ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ბრწყინვალე+გონება

პოსტი: საშობაო ეპისტოლე 2015

     გილოცავთ ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს! განკაცდა ძე ღმრთისა და აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, სიხარული და სიყვარული მოიტანა ამ სამყაროში და…

დაამატა ლაშა at 5:40am on იანვარი 7, 2015
თემა: ხიბლი
ი, ყალბ მდგომარეობაში, რომელიც ჭეშმარიტებით, სიმართლით გამოხსნას საჭიროებს“. იმავეს ამბობს მთავარეპისკოპოსი არსენი (ჩუკოვსკი): „თითოეული ადამიანი თავისი უძლური, ცოდვილი ბუნებით მეტნაკლებად ემორჩილება ხიბლის მდგომარეობას. გაიფიქრე, რომ კარგად თქვი, მოიქეცი - უკვე ხიბლია, ოცნებობ საკუთარი ნიჭის, მიდრეკილებების გამოვლენაზე - ესეც ხიბლია, მიიღე შექება, დატკბი მისით - ესეც ხიბლია“.        ამგვარი მიდგომა ადვილი შესაძლებელია გაზვიადებულად ჩათვალონ. თითქოს ასეთ განცდებს ვინ აცდება, თითოეულის ცხოვრებაში ხშირად ჩნდება ისინი. სულ იმაზე თუ იფიქრე, რომ ხიბლის, ამპარტავნების გამოვლენაა ეს, შეიძლება ზედმეტად დაიძაბო, დაბრკოლდე, ზოგ შემთხვევაში მართლაც კარგად გამოგივა რაღაც, როგორ გინდა არ შენიშნო, გონება თავისთავად აკეთებს ამას, გსიამოვნებს საკუთარი სიმარჯვის დანახვა, სხვამაც თუ შეგაქო, გიხარია. ძნელია ხშირად ამ ჩვეულებრივი, შენთვის სასიამოვნო განცდების მიღმა ხიბლი დაინახო, საშიშროება იგრძნო, მაგრამ როგორც ვხედავთ, მართლმადიდებელი მამები სულ სხვაგვარად აღიქვამენ ამას ყველაფერს და ჩვენც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი აზრი, როგორც ბრძენი, გამოცდილი ხალხის მიდგომა.        მამა ალექსი (სოლოვიოვი) წერს: „არაფერი გვაქვს თავმოსაწონი და თუ რამ კარგია ჩვენში საკუთარი არ არის, უფლისაა. პირადი არაფერი გაგვაჩნია. როცა თავში პატივმოყვრული, ქედმაღლური აზრი მოგივა შენს შესახებ ასე გააკეთე: იმ წუთშივე განაგდე ის და თან თუ მარტო ხარ, შენდა გასაგონად თქვი: „მე ვიცი, როგორი კარგიც ხარ, ეს ვინ გააკეთა, ის ვინ ჩაიდინა? - და დაიწყე საკუთარი ცოდვების ჩამოთვლა - ამპარტავნული ფიქრიც გაგიქრება“.        რას წარმოადგენს ხიბლი? იგი მეტად საშიშ რელიგიურ მდგომარეობად ითვლება, როცა ახდენენ რა თავისი შესაძლებლობების გადაფასებას, დიდ წარმოდგენას იქმნიან საკუთარ თავზე. თვლიან, რომ სულიერების ისეთ დონეს მიაღწიეს, იმდენი ცოდნა, გამოცდილება დააგროვეს რელიგიურ სფეროში, რომ ხელეწიფებათ მნიშვნელოვანი საქმეების ჩადენა, დიდი ღვაწლის აღება საკუთარ თავზე. მიიჩნევენ, რომ უფლის განსაკუთრებული წყალობაა მათთან, მეტად მნიშვნელოვანი, საპასუხისგებლო მისია დააკისრა უზენაესმა და ადრე თუ გვიან ეს ხალხმა უნდა გაიგოს. გამოსაყოფია ხიბლის ორი ფორმა: ერთი - ჩვეულებრივი, არაშორსწასული, რომელიც ყველა მორწმუნესთან გვხვდება და მეორე - ამ მდგომარეობის მეტად საშიში, მკვეთრი გამოვლინების სახე. ჯერ შევჩერდეთ პირველ მათგანზე. იგი ერთგვარი სენივითაა, რომლისგანაც სიცოცხლის ბოლომდე არავინაა დაზღვეული, განთავისუფლებული, უბრალოდ სულიერების, რელიგიური გამოცდილების ზრდასთან ერთად უფრო ადვილად ატყობენ, იჭერენ ამპარტავნულ გამოვლინებებს საკუთარ თავში, გრძნობენ, ვარდებიან თუ არა ხიბლის მდგომარეობაში. უახლოვდებიან თუ არა ამ მხრივ კრიტიკულ ზღვარს.        მათგან, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, ან თუნდაც უბრალო მორწმუნეთაგან, ვისაც სწამს ღმერთის, მაგრამ არ იცავს რელიგიურ წესებს, რომელს არ წარმოუდგენია, რომ მან უკვე გარკვეული სარწმუნოებრივი ცოდნა, გამოცდილება შეიძინა და ახლა სხვასაც შეუძლია ასწავლოს, დაარიგოს რაღაც, მოაქციოს ეკლესიისკენ, ჩაუთვლია, რომ მის ლოცვას უკვე ძალა აქვს და უფალი ისმენს მას, მიუჩნევია, რომ ხელეწიფება ეკლესიისთვის მნიშვნელოვან, სასიკეთო საქმეებთან შეჭიდება. თავისთავად შეიძლება ისიც დაუშვა, რომ უბრალოდ, ყოველგვარი შეფარული მიზნის, საკუთარი თავის განდიდების გარეშე მოინდომო სხვისი დახმარება, რწმენისკენ შემობრუნება, ეკლესიისთვის სამსახურის გაწევა, მაგრამ ხშირად ამ განცდებს მაინც ამპარტავნული მომენტი ერევა. მოწყალება გავიღე, კეთილშობილება გამოვიჩინე, ღვთისთვის სათნო საქმე გავაკეთე, უფალი დამიფასებს, ალბათ სხვაც შეამჩნევს - გღრღნის სიამაყის ჭია და გიმახვილებს საკუთარი ღირსების შეგრძნებას. ერთ-ერთი გამორჩეული სქემოსანი ბერის სულიერი შვილის აღსარებაში ვხვდებით ასეთ სიტყვებს: „მე სავსე ვარ ამპარტავნებით, გულში ჩემს გარშემო მყოფ ყველა ადამიანზე მაღლა ვაყენებ თავს, რჩეული მგონია იგი“. ეს სიტყვები ძალიან ბევრს მიესადაგება. მართალია, მალავენ ამ თავის გულში ნაფიქრს, ესმით რა სასაცილო, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ხაზი რომ გაუსვან თავის რჩეულობას, როგორი ულამაზო გამოვა სხვის თვალში, ამბობენ ქრისტიანისთვის ჩვეულ სიტყვებს მე ვინ ვარ, ერთი ცოდვილი, უძლური არსება, მაგრამ სინამდვილეში კი ეს სიტყვები სულაც არ ასახავს მათ შინაგან მდგომარეობას. თავისთვის ფიქრობენ, რომ განსაკუთრებული მისია დააკისრა უზენაესმა და ადრე თუ გვიან ალბათ დაიგრგვინებს მართლმადიდებლურ სამყაროში მათი სახელი. ამგვარი აზრები, შინაგანი განწყობა უფრო მეტად ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კაცებისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ამ მხრივ გამონაკლისს არც ქალები წარმოადგენენ, ზოგჯერ ასაკოვნებიც.        ადამიანი თავისი ბუნებით ამპარტავანია, მაგრამ ხანდახან მაინც მისი ეს მხარე განსაკუთრებით იკვეთება, იწევს წინ და იგი უკვე ხიბლზე მიუთითებს. ამ დროს ხიბლის მდგომარეობის ფსიქიკურ განცდათა ანალიზი რომ გაკეთდეს, ორი მხარე იქნება მეტად თვალშისაცემი. ერთი - გამახვილება, გაძლიერება საკუთარი ღირსების შეგრძნების, რომ შეგიძლია სხვას დაარიგო, ასწავლო, გააკეთო ღვთისთვის სათნო საქმენი, დახმარება გაუწიო ეკლესიას და მეორე - სწრაფვა იმისკენ, რომ ირგვლივ დაინახონ, შეიტყონ შენ მიერ გაწეული ღვაწლი, ის, თუ რას აკეთებ ხალხისთვის. იგრძნობა ერთგვარი აღტყინება, დაძაბვა, ენთუზიაზმი, ენერგიის მოჭარბება და პირდაპირ თუ არა შეფარვით მაინც ყოველნაირად ცდილობენ წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ზოგჯერ ვითომდა სიტუაციამ მოიტანა, საუბრისას უბრალოდ ითქვა, რით არიან დაკავებულნი, უნებურად გამახვილდა მასზე ყურადღება; ხანდახან კიდევ პირდაპირ, დაუფარავად ამბობენ სათქმელს, განა რა დიდი დანაშაული და სირცხვილია, სხვამაც გაიგოს მათი საქმიანობის შესახებ, მით უმეტეს, თუ ზომიერად, არც მაინცდამაინც თვალშისაცემად იქნება ეს ნათქვამი.        მეტად ძნელია ამპარტავნებასთან ბრძოლა. შეიძლება მთელი ცხოვრება წერდე მის შესახებ, ტომები გქონდეს შექმნილი, სხვას აფხიზლებდე, მოუწოდებდე ამ ვნების საშიშროების შესახებ, მიუთითებდე მის გამოვლინებებზე, ასწავლიდე დაპირისპირებას და თავად ისე ჩავარდე ხიბლის მდგომარეობაში, რომ ვერც კი შეატყო. არავინ არის ამ მხრივ დაზღვეული, იმათგანაც კი მრევლს ვინც არიგებდა, მრავალ სასულიერო პირს მოსვლია ასე. მაგრამ ერთი რამ მაინც გამოსაყოფია, სულიერი გამოცდილება ეხმარება ადამიანს დროულად შეამჩნიოს და ებრძოლოს ხიბლის გამოვლენას თავში და თუ საჭიროა, სხვასაც შეეშველოს ამ მხრივ.        ყველანი ხიბლში ვართ, დიდი წარმოადგენა გვაქვს საკუთარ თავზე, ჩვენს მისიაზე ამქვეყნად, მაგრამ მაინც ცალკეა გამოსაყოფი ხიბლის შორსწასული, შეიძლება ითქვას, მკვეთრი გამოვლინების ფორმები, რომლებიც უმრავლესს შემთხვევაში მეტად სავალალოდ თავდება ადამიანისთვის. წმინდა მამები ამგვარი ხიბლის ორ სახეს გამოყოფენ. პირველი, როცა იწყებენ წარმოსახვას იმისა, რომ ხედავენ მაცხოვარს, ღვთისმშობელს, ანგელოზებს, ცის გახსნას, ზეციური სამყაროს სურათებს, ესმით რაღაც ხმები, აქვთ ნარკომანების მსგავსი მოლანდებები, თავში მოსდით ერთი შეხედვით ბრწყინვალე, შთამბეჭდავი იდეები და ჰგორნიათ ეს უფალი კარნახობს მათ. მიიჩნევენ, რომ უზენაესმა აირჩია ისინი, რათა კაცობრიობას მათი პირით ამცნოს ჯერ უთქმელი, მეტად მნიშვნელოვან აღმოჩენათა, სიბრძნეთა შესახებ, აუწყოს რა ელით, თუ იმას არ გააკეთებენ, რასაც მისი „რჩეული“ ეუბნება. უნდა ითქვას, რომ ხიბლში მყოფის აზრები, იდეები უმთავრესად მხოლოდ მისთვის არის შთამბეჭდავი, ძალიან საყურადღებო, ბრძნული, სხვის თვალში კი ხშირად ისინი აბსურდულად, სასაცილოდ, გაზვიადებულად მოჩანან. მათი საუბარი არც თუ იშვიათად გაუგებარია, იყენებენ რაღაც განყენებულ, აბსტრაქტულ ტერმინებს, ლაპარაკობენ ქარაგმებით, ზოგჯერ მოჰყავთ ადგილები წმინდა წერილიდან, იმეორებენ ქრისტიან მამათა გამონათქვამებს, მაგრამ ყოველივე ეს საერთო სურათიდან ამოვარდნილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მთლიანობაში რასაც ამბობენ, უსიამოვნო, არამიმზიდველ, ხშირად გაუგებარ შთაბეჭდილებას ტოვებს, მსმენელს სურვილი უჩნდება, მალე განერიდოს მას. ცდუნებულის საუბარს ისეთი დაღი აზის თვითდაჯერების, ამპარტავნების, საკუთარ სიმართლეში დარწმუნების, რომ საღად მოაზროვნე კაცისთვის შემაძრწუნებელი სურათი იქმნება.        ღვთისმშობელმა მაუწყა, ანგელოზებმა განმიცხადეს, წმინდა გიორგი ვნახე ძილში და მან მითხრა - ისე წამოისვრიან, უბრალოდ იტყვიან, რომ რელიგიურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანი შეიძლება გაოგნდეს, ეს ვისთან მქონია საქმეო! „პლანეტები რომ ერთ ხაზზე განლაგდებიან, მაშინ დადგება ქვეყნის აღსასრული და რაღაც ხმა გარედან მკარნახობს, რომ ეს მალე იქნება. ვაი, ბედკრულო კაცობრიობავ, რომ იცოდე, რა გელოდება“ - დღევანდელი რეალობიდან აღებული ერთ- ერთი ფრაზა ხიბლში მყოფის გამონათქვამებიდან. ზოგჯერ ვხვდებით აბსურდულ მტკიცებებს, როდის რა შეიძლება ჭამოს ადამიანმა და რის მიღებას უკრძალავენ მას ზემოდან, რომ ვთქვათ შემწვარი ნივრის ჭამა შეიძლება, ხახვის კი არაფრის დიდებით. ზემოთქმული მხოლოდ მაგალითია ხიბლში მყოფის წიაღსვლების, ასეთის კი მრავლის ჩამოთვლა შეიძლება.        მათ ხშირად აქვთ რაღაც უცნაური სიტკბოების, სიხარულის, აღტაცების გამომხატველი განცდები. ეს გრძნობები ცდუნებულისა არ ჯდება, ჩვეულებრივ ადამიანურ შეგრძნებათა, ემოციათა ჩარჩოში და ესეც ხიბლში მყოფისთვის იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად წყალობს უფალი, ახლოს არის მასთან. განა უბრალო მოკვდავს შეიძლება ჰქონდეს ასეთი განცდები, უკვე ამქვეყნად გრძნობდეს სამოთხისეულ ნეტარებას? ზოგჯერ ხიბლში მყოფნი გარეგნულად დიდ ღვაწლს იღებენ საკუთარ თავზე, გაძლიერებულად მარხულობენ, ლოცულობენ, დადიან ზამთარში ფეხშიშველნი, ყოველმხრივ აუძლურებენ სხეულს. ბოროტი აძლევს მათ ისეთ ძალას, რომ დიდი შეუპოვრობა, გამძლეობა გამოიჩინონ ამ მხრივ. ესეც ცდუნებულისთვის იმის დამამტკიცებელია, რომ მან უკვე დიდ სიმაღლეს მიაღწია ღვთისკენ სავალ გზაზე, განა სხვაგვარად შეძლებდა კი ამას?        ეპისკოპოსს ეგნატე ბრიანჩანინოვს ხიბლის ასეთი შემთხვევა მოყავს. ერთ-ერთი პეტერბურგელი ჩინოვნიკი არასწორი გაძლიერებული ლოცვით იყო დაკავებული, და ამის გამო განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჩავარდა. ლოცვის ეს არასწორობა იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი ამ დროს სხვადასხვა ზეციურ სურათს, წმინდანს, ანგელოზს წარმოიდგენდა, რაც მართლმადიდებელ მამათა მიხედვით მეტად საშიშად ითვლება. ლოცვის ეკლესიური წესი გულისხმობს არა წარმოსახვის გახელებას, არამედ იმ სიტყვების შინაარსის ყურადღებით აღქმას, რომელსაც ვკითხულობთ. ამ დროს ზეციურ სამყაროს მკვიდრთა წარმოდგენა მართლმადიდებლური გაგებით დიდი საშიშროების შემცველია და თუ ეს უნებურად მაინც მოხდა, ასეთი წარმოდგენები უნდა განიდევნოს გონებიდან. ჩინოვნიკს გარკვეული ხნის შემდეგ სხვადასხვა ჩვენებები დაეწყო. ლოცვისას ეჩვენებოდა, რომ ხედავდა ხატებიდან გამომავალ სინათლეს, გრძნობდა წარმტაც სურნელს, პირში ჰქონდა არაჩვეულებრივი სიტკბოების შეგრძნება. იგი რჩევისთვის მონასტერში მივიდა და ერთ-ერთ ბერს თავის შეგრძნებათა შესახებ მოუთხრო. ბერმა აუხსნა, რომ ეს დემონური გათამაშების შედეგი იყო და ურჩია, თავი დაენებებინა არასწორი ლოცვისთვის, რაზეც ცდუნებულმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. განა შემიძლია უარი ვთქვა ასეთ მადლზე? - მიუგო მან. ბერმა ერთი შეხედვით უცნაური კითხვა დაუსვა. თავის მოკვლის სურვილი ხომ არ გიჩნდებაო? როგორ არა, დავაპირე კიდეც, უთხრა ჩინოვნიკმა, მაგრამ გადამარჩინესო. როცა ცდუნებული წავიდა, მონასტრის ძმებმა ბერს ჰკითხეს. თუ საიდან მოუვიდა ასეთი კითხვის დასმა აზრად, რაზეც მან უპასუხა: „როგორც უფლისთვის მოთქმის დროს დგება სინდისის დამშვიდების წუთებიც, რომელიც აწყნარებს მონანულთ, ასევე დემონური ხიბლის ყალბი სიამოვნებისასაც დგება მომენტი, როდესაც ხიბლი თითქოს აშკარავდება და ადამიანს თავის ნამდვილ სახეს უჩვენებს. ამგვარი წუთები საშინელია, მათი სიმწარე და შედეგად გამოწვეული სასოწარკვეთა აუტანელი. ამით ცდუნებულმა ყველაზე ადვილად უნდა იგრძნოს თავის მდგომარეობა და შეეცადოს მისგან განთავისუფლებას. ხიბლის დასაწყისი სიამაყეა, ნაყოფი კი - დიდი ამპარტავნება. ცდუნებული თვლის რა ღვთის მადლის რჩეულ ჭურჭლად თავს, უგულებელყოფს ახლობელთა გაფრთხილებებს მის დასახსნელად. ამასთან სასოწარკვეთის შეტევები თანდათან უფრო ძლიერდება და ან ფსიქიკური აშლილობით, ან კიდევ თავის მოკვლით ბოლოვდება“.        