეცეპტით
1. ბატკანი - 2კგ (უმჯობესია თუ არ იქნება ძალიან ქორფა, გამოიყენეთ ბატკნის რბილი ხორცი);
2. თეთრი ღვინო -500 მლ;
3. ტყემალი - 1 ჭიქა;
4. ქინძი - 4 კონა;
5. ოხრახუში - 2 კონა;
6. ტარხუნა - 6 კონა;
7. წიწმატი - 2 კონა;
8. მწვანე ხახვი - 4 კონა;
9. ნიახური ძალიან ცოტა;
10. კახური გრძელი წიწაკა - 1 ცალი;
11. მარილი - გემოვნებით.
1. ბატკნის ხორცი გარეცხეთ, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად (თუ ძვლიანია ძვლიანად) და ჩააწყვეთ ქვაბში, იქვე დაუდეთ ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი დუმის ქონი.
ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.
არ დაუმატოთ წყალი, ადუღეთ საკუთარ წვენში.
თუ ხორცის მომზადებამდე წვენი ამოშრა დაუმატეთ ღვინო.
როდესაც ხორცი მზად იქნება და წვენი ამოშრება დაუმატეთ ისევ ცოტა ღვინო და ალყად დაჭრილი ხახვი.
2. დაჭერით მწვანილები (ქინძი, ოხრახუში, წიწმატი, მწვანე ხახვი, ნიახური, წიწაკა) და აურიეთ ერთმანეთში.
მომზადებულ ხორცს ეს ყველაფერი დაადეთ ფენად.
დაუმატეთ ტყემალი, ტარხუნის ფოთლები და მარილი.
ეს ყველაფერი დააყარეთ ისე რომ ხორცი არ ჩანდეს, დააფარეთ და ადუღეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.
მზად რომ იქნება წამოდუღდება და ზემოდან მოადგება ქაფი, მაგრამ მაშინვე არ მოხადოთ.
ქაფის გამოჩენიდან 15-20 წუთში კერძი მზად იქნება.
ტეგები: Qwellynaria, რეცეპტი, ტარხუნა, ქველინარია, ჩაქაფული, ხორცეული
ეს რა ვნახე :) მომშივდა!
არ თქვა Kakha, არ თქვა :((
Kakha_მ თქვა:
მგონი ამაზე მაგარი რაღაც ჯერ არაფერი არ მოუგონიათ ამ პლანეტაზე :D :D
მადლობა გაგებისთვის :D თან ახლა ისევ მარხვა იწყება და ეს ძალიან მჭირდებოდა :((
Kakha_მ თქვა:
კაი არაფერს აღარ ვიტყვი :DD
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•