ღირსი მოწამენი: ანანია მღვდელი , პეტრე საკანისმცველი და მათთან ერთად 7 მხედარი ფინიკიაში ეწამნენ 295 წელს. ანანია ხუცესი დიოკლეტიანეს დროინდელი დევნულობისას შეიპყრეს, ქრისტეს აღსარებისათვის და ფინიკიის მმართველს მაქსიმეს მიჰგვარეს. ვერც შეგონებებმა, ვერც მუქარამ, ვერ გადადრიკა წმიდანი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემისაგან. როცა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოითხოვეს, მან სულის შებერვით დაამსხვრია წარმართთა მთელი ტაძარი და საჯაროდ განაქიქა კერპთაყვანისმცემელთა ცრუ-სარწმუნოება. ამის შემდეგ საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც მეშვიდე დღეს მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქნა, მეთორმეტე დღეს კი თავად სულიწმიდა ეჩვენა მტრედის სახით. ამ სასწაულების მხილველმა საპყრობილის მცველმა, პეტრემაც ირწმუნა ქრისტე, რისთვისაც ანანიას ხვედრი გაიზიარა - ორივე აღმსარებელი ერთად წარადგინეს საწამებლად. ანანია გახურებულ ტაფაზე დააწვინეს, სხეული დაუჩეხეს და ჭრილობებში მარილი ჩაუყარეს, პეტრე კი გავარვარებულ ნაღვერდლებში ჩააგდეს. შემდგომ ორივე მოწამე მეტისმეტად გახურებულ აბანოში გამოკეტეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ იქიდან უვნებელი გამოვიდნენ. მომხდარმა სასწაულმა კიდევ 7 მეომარი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. გამწარებულმა წარმართებმა ისინი არგნებით გვემეს, შემდეგ კი ცხრავე მარტვილი ცეცხლში ჩაყარეს უსჯულოთაგან სასიკვდილოდ განწირულებს კვლავ სულიწმიდა წარმოუდგათ მტრედის სახით და ალს წვის უნარი დაუკარგა. ამის შემდეგ უღმერთოებმა ანანია მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ იგი კვლავ ცოცხალი გადარჩა. ხოლო მოწამეები ზღვაში დაახრჩვეს, სიკვდილამდე ხუცესმა ანანიამ მოასწრო ახალმოქცეული მეომრების მონათვლა. ნაპირზე გამორიყული წმიდანთა ცხედრები ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას.
ტეგები: 8 თებერვალი, Qwellyland, თებერვალი, თვენი, მოწამე
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•