ჩინოვნიკი საბრალოდ, სასაცილოდ გამოიყურებოდა: - როცა დიდი სიტკბოებისგან პირში ნერწყვი მიმრავლდება, იქ აღარ ეტევა, იატაკზე მეწვეთება და ეს ცოდვა ხომ არ არისო - ჰკითხა მან ბერს. ასე ამასხარავებს, საცოდავს ხდის ბოროტი ხიბლში მყოფს.        ღვთისმოსაობით გამორჩეული ერთ-ერთი არქიმანდრიტი იცნობდა ბერს, რომელიც თავის შესახებ ასეთ რამეს მოჰყვა: „ვცდილობდი თავდადებით მეღვაწა და გულმხურვალედ ვლოცულობდი ჩემს კელიაში. ლოცვა მატკბობდა და მეჩვენებოდა, რომ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი. დროთა განმავლობაში ჩავთვალე, რომ ჩემთვის უკვე ზედმეტი იყო სულიერ მოძღავართან მისვლა და რჩევა-დარიგებების მიღება.        შევწყვიტე მასთან სიარული და ერთხელაც სენაკში ლოცვისას ჩემს წინ მშვენიერი ანგელოზი წამოიმართა. მან მითხრა, რომ ჩემი მოღვაწეობა სათნო იყო უფლისთვის, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით მისაღები რომ ვყოფილიყავი, საჭირო იყო მსხვერპლი და ერთი თვალის დათმობა შემომთავაზა.        როცა ანგელოზი გამშორდა, სიხარულისგან ექსტაზში მყოფმა სანთელი ავიღე და მანამდე მეჭირა თვალთან, სანამ გონება არ დავკარგე.        ცისკარზე ღვთისმსახურებაზე აღარ მივედი და შეშფოთებული ბერები მოსანახულებლად ჩემს სენაკში შემოვიდნენ. გონზე მომიყვანეს, მაგრამ თვალი უკვე დაკარგული გახლდათ. მისი დაკარგვის ნამდვილი მიზეზი არ გამიმხელია და ვუთხარი, რომ იგი დაცემისას დავიზიანე. არ წავედი ჩემს სულიერ მოძღვართანაც.        ვფიქრობდი რა, რომ მართლაც უფლისთვის სასურველი მსხვერპლი გავიღე, კვლავ გავაგრძელე მხურვალედ ლოცვა. ჩემს წინაშე ისევ წარმოდგა ანგელოზი და მითხრა. მიიღო უფალმა შენი მსხვერპლი, მაგრამ ბოლომდე სათნო რომ ყოფილიყავი, საჭირო იყო მეორე თვალის დათმობაც.        როგორც პირველ შემთსევაში, ეჭვი არც ახლა შემპარვია, რომ ღმერთი მართლაც ბოლომდე მსხვერპლის გაღებას მოითხოვდა ჩემგან, მაგრამ ძალა არ მეყო დამეთმო მეორე თვალიც. ამის გამო დავნაღვლიანდი და ადგილს ვეღარ ვპოულობდი.        ჩემი ეს მდგომარეობა ბერებმა შეამჩნიეს, ისიც დაინახეს, რომ შევწყვიტე მოძღვართან სიარული და დაჟინებით დამიწყეს თხოვნა, მივსულიყავი მასთან. თანდათან უფრო და უფრო ვვარდებოდი სასოწარკვეთილებაში, ამიტომაც ყურად ვიღე მათი დარიგება და მოძღვართან წავედი.        დამინახა თუ არა მოძღვარმა, მითხრა:        ჩემთან რატომ არ მოდიხარ? ვინღა გარიგებს ახლა? ანგელოზი ხომ არ გეცხადება და აკეთებს ამას?        მისმა სიტყვებმა გამაოგნეს. შეამჩნია რა ჩემი შეშფოთება, მოძღვარმა განაგრძო. ეს თვალიც ანგელოზის რჩევით ხომ არ დაკარგე? აქ გონება გამეხსნა, ჩავწვდი საკუთარ ცდუნებას და ცრემლის ღვრით მოძღვარს ფეხებში ჩავუვარდი.“        ხიბლში მყოფის ერთ-ერთ მახასიათებლად სულიერი მოძღვრის რჩევების, დარიგებების უგულებელყოფა ითვლება. მოძღვრის იმ შეხედულებების, გამონათქვამების უკუგდება ხდება, რომელიც ცდუნებულის აზრს არ ემთხვევა. ეჩვენებათ, რომ აღარ საჭიროებენ დამრიგებლებს, თავად უფალია მათი მასწავლებელი, ღვთაებრივი მადლი უხსნით გონებას და რაში სჭირდებათ უბრალო ადამიანისგან, თუნდაც მოძღვრისგან რჩევების მიღება. მასთან, ღმერთის „რჩეულთან“ შედარებით, მოძღვარი უკვე დიდ არაფრად მოჩანს და თან სულ ადვილი შესაძლებელია მცდარად ურჩიოს, დაარიგოს რამე. თუ ცდუნებულის გამონათქვამებს, სწავლებას ვერ იგებენ, სასაცილოდ იგდებენ, ამას იმით ხსნიან, რომ იმდენად გაუსწრეს დროს, ისე დიდია მათი სიბრძნე, რომ უბრალო მოკვდავნი ვერ ხვდებიან თუ რას ამბობენ. ისევე როგორც წმინდანებს, წინასწარმეტყველებს დევნიდნენ, ხშირად ჰქონდათ უფლის რჩეულებს ამგვარი ხვედრი, მათაც ასევე ავიწროვებს ხალხი. თუ შეეცდებიან დაუმტკიცონ, დაუსაბუთონ, რომ მათი შეხედულებები ეწინააღმდეგება ეკლესიის დაშვებებს, წმინდა მამათა გამონათქვამებს, ისინი თვლიან, რომ შეიძლება ღირსმა მამებმა სულიერების რაღაც დონეს მიაღწიეს, მაგრამ ისინი უფრო მაღლა დგანან და ამიტომაც საბოლოო სიტყვა მათ ეკუთვნის.        უნდა ითქვას, რომ ჩვეულებრივ, ცდუნებულნი ვერ ახერხებენ მდგომარეობიდან გამოსვლას. მხოლოდ უფლის განსაკუთრებულ მადლს შეუძლია, მარტოოდენ რაღაც მძლავრ, საშინელ შემთხვევას, ტრავმას ხიბლში მყოფის გამოფხიზლება, მორჩილებისკენ დაბრუნება, უფალთან კავშირის აღდგენა. თუ გხვდება განკურნების შემთხვევები, ისინი დიდი ტანჯვის, ხანგრძლივი ავადმყოფობის ან ღვთის განსაკუთრებული ჩარევის შედეგია.        ხიბლის მეორე, მკვეთრად გამოხატული ფორმა შემდეგნაირად ვლინდება: თავს დიდი სულიერებით გამორჩეულად წარმოისახავენ, თვლიან, რომ მარხულობენ სხვებისგან განსხვავებულად, აქვთ სასწაულმოქმედების უნარი, შეუძლიათ დიდი ღვაწლის აღება, მოწოდებულნი არიან უხელმძღვანელონ, დამოძღვრონ ხალხი.        გამოყოფილია ის ფსიქოლოგიური მახასიათებლები, რომლითაც დროულად შეიძლება იმის შემჩნევა უახლოვდებიან თუ არა ხიბლის კრიტიკულ ზღვარს. თვითდაჯერება, თავნებობა, მოძღვრისადმი, სულიერად გამოცდილი ხალხისადმი დამორჩილების სურვილის არქონა. საკუთარი თავის განსაკუთრებულად გამოყოფა, ეგოცენტრიზმი ან ეგოიზმი, გარშემომყოფთა მიმართ სიყვარულის არქონა, ლმობიერების, შემწყნარებლობის გამოუვლინებლობა (შესაძლებელია ყველაზე ახლო ნათესავთა გამოკლებით). სულიერი სფეროს ცალკეულ დაშვებებზე, აზრებზე ყურადღების გამახვილება. მათით ცხოვრებაში ხელმძღვანელობა, ხდება რა ამავდროულად უფლის უმთავრესს ცნებათა, ეკლესიურ სწავლებათა უგულებელყოფა. ცდუნებულის იდეები, აზრები შეიძლება აღებულ იქნას წმინდა წერილიდან, მაგრამ ამასთან ტოვებს სახარებისეული საერთო სურათიდან ამოვარდნილის შთაბეჭდილებას. ყოველივე ეს ხიბლში მყოფს აშორებს უმთავრეს სათნოებებს - სიყვარულს, მორჩილებას და სიმშვიდეს.        ხიბლი დიდი დაბრკოლებაა უფლისკენ სავალ გზაზე. იგი მძლავრი იარაღია ეშმაკის ხელში, რომლის საშუალებითაც ბევრი დაუღუპავს. ამიტომაც ყველას უნდა ჰქონდეს მის გამოვლინებებზე ზოგადი წარმოდგენა მაინც, იცნობდეს ამ მდგომარეობაში ჩავარდნის სხვადასხვა შემთხვევას. ამასთან, აუცილებელია კავშირიც გამოცდილ მოძღვართან, სულიერებით გამორჩეულ ხალხთან, რომელთა რჩევებსაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი დავით ციცქიშვილი   • ამოსაბეჭდი ვერსია •   ← სარჩევი          …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 3:18am on სექტემბერი 22, 2013
თემა: მართლმადიდებლური ფსიქოპათოლოგია
ღვეულს განკურნების ეპიზოდშივე აღწერს ბითეზდას საბანელს და იქაურ მდგომარეობას. "ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთაჲ, ბრმები, მკელობლები, განჴმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმღურევასა" (იო. 5.3)        ეკლესია ერთგვარი საბანელია, სულიერი ბითეზდა. ჩვენ ეკლესიის წევრები, ხრწნასა და სიკვდილს დამორჩილებულნი ამ საბანელში ვართ და ველოდებით სულიერ განკურნებას.        იოანე ოქროპირი განრღვეულის კურნების სასწაულის განმარტებისას სვამს შეკითხვას: რა კურნებაა ეს? რა საიდუმლოზეა მინიშნება?" და პასუხობს, რომ საბანელი გამოხატავს იმას, რაც მომავალში მოხდებოდა, ეს წმინდა ნათლობაა. "მოგვემადლა ნათლობა, რომელსაც უდიდესი ძალა და მადლი აქვს, ნათლობა ცოდვათაგან განწმენდილი და მკვდრეთით აღმდგენელი". ნათლობა არის "შესავალი საიდუმლო", რომლითაც ეკლესიაში შევდივართ და თუ განვავრცობთ ნათლობის სიმბოლიზმს, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ეკლესია ჭეშმარიტად ბითეზდაა, სულიერი საავადმყოფო. ყველა ქრისტიანი, ვინც უფლის კაცთმოყვარეობას და სიყვარულს შეიგრძნობს, იმავდროულად საკუთარ სულიერ უძლურებას ხედავს. ვინაიდან ღვთის მადლი სულიერ სამყაროს ანათებს, შეგვიძლია, დავინახოთ საკუთარ სულში ცოდვების ძალა და სხეულში ცოდვის კანონი. ამიტომაც ვგრძნობთ თავს ავად. ეს შეგრძნება კურნების დასაწყისია, უფრო სწორად, უფლის ჭვრეტის დასაწყისი, რადგან სინანული და ტირილი "ხორციელ" ადამიანს არ შეუძლია. მხოლოდ ღვთიურ მადლთან ზიარებულს ძალუძს ამგვარი სულიერი რეალობის განცდა.        საავადმყოფოებში არსებობს ცალკეული განყოფილებები, რომელთაც პათოლოგიური (παθολογκή) ეწოდება. ამგვარი განყოფილება არის ეკლესიაშიც, სულიერ სამკურნალოში. მე არ ვაპირებ სხვადასხვა ტერმინის აღრევას, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ვნებების (πάθος) შესახებ მეცნიერება არის პათოლოგია. ვისაუბრებთ მათზე დაწვრილებით. განვსაზღვრავთ რა არის ვნებები, დავაჯგუფებთ მათ და უფრო ზუსტად განვიხილავთ მათგან განკურნების მეთოდებს. ასეთი თანმიმდევრობა საჭიროა, რადგან მართლმადიდებლურ წესს ემყარება. ჩვენი აზრით მოძღვრებას მართლმადიდებლური რომ ვუწოდოთ, ის რამდენიმე თვისებით გამორჩეული უნდა იყოს. პირველ ყოვლისა მასში (მოძღვრებაში) უნდა აღინიშნოს ადამიანის ღვთიური ცხოვრებიდან განდგომა და მისი დაცემის შემდგომი ტრაგიკული მდგომარეობა. შემდეგ ადამიანის ნათლობით ხელახალი დაბადება და რომ ეს "ხელახალი დაბადება" გრძელდება ეკლესიის წიაღში. ხელახლაშობის შესახებ მოძღვრებას ვერ დავარქმევთ მართლმადიდებლურს თუ მასში ვიგულისხმებთ ქრისტეს გარეგნულ რწმენას, რადგან ხელახლაშობა, განახლება, მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება და სრულყოფილების ზღვარი არ არსებობს. მოვიყვანთ მაგალითად პეტრე მოციქულს, რომელმაც იხილა მაცხოვრის ფერისცვალება და მისმა თვალებმა იხილეს უფლის დიდება. პეტრე მოციქულმა იხილა უქმნელი ნათელი თაბორის მთაზე. რამდენიმე დღის შემდეგ კი უარყო ქრისტე. მოგვიანებით მოციქული ღვთის ხილვის (Θεοφανία) გახსენებამ სინანულით აავსო და აატირა. პეტრეს დაცემა უფრო საშინელი იყო დიდებული ხილვის შემდეგ. აქ უნდა აღვნიშნოთ, ცოდვის ძალა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ადამიანი (პეტრე) დაცემამდე მიიყვანა მას შემდეგ, რაც მან ქრისტეს ღვთაებრიობა იხილა. არსებობს პეტრეს დაცემის შემამსუბუქებელი არგუმენტი. მან ღმერთი იხილა მანამდე, სანამ მოინათლებოდა. ნათლობა ხომ სულთმოფენობის დღეს შესრულდა. მოციქულის არსება ჯერ არ იყო განმტკიცებული სული წმინდის მოქმედებით.        იმავე მოვლენას ვხედავთ პავლე მოციქულთანაც. იგი ისეთ სიახლოვეს გრძნობდა მაცხოვართან, რომ ამბობდა: "ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (გალ. 2.20) და ამავე დროს გამოხატა ადამიანური ბუნების ტკივილი შემდეგი სიტყვებით: "და ვხედავ სხუასა სჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების სჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუნავს მე სჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა. უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიჴსნეს ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?" (რომ. 7. 23-24),        შევეცდებით, წარმოვაჩინოთ რა არის ცოდვის კანონი "სხუაჲ სჯული". ვფიქრობ, ნაშრომის თავი სახელწოდებით "ფსიქოპათოლოგია" ერთ-ერთი ძირითადია. შეძლებისდაგვარად ანალიტიკურად განვიხილავთ ზოგიერთ ვნებას, რომლებსაც უფალი, მოციქულები და წმინდა მამები გამოყოფენ. გვსურს გამოვკვეთოთ ის საშინელი რეალობა (ვნება ე.დ.) რაც გვტანჯავს და მას სამწუხაროდ ხშირად ვერ ვამჩნევთ.   1. რა არის ვნებები?        სიტყვა ვნება (πάθος) მომდინარეობს სიტყვიდან πάσχω (ვიტანჯები). და ნიშნავს შინაგან სნეულებას. ფილოთეოს სინელის მიხედვით "ვნება სულში ხანგრძლივი სნეულებით ჩნდება. ვნახავთ, რომ ცალკეული ცოდვა ვნებად იქცევა. ვნება ეწოდება ცოდვას, რომელიც ხშირად მეორდება და დიდხანს იმალება სულში. წმინდა მამები ვნებასა და ცოდვას ასე განასხვავებენ: ვნება სულში მოძრაობს, ხოლო ცოდვიანი ქმედება სხეულით ხილულად აღესრულება". ცოდვების შესახებ სწავლება არა ერთხელ არის აღნიშნული სახარებაში. რამდენიმე ასეთ ადგილს მოვიხმობთ და მოგვიანებითაც დავუბრუნდებით მათ. უფალი ფარისეველთა შეკითხვაზე: "რაჲსთჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა?" (მარკ. 7.5). ყურადღებას ამახვილებს ადამიანის შინაგან მხარეზე: "შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშნი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი, ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნებანი, უგუნურებანი. ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა" (მარკ. 7, 21-23).        მთესველის იგავით უფალი საუბრობს იმ მარცვალზე, რომელიც დავარდა "ეკალთა შინა" და სწორედ ვნებები შთანთქავენ მარცვალს, ხელს უშლიან ნაყოფის გამოღებაში. "რომელი-იგი ეკალთა შინა დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან" (ლუკ. 8. 14) პავლე მოციქული ადამიანის გულში დაბუდებულ ვნებებსაც იცნობს. ადამიანის ნათლობამდელ მდგომარეობაზე, ანუ ხორციელ ცხოვრებაზე ამბობს მოციქული: "ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი სჯულისა მისგან იქნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისა" (რომ. 7.5) წარმართთა ცხოვრების შესახებ კი წერს: "ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა", (რომ. 1.26).        ამგვარად, ვნებები იჭრებიან სულში და მთელს ჩვენს არსებას საშინელ პრობლემებს უქმნიან. გრიგოლ პალამას სწავლების მიხედვით, ვისაც უყვარს უსამართლობა, იგი სიძულვილით ანგრევს და ანადგურებს ღვთის ხატს, ანუ თავის სულს და ემორჩილება იმავე ვნებას, რომლითაც შეშლილები არიან შეპყრობილნი და საკუთარ სხეულს იგლეჯენ. შეშლილი ინადგურებს სხეულს, ასევე უსამართლო (და ყველა ვნებიანი) "უგრძნობლად აზიანებს და გლეჯს თავის თანდაყოლილ მშვენიერებას". ვნება ამუქებს, ანადგურებს ღვთის ხატს, ღვთის მშვენიერებას.        ვნებებზე საუბრისას უნდა დავაზუსტოთ მათი რაობა. არსებობენ ძალები, რომლებიც ჩვენს სულში შემოდიან და საჭიროა მათი ამოძირკვა? თუ ვნება სულის ბუნებრივი ძალაა, ვნებით გარყვნილი და უფლისგან ჩვენი განდგომით გამოწვეული? ბიბლიური წიგნები და წმინდა მამათა ნაწერები მეორე ვარაუდს ემხრობიან: სწორედ ამიტომ საჭიროა, გამოვიკვლიოთ სული და მისი ნაწილები, რათა დავინახოთ, როგორ ირყვნება სულის ძალები.        გრიგოლ პალამა გვასწავლის, რომ როგორც ღმერთია გონება, აზროვნება (λόγος) და სული, ასევე ადამიანის სულსაც აქვს გონება, აზროვნება (λόγος) და სამშვინველი. სული (წმინდა) სულისა არის "ჩვენს აზროვნებასთან ერთად გონების მისწრაფება არასრულყოფილებით სრულყოფილებისაკენ". ათონელი წმინდა მამის სიტყვებით სულის სამსახოვანი ბუნება შედგება გონების, აზროვნების (λόγος) და სულისგან. ცოდნის "სამება" გამოიხატება გონებითი აზროვნებით და გრძნობითი ასპექტებით. გონების სამი სახე არის გონება, ცოდნა და სიყვარული.        ჩამოთვლილი კატეგორიების გარდა თესალონიკის მთავარეპისკოპოსი გრიგოლ პალამა იყენებს ანტიკურ ბერძნულ ფილოსოფიაში დამკვიდრებულ სულის დაყოფას. ადამიანის სული არის ერთიანი და ყოვლადძლიერი. ის იყოფა სამ მოაზროვნე, მრისხანე და სურვილიან ნაწილებად. ასეთივე დაყოფა გვხვდება მაქსიმე აღმსარებელთან. მისი სიტყვებით სულის სამი ძალაა აზროვნება, სურვილი და მრისხანება. სურვილი და მრისხანება შეადგენენ სულის ვნებიან ნაწილს, აზროვნება კი მოაზროვნეს (λογική). ამრიგად, როცა ვსაუბრობთ სულის ვნებიანი ნაწილის განკურნებაზე, ვგულისხმობთ მრისხანებას და სურვილს. ეკლესიის ორი დიდი მამის სწავლებას დავუმატებთ ამბა დოროთეს მოსაზრებას. იგი ეფუძნება გრიგოლ ღმრთისმეტყველის შრომებს და წერს, რომ სული სამ ნაწილიანია: "სურვილიანი, მრისხანე და მოაზროვნე (λογική)". ეს სამი ძალა უნდა იყოს უფლისკენ მიმართული. ასეთია მათი ბუნებრივი მდგომარეობა. წმინდა დოროთეს სიტყვების თანახმად, (სადაც იგი ეთანხმება ევაგრეს) "მოაზროვნე სული ბუნებრივად მოქმედებს, როცა სურვილიან ნაწილს სათნოება სურს, მრისხანე ნაწილი იღვწის ამისთვის და მოაზროვნე კი მომხდარ მოვლენებს უყურებს". წმინდა თალასე წერს, რომ "სულის მოაზროვნე ნაწილი ღმერთის შეცნობას უნდა სწავლობდეს. ვნებიანი ნაწილი (სურვილიანი და მრისხანე) კი სიყვარულს და თავშეკავებას. ნიკოლოზ კაბასილასი ეთანხმება ზემოთ მოხმობილ მამათა ნააზრევს და ამბობს, რომ ადამიანის არსება შექმნილია ახალი ადამიანისთვის. ჩვენ მოგვეცა აზროვნება (λογική) ქრისტეს შესაცნობად, სურვილი - მისდამი მისწრაფებისთვის, მეხსიერება კი იმისთვის, რომ ქრისტე გვახსოვდეს", რადგან ქრისტეა ადამიანთა არქეტიპი.        ზემოთ შევნიშნეთ, რომ ადამიანი ვნებებთან ერთად არ შექმნილა. ვნების მოქმედებით ადამიანი სული წმინდის მადლს მოკლებულია. ვნებას არა აქვს არც არსი და არც ჰიპოსტასი. იგი შუქის ჩრდილს ჰგავს. "სიამოვნების სიყვარულით სათნოებისგან განდგომილი სული ვნებებით ივსება და ცარიელდება". ასე რომ, შეიძლება ვთქვათ, ვნებები სულიერი ძალების წაბილწვაა. ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი სამარცხვინო ვნებებით. იოანე სინელი ამბობს: "ვნება ბოროტი ბუნებით, ბუნებასა შინა ჩუენსა არა დაბადებულ არს, რამეთუ არათუ ვნებათა დამბადებელი არს ღმერთი, არამედ უფროსად სათნოებანი დაიბადნეს მის მიერ ჩვენ შორის". ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა სათნოებაა, ვნებები კი ბუნების საწინააღმდეგოა, ჩვენ სულის ენერგია ბუნებრივიდან არაბუნებრივ მდგომარეობაში გადავიყვანეთ. იოანე სინელის სიტყვებით ღმერთს "ბოროტი არცარა დაუბადებიეს, არცარა შეუქმნიეს". ჩვენ შევცვალეთ სათნოება ბოროტებად. იოანე სინელს მოჰყავს რამდენიმე მაგალითი ამ მდგომარეობის წარმოსაჩენად: "საქმენი იგი ბუნებისა შინა ჩვენისა კეთილად დაბადებულნი, და სარგებელად ბუნებისა, ჩვენ ვნებად შევცვალენით, ბუნებით გულის წყრომა ჩვენთანა არს, ეშმაკთა მიმართ, ხოლო ჩვენ ვიხმარებთ მას მოყვასის მიმართ. და არს კვალად ჩვენ თანა შური ბუნებითად, რათა კეთილისა ქმნად მოშურნე ვიყვნეთ, ხოლო ჩვენ ბოროტსა ზედა გვაქვს იგი. ბუნებით არს ჩვენ თანა გულისთქმა, არამედ სასუფევლისათვის, ხოლო ჩვენ შევცვალეთ იგი ცოდვისათვის. და გვაქვს სიმაღლეცა ბუნებით, არამედ ეშმაკთა ზედა, ხოლო ჩვენ მოვიღეთ იგი სადა არა ჯერ არს და მოგვეცა ბუნებით სიხარულიცა, არამედ უფლისათვის, და კეთილსა ზედა მოყვასისას, ხოლო ჩვენ ვყავთ იგი ბოროტსა ზედა".        აქედან გამომდინარე, წმინდა მამები ყოველთვის აღნიშნავენ ვნებების შესახებ შემდეგს: ჩვენში არსებული ვნებები, ცოდვით დაცემის შემდგომი მდგომარეობის გამოხატულება და ჩვენი ბუნების საწინააღმდეგოა. "ვნება გასაკიცხია, რადგან არაბუნებრივი მოძრაობაა სულისა". ამ არაბუნებრივ მოძრაობას წმინდა მაქსიმე "გრძნობადის მიმართ უაზრო სიყვარულს, ან უგნურ სიძულვილს უწოდებს, მაქსიმე წერს აგრეთვე, რომ "ბოროტება არის ცოდვიანი მსჯელობა შემეცნებული საგნებზე, რასაც მოსდევს მათი არასწორი გამოყენება. წმინდა მამას მაგალითად მოჰყავს ქორწინება. "ქორწინების სწორი გააზრება არის ბავშვების დაბადება. ვინც მასში მხოლოდ სიამოვნებას ხედავს, ის სცოდავს გააზრებაში, არაკეთილს კეთილად მიიჩნევს და იყენებს მას არასწორად, ბოროტად", იგივე ეხება სხვა საკითხებსაც". დაცემული ადამიანის სულის მოაზროვნე ნაწილში ბატონობს სიამაყე, სურვილებში - ხორციელი შეცოდებები და მრისხანებაში - სიძულვილი, მრისხანების, ავის მახსოვრობის ვნებები.        მაქსიმე აღმსარებელი დაწვრილებით გამოხატავს ჩვენი სულის ბუნებრივ და არაბუნებრივ ცხოვრებას. სულის ბუნებრივი ძალებია აზროვნება, სურვილი და მრისხანება. ისინი ასე მოქმედებენ. აზროვნება მიემართება ღმერთს ცოდნით და ძიებით. სურვილი არის უფლისკენ სწრაფვა სიყვარულით, მრისხანება არის ღვაწლი ერთადერთი უფლისადმი მისაღწევად". ამრიგად, ბუნებრივი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანს სურს ამაღლდეს ღმერთამდე, ანუ უფალთან ჰქონდეს ურთიერთობა. ამგვარი ბუნებრივი მოქმედების შედეგი არის სიყვარული. ღმერთთან შეერთებით ადამიანი სიყვარულის ნეტარ მდგომარეობას აღწევს, რადგან ღმერთია სიყვარული. ამ საკითხს ეხება წმინდა წერილის სიტყვები: "და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა" (მარკ. 12.30). როცა კი ადამიანი სულის სამ ძალას იყენებს არაბუნებრივად, მაშინ აზროვნება ხდება უგნურება, სურვილი თავმოყვარეობა და მრისხანება - ტირანია. ადამიანი მთელი არსებით ეშმაკს ემონება და მისი სულიერი მშვენიერება იკარგება.        მაქსიმე აღმსარებელი სხვაგან წერს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სულის ძალების არასწორი გამოყენება. მოაზროვნეთათვის ეს უგუნურებას და უცოდინარობას ნიშნავს, მრისხანე და სურვილით სავსე ადამიანი მოძულე და თავშეუკავებელია. და პირიქით, როდესაც სულის ძალები სწორად მოქმედებენ, მათ თან ახლავს ცოდნა, კეთილგონიერება, სიყვარული და სიბრძნე". ღვთის ქმნილებათა შორის ბოროტი არ არის. თუკი ბუნებრივი ბოროტი არ არსებობს, მაშინ გამოდის, რომ ბოროტებას ჩვენი შესაძლებლობების არასწორი გამოყენებით წარმოვშობთ. წმინდა მაქსიმეს მოჰყავს რამდენიმე მაგალითი: "საკვები არ არის ცუდი, ცუდი ნაყროვანებაა, ბავშვის ჩასახვა არ არის ცუდი, ცუდი მეძავეობაა, ფული კი არ არის ცუდი, ვერცხლისმოყვარეობაა ცუდი, არც დიდებაა ცუდი, ცუდია ამპარტავნება, ცუდად მზვაობრობა.        სულის ძალების არასწორი ქმედება ცოდვაა, სნეულება. ამბა დოროთეს სიტყვებით ცუდია "სულის სნეულება, როცა სულს თავისი ბუნებრივი სიჯანსაღე ანუ სათნოება დაკარგული აქვს".        ამგვარად, შეიძლება ვისაუბროთ სნეულ ადამიანზე, რომელსაც განკურნება სჭირდება. "სულის უწმინდურობა მისი არაბუნებრივი ქმედების შედეგია; აქედან იბადება გონებაში ვნებიანი აზრები". სულის ბუნებრივი მდგომარეობა, ჯანმრთელობა იმაში ვლინდება, რომ მისი ვნებიანი ძალები მრისხანება და სურვილი უვნებონი არიან". ადამიანის სული ერთიანი და მრავალძალიანია, ამიტომ, როცა მისი ერთ-ერთი ძალა დასნეულდება, მაშინვე სხვებსაც გადაედება ეს სნეულება.        გრიგოლ პალამა გვასწავლის, რომ "როგორც არსებათა შეცნობის უნარის ბოროტად გამოყენება წარმოშობს "უგუნურ სიბრძნეს", ასევე სულის ძალების არასწორი მოქმედება ვნებებს ბადებს.        ის ფაქტი, რომ ვნებები სულის არაბუნებრივი ქმედების შედეგია და მოაზროვნე და ვნებიანი ნაწილები ღმერთისგან დამორჩილებულია და ქმნილი სამყაროსკენ არის მიმართული ვლინდება მაშინ, როცა ადამიანი ღვთის მადლის წყალობით და საკუთარი ღვაწლით იკურნება სულიერად, სულის ვნებები კი არ ქრებიან, არამედ ღმერთს მიემართებიან და აღწევენ ღვთიურ ცოდნას და მასთან (ღმერთთან) ურთიერთობას. გრიგოლ პალამა ვარლაამისადმი მიმართვაში ამბობს, რომ არსებობს "ნეტარი ვნებები და ამგვარი ერთობლივი ქმედება სულისა და სხეულისა სულს (πνεύμα) ხორცზე არ აბამს, პირიქით ხორცს ამაღლებს სულის ღირსებამდე". ეს არის სულიერი მოქმედება, რომელიც სხეულიდან გონებისკენ არ არის მიმართული, არამედ გონებიდან სხეულისკენ". ამიტომაც ჩვენ, როცა განკურნება გვსურს, ვნებებს არ ვკლავთ, მათ სახეს ვუცვლით. (ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ). ცრემლი, ტირილი, სინანული, ტანჯვა სულის განკურნების საშუალებებია, ისინი განწმენდნენ სულის ვნებიან და მოაზროვნე ნაწილებს.        