მიწათმოქმედების და მეცხოველეობის ქვეყანაში ყველაზე ბუნებრივი საკვები არის ყველი და პური (და ყველაზე კარგი მასპინძლობა კი - კეთილი გულით). ყველისა და პურის გარითმვით ისედაც ხაჭაპური მიიღება, მაგრამ ეს უკანასკნელი, პურის გამოცხობამდე - ცომში ჩადებული ყველიდან დაიწყო. დაიწყო და მოედო საქართველოს ყველა კუთხეს. მოგვიანებით, როცა განვითარდა მეფრინველეობა, ხაჭაპურს დაემატა კვერცხი (გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში), ამერიკული კულტურების ჩვენში შემოსვლამ დასაბამი დაუდო ახალ იდეას - კარტოფილით დაუწყეს ხაჭაპურს შეკმაზვა (ოსეთი, სამცხე-ჯავახეთი). დედაქალაქში პურის მოდიფიკაციაზეც იფიქრეს და ფენოვან ცომში გამოაცხვეს - იხრაშუნოსო.
რით იქნებოდა გამორჩეული Qwellynaria, რომ ტრადიციული ხაჭაპურების გვერდით (იხილეთ ხაჭაპურის რეცეპტები), საკუთარი, თანამედროვე, ორიგინალური და ექსკლუზიური ვერსია არ შემოეთავაზებინა.
დადგით კარტოფილი მოსახარშად; გირჩევთ, კარტოფილი მოხარშოთ მარილიან წყალში ან თუ გაქვთ, შემდეგ შეკაზმოთ სვანური მარილით;
მოხარშული კარტოფილი დაჭერით ალყა-ალყა;
კვერცხის გული ათქვიფეთ არაჟანთან ერთად;
ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ 2-3 მმ სისქეზე და დააფინეთ პერგამენტის ქაღალდზე.
ფოტოზე ნაჩვენები მეთოდით დაალაგეთ თანმიმდევრულად - ვიჩინა, კარტოფილი, ყველი, ვიჩინა.
გადაახვიეთ და წაუვით კვერცხის გული;
დარჩენილი ნაწილი დაჭერით ფოტოს მიხედვით და გადაახვიეთ;
გაჭერით ორ ნაწილად და პერგამენტის ქაღალდიანად შედგით გამოსაცხობად;
შედგით აირღუმელში 150 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში;
თვალი არ მოაცილოთ და მერე, გემრიელად მიირთვით.
ტეგები: Qwellynaria, ექსკლუზივი, ვიჩინა, რეცეპტი, ფენოვანი, ყველიერი, ცომეული, ხაჭაპური, ხორციელი
ელექტროღუმელი და პრინციპში, გაზქურაც შეიძლება - ოღონდ კარგად უნდა ატრიალო. ))
Kakha said:
ჰაერღუმელში უნდა შევდგათ და არა ეარღუმელში :D ))
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•