ღირსი ლუკა ელადელი დაიბადა საბერძნეთის სოფელ კასტარიაში. მისი მშობლები ღარიბები მიწათმოქმედებდნი იყვნენ. ღირსი ლუკაც ბევრს იღვწოდა, ამუშავებდა მიწას, მწყემსავდა ცხვრებს. იგი დაუზარებლად უჯერებდა მშობლებს. ხშირად კეთილი ჭაბუკი თავის წილ საჭმელს და ტანსაცმელს ღარიბებს უნაწილებდა, ამისთვის ბევრი საყვედურების მოთმენა უწევდა მშობლებისგან. ერთხელ, იმ თესლების უმეტესობა, რომელიც თავის მინდორზე უნდა დაეთესა, უპოვრებს მისცა, მაგრამ ღმერთმა დააჯილდოვა გულმოწყალებისათვის: იმ წელს წინანდელზე მეტი მოსავალი მოვიდა.
სიყმაწვილიდანვე წმიდანი ბევრს და გულმოდგინედ ლოცულობდა. ერთხელ დედამ იგი ჰაერში ამაღლებული იხილა ლოცვის დროს.
მამის გარდაცვალების შემდეგ ლუკა დედამისის ჩუმად წავიდა ათონის მთაზე და მორჩილად შეუდგა ღმერთს, მაგრამ ღმერთმა შეისმინა დაღონებული მშობლის ვედრება და ის სასწაულებრივად დააბრუნა მშობლიურ სახლში. მან იქ ოთხი თვე იცხოვრა, დაამშვიდა დედა, შემდეგ კი, უკვე მისი ნებით, იოანეს მთაზე განმარტოვდა. აქვე აღკვეცეს იგი ბერად ამ ადგილის მოსალოცად მოსულმა მღვდელმსახურებმა. ამის შემდეგ ლუკამ გააძლიერა თავისი ღვაწლი და უფალმა დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის განჭვრეტის ნიჭი მიმადლა.
მან შვიდი წელი დაჰყო, იოანეს მთაზე ღირსმა მამამ, იგი ბულგარელთა შემოსევამ აიძულა შეეცვალა მოღვაწეობის ადგილი და კორინთოსკენ გაემგზავრა. იქ მან გაიგო ერთი მესვეტე ბერის შესახებ, რომელიც პატრებში მოღვაწეობდა, იგი მოძებნა და 10 წელი მის მორჩილებაში იმყოფებოდა, შემდეგ კი დაუბრუნდა სამშობლოს და კვლავ იოანეს მთაზე დამკვიდრდა. აქ ამომსვლელ ადამიანთა სიმრავლე არღვევდა ღირსი ლუკას მყუდროებას, ამიტომ მოძღვრის, თეოფილაქტეს კურთხევით იგი უფრო მივარდნილ ადგილას გადავიდა მოწაფესთან ერთად. სამი წლის შემდეგ არაბთა თავდასხმების გამო წმიდანი უდაბურ და უწყლო კუნძულზე ამპილზე გადასახლდა. მისი მოღვაწეობის უკანასკნელი ადგილი გახდა სტირი (სოტერიე). აქ ღირსი მამის ირგვლივ საძმო შემოიკრიბა და დაარსდა მცირე მონასტერი, რომლის ტაძარიც წმიდა დიდმოწამე ბარბარეს სახელზე აკურთხეს. ამ სავანეში ღირსი მამა მრავალ სასწაულს აღასრულებდა, კურნავდა სულიერ და ხორციელ სნეულებებს. მან წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება, კელიაში ჩაიკეტა და სამი თვის მანძილზე ემზადებოდა სიკვდილთან შესახვედრად. ღირსი მამა 946 წლის 7 თებერვალს აღესრულა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ხელთა შენთა შევვედრებ, უფალო, სულსა ჩემსა!“ შემდგომში მის საფლავზე ტაძარი ააგეს. წმიდანის უხრწნელი ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა და მრავალი კურნება აღესრულა.
ტეგები: 20 თებერვალი, Qwellyland, თებერვალი, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
© 2026 George.
•