მირქმის დღესასწაული უკავშირდება ლუკას სახარებაში მოთხრობილ ამბავს (ლკ. 2, 22-28), როდესაც იოსებმა და მარიამმა, 40 დღის ჩვილი იესო მიიყვანეს ტაძარში და მათ შეეგებათ მართალი სვიმეონი, რომელიც სული წმინდის კარნხით, ანგელოზის გამოცხადებით მოელოდა მესიას. მკლავზე მიიკრა, აკურთხა, მარიამს წინასწარმეტყველური სიტყვებით მიმართა. იქვე იმყოფებოდა წმინდა ქალწული ანნა, რომელმაც შეიცნო მაცხოვარი, "აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა."
ეს დღე, საუფლო საზეიმო დღესასწაულად დადგინდა მოგვიანებით - 544 წელს!
გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.
საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.
ტეგები: 15 თებერვალი, Qwellyland, თებერვალი, თვენი, ქველი
ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) წარმოთქმული ქადაგება - მირქმის დღესასწაულზე!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
© 2025 George.
•