წმინდა ქსენოფონტე და მეუღლე მისი მარიამი, კონსტანტინეპოლში V საუკუნეში მოღვაწეობდნენ . დიდგვაროვანი და მდიდარი ცოლ-ქმარი თავმდაბლობითა და სიკეთით გამოირჩეოდნენ. მათ ორი შვილი ჰყავდათ ,- იოანე და არკადი. როცა ძეები წამოიზარდნენ, კეთილმსახურმა დედ-მამამ ისინი სწავლის გასაგრძელებლად ფინიკიის ქალაქ ბეირუთში გაგზავნეს. ღვთის განგებით, ხომალდი გზაში დაიღუპა და ძმები სხვადასხვა ადგილას გაირიყნენ ნაპირზე. განშორებით დამწუხრებული იოანე და არკადი ბერებად შედგნენ. ხომალდის დაღუპვის ცნობით შეძრწუნებულ მშობლებს ღმერთმა ზეციური ჩვენებით განუცხადა, რომ მათი ძეები გადარჩნენ, რის შემდეგაც სულიწმიდით შთაგონებული ქსენოფონტე და მარიამი იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრნენ. აქ ისინი შეხვდნენ განჭვრეტის მადლით დაჯილდოებულ არკადის მოძღვარს, რომელმაც ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარში თავისი სულიერი შვილის მშობლები შეიცნო, უსიტყვოდ მიუხვდა სატკივარს და მთელი ოჯახი ერთად შეჰყარა. დიდი იყო მათი სიხარული. ამის შემდეგ ქსენოფონტემ და მარიამმაც მონაზვნობა შეიმოსეს, მდუმარებითა და მკაცრი მარხვით სათნოეყვნენ უფალს და სასწაულთქმედების ნიჭი მიიღეს, არკადიმ და იოანემ კი უდაბნოს მიაშურეს და აქ გაბრწყინდნენ ახოვანი მოსაგრეობით
ტეგები: 8 თებერვალი, Qwellyland, თებერვალი, თვენი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•