ამ პარაგრაფის დასასრულს აღვნიშნავთ, რომ ხორციელი ვნებები სულის არასწორი მოქმედებაა. სული როცა სიყვარულისა და თავშეკავების უნარს კარგავს, მისი სურვილიანი და მრისხანე ნაწილები ვნებებს ემორჩილება. ამ დროს ვნებები შეგრძნებადი ხდება". ხორციელი ცხოვრების ვნებები (სული წმიდის არყოფნას ნიშნავს) სულის არაბუნებრივი მოძრაობის შედეგია, ამიტომ ნიშნავს სულის სნეულებას და სიკვდილს.   2. სხვადასხვა ვნება და მათი განვითარება        ვნებების რაობის გარკვევის შემდეგ ვეცადოთ მათი სახეობებისა და შედეგების განახლება. ჩამოვთვლით თითოეულს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს დაეხმარება ქრისტიანებს, ვინც კეთილი ღვაწლით იღვწის. ვნებებისგან გასათავისუფლებლად საჭიროა მათი შეცნობა.        თავდაპირველად უნდა შევნიშნოთ, რომ ვნებების შესახებ სწავლება წმინდა მამათა ნაწერების გარდა წმინდა წერილშიც გვხვდება. პავლე მოციქული ხორციელების შესახებ საუბრობს. მოციქულისთვის ხორციელი ადამიანი ის არის, ვინც სული წმინდის მადლს მოკლებულია "ჴორცთა გული უთქუამს სულისათჳს და სულსა - ჴორცთათჳს; და ესენი მხდომ არიან ურთიერთარს..." (გალ. 5.17). შემდეგ მოციქული განსაზღვრავს ხორციელ საქმეებს ანუ ვნებებს: "ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არა-წმიდებანი, ბილწებანი, კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცის-კლვანი, ლირწებანი653, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინაჲსწარ გეტყჳ თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველ ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრიან" (გალ. 5, 19-21). რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე ჩამოთვლის ცოდვის საქმეებს, ვნებებს, რომლებიც მთელ ჩვენს არსებას აშფოთებენ. საგულისხმოა სიტყვები მათზე, ვინც მიატოვა ღმერთი და კერპებს ეთაყვანება: "და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაჲთამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელისა მას გონებისა საქმედ უჯეროჲსა; აღსავსენი ყოვლითა სიცრუითა, სიძვითა, უკეთურებითა, ანგარებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის კლვითა, ჴდომითა, ზაკუვითა, ბოროტის ჩვეულებითა, ცუნდრუკებითა, ძჳრის მეტყუელ, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლარ, მომპოვნებულ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ, უგულისჴმო, უწესო, უყვარულ, უწირავ, უწყალო (რომ. 1. 28-31) ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში მოციქული აღწერს ადამიანთა მდგომარეობას "უკანაჲსკნელთა დღეთა": "და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვერცხლის მოყუარე, ლაღ, თავ მოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლ, უღირს, უყუარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშვიდებელ, კეთილის მოძულე, შინა-გამცემელი, წარმდებ, აღზუავებული, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმერთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალისა მისსა უარ-ჰყოფდენ" (2. ტიმ. 3, 1-5).        მოყვანილი სამივე ციტატიდან ნათლად ჩანს ადამიანის მდგომარეობა, მისი დაშორება ღმერთისგან. ეს აღწერა ფაქტობრივად რენტგენია სულისა (ψυχογράφημα), რომელზედაც მეუფებს ვნება. გადავიდეთ ვნებების ანალიზზე, რაც წმინდა მამათა ნაწერებშია მოცემული.        მაქსიმე აღმსარებელის სიტყვებით უმთავრესი ვნება, რომლისგანაც იბადება სხვა დანარჩენი, არის თავმოყვარეობა. თავის მოყვარეა ადამიანი, რომელსაც მეტისმეტად უყვარს საკუთარი თავი და მასვე ემსახურება. ადამიანის ყურადღება ღმერთს შორდება და აღარ ზრუნავს მასთან შეერთებაზე, მისი წმინდა ნების აღსრულებაზე. ამ დროს იგი საკუთარ თავზეა ორიენტირებული და თვითკმაყოფილება სურს. მაქსიმე აღმსარებელი გვაფრთხილებს: "უფრთხილდით ბოროტების დედას თავმოყვარეობას, ის არის სხეულის უგნური სიყვარული". თავმოყვარეობის ვნებიდან იბადება სხვა ვნებები: ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა და ცუდად მზვაობრობა (ამპარტავნება), ამათგან კი ვნებების მთელი რიგი იშვება. წმინდა მამა თავმოყვარეობის საშინელ შედეგებს აღწერს. იგი ამ ვნებას, ვნებათა დედას უწოდებს, რომელსაც ბევრი ქალიშვილი ჰყავს "ნაყროვანება და ჭამის მოყვარეობა უგნურების მიზეზებია, ვერცხლისმოყვარება და ამპარტავნება - მოყვასის სიძულვილის, მათი დედა, თავმოყვარეობა - ორივეს მიზეზია".        მაქსიმე თავის ნაშრომში "სიტყვა-მიგება თალასეს მიმართ" ჩამოთვლის თავმოყვარეობის ყველა შედეგს და ორ ნაწილად აჯგუფებს.        პირველ კატეგორიას მიაკუთვნებს ვნებებს, რომლებსაც სიამოვნებისაკენ მივყავართ და მეორეს ვნებებს, რომლებიც ტანჯვას გვაშორებს.        პირველი რიგის ვნებებია: ნაყროვანება, ამპარტავნება, ცუდად მზვაობრობა, ტრაბახი, ვერცხლისმოყვარეობა, სიძუნწე, ძალადობა, სიამაყე, უგნურება, თვითდაჯერება, გულგრილობა, უხეშობა, უგულებელყოფა, გაუმაძღრობა, ბევრი ლაპარაკი, ბილწსიტყვაობა, თვალთმაქცობა, გონებასუსტობა, დამცინავობა, უდროო და უადგილო საუბარი და სხვა".        მაქსიმე მეორე კატეგორიაში აერთიანებს სხვა ვნებებს: მრისხანებას, შურს, სიძულვილს, მტრობას, გულღრძოობას, ლანძღვას, შეურაცხყოფას, ცილისწამებას, წუხილს, უიმედობას, უგნურებას (ღვთის სიტყვის უგულებელყოფას), უზრუნველობას, სულმოკლეობას, ლაჩრობას, უდროო გლოვას, ტირილს, დარდს, ეჭვიანობას და სხვა ვნებებს, რაც ჩვენი სულისთვის არის დამახასიათებელი, როცა სიამოვნების საფუძველი არა გვაქვს.        გრიგოლ პალამა ვნებებს სხვაგვარად აჯგუფებს. წინა პარაგრაფში აღვწერეთ, რომ სული სამ ნაწილად იყოფა: მოაზროვნე, მრისხანე და სურვილიანი. სურვილიანი ნაწილის პირველი ცბიერი ნაყოფი მომხვეჭელობის სიყვარულია, მეორე კი - ვერცხლისმოყვარეობა. მოაზროვნე ნაწილის ნაყოფი დიდებისმოყვარეობა, მრისხანე ნაწილის კი ნაყროვანება, საიდანაც მომდინარეობს "ყველანაირი ხორციელი უწმინდურება". სხვა სიტყვებით, თავმოყვარეობიდან, (ვნებათა ქალბატონისა და დედისგან) იბადება სამი ძირითადი ვნება: დიდებისმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და სიამოვნებისმოყვარეობა. ამათგან წარმოიშობა ყველა სხვა, ადამიანის სულისა და სხეულის წამბილწავი ვნება.        მარკოზ მოღვაწე ვნებების შეფასებისას და მათი დამბადებლის ძიებისას წერს, რომ სამი გიგანტი არსებობს. როცა ისინი კვდებიან, ადვილად ნადგურდებიან სხვებიც, ცბიერი სულების ქმედებები. ეს სამი გიგანტია: უცოდინრობა - ყველა სიბოროტის დედა, დავიწყება "თანამშრომელი და და უცოდინარობისა, სიზარმაცე, რაც სულისთვის ბნელი საფარველია. სამი ძირითადი ვნება სიზარმაცე, დავიწყება და უგუნურება "სხვა ვნებების არსებობას ამტკიცებს და მათ რიცხვს ზრდის".        სამი წმინდა მამის მოსაზრებებს შორის განსხვავება არსებითი არ არის. თავმოყვარეობა, დავიწყება, სიზარმაცე და ღვთის უცოდინარობა ქმნიან შესანიშნავ გარემოს დიდებისმოყვარეობის, სიამოვნებისმოყვარეობისა და ვერცხლისმოყვარეობის გასავითარებლად. ყველა წმინდა მამამ თავისი პირადი გამოცდილების შესაბამისად და ცალკეული საკითხების მიხედვით აღწერა ვნებები. ამასთანავე წმინდა მამები ვნებების აღწერისას სულის ფილოსოფიურ ანალიზს არ მიმართავდნენ, ისინი პირადი გამოცდილებიდან ამოდიოდნენ. აქვე დავამატებ, რომ თავმოყვარეობა მჭიდროდ უკავშირდება უცოდინარობას, დავიწყებას და სიზარმაცეს. საკმარისია ადამიანი თავის თავს მიუბრუნდეს, რომ მას მაშინვე დაეუფლება დავიწყება და ღმერთის უცოდინარობა და შედეგად დაიბადება სხვა ცოდვები - ვნებები.        იოანე დამასკელის ნაშრომის მიხედვით სული სამ ძალად იყოფა: მოაზროვნე, მრისხანე და სურვილიანი. მოაზროვნე ძალის ცოდვებია: ურწმუნოება, მწვალებლობა, უგუნურება, ცილისწამება, უმადურობა, სულის მრისხანე ძალის ცოდვებია: გულქვაობა, სიძულვილი, თანაგრძნობის არქონა, გულღრძოობა, შური, მკვლელობა და სხვა მსგავსი... სურვილიანი ძალის ცოდვებია: ნაყროვანება, უძღებობა, მემთვრალეობა, გარყვნილება, ღალატი, ბილწება, ფულის სიყვარული, ამაო დიდების მოყვარეობა, სიმდიდრე და ხორციელი სიამოვნებების მოყვარეობა. იოანე დამასკელი ასახელებს რვა ყოვლისმომცველ აზრს, რომელთაგან თითოეულს შეესაბამება ცალკეული ვნება. ეს აზრებია: ნაყროვანება, გარყვნილება (სიძვა), ვერცხლისმოყვარეობა, მრისხანება, მწუხარება, გულგრილობა, ცუდად მზვაობრობა და ამპარტავნება". ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ვნებათა დაყოფა სულის განყოფილებებს შეესაბამება. ახლა გადავიდეთ სხვა წმინდა მამათა მიერ აღწერილ კლასიფიკაციაზე. ამ კლასიფიკაციის თანახმად ვნებები იყოფა სულიერად და ხორციელად. სულისთვის დამახასიათებელია გარკვეული ვნებები და ასევე სხეულსაც აქვს შესაფერისი ვნებები.        წმინდა მამების სწავლებით, ცოდვით დაცემამდე ადამიანის სული ღია იყო და ღვთიური მადლით საზრდოობდა. ცხადია, ადამიანს დიდი ღვაწლი სჭირდება იმისთვის, რომ უფალთან ურთიერთობას მიაღწიოს და შეუერთდეს მას, თუმცა კი ღვაწლის გარეშეც იგემებდა ამ მადლს. სული საზრდოობდა უქმნელი მადლით, სხეული კი - "მიმადლებული სულით". ასე, რომ ადამიანი ღვთის წყალობით იკვებებოდა. დაცემის შემდეგ სული მოსწყდა უფალს, სიცოცხლის ჭეშმარიტ წყაროს, "ცდილობდა საზრდოს მიღებას სხეულისგან წვენის გამოწურვით. აქედან წარმოიშვა ვნებები... სხეული, როცა სულში სიცოცხლეს ვერ გრძნობს, გარეთ ეძებს მას და მატერიის ტყვეობაში ექცევა. ასე ჩნდებიან სიამოვნების მოყვარული სხეულის ვნებები, რომელთა საშუალებითაც ადამიანი ცდილობს სიცოცხლისა და სიხარულის მოპოვებას მატერიალური სამყაროდან". ასე კვდება სხეული და რაც მთავარია, სულიც. ქრისტესმიერი ღვაწლით ჩვენ სულს ღმერთისკენ მივმართავთ, რათა მისგან ისაზრდოოს, შედეგად კი შესაძლებელია სხეულმაც მიიღოს საზრდო "მიმადლებული სულისგან" ისე, რომ მთლიანად ადამიანი განათლდეს. ასეთი ადამიანების მაგალითებად დავასახელებთ ეკლესიის წმინდანებს, რომელთა სხეულებში ზოგჯერ ფიზიოლოგიური პროცესები ჩერდებოდა.        მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით: "ვნებათგან ზოგი ხორციელია, ზოგი სულიერი". ხორციელი სხეულისგან იღებს მიზეზს, სულიერნი კი გარე საგნებისგან". ასევე სწავლება გვხვდება ილია პრესვიტერის ნაწერებში. იგი ამბობს: არსებობენ სხვადასხვა ხორციელი და სულიერი ვნებები".        იოანე დამასკელიც აღწერს სულიერ და ხორციელ ვნებებს. მისი აზრით სულიერი ვნებებია: დავიწყება, სიზარმაცე და უგნურება. ისინი სულის თვალს აბნელებენ ანუ გონება ემონება სხვა ვნებებსაც, როგორიცაა უპატიოსნება, ურწმუნოება, ყველანაირი ერესი, ცილისწამება, მრისხანება, კაცთმოძულეობა, განკითხვა, გულღრძოობა, სიცრუე, უგუნური დარდი, შიში, სიმხდალე, შური, ეჭვიანობა, სიამაყე, თვალთმაქცობა, ცუდად მზვაობრობა, არაკეთილგონიერება, განურჩევლობა, მატერიალური საგნების სიყვარული, გულგრილობა, სულმოკლეობა, უმადურობა, ბუზღუნი, ამპარტავნება, კაცთმოთნეობა, უგრძნობელობა, ჭორაობა, ირონია, ორგულობა, ვნების მორჩილება, ცოდვიანი ფიქრები, თავმოყვარეობა - ყველა სიავის დედა, ვერცხლისმოყვარეობა - ვნებების ძირი, უზნეობა და ცბიერება. იოანე დამასკელი ხორციელ ვნებებად მიიჩნევს: ნაყროვანებას, მაძღრობას, სიმთვრალეს, ფუფუნებას, ფარულად ჭამას. სხვადასხვაგვარი სიამოვნებისმოყვარეობა. სიძვა, ღალატი, გარყვნილება, უწმინდურება, სისხლის აღრევა, წულთა ხრწნილება, მომხვეჭელობა, ბოროტი სურვილები და ყველა არაბუნებრივი სამარცხვინო ვნება: ქურდობა, გმობა, ძარცვა, მკვლელობა, ყოველგვარი ხორციელი სიამოვნების დაკმაყოფილება, განსაკუთრებით მკითხაობა, ჯადოქრობა, გონებასისუსტე, მოკაზმულობის სიყვარული, აზარტული თამაში, ხორციელი სიამოვნებით ცხოვრება, "რაც გონებას ამიწიერებს და პირუტყვს ამსგავსებს ადამიანს და ხელს უშლის უფლისკენ და სათნოებისკენ მიმართოს მზერა".        გრიგოლ სინელი წმინდა მამების მოსაზრებებს სულიერი და ხორციელი ვნებების შესახებ აჯამებს და წერს: "ვნებებს სხვადასხვა სახელწოდებები აქვთ, მაგრამ იყოფიან სულიერად და ხორციელად. სხეულებრივი ვნებები იყოფა მტკივნეულად და ცოდვიანად. მტკივნეული ვნებები თავის მხრივ იყოფა სნეულებად და სასჯელად. სულიერ ვნებებში ვარჩევთ მრისხანეს, სურვილიანს და გააზრებულს. გააზრებული იყოფა წარმოსახვით და შემეცნებად. ამათგან ზოგიერთი ბოროტად გამოყენების გამოა წარმოქმნილი, ზოგი იძულებით, რომელთაც წმინდა მამები ბუნებრივ ვნებებს უწოდებენ. არსებობს სხეულებრივი და სულიერი ვნებები. მათ შორის ზოგიერთი სურვილისაა, ზოგი მრისხანების, ზოგი აზროვნების, ამათგან გამოვყოფთ გონებისა და შემეცნების ვნებებს. ისინი ურთიერთმოქმედებენ. ხორციელი ვნებები სურვილთან, სულიერი მრისხანესთან და გააზრებულთან, გააზრებული გონებრივთან, გონებრივი ხსოვნის ვნებებთან".        ვნებების ჩამოთვლასთან და მათ კლასიფიკაციასთან ერთად უნდა შევნიშნოთ, რომ მათ შორის გადაულახავი საზღვარი არ არსებობს. ერთი ვნება მეორეს მჭიდროდ უკავშირდება და ამგვარად ადამიანი მთლიანად ემორჩილება მათ. ვნებისგან სული სნეულდება, გონება კვდება. ასე ადამიანი კერპთაყვანისმცემელი ხდება და ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. ამიტომ ამბობს კატეგორიულად პავლე მოციქული: "და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგაჰრსა, რომელ არს კერპთ-მსახური, არა აქუს მკჳდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა" (ეფეს. 5.5). ვნებების სხვაგვარი კატეგორიაც არსებობს. გამოირჩევა ერისკაცთა და მონაზონთა ვნებები. ერისკაცთა ცხოვრებისგან მონაზონთა ცხოვრების წესი სხვაობს, მონაზვნები მონასტერში იღვწიან, ამიტომაც ვნებები ორივე ცხოვრებაში განსხვავებულია. იოანე სინელი ამბობს: "ერის კაცთა შორის ძირი ყოველთა ბოროტთა არს ვერცხლისმოყვარება; ხოლო მონაზონთა შორის ნაყროვანება". წმინდა მამა ნათქვამს ასე განმარტავს: "რომელნიმე ვნებანი გონებისაგან ხორცთა მიმართ მოვლენ, და რომელნიმე კვალად ხორცთაგან გონებად და სოფლიოთა თანა მეორე ესე იქმნების, ხოლო უდაბნოს მყოფთა თანა პირველი იგი".        ასევე განსხვავებულია ერისკაცთა და მონაზონთა ვნებები. დასნეულებული ერისკაცები მრისხანების და ცილისწამების ვნებით არიან შეპყრობილნი. მონაზვნები ანუ "რომელი გარეგან სოფლისა არიან მათ უკუეთუ სახმარნი იპოებოდინ ნაყროვანებისა და სიძვისა ეშმაკი ბრძავს; უკუეთუ კულა ფიცხელთა და უნუგეშინისცემითა ადგილთა იყვნენ, მოწყინებისა და უმადლოებისა მძლავრი სტანჯავს".        იოანე სინელის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ადამიანს ყოველთვის ერთგვარი განსაცდელი არ ხვდება. განსაცდელი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობს იგი. ეშმაკი ცბიერია და ყველას შესაბამის მდგომარეობაში ესხმის თავს.        ზემოთ მივუთითეთ, რომ ზოგიერთ ვნებას დედას უწოდებენ, ზოგიერთს კი ქალიშვილებს, რომლებიც დედისგან იშვებიან. იოანე სინელი წერს, რომ "დედა სიძვისა არს ნაყროვანება და მოწყინებისა ზვაობა". ამიტომ, როცა მოწყენილობა გვეუფლება, ზვაობაა ჩვენი განსაცდელი. შემდეგ მოწყენილობა და მრისხანება. "სამთავე ნაშობი არის, ხოლო ამპარტავნებისა დედა - ცუდად მზვაობრიობა არს". იოანე სინელი აგრძელებს: "არა არს წესი, ანუ მეცნიერება უკეთურთა მათ თანა, არამედ ყოველივე უწესობა და დაუწყნარებლობა". აგრეთვე "სიცილი უჟამოჲ და ცუდი ოდესმე სიძვისაგან იშვების. ოდესმე ცუდად-მზვაობრიობისაგან და ძილი ფრიადი, ოდესმე იშვების სვებისაგან და ოდესმე მარხვისაგან, რაჟამს მმარხველ იგი ზვაობდეს და ოდესმე მოწყინებისაგან, და ოდესმე ბუნებისაგან. და მრავალმეტყველება ოდესმე მოწყინებისაგან შეიქმნების და ოდესმე ცუდად მზვაობრიობისაგან და მოწყინება ოდესმე შვებისაგან და ოდესმე უშიშებისაგან ღვთისა. გმობა ნაშობი არს ამპარტავნებისაგან და მრავალგზის იქმნების განკითხვისაგან მოყვარისა მასვე ზედა ანუ თუ შურისაგანცა ეშმაკთასა მოიწევის. გულფიცხელსა არს სიმაძღრიდგან და ულმობელობისა და ცუდისა სიყვარულისა და ცუდი სიყვარული იქმნებისა სიძვისაგან, ვერცხლისმოყვარებისა, ანუ ცუდისა დიდებისა და სხვა მრავალთა გულარძნილება იქნების სიმაღლისაგან და მრისხანებისა, ორგულება თვითრჩულობისაგან და თავმოთნებისა... მშობელი ყოველთა ბოროტთანი არიან გულისთქმაჲ და უკეთურება.        ამ თვალსაზრისით განვიხილოთ, როგორ ვითარდება ცოდვა ვნებით. წმინდა მამები, რომლებმაც შინაგანი ბრძოლის მიმდინარეობა იცოდნენ, ვნებების ჩამოთვლასთან ერთად აღწერენ თითოეული ვნების განვითარების პროცესს. წმინდა თალასეს სიტყვებით: "ვნებები მოქმედებენ მოგონებებით, კმაყოფილებით და შეგრძნებებით". ადამიანი, როცა გონებას გრძნობადი საგნებისკენ მიმართავს სულიერ სიყვარულს და თავშეკავება მისთვის უცხო ხდება და გზას უთმობს ეშმაკის ზემოქმედებას, ამ დროს იბადება ვნებები. შეგრძნებებით ამოქმედდებიან ვნებები. მაშინ, როცა არ არსებობს სულიერი სიყვარული და თავშეკავება". "თავშეკავების სადავეები რომ მიუშვა, მაშინ აღიძვრება ვნებები და გრძნობების დამონება იწყება". მართლაც, როცა ადამიანის გონება შეჩერებულია რაიმე გრძნობიერ საგანზე. მაშინ აქვს "მას (გონებას) სურვილის, მოწყენილობის, მრისხანების, გულღრძოობის ვნება".        წმინდა მამების მიერ აღწერილი დაუღალავი მისწრაფება და მცდელობა იქითკენ არის მიმართული, რომ ადამიანის გონება არ დაატყვევოს ნივთიერმა საგანმა ან წარმოსახვამ, რადგან ამას მოსდევს ვნება და დაღუპვა. გონების დატყვევება ჩვენს სულში ტრაგედიის მარცვლებს აბნევს.        გონების ტყვეობასთან ერთად ვნების დაბადებაში მთავარ როლს ასრულებს ჩვენში მყოფი სურვილი. ეს მდგომარეობა აღწერილია იაკობ მოციქულის ეპისტოლეში "კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების მერმე გულის-თქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ სრული იქმნის და შვის სიკუდილი" (იაკ. 1, 14-15). ამბა სისოს ჰკითხა ერთმა ბერმა: "რა ვუშველო ვნებებს?", ამბამ უპასუხა: "ყოველი ჩვენგანს საკუთარი სურვილი გვაწუხებსო".        ვნებათა განვითარება ხდება შემდეგნაირადაც, მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით: "მეხსიერებას მარტივი აზრი შეაქვს გონებაში, თუ ეს აზრი შეჩერდება, მაშინ ამოქმედდება ვნება. მომდევნო ნაბიჯი არის გონებასთან მისი შეერთება, რასაც ცოდვის ჩადენა მოსდევს. ისიხიოს პრესვიტერი ვნების განვლილ გზას აღწერს. თავდაპირველად ვნება გამოჩნდება, მას მოსდევს აზრების შეერთება ეშმაკეულთან. შემდეგ ვნებისადმი დამორჩილება და "გრძნობითი აღქმა, ანუ ცოდვის ჩადენა". თუ ცოდვა მეორდება, ვნებად გადაიქცევა.        წმინდა გრიგოლ პალამა მართლმადიდებლურ ტრადიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სიამოვნებისმოყვარეობა არის ხორციელი ვნებებისა და სულის სნეულების საწყისი. ვნებისკენ პირველად იხრება გონება, იწყებს ცბიერ მოქმედებას. შეგრძნებების საშუალებით სულში შეაქვს გრძნობადი საგნების წარმოსახვა და ცოდვის განწყობა. ეს სახეები აღიბეჭდება თვალებით.        იოანე სინელი დაწვრილებით აღწერს აზრის განვითარებას. ამ პროცესშიც აზრი ვნებად გარდაიქმნება. სხვა არის გამოჩენა, სხვა -შეერთება, სხვა - დაშვება, სხვა - ტყვეობა, სხვა ბრძოლა და სხვა ვნება. წმინდა მამა ამბობს: "წვლილად მოსლვა გულის-სიტყვისა ეს არს, რაჟამს სიტყვა რაიმე უნდო, ანუ ხატი რაჲ, ახლად ხილული მოეხდის გულისა, და თანა-ზრახვაებისა ესე არს, რაჟამს იწყოს გონებამან ზრახვად გულად მოსრულისა მის ხატისა მიმართ ვნებულად, გინა უვნებელად, და დამტკიცებულად არს წამისყოფა გულისთქმა სულისა ხილულისა მის მიმართ. ხოლო ტყვეობაჲ ესე არს, ანუ იძულებითი და მძლავრებითი მიტაცება გულისა, ანუ გულის სიტყვა დადგრომილი ჩვენ თანა, და წესისა მის ჩვენისა კეთილისა განმრყვნელი. და ბრძოლაჲ არს რაჟამს გულის სიტყვა იგი და კაცი სწორ-სწორ ბრძოდიან, ანუ სძლევდეს, ანუ იძულეოდეს. ხოლო ვნებად იგი ითქმის, რომელი მრავალი ჟამ დაებუდოს სულსა შინა და გულის სიტყვასა, ვითარცა ჩვეულებად მოსრულ იყოს გონება წვრთად მისა და თავით თვისით მივალნ მისა მიმართ და ამათ ყოველთაგან პირველი იგი უცოდველ არს; ხოლო ბრძოლაჲ ანუ გვირგვინისა, ანუტანჯვისა მომატყვევებელი ექმნების და ტყვეობა სხვებრ განიკითხვის, ლოცვის ჟამს; და სხვებს მოცალებისა ჯამს, ხოლო ვნებასა უეჭველად ანუ შესწორებული მისდა სინანული უხმს, ანუ საუკუნოÁსა სატანჯველისა თანმდებ არს".        წმინდა მამები ადამიანის სულში ვნების განვითარებას სხვაგვარადაც აღწერენ. საქმე ეხება ვნების განვითარებას ასაკის მიხედვით. გრიგოლ პალამა ამბობს, რომ პატარა ასაკიდან ვნებები შემდეგი თანმიმდევრობით ვითარდება: თავიდან იზრდება სულის სურვილიანი ნაწილი ანუ მომხვეჭელობა და ვერცხლისმოყვარეობა. ამიტომ ბავშვებს უნდათ ნივთები (სათამაშოები ე.დ.), შემდეგ ჩნდება ფულის ინტერესი, შემდგომ დიდებისმოყვარეობის ვნება. დიდებისმოყვარეობა ორნაირად ვლინდება. პირველია ამქვეყნიური, რაც მიმართულია "სხეულის მშვენიერებისა და ლამაზი ტანსაცმლისკენ" და მეორენაირი დიდებისმოყვარეობა ცუდადმზვაობრობა (სიამაყე), რაც კეთილშობილ ადამიანებს აზიანებს და პირფერობით გამოიხატება. სიამაყითა და პირფერობით მტერი ცდილობს გაფანტოს სულის სიმდიდრე. მომხვეჭელობისა და დიდებისმოყვარეობის მერე სიამოვნებისმოყვარეობა ანუ ნაყროვანება ვითარდება, "საიდანაც მომდინარეობს ყოველგვარი ხორციელი უწმინდურება". გრიგოლ პალამა საინტერესო შენიშვნას იძლევა. მართალია სიამოვნების მოყვარება "და ბუნებრივი მოძრაობები ჩვილ ბავშვებშიც შეინიშნება", მაგრამ ეს არ ნიშნავს სულის სნეულებას. ბუნებრივი ვნებები არ განისჯება, რადგან ისინი ღვთის მადლით არის შექმნილიო, იმისთვის რომ "ჩვენ მათი დახმარებით ვიაროთ კეთილი საქმეებისკენ". ვნება ცუდია, როცა "ჴორცთა ზრახვისა ვყოფთ გულის სათქუმელ" (რომ. 13.14) ანუ როცა ხორციელ ფიქრს ვნებად გადავაქცევთ...        ამრიგად, გრიგოლ პალამას სიტყვებით ჩვილობიდან იწყება მომხვეჭელობის და ვერცხლმოყვარეობის ვნებების განვითარება, ბავშვობის ასაკში ვითარდება დიდებისმოყვარეობა და მოგვიანებით სიამოვნებისმოყვარეობა".        სულიერ და ხორციელ ვნებებზე მსჯელობა ადვილი არ არის. მათი გარკვევა ძნელია, რადგან თითოეულ მათგანში აღმძვრელი ეშმაკი იმალება და ჩვენ არ შეგვიძლია მათი გარჩევა. ამიტომ არის აუცილებელი ვნებების კურნებისათვის გამოცდილი მკურნალი. ვინც იცის ფარული, შინაგანი ცხოვრება. ასეთი მკურნალი სული წმიდის მადლის მატარებელი უნდა იყოს. სწორედ ვნებების გარჩევის უნარია სული წმინდის ერთ-ერთი წყალობა. იოანე სინელს მოჰყავს შემდეგი მაგალითი: "ვითარცა იგი აღმოვივსებდით რაჲ წყალობა, მრავალგზას თანა აღმოვიქვით მყვარი; ეგრეთვე ვიქმოდით რათა სათნოებათა, მრავალგზის მათ თანა შეეთხზვიან ვნებანიცა ფარულად. და ესე ესრეთ გულისხმა-ვყოთ რამეთუ უცხოთ შეწყნარებასა შინა შეეთხზვის- ნაყროვანება, და სიყვარულისა - სიძვა, და გულის-ხმისყოფასა - მანქანება; სიბრძნესა - გულარძნილება, სიმშვიდესა - დახსნილება და მცონარება და თვით-რჩეულობა; და დუმილსა ზვაობა, და სიხარულისა - სიმაღლე; სასოებასა - უდებობა, დაყუდებასა - მოწყინება და მცონარებავი, სიმდაბლეს - კადნიერება".        იოანე სინელის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ადამიანს განსაკუთრებული ყურადღება მართებს ვნების შესაცნობად. შეიძლება ვფიქრობთ, რომ სიკეთეს ვაკეთებთ, სინამდვილეში კი ეშმაკს ვემსახურებით. საჭიროა ყურადღება მივაქციოთ "გომბეშოს" ("მყვარი" ძვ. ქართ), რომელშიც ცუდმზვაობრობა იგულისხმება. ეს ვნება ბილწავს (ღვთის) მცნებათა ქმედებას. იოანე სინელი ამბობს აგრეთვე: "ოდესმე ეშმაკი ვერცხლის მოყვარებისა სიმდაბლესა იჩემებენ, და კვალად ოდესმე ეშმაკი ცუდად მზვაობრიობისა გვაწვევნ მოწყალებისა ყოფად". ამიტომ ყურადღება გვმართებს კეთილ საქმეთა აღსრულების დროსაც, რომ ეშმაკის ცბიერება გამოვიცნოთ. წმინდა მამა მოგვითხრობს ერთ შემთხვევას, როცა იგი სიზარმაცის ეშმაკისგან ძლეული ფიქრობდა სენაკიდან წასვლას, ამ დროს მასთან მგზავრები მივიდნენ და შეაქეს მისი სიმშვიდე, იმ წუთას სიზარმაცის ვნება ცუდადმზვაობრობამ დაჯაბნა და გაოცდა წმინდა მამა იმით, რომ ცუდადმზვაობრობა ებრძვის ყველა ცბიერ სულს" ასევე "ეშმაკი ვერცხლისმოყვარებისა ებრძვიან უპოვართა ფიცხლად, ხოლო რაჟამს ვერ მძლე ექმნის, მაშინ კვალად გლახაკნი შემოიხვნის მიზეზად, და ესრეთ აიძულებენ რათამცა უნივთონი იგი ნივთიერ-ყვნა".        მეორე საკითხი, რაზეც წმინდა მამები წერენ ის არის, თუ როგორ ამოვიცნოთ ვნებები. ცხადია, აქ მთავარ როლს ასრულებს გამოცდილი და ვნებებთან მებრძოლი სულიერი მოძღვარი. იგი ხედავს სულის მოქმედებას და შეუძლია ჩვენი გამოსწორება. გარდა ამისა, არსებობს ვნებების აღმოჩენის სხვა მეთოდებიც. "თუკი ვინმე ნებსით ემორჩილება ვნებას, ეს მაშინ ვლინდება, როცა ვნების აღმოჩენისას ან მისი გამოსწორებისას, ადამიანი შფოთავს", ხოლო თუ ადამიანი მშვიდად არის ამ დროს, ეს იმას, ნიშნავს, რომ იგი ვნებისგან ძლეულა და გაუცნობიერებლად დაემორჩილა მას". უფრო სწორად, გაკონტროლება, შფოთი, უშფოთველობა ვნების არსებობას და მის ნებსითობას და უნებლიობას ავლენენ. "ყველაზე ცუდი ვნებები ჩვენს სულშია დამალული, ისინი ხილულნი ხდებიან გაკონტროლების დროს".        წმინდა მაქსიმე ცდილობს ზუსტად განსაზღვროს ვნება და წერს: "სხვა არის საგანი, სხვა აზრი, და სხვა - ვნება. საგანია კაცი, ქალი, ოქრო და სხვა. აზრი არის "საგნის, ნივთების, მოვლენის გახსენება. ვნება უსიტყვო სიყვარული ან სიძულვილი ზემოთ ჩამოთვლილი საგნებისა". ამბა დოროთე ცოდვასა და ვნებას შორის ზღვარს ავლებს და ამბობს, რომ ეს ორი რამ სხვადასხვაა. ვნებებია მრისხანება, ცუდადმზვაობრობა, სიამოვნებისმოყვარეობა, სიძულვილი, ბოროტი სურვილი და სხვა ამის მსგავსნი. ცოდვები ვნებების ქმედებებია. ამგვარად, "შეიძლება ვნება გვქონდეს, მაგრამ მათ მიხედვით არ ვიმოქმედოთ". ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ შეიძლება ადამიანი სავსე იყოს ცოდვებით, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებდეს, რადგან არ ჰქონია ცოდვის ჩადენის შემთხვევა. ამიტომ არის საჭირო სრულყოფილი კურნება გამოცდილი სულიერი მოძღვრისგან.        ჩვენი ნაშრომის ამ ნაწილის დასასრულს მოკლედ გავიხსენებთ თუ რა საშინელი შედეგები აქვს ვნებებს. ზოგან უკვე მივუთითეთ, რომ ვნებები ჩვენს გონებას კლავენ. ახლა უფრო დაწვრილებით ამის შესახებ.        ვნებების აღძვრა "დაბერებულ სხეულსა და განათლებულ სულში სულის წაბილწვაა". "ფეხით დაბმული ჩიტი აფრენას რომ იწყებს ისევ მიწაზე ვარდება... ასევე გონება, რომელსაც უვნებობამდე არ მიუღწევია... ვნებებით გარემოცული მიწისკენ მიიზიდება". ვნებები აიძულებენ ადამიანს მიწიერს მიეჯაჭვონ, "განკითხვის ვნება გონების ბორკილია და გრძნობად საგნებზე აბამს მას". ხშირად ხდება, რომ ვნებები სულს ბილწავენ. ცოტა ხნის შემდეგ "მომწამლავი საკვების მსგავსად გარკვეული დროის შემდეგ იწვევენ დასნეულებას". აქედანაც ცხადია, რომ ვნებებისგან სული სნეულდება.        ვნებიანი სული ცბიერი აზრების "საამქროა" და ერთი ასეთი ცბიერი აზრი თავის საგანძურიდან ცბიერს გასცემს". "ყველა ცოდვა სიკვდილის მარცვალის მატარებელია". ვნებები ჯოჯოხეთია. ვნებიანი სული "ყოველთვის იტანჯება, უბედურია იმით, რაც აქვს. ესენია მწარე მოგონებები და ვნებებისგან მტანჯველი შთაბეჭდილებები, რაც წვავს და აღაგზნებს მას". ეს ტანჯვა დასაწყისია, მცირე შეგრძნება იმ საშინელი წამების, ადგილებისა, სადაც იმყოფებიან ტანჯული სხეულები, რომლებიც სულის ძლიერ ტანჯვას ემსახურებიან და თავად არ იღუპებიან [იქ, იქნება] საზარელი ცეცხლი და სიბნელე".        სათნოების ღვაწლის საფასური უვნებობა და ცოდნაა. ისინი მიგვიძღვიან ცათა სასუფევლისკენ, "ვნებები და უგნურება კი საუკუნო ჯოჯოხეთისკენ".        გრიგოლ პალამა განმარტავს სახარების იმ ადგილს, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ გამოვიდნენ უწმინდური სულები ადამიანისგან და ღორებში შევიდნენ, რის შემდეგაც პირუტყვები წყალში ჩაცვივდნენ, წმინდა მამა წერს: "ღორები მიანიშნებენ ცბიერ ვნებაზე და მის სიბილწეზე. "ღორები კი ისინი არიან, ვინც ხორცით შებილწულ სამოსელს ატარებენ".        ამგვარად, ვნებები კლავენ გონებას და ჯოჯოხეთის ტანჯვას გვიმზადებენ. გონება რომ განთავისუფლდეს მათგან და უფლისმიერ სიხარულს განიცდიდეს, საჭიროა მისი განკურნება. ამ კურნებაზე ვისაუბრებთ მომდევნო თავში.     • ამოსაბეჭდი ვერსია • ← სარჩევი …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 10:01pm on იანვარი 30, 2014
თემა: მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია (ნაწილი I)
ში და წმინდა მამათა ქმნილებებში მრავალი მნიშვნელობა აქვს. პროფ. იანარასი მიუთითებს: "ძველი აღთქმის სამოცდაათმა მთარგმნელმა გამოიყენა სიტყვა ψυχή (სული) ებრაული "nephesch"-ის შესატყვისად, რომელსაც ებრაულში ბევრი მნიშვნელობა აქვს. ამ სიტყვით აღინიშნება ყველა ცოცხალი არსება, თუმცა კი წმინდა წერილში ის ადამიანს მიემართება და აღნიშნავს სიცოცხლეს. ψυχή აღნიშნავსადამიანში სულიერ არსებას ნივთიერის საპირისპიროდ, იმავდროულად ნიშნავს ადამიანს, როგორც მთლიან არსებას, ცოცხალ ჰიპოსტასს. სული დავანებულია სხეულში და მისი საშუალებით ვლინდება, რადგან სხეული, ხორცი, გული შეესაბამება ჩვენს "მეს", ჩვენს ხატს. სული იგივეა, რაც "ადამიანი", "ვიღაც". სული არ არის სიცოცხლის მიზეზი, იგი სიცოცხლის მატარებელია".         სული ყველა ცოცხალ არსებაში მყოფია. სული ადამიანში არსებული სიცოცხლეა. სული ცალკეული ადამიანია, პიროვნების გამოვლინება. სიტყვა "სულის" (ψυχή) მრავალი მნიშვნელობა აღრევას იწვევს.        ქვემოთ შევეცდებით ახალი აღთქმის წიგნებისა და მამათა თხზულებების მიხედვით განვმარტოთ "სულის" (ψυχή)-ს ზოგიერთი მნიშვნელობა: უფალი და მოციქულები იყენებენ "სულს" "სიცოცხლის" მნიშვნელობით. უფლის ანგელოზმა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის დამწინდველ იოსებს უთხრა: "აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოსწყლეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა". (მათ. 2,20) პავლე მოციქული პრისცილას და აკილას მიმართავს: "რომელთა-იგი სულის ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს". (რომ. 16.) უფალი ამბობს: "მე ვარ მწყემსი კეთილი, მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათვის".        სამივე შემთხვევაში "სული" (ψυχή) გამოხატავს სიცოცხლეს.        ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სიტყვა ჩვენი პიროვნების სულიერ ნაწილს გამოხატავს. ამის დასადასტურებლად მოვიყვანთ მათეს სახარებიდან ციტატას: "ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა" (მათ. 10.28). ადამიანს სულის მოკვლა არ შეუძლია, მაშინ, როცა ეს ეშმაკს ხელეწიფება. ამ ციტატიდან ჩანს, რომ მკვდარია სული, სადაც სული წმინდა არ არის დავანებული. ეშმაკი მკვდარი სულია, რადგან იგი უფალთან თანაზიარი არ არის. ის სიკვდილს გადასცემს მას, ვინც მასთან არის დაკავშირებული. ეშმაკი ითვლება ცოცხალ არსებად, მაგრამ უფალთან არ თანამყოფობს. იესო ქრისტე უგნურ მდიდარს ეუბნება; "უგუნურო, ამას ღამეს მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელი მოიმზადე, ვისა იყოს" (ლუკ. 12.20)        სული ადამიანის პიროვნების მაცოცხლებელი არსის გამომხატველია, პიროვნება ბუნებით მოკვდავია, მაგრამ ღვთის მადლით უკვდავი. "უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარწყმიდოს იგი და რომელმა წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი" (მათ. 16. 25).        პირველ ნაწილში უფალი სიტყვებში "სული" გულისხმობს პიროვნების სულიერ არსს, მეორე ნაწილში კი "სული" სიცოცხლეს ნიშნავს. პავლე მოციქული თესალონიკელებს უსურვებს: "ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან წმინდა გყვენინ "თქუენ ყოვლითა სრულებითა და ყოველთა სიცოცხლითა, სული თქუენი, სამშჳნელი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მას უფალისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხენინ" (1 თესალ. 5. 23).         აქ არ იგულისხმება ადამიანის სამი შემადგენელი ნაწილი: ტერმინით "სული" (πνεύµα) მოციქული აღნიშნავს ღვთის მადლს, რომელსაც იღებს სული. მოყვანილ ნაწყვეტში საგულისხმოა, რომ სულსა და სხეულს შორის განსხვავება არსებობს. იოანე ღმრთისმეტყველი წერს: "...ვიხილე საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მკუდართანი სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს კრავისა მის, რომელ აქუნდა" (გამოცხ. 6.9). სხეული მოკლულია, მაგრამ სული უფალთან მიდის და ესაუბრება, როგორც შემდგომ ამბობს მოციქული, "სულს" ადამიანის მთლიან არსებად აღნიშნავს. "ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ... (რომ. 13.1).        მოყვანილი მაგალითებით აშკარაა, რომ სიტყვა "სული" (ψυχή) სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება. წმინდა წერილში "სული" არის სრული ადამიანი, მისი სულიერი შემადგენელი ნაწილი, ცოცხალი არსება (ადამიანი, ცხოველი, მცენარე) ყველაფერი, რაც ღვთის მაცოცხლებელ ენერგიას (ενέργεια) ატარებს. გრიგოლ პალამა ღმერთშემოსილ ადამიანებისთვის დამახასიათებელ უქმნელ ნათელზე ამბობს, რომ,,მისით (ნათლით) ადამიანში უფალი ცოცხლობს". ეს ნათელი არის უფლის ენერგია და არა ღმერთის არსება. იგივე ეხება სულსაც. სულიერი არის სულის მქონე და ბიოლოგიური სიცოცხლეც. სულისგან იბადება სიცოცხლე სულიერ სხეულში და ჩვენ ვუწოდებთ ამ სიცოცხლეს სულს, თუმცა ვიცით, რომ ჩვენში მყოფი სიცოცხლის მომნიჭებელი სული სხეულის სიცოცხლისგან განსხვავებულია, მსგავსად ღმერთშემოსილ სულში იბადება ნათელი მასში დავანებული ღმერთისაგან".        წმინდა მამებმა კარგად იციან, რომ ტერმინი "სული" მიემართება არა მარტო ჩვენი პიროვნების შემადგენელ სულიერ ნაწილს, არამედ თვით ორ სიცოცხლეს, იციან ისიც, რომ მათ შორის განსხვავებაც არსებობს. ამას უფრო ნათლად დავინახავთ, როცა ადამიანის და ცხოველის სამშვინველს შორის განსხვავებაზე ვისაუბრებთ.        პიროვნების სულიერი საწყისის განმარტებისთვის მოვიყვანთ იოანე დამასკელის მოსაზრებას: "არს უკუე სული არსება ცხოველ, მარტივ და უხორცო და ჴორციელთა თუალთაგან უხილავ, ვითარ-იგი არს ბუნებით. და კუალად, არს იგი უკუდავ, სიტყჳერ და საცნაურ და გამოუსახველ. ხოლო ორღანოდ თჳსსა იჴუმევს ჴორცთა და იგი მისცემს მათ აღორძინებასა, გრძნობასა, ცხორებასა და შობასა... თჳთმფლობელი, ნებებითი და მოქმედებითი და ქცევადი, რამეთუ აგებულცა არს, ესე ყოველი მადლით მიუღია სულსა დამბადებულისაგან ბუნებასა შინა თჳსსა".        ჩვენი სული მარტივია და სათნო "რადგან ასეთად არის შექმნილი შემოქმედის მიერ".        იოანე დამასკელის მსგავს განმარტებას იძლევა წმინდა გრიგოლ ნოსელი, იგი იოანე დამასკელამდე წერდა: "სული არის დაბადებული, ცოცხალი, გონიერი, ორგანული სხეულის მქონე არსება, [ამ თვისებათა გამო] შეგრძნების უნარის მქონე".        გრიგოლ პალამა პავლე მოციქულის სიტყვების: "იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად". (1 კორ. 15.45) განმარტებისას ამბობს, რომ "ცხოველი" სულთან (ψυχή) მიმართებით ნიშნავს "მარტივ ცოცხალ, უკვდავ, გონიერ (ყველა გონიერი უკვდავია) ღვთიური მადლით შემოსილს. ასეთია სინამდვილეში ცოცხალი სული".        ამბობენ, რომ სული უკვდავია, ეს აზრი ქრისტიანობამ პლატონიზმიდან მიიღო, მაგრამ გარკვეული წინაპირობებით. საგულისხმოა პროფესორი იოანე ბიბიელის ნათქვამი: "სულის უკვდავების იდეა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული წარმომავლობის არ არის, ეკლესიის ტრადიციაში შევიდა და ჰიმნოგრაფიაში დამკვიდრდა. თუმცა ეკლესიამ ეს პლატონური იდეა გარკვეული პირობების მიხედვით მიიღო: პირველი - სულები მარადიულნი არ არიან, ისინი ქმნილებებია, მეორე - სული არ შეიძლება გაიგივდეს ადამიანთან (ადამიანის სული არ არის თავად ადამიანი. სხვა არის სული, სხვა - ადამიანი, ეს უკანასკნელი სულიერ-ხორციელი არსებაა). და მესამე (ყველაზე მნიშვნელოვანი) ადამიანის უკვდავება დაფუძნებულია არა სულის უკვდავებაზე, არამედ ქრისტეს აღდგომაზე და სხეულთა მომავალ აღდგომაზე".        ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ადამიანის სული უკვდავია ღვთის მადლით და არა ბუნებით. გარდა ამისა, დავამატებთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მამათა გადმოცემით ადამიანის უკვდავება არ არის საფლავის მიღმა სულის სიცოცხლე, ის ქრისტეს მადლით სიკვდილზე გამარჯვებაა. ქრისტესმიერი ცხოვრება ხდის უკვდავს ადამიანს, რადგან მის გარეშე ჩვენ სიკვდილისთვის ვართ განწირულნი, ღმერთის მადლი აძლევს სიცოცხლეს სულს.        სულის განმარტებაზე უკვე ვისაუბრეთ. ახლა შევჩერდებით სულის შექმნის თემაზე. ძირითად წყაროდ მივმართავთ ძველ აღთქმას: "და შექმნა უფალმა ღმერთმა კაცი მტუერისა მიმღებელმა ქუეყანისაგან და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (დაბ. 2,7).        აქ აღწერილია ადამიანის სულის შექმნა. "დაბადების" ამ ადგილს იოანე ოქროპირი ასე განმარტავს: საჭიროა შევხედოთ რწმენის თვალით "ასეა ნათქვამი ჩვენთვის, რადგან უძლურნი ვართ გაგება გაგვიძნელდება". სიტყვები: "შექმნა ღმერთმა ადამიანი და შთაბერა", არ არის ღმერთისთვის შესაფერი, მაგრამ საღმრთო წერილი ამგვარად მოგვითხრობს ჩვენი უძლურების გამო, მდაბლდება, რათა ჩვენ ავმაღლდეთ (ჭეშმარიტების გასაგებად). იოანე დამასკელი ამბობს: "რაოდენი-რაჲ თქუმულ არს ღმრთისათვის ჴორციელად, ყოველივე სახისმეტყუელობით არს, რადგან ნათქვამს უმაღლესი გულისჴმის-ყოფაჲ აქუს "და შეუდგენელი", რამეთუ საღმრთოჲ ბუნებაჲ მარტივ არს და გამოუსახველ". ვნახოთ რას ამბობს იოანე დამასკელი ღვთიური სიტყვისა და პირის შესახებ: "ხოლო პირად და ჴმად გამოცხადებასა განზრახვისა მისისასა უწოდთ, რამეთუ ჩუენ განზრახვათა გულისათა პირისა მიერ და ჴმისა გამოვაცხადებთ" (პირი და მეტყველება გულის განზრახვის განმცხადებლობაა, რადგან ჩვენ სწორედ პირისა და მეტყველების გზით წარმოვაჩენთ გულისმიერ აზრებს). ცხადია, ერთია პირი და მეორე შთაბერვა. მომყავს მაგალითად იოანე დამასკელის ნათქვამი, რადგან მათ შორის მჭიდრო კავშირი და ურთიერთდამოკიდებულება არსებობს. წმინდა მამა აგრძელებს: "ყოველსავე ჴორციელად ღმრთისათჳს თქუმულისა და ფარული რაჲმე ძალი აქუს, რომელი იგი ჩუენ მიერთა სიტყუათაგან სახის მოღებითა გუასწავებს უზეშთაესთა ჩუენისა მიწდომისათა" (ყოველივე, რაც ღვთის შესახებ სხეულებრივად ითქმება, დაფარულ აზრს შეიცავს, გვასწავლის რა ჩვენეულთა გზით ზეჩვენეულს).         ამრიგად, სული სხეულის მსგავსად ღმერთის ქმნილებაა.        იოანე ოქროპირი სულის შთაბერვის განმარტებისას ამბობს, რომ მცდარია აზრი, თითქოს უფლისმიერი შთაბერვა იყოს სული, სინამდვილეში ადამს სული უფლის არსებიდან მიეცა. პირველი მოსაზრება "უაზროა". ეს რომ ასე იყოს, მაშინ ერთი ადამიანის სული ბრძენი, მეორის - უგნური, მართალი, მტყუანი და ა.შ. არ იქნებოდა. ღვთიური არსი "განუყოფელია და უცვალებელი". ამიტომ უფლისაგან შთაბერვა `სული წმიდის ქმედება იყო". იესო ქრისტემ თქვა: "მიიღეთ სული წმიდა" (იონ. 20.22) ადამიანურ ენაზე გამოხატული "შთაბერვა" ნიშნავს თაყვანსაცემ სული წმინდას". იოანე ოქროპირის თანახმად სული უფლის ნაწილი კი არ არის, სული წმინდის მოქმედებაა, მან შექმნა სული, მაგრამ თავად არ იქცა სულად. "გარდამოსვლით სული წმიდამ შექმნა სული: თავად არ შეუერთდა, არამედ შექმნა, რადგან სული წმინდა შემოქმედია სხეულისა და სულისა. მამა, ძე და სული წმინდა ქმნიან ქმნილებას ღვთიური ძალით".        წმინდა მამები აღნიშნავენ, რომ სხეული სულის გარეშე არ არსებობს და პირიქით სული სხეულის გარეშე. ღმერთი სხეულის შექმნისთანავე ქმნის სულსაც. წმინდა ანასტასი სინელი წერს: "არ იყო სხეული სულამდე, და სული სხეულამდე. იოანე დამასკელი ორიგინეს საწინააღმდეგოდ აფორისტულად შენიშნავს, რომ "მყისთანად დაებადნეს ჴორცნი და სული და არა რომელიმე პირველი და რომელიმე შემდგომად, სიჩქურეთაებრ ორიგენისთა".        ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად. ამ ხატებაში იგულისხმება არა სხეულებრივი, არამედ უმთავრესად სულიერი. ადამიანში ღვთის ხატი უფრო ძლიერია, ვიდრე ანგელოზებში, რადგან ადამიანის სული აცოცხლებს მასთან შეერთებულ სხეულს. სამპიროვანი ღმერთის მსგავსად [გონება, აზროვნება და სული] ადამიანის სულსაც სამი ძალა აქვს: გონება, აზროვნება და სული. მთელს ბუნებაში არსებობენ "ხატობრივი გამოვლინებები" წმინდა სამებისა", ყველაზე მკვეთრად ისინი ადამიანში ვლინდება. მაცხოვრის იორდანეში ნათლობაზე საუბრისას გრიგოლ პალამა სვამს კითხვას: "ადამიანის შექმნისას და ხელახლა დაბადებისას რატომ ჩნდება წმინდა სამება" და პასუხობს: "არა მარტო იმიტომ, რომ ის (ადამიანი) არის ერთადერთი სული წმიდასთან ზიარებული არსება დედამიწაზე და მისი თაყვანისმცემელი", არამედ იმიტომ, რომ ადამიანი ერთადერთი ხატია ღმრთისა", მგრძნობელ და პირუტყვ არსებებს (ცხოველებს) აქვთ ოდენ სიცოცხლის სული, მოკლებულნი არიან გონსა და ლოგოსს" ანგელოზები და მთავარანგელოზები, სულიერნი და გონიერნი ფლობენ გონებას და ლოგოსს, "მაგრამ არა აქვთ ცხოველმყოფელი სული, რის გამოც უსხეულონი არიან". ამრიგად, ადამიანს აქვს გონება, ლოგოსი და ცხოველმყოფელი სული, რომელიც სხეულს სიცოცხლეს ანიჭებს. ის არის ერთადერთი სამჰიპოსტასიანი ერთობის, ღმერთის, ხატად შექმნილი არსება".        გრიგოლ პალამა ამავე სწავლებას გადმოგვცემს საღმრთისმეტყველო შრომებში. ადამიანი მსგავსია სამპიროვანი ერთარსება ღმერთისა, რომელიც არის გონება, ლოგოსი და სული. სხეულის ცხოველმყოფელი სული არის ადამიანის "გონიერი სიყვარული". იგი გონისაგან გამოდის და ლოგოსს ეკუთვნის; ის ლოგოსსა და გონში არსებობს, ლოგოსი და გონი კი მასში".        ანგელოზთა სულიერ და გონიერ არსებას, თუმცა კი მას აქვს გონიც, ლოგოსიც და სულიც, მაგრამ არა აქვს "ცხოველმყოფელი სული". სიტყვა "ხატად ღვთისა" სულს მიემართება. ვინაიდან სხეული სიცოცხლეს სულისგან იღებს, "ხატი" ანგელოზებზე მეტად ადამიანში ვლინდება.        გრიგოლ პალამა ანგელოზებსა და ადამიანში გამოვლინებულ ღვთის ხატს შორის სხვა განსხვავებასაც ხედავს. ცნობილია მისი სწავლება, რომ ღმერთში განირჩევა არსება და ენერგია, რაც გაერთიანებულია, მაგრამ იყოფა. ასეთია საიდუმლო განუყოფელი არსებისა და ენერგიის გაყოფისა. ადამიანი ღვთის არსების ნაწილი ვერ იქნება, ის შეიძლება შეუერთდეს ღვთის ენერგიას. ადამიანი, რადგან ღვთის ხატია, წმინდა მამა თავის სწავლების არსებობისა და ენერგიის შესახებ ადამიანზეც ავრცელებს. ამრიგად. სული განუყოფლად იყოფა არსებად და ენერგიად. გრიგოლ პალამა ადამიანის სულისა და ცხოველის სამშვინველის შედარებისას ამბობს, რომ ცხოველებს სამშვინველი აქვთ როგორც ენერგია და არა როგორც არსება. ყველა პირუტყვის სამშვინველი არის სიცოცხლე სულიერი სხეულისა და პირუტყვთ აქვთ ეს სიცოცხლე, როგორც ენერგია და არა როგორც არსება, რადგან (სიცოცხლე) ჩაისახება სხვა (სხეულში) და არა სულში. სწორედ ამიტომ ცხოველების სული, რომელსაც მარტო ენერგია აქვს, სხეულთან ერთად კვდება, რაც შეეხება ადამიანის სულს, იგი არა მარტო ენერგიაა, არამედ არსებაა. "სიცოცხლე სულში ცხოვრობს". ადამიანის სხეულის სიკვდილისას სული უკვდავი რჩება. გონიერი სული რთულია, მაგრამ სხეულში დავანებული არ ამკვიდრებს სირთულეს".        მაქსიმე აღმსარებელი თავის სწავლებაში ამბობს, რომ სულს სამი ძალა აქვს: 1) მასაზრდოებელი 2) წარმოსახვითი და მღვიძარე 3) ლოგოსური და გონიერი. პირველს მიეკუთვნებიან მცენარეები, მეორეს პირველთან ერთად პირუტყვი ცხოველები, მესამეს კი პირველ ორთან ერთად - ადამიანები". სწავლება იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი პირუტყვთან შედარებით მაღალი ღირსების არსებაა. ზემოთ მოყვანილი მსჯელობა ნათელყოფს განსხვავებას ადამიანსა და ანგელოზს შორის. აქდან გამომდინარე, გასაგებია განკაცებულმა მაცხოვარმა რატომ მიიღო ადამიანის სხეული და არა ანგელოზისა. ის ღმერთკაცია და არა ღმერთანგელოზი.        ყოველივე ზემოთქმული შესაძლებლობას გვაძლევს სულის შედგენილობაზეც ვისაუბროთ. ამ თემაზე დაწვრილებით მსჯელობას არ შევუდგებით, მოვიყვანთ მხოლოდ იმ მოსაზრებებს, რაც ჩვენს ნაშრომს უკავშირდება.        იოანე დამასკელი ამბობს, რომ სული გონიერია და სულიერი. ღმერთმა მისცა "სული სიტყჳერი და საცნაური მას თჳსითა შთაბერვითა".         წმინდა მამების ძირითადი სწავლებით გონი და აზროვნება სულის შემადგენელი ნაწილებია. გრიგოლ პალამა წერს, რომ სული ღვთის ხატად არის შექმნილი. წმინდა სამება კი არის გონი, ლოგოსი და სული, სული გონიერია, სიტყვიერი (λογική) და სულიერი". ის სრულად მაღლდება ღმერთამდე და ჭვრეტს მას, მოკაზმულია მარადიული ხსოვნით, ჭვრეტით და მგზნებარე სიყვარულით მისდამი". სულს ამსხვრევს ვნება და ცოდვა, ამიტომ საჭიროა მისი ერთობა და უფლისადმი მიძღვნა. სულის ძალთა ერთობა მრავალი საშუალებით მიიღწევა, პირველ ყოვლისა ქრისტეს სიტყვების შესრულებით. ფილადელფიის მიტროპოლიტი თეოლიპტოსი გამოყოფს ლოცვის ღირსებასა და მნიშვნელობას; "განწმენდილი ლოცვა, რომელიც გონებას, სიტყვას (λόγος) და სულს აერთიანებს, სიტყვით (ლოგოსით) უფლის სახელს მოუხმობს, გონით ჭვრეტს უფალს, სულით წარმოაჩენს მორჩილებას, სიმშვიდეს, სიყვარულს და ამგვარად კრძალვით უმზერს უსაწყისო სამებას, მამასა და ძესა და წმიდა სულს, ერთარსება ღმერთს".        სიტყვით (ლოგოსით) ჩვენ უწყვეტად ვიმეორებთ ქრისტეს სახელს, გონებით ვუმზერთ უფალს და სული წმინდით ვხდებით მორჩილნი, მშვიდნი, მოსიყვარულენი. ამრიგად, სულის სამი ძალა ერთიანდება და ასე იკურნება სული. მისი გაყოფა სნეულების მიზეზია, შეერთება კი კურნების მომასწავებელი.        ნიკიტა სტითატიც სულს სამ ნაწილად ყოფს, მაგრამ ჩერდება ორზე, ლოგოსზე (λογική) და ვნებიან ნაწილზე. ლოგოსიანი უხილავია და "გრძნობათა მიღმაა". სიტყვაში "ლოგოსიანი" (λογική) წმინდა მამა, ჩემი აზრით, ადამიანის გონს გულისხმობს. ქვემოთ წარმოვადგენთ განსხვავებას ლოგოსისმიერ საწყისსა (τοῦ λογικοῦ) და გონისმიერს შორის. აქ კი ვიტყვით, რომ გონი ღმერთს უკავშირდება და მის ენერგიას იღებს. მასში ცხადდება ღმერთი. ლოგოსი კი არის ქმედება, იმგვარი უნარი, რაც გონის გამოცდილებას გამოხატავს. სულის ვნებიანი ნაწილი იყოფა შეგრძნებად და ვნებად. იგი ვნებიანად იწოდება, რადგან ვნებებსა და განცდებში ვლინდება".        გრიგოლ სინელი სულის ძალების აღწერისას ამბობს, რომ ლოგოსურ ნაწილში (λογική) მოქმედებენ აზრები, მრისხანე ნაწილში - მხეცური ვნებები, სურვილების ნაწილში - ცხოველური სურვილები, გონიერში - წარმოსახვითი სახეები და მოაზროვნე ნაწილში (διανοητικὸν) - აზრები.        წმინდა გრიგოლი მიუთითებს, რომ "როცა სული შთაბერვით გახდა ლოგოსიანი და გონიერი (λογική καὶ νοερὰ) "მრისხანება და ცხოველური სურვილი არ შექმნა ღმერთმა მასში (სულში), სულს მამაცური სიყვარულის ერთადერთი სურვილი მისცა". სულს არ მიუღია მრისხანება და უგუნური სურვილები". ეს ყოველივე ცოდვამ მოიტანა.       ჩვენ არ ვსაუბრობთ სულის ცალკეულ შემადგენელ ნაწილებზე. ამ საკითხს ნაშრომის შემდეგი თავი ეძღვნება.        სულსა და სხეულს შორის გარკვეული კავშირი არსებობს. რა კავშირია ეს? ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება, თუმცა ცალკეული მათგანი ადამიანს არ ნიშნავს. წმინდა იუსტინე ფილოსოფოსი და მოწამე ამბობს, რომ სული თავისთავად არ არის ადამიანი, მაგრამ იწოდება "ადამიანის სულად". სხეულიც დამოუკიდებლად არ ნიშნავს ადამიანს, ის "ადამიანის სხეულია".        თუკი ადამიანი სულისა და სხეულის ერთობაა, მთლიანობაა, მაშინ უფალმა სიცოცხლისკენ და აღდგომისკენ მოუწოდა ადამიანს სულით და ხორცით.        სული, როგორც აღვნიშნეთ, სხეულთან ერთად შეიქმნა. ემბრიონი "სულს ჩასახვისთანავე იღებს". სული ჩასახვისთანავე იქნება და "ამის შემდეგ სული ისევე მოქმედებს, როგორც სხეული; სხეულის ზრდასთან ერთად სულიც მოქმედებს". სულსა და სხეულს შორის აშკარა სხვაობაა, რადგან "სული არ იქნება სხეული, ის უსხეულოა". მიუხედავად ამისა, შეუძლებელია სულისა და სხეულის განცალკევებით არსებობა". მათი კავშირი განუყოფელია".        ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსები თვლიდნენ, რომ სული ადამიანის სხეულის ერთ გარკვეულ ნაწილში იყო დავანებული და სხეული სულის საპყრობილეა. სულის განთავისუფლება სხეულიდან გამოსვლაა. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სული სხეულის ყველა ნაწილში მყოფობს. წმინდა გრიგოლ პალამას აზრით სული და უსხეულო ანგელოზები "ერთ გარკვეულ ადგილას კი არა, ყველგან არიან. სული, რომელიც ეკუთვნის სხეულს და მასთან ერთად არის შექმნილი, სხეულის ყველა ნაწილშია და ფლობს მას, სიცოცხლეს ანიჭებს ღვთის ხატს".        წმინდა გრიგოლმა იცის ღვთისმეტყველთა ერთი ნაწილის (ელინური ფილოსოფიის მიმდევართა) აზრი, რომ სული იმყოფება ტვინში, ე.წ. აკროპოლისში, სხვა თეორიები (იუდაისტების მიმდევრები) სულის არსებობას "გულის სიღრმეში, სულიერის განწმენდილ ნაწილში მოიაზრებენ. ისინი ამბობენ, რომ ლოგოსური ძალა (τὸ λογιστικόν) იმყოფება გულში, არა ძარღვებში, რადგან იგი უსხეულოა, მაგრამ იგი არ სუფევს არც გულის გარეთ, რადგან მასთან დაკავშირებულია. გრიგოლ პალამას სიტყვებით გული წინამძღოლი ორგანოა, მადლის საბრძანებელია. იქ იმყოფება გონება და სულისმიერი აზრები. წმინდანი ამბობს, რომ ამგვარი სწავლება ქრისტესგან, ადამიანის შემოქმედისგან მივიღეთ და შეგვახსენებს: "არათუ პირით შემავალი შეაგინებ კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცს" (მათ. 15,11) მსგავსი აზრია სხვა ციტატაშიც: "რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი" (მათ. 15.19) გრიგოლ პალამას მოჰყავს მაკარი დიდის სიტყვებიც: "გული მართავს ადამიანის მთელ არსებას, თუ მადლი ივანებს გულში, ის მეუფებს აზრებზე და სხეულის ნაწილებზე; სულის ყველა აზრი, თავმოყრილია გულში". აქედან გამომდინარე, კურნების მთავარი მიზანი შეგრძნებებში (αισθήεις) გაბნეული გონების" მოკრებაა გარე სამყაროდან გულში, "აზრთა ამ საუნჯეში", "სხეულის უმთავრეს ლოგოსურ (λογική) ორგანოში".        ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხს. მაგრამ ახლა შევაჯერებთ ნათქვამს; წმინდა მამათა სწავლებით, სული მართავს სხეულს და საკუთარ ორგანოდ იყენებს გულს. სული სხეულთან ერთად მთლიანობას ქმნის და მისთვის უცხო არ არის. ნემესიოს ემესელი გვასწავლის, რომ "სული უხილავი და უსაზღვროა. ის ყველაფერში აღწევს და სინათლით მთელს სხეულში გადის; სხეულში არ არსებობს ერთი განათებული ნაწილი, სადაც იგი სრულად არ იმყოფებოდეს". მიუხედავად ამისა "სული სხეულთან შეერთებელი რჩება შეურევნელი", სული ამოძრავებს სხეულს, მართავს მის ყველა ნაწილს. მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით ღმერთი სამყაროს მართავს არა თავისი ქმნილი შუამავლების მეშვეობით, არამედ თავისი უქმნელი ენერგიით. ამგვარად, როგორც უფალი მართავს სამყაროს, სწორედ ასევე "სული ამოძრავებს სხეულის ნაწილებს და თითოეულს საკუთარ, შესაბამის მიმართულებას აძლევს". "უფლის საქმეა სამყაროს მართვა, სულისა კი სხეულის მართვა".        გრიგოლ პალამა სულსა და სხეულს შორის კავშირზე მსჯელობისას ამბობს, რომ სულს იგივე ესადაგება, რაც ღმერთს. სულში უცვლელად არსებობს, "სხეულის განმგებელი ძალები" თუკი სხეულის რომელიმე ნაწილი დაზიანებულია "თვალი დაბრმავებულია და ყური დაყრუებული". სხეულის განმგებელი ძალა სულში არ მცირდება. სული არ არის თავად განმგებელი, მაგრამ ფლობს ამ ძალას. მიუხედავად იმისა, რომ სულში განმგებელი ძალა მყოფობს, იგი "ერთი, მარტივი და შეუდგენელია", არ არის "გამრავლებადი და შედგენადი".        გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ სული უსხეულოა და უხილავი, "იგი" მოქმედებს და მოძრაობს თავისი ბუნებით და მოქმედებას ავლენს სხეულის ორგანოებით". წმინდა მამა აფორისტულად ხსნის: სხეული კი არ ფლობს სულს, არამედ ეს უკანასკნელი ფლობს სხეულს. სული არ აღწევს სხეულში თითქოს ძარღვებში ან ტომარაში შედიოდეს, სხეული შედის მასში და "არ არსებობს ამის ერთი ნაწილი მისი ნათლის გარეშე, ის ყველგან მყოფობს სრულად".        ჩვენი მსჯელობის მთავარი დასკვნაა, რომ სული მთელ სხეულში არსებობს. გული მისი უმთავრესი საუნჯეა, იქ არის სულის ცენტრი. სული განსხვავდება სხეულისაგან, მაგრამ მჭიდროდ უკავშირდება მას. ვერ გავიაზრებთ სულის დაცემის და უძლურების მიზეზს, თუ არ გვეცოდინება ზუსტად რა არის სული და როგორ უკავშირდება იგი სხეულს.   სულის სნეულება და სიკვდილი        ეკლესიის წიაღში ხშირად საუბრობენ ადამიანის დაცემაზე და ამ დაცემიდან გამომდინარე სიკვდილზე. სხეულებრივი სიკვდილი სულიერ სიკვდილს მოჰყვა. სულმა ღვთიური უქმნელი მადლი დაკარგა, გონებამ - უფალთან კავშირი და დაბნელდა. ეს დაბნელება და სიკვდილი გადაეცა სხეულს. გრიგოლ სინელის სიტყვებით "ადამიანის სხეული უხრწნელი იყო შექმნისას და ასეთივე აღდგება", სული კი უვნებო. სულსა და სხეულს შორის მჭიდრო კავშირისა და ურთიერთდამოკიდებულების გამო ორივე გაიხრწნა. "სული ვნებებით, ანუ ეშმაკის მიერ, სხეული კი დაემსგავსა პირუტყვს და ხრწნას მიეცა". სული და სხეული ერთად რომ გაიხრწნა, გადაიქცა "პირუტყვის მსგავს არსებად, უგუნურ და ულოგოსო, მრისხანების და სურვილის მორჩილად". "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა ყო; ჰბაძავდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (ფს. 48.13). ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანის სული აივსო ვნებებით, სხეული პირუტყვს მიემსგავსა. ადამიანი ხრწნასა და სიკვდილს დაემორჩილა.         ეს უძლურება, ტყვეობა, განუწმენდელობა და სულის სიკვდილი შესანიშნავად არის გადმოცემული წმინდა მამათა ნაწერებში. ყოველი ცოდვა ადამიანის პირველი ცოდვით დაცემის განმეორებაა, თითოეული შეცოდებით ვადასტურებთ დაცემული სულის დაბნელებას და სიკვდილს. მოდით, სულის ამგვარი მდგომარეობა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.        ადამიანი თუ გრძნობებს აძლევს თავისუფლებას და გრძნობების მეშვეობით გონება გულიდან იფანტება, მაშინ სული დატყვევებულია. "გრძნობათა გათავისუფლება სულს ბორკილს ადებს". ბორკილები კი დაბნელების ტოლფასია. "მზის ჩასვლისას ღამდება, ქრისტე შორდება სულს და ვნებების ჩრდილი გარემოიცავს მას, გონებისმიერი მხეცები ნაწილებად გლეჯენ სულს". ადამიანს უმთვარო ღამე დაუდგება.         სწორედ ამგვარი მდგომარეობა იწვევს სულის უძლურებას. წმინდა თალასე ამბობს, რომ "სულის სნეულება ბოროტი მიდრეკილებაა; მისი სიკვდილი კი ცოდვაა, საქმით აღსრულებული". სნეული სული ნელ-ნელა უახლოვდება სიკვდილს. სულის სნეულება მისი განუწმინდაობიდან მომდინარეობს "მისი (სულის) განუწმინდაობა ნიშნავს, რომ იგი ბუნებრივად არ მოქმედებს, ამის გამო იბადება გონებაში ვნებებიანი აზრები". წაბილწული სული წმინდა მაქსიმეს სიტყვებით სურვილებით, ცდუნებებით და სიძულვილით აღსავსეა" ისიხიოს პრესვიტერი აღწერს, როგორ სნეულდება სული და იღუპება. ღმერთის მიერ შექმნილი სული მარტივია და კეთილი, იგი რთულდება "სიამოვნებას იღებს ეშმაკისმიერი წარმოსახვებით და იხიბლება, ისწრაფვის ბოროტისკენ, თითქოს კეთილისკენ (მიდიოდეს) და თავის საკუთარ აზრებს ურევს ეშმაკეულთან" ამის შემდეგ სხეულის საშუალებით ცდილობს განახორციელოს "ბილწი აზრები".        გრიგოლ პალამას წმინდა წერილიდან და კერძოდ, პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან მოჰყავს ადგილები: "რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგუაცხოველნა (ეფეს. 2,5.) და იოანეს "არს ცოდვაჲ სასიკვდინე" (1 იოან. 5.16) ქრისტეს მიმართვა მოციქულისადმი: "აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა (მათ. 8, 22). და ამბობს, რომ სული მართლა მადლის გამო უკვდავია, მაგრამ "სიამოვნების ტრფიალით ცოცხლად კვდება. ამგვარად განმარტავს წმინდა მამა 1 ტიმ 5,6 ეპისტოლეს: "რომელ-იგი იშუებდეს, ცოცხლივე მკუდარ არს" სული ცოცხლობს, მაგრამ მკვდარია, რადგან ჭეშმარიტ სიცოცხლეს ღვთის მადლი არა აქვს. წინაპრებმა როცა დაივიწყეს ღმერთი, მისი მცნებები და სატანის მკვდარ სულს დაემორჩილნენ, მოაკლდათ ცხოველმყოფელი ნათელი და სულით მიემსგავსნენ ეშმაკს". ასე ხდება ყოველთვის, როცა ადამიანი ეშმაკის ნებას ემორჩილება, მისი სული კვდება, რადგან სატანა არა მხოლოდ თავად არის მკვდარი სული, არამედ მასთან მიახლოებულსაც კლავს".        "როცა სულში არაფერი არ არის ჯანსაღი, ის ცოცხალი ჩანს, მაგრამ მკვდარია... თუ სული სათნოებისათვის არ მოქმედებს, იცოცხლებს და უსჯულებას სჩადის, მე ვერ ვიტყვი, რომ შენი სული ცოცხალია. რადგან დადიხარ? დადიან პირუტყვებიც. ჭამ და სვამ? იმავეს აკეთებენ პირუტყვები. იქნებ იმიტომ, რომ ორ ფეხზე გამართული დგახარ? აქედან ნათელია, შენ ადამიანის მსგავსი ცხოველი ხარ. პავლე მოციქულის სწავლებაში მკვდარ ადამიანს ხორციელი" ან "მშვინვიერი" ეწოდება. კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: "მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა" (1 კორ. 2,14) და კიდევ: "სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელვე-რა ხართა და კაცობრივ იქცევით? (1 კორ. 3.3). პროფესორ იოანე რომანიდისის აზრით გამოთქმებს: "ხორციელი" "მშვენიერი" "კაცობრივი ქცევით" ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვთ. პროფ. რომანიდისი თავის სხვა გამოკვლევებში ამბობს, რომ "ხორციელი და მშვინვიერი ადამიანი ეწოდება სულისაგან და სხეულისაგან შემდგარ კაცს, რომელსაც აკლია სული წმიდის მოქმედება, რაც მას უხრწნელად აქცევს. "როცა ადამიანი არ მიჰყვება სული წმიდას, მას აკლდება ღვთის ცხოველმყოფელი ენერგია და ხდება მშვინვიერი".          სულის კურნება        მართლმადიდებლური ეკლესიის გადმოცემა ცოდვით მკვდარი სულის კურნებას ეხება. ეკლესიის საიდუმლოებანი და ასკეტური ცხოვრება ამ კურნებას ემსახურება. ვისაც ეს გააზრებული არა აქვს, ვერ გაიგებს მართლმადიდებლურ ტრადიციას. ნაშრომის შემდგომ ნაწილებში დავინახავთ რა არის გაჯანსაღება და გაცოცხლება სულისა, ვიმსჯელებთ მისი მიღწევის გზებზე და ვნახავთ, როგორ მოქმედებს ცოცხალი სული.        "სულის სიჯანსაღე უვნებობა და ცოდნაა". სრულყოფილია ღმერთისკენ მოსწრაფე სული, "წმინდა ღმერთისმოყვარე სული". "წმინდა ვნებებისაგან გათავისუფლებული და ღვთიური სიყვარულით გახარებული სული".        წმინდა მამები აღწერენ სულის აღდგომის რამდენიმე გზას, როცა იგი ცხოველმყოფელი ხდება და იკურნება. უფლის მიმართ მწუხარება, ანუ სინანული, სიამოვნებას (ἡδονή) აქრობს. "სიამოვნებათაგან განთავისუფლება არის სულის აღდგომა". წმინდა ანტონი დიდი ამბობდა, რომ აუცილებელია გონების (διάνοια) განწმენდა; "მე მჯერა, რომ ყოველმხრივ განწმენდილი და თავის ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი გონებით შეიძლება გახდეს (ადამიანი) მჭვრეტელი და იხილოს დემონებზე უფრო მეტი და უფრო შორეული, რადგან განცხადებული უფალი იქნება მასში". წმინდა მამის სიტყვები ნათელყოფს, რომ უნდა განვწმინდოთ აზრები. თუ ადამიანი წმინდად იცავს გონებას სხვადასხვა წარმოსახვებისგან., მაშინ ის ინარჩუნებს სულის უბიწობასაც. ფილადელფიის მიტროპოლიტი თეოლიპტოსი გვასწავლის: "მას შემდეგ რაც გარეგნულ გართობას შეწყვეტ, შინაგანი მაცდუნებელი აზრებიდანაც გათავისუფლდები, მაშინ გონება სულიერი საქმეებისკენ იქნება მიმართული". გონების სუფთად დაცვის მცდელობა აღმოგვაჩენინებს თვით ამ გონებას, რომელიც უწინ მკვდარი იყო და თითქმის შეუმჩნეველი. თეოლიპტოსი მოგვიწოდებს "შეწყვიტე გარე საუბრები და ჩაუღრმავდი შენს თავს, იქამდე, სანამ არ შეძლებ წმინდა ლოცვას და არ იპოვი საცხოვრებელს, სადაც უფალი სუფევს". გული უფლის საცხოვრისია და ჩვენ შეგვიძლია მისი გაღება მაშინ, როცა ვიღწვით წმინდა ცხოვრებისთვის და ჩვენში არსებულ მაცდუნებელ აზრებს ვეწინააღმდეგებით. გონების სიწმინდეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს გზა მარტივია, მაგრამ ყოვლისმომცველი. მას ადამიანის სულისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს, მას სული წმინდის ტაძრად აქცევს. სული იკურნება, როცა მდაბალ მიდრეკილებს (საგნებს) არ ეჯაჭვება და ესწრაფვის საუკეