ბატკნის ჩაქაფული აღმოსავლეთ საქართველოს სიამაყეა.

      ის უფლისციხესავით ძველი და გრემივით დიდებული, განსაკუთრებით საყვარელი ქართული უგემრიელესი კერძია. ტრადიციული სუფრის ნამდვილი მშვენება... ქველინარიის რეცეპტით

 this photo about recipe | qwellynaria | როგორ მოვამზადოთ ჩაქაფული | როგორ გავაკეთოთ ჩაქაფული | ჩაქაფულის მომზადების რეცეპტი | ჩაქაფულის გაკეთება |qwelly | qwellynaria | recipe | ქართლ-კახური ჩაქაფული | ჩაქაფული | კახური ჩაქაფული | ქართული სამზარეულო

შემადგენლობა:

1. ბატკანი - 2კგ (უმჯობესია თუ არ იქნება ძალიან ქორფა, გამოიყენეთ ბატკნის რბილი ხორცი);
2. თეთრი ღვინო -500 მლ;
3. ტყემალი - 1 ჭიქა;
4. ქინძი - 4 კონა;
5. ოხრახუში - 2 კონა;
6. ტარხუნა - 6 კონა;
7. წიწმატი - 2 კონა;
8. მწვანე ხახვი - 4 კონა;
9. ნიახური ძალიან ცოტა;
10. კახური გრძელი წიწაკა - 1 ცალი;
11. მარილი - გემოვნებით.

მომზადება:

1. ბატკნის ხორცი გარეცხეთ, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად (თუ ძვლიანია ძვლიანად) და ჩააწყვეთ ქვაბში, იქვე დაუდეთ ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი დუმის ქონი.

ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.

არ დაუმატოთ წყალი, ადუღეთ საკუთარ წვენში.

თუ ხორცის მომზადებამდე წვენი ამოშრა დაუმატეთ ღვინო.

როდესაც ხორცი მზად იქნება და წვენი ამოშრება დაუმატეთ ისევ ცოტა ღვინო და ალყად დაჭრილი ხახვი.

2. დაჭერით მწვანილები (ქინძი, ოხრახუში, წიწმატი, მწვანე ხახვი, ნიახური, წიწაკა) და აურიეთ ერთმანეთში.

მომზადებულ ხორცს ეს ყველაფერი დაადეთ ფენად.

დაუმატეთ ტყემალი, ტარხუნის ფოთლები და მარილი.

ეს ყველაფერი დააყარეთ ისე რომ ხორცი არ ჩანდეს, დააფარეთ და ადუღეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.

მზად რომ იქნება წამოდუღდება და ზემოდან მოადგება ქაფი, მაგრამ მაშინვე არ მოხადოთ.

ქაფის გამოჩენიდან 15-20 წუთში კერძი მზად იქნება.

ტეგები: Qwellynaria, რეცეპტი, ტარხუნა, ქველინარია, ჩაქაფული, ხორცეული

ნახვა: 8864

გამოხმაურებები!

rogor miyvaaaars ♥

მოუვიდა დრო :)) 

იფ იფ, მალე დავაგემოვნებ კახეთში ამას :D :p

ეს რა ვნახე :) მომშივდა! 

არ თქვა Kakha, არ თქვა :(( 

Kakha_მ თქვა:

მგონი ამაზე მაგარი რაღაც ჯერ არაფერი არ მოუგონიათ ამ პლანეტაზე :D :D 

მადლობა გაგებისთვის :D თან ახლა ისევ მარხვა იწყება და ეს ძალიან მჭირდებოდა :(( 

Kakha_მ თქვა:

კაი არაფერს აღარ ვიტყვი :DD

როცა რობოტების სამყარო დადგება, ერთადერთი რაც მომენატრება ამ ცხოვრებიდან.

გახურდა სეზონი.

როგორი მონატრება იცი შე დალოცვილო! 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters