მთელი ფლამანდიური ფერწერული სკოლის მთავარი და ცენტრალური ფიგურა და ბაროკოს მხატვრობის ბრწყინვალე წარმომადგენელია პიტერ პოლ რუბენსი (1577-1640წწ.).

ავტოპორტრეტი:

ამ დიდი ფერმწერის სახელოსნო ფლამანდიური ხელოვნების განვითარების ცენტრად იქცა: რუბენსი იყო სწავლული, რომელმაც მშვენივრად იცოდა ანტიკური კულტურა; დიდი მხატვარი იმავდროულად იყო სურათების, მონეტების, ქანდაკებებისა და გემმების კოლექციონერი, დახვეწილი დიპლომატი, რომელსაც სახელმწიფოებრივად საპასუხისმგებლო დავალებები ეძლეოდა და მრავალი ქვეყანაც მოიარა. მას დიდი პატივით ხვდებოდნენ ესპანეთის, ინგლისის, საფრანგეთის მეფეები. რუბენსმა შვიდი ენა იცოდა, ის იყო ფართო ინტერესების ადამიანი და ბევრს ფიქრობდა ხელოვნების პრობლემებზე. რუბენსი ბაროკოს სტილის ერთერთი ფუძემდებელია ფერწერაში.

გარდამოხსნა:

ჯვართზე ამაღლება:

ამაზონთან ბრძოლა:

მთვრალი სილენი:

დიანას დაბრუნება ნადირობიდან;

ლომებზე ნადირობა:

ლევკიპის ქალიშვილის მოტაცება:

მარიამ დემიჩი:

კამერისტი ქალი:

ვერსივია(ეს ტილო რუბენსის ნამდვილი შედევრია.ბანაობის შემდეგ ვირსავიას წარუდგება ზანგი ბიჭუნა, რომელსაც ბიბლიური დავითისაგან სასიყვარულო წერილი მოაქვს. კანის ხავერდოვანება, თმის სირბილე, ჭურჭლის გამჭვირველება მაყურებელს ძალუმად აგრძნობინებს საგანთა ცოცხალ მატერიალურობას.

ქურქი (1630 წელს, ოთხი წლის დაქვრივებული რუბენსი ცოლად ირთავს ელენე ფოურმენტს, აბრეშუმითა და გობელენით მოვაჭრის ქალიშვილს, რომელიც ხდება რუბენსისეული სილამაზის იდეალის ცოცხალი განსახიერება. ელენე ფოურმენტი იყო შთამაგონებელი მისი ქალთა სახეებისა.

საოცარი რეალისტური ძალითაა დაწერილი ქალის სხეული, კანის სინორჩე და სივარდისფრე მოყავისფრო ქურქითაა ხაზგასმული, ხალიჩის წითელი ტონი სხეულის სითბოს უსვამს ხაზს, აქ თითქოს სუნთქავს ყველა დეტალი.)

ელენე ფოურმენტი ბავშვიითუუურთ:

ტეგები: Art, Back, Cross, Genius, Hunting, Painting, Portrait, Qwelly, Rubens, Self-Portrait, მეტი...to, top, ავტოპორტრეტი, გარდამოხსნა, გენიალური, გენიოსი, დაბრუნება, მხატვრობა, ნადირობა, პორტრეტი, რუბენსი, ფერწერა, ხელოვნება, ჯვართამაღლება

ნახვა: 3246

გამოხმაურებები!

რატომაა ყველა მსუქანი ? :D :D

მსუუქნები მოწოონდა ^_^

Brolika Qiqava_მ თქვა:

რატომაა ყველა მსუქანი ? :D :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters