წმინდა მამა ისიდორე ალექსანდრიაში ქალაქ პელუსიოტელიში დაიბადა IV ს-ში. მისი მშობლები, კეთილმსახური ქრისტიანები, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს თეოფილეს და მის მემკვიდრეს, წმიდა კირილეს ენათესავებოდა. წმიდანი სიჭაბუკეშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას და ეგვიპტეში, პელუსიოტის მთაზე დაიწყო მოსაგრეობა. სულიერ სიბრძნესა და მკაცრ ასკეტიზმთან შეერთებულმა ფართო განათლებამ ღირს მამას ბერების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოუპოვა. მალე მას ხუცესად დაასხეს ხელი და წინამძღვრადაც აკურთხეს. ღირსი ისიდორე, წმიდა იოანე ოქროპირის მიბაძვით, რომლის ხილვისა და სმენის ღირსიც შეიქმნა კონსტანტინეპოლში მოგზაურობის დროს, უმეტესწილად მქადაგებლურ მოღვაწეობას ეწეოდა. ქადაგებას იგი უწოდებდა „პრაქტიკულ ფილოსოფიას”, რომელიც წარმოადგენს „საძირკველს შენობისა და თავად შენებულობას”, მაშინ, როცა ლოგიკა „მისი მორთულობაა”, „ჭვრეტა კი – გვირგვინი”. წმიდა მამა დაუზარებლად მოძღვრავდა სულიერი შეწევნის ყველა მთხოვნელს – უბრალო ადამიანს, დიდებულს, ეპისკოპოსს, ალექსანდრიის პატრიაქს თუ თავად იმპერატორს. მას ეკუთვნის 10 000 ეპისტოლე, რომელთაგან ჩვენს დრომდე მოაღწია 2000. მათი უმეტესობა შეიცავს წმიდა წერილის ღრმა საღვთისმეტყველო განმარტებებსა და მისგან გამომდინარე ზნეობრივ სწავლებებს. ისიდორე პელუსიოტელი იოანე ოქროპირის ერთგული და მოსიყვარულე მოსწავლე იყო. როცა დედოფალმა ევდოქსიამ და მთავარეპისკოპოსმა თეოფილემ წმიდა მღვდელმთავრის დევნა დაიწყეს, ღირსი მამა გაბედულად აღსდგა მის დასაცავად, წმიდანის მიცვალების შემდეგ კი შეაგონა თეოფილეს მემკვიდრე, წმიდა კირილე ალექსანდრიელი, რომ იოანე ოქროპირის სახელი, როგორც აღმსარებელისა, საეკლესიო დიპტიხებში შეეტანათ. ღირსი ისიდორეს ინიციატივით, 431 წელს, ეფესოში მოწვეულ იქნა III მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო ნესტორის ცრუსწავლება.
ღირსმა მამამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, 436 წელს კი, ანგელოზებრივი ცხოვრებით ამქვეყნამდვე გაბრწყინებული, ანგელოზთა დასს შეუერთდა.
ტეგები: 17 თებერვალი, Qwellyland, თებერვალი, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•