აღდგომის ხატზე გამოსახულია ჯოჯოხეთის კლიტეების დამსხვრევისა და ადამისა და ევას ჯოჯოხეთიდან აღმოყვანის სცენა.
თეოლოგები ამბობენ, რომ აღდგომის მსგავსი ტიპის ხატზე (აღდგომის ხატი სხვაგვარადაც შეიძლება დაიწეროს) არის ერთი დეტალი, რომელიც გამოხატავს აღდგომის იდეას. ის მიგვანიშნებს ხატის მთელ არსს - ესაა დასაწყისი, ესაა დიდი პროცესის - ადამიანის გაღმრთობის, ადამიანის ღმერთამდე მიყვანის საწყისი წამი და სწორედ ამ დასაწყისის გადმოსაცემად გამოყენებულია ეს დეტალი.
დაასახელეთ! (პასუხი დაასაბუთეთ)
ტეგები: Qwelly, გამოხსნა, რა_სად_როდის, საეკლესიო, სახისმეტყველება, ფერწერა, ქველი, ხატწერა
მშვენიერი ვერისიებია, მაგრამ არა. თავად კომპოზიცია კი არა (ადამის და ევას ამოყვანა მაგალითად), არამედ ერთი კონკრეტული დეტალი უნდა დაასახელო. სამწუხაროდ გახსნილი ბოქლომი (ჯოჯოხეთის კლიტეთა დამარღვევლობა) და მანდორლა (მისი ოვალურობა, უბრალოდ ხატმწერის ბრალია ჩემია აზრით )) ) სწორ ვერსიად არ გამოდგება :D ეგეც არ იყოს, მანდორლას სხვა დატვირთვა აქვს - ის უფლის წიაღის სიმბოლოდ იხატება და ამ ხატზე ლურჯ ფერად არის წარმოდგენილი.
pati shavadze_მ თქვა:
ადამის გამოხსნა და ზოგადად ადამის და ევას ჯოჯოხეთიდან ამოყვანის სცენა გულისხმობს (თუ სისულელეს არ ვყბედობ) ახალი სიცოცხლის საწყისს. ამიტომ ვიფიქრე ამ ვერსიაზე..ისე კი საინტერესო დეტალია გახსნილი ბოქლომი და მანდორლა (ოვალური ფორმის შარავანდი)
თუ სადღაც ადამთან ვართ, სიშავე? წვდიადი? და იქიდან ნათელში გადასვლა იქნებ დაწერო?
არა, ოთო, ეგ არ არის სწორი ვერსია. მინიშნებას დავწერ - ფიზიკა ))
Oto_მ თქვა:
თუ სადღაც ადამთან ვართ, სიშავე? წვდიადი? და იქიდან ნათელში გადასვლა იქნებ დაწერო?
ფიზიკა მიზიდულობის ძალა? :D ჰაერში ყოფნა მარა სხვა ხატებზე ჯოჯხეთის კარებზე დგას.იქნებ მოსასხამი არვიცი მოკლედ
აღდგომის ხატის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს ადამის და ევას ფიგურები. მათი გამოსახვით მითითებულია და მკაფიოდ აქცენტირებული ქრისტეს ჯვარცმის სოტეროლოგიური (გამომხსნელი) არსი, რომელიც სწორედ ადამის „ამოყვანაში“ არის განცხადებული.
უფალი მის წინ ცალმუხლმოდრეკილ, სარკოფაგიდან ამოზიდულ ადამს ეჭიდება: ის ხან მისკენ დახრილია, ხან ფართოდ მიაბიჯებს წინ და თან გაიყოლებს ადამს, თანაც ზეიმურად და დიდებულად დგას, თითქოს ზევითკენ მიმართული, რითაც ხაზი ესმება არა მხოლოდ მამამთავრის ხსნას, არამედ სხეულებრივ აღდგომასაც.
აღდგომის ხატის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს ადამის და ევას ფიგურები. მათი გამოსახვით მითითებულია და მკაფიოდ აქცენტირებული ქრისტეს ჯვარცმის სოტეროლოგიური (გამომხსნელი) არსი, რომელიც სწორედ ადამის „ამოყვანაში“ არის განცხადებული.
უფალი მის წინ ცალმუხლმოდრეკილ, სარკოფაგიდან ამოზიდულ ადამს ეჭიდება: ის ხან მისკენ დახრილია, ხან ფართოდ მიაბიჯებს წინ და თან გაიყოლებს ადამს, თანაც ზეიმურად და დიდებულად დგას, თითქოს ზევითკენ მიმართული, რითაც ხაზი ესმება არა მხოლოდ მამამთავრის ხსნას, არამედ სხეულებრივ აღდგომასაც.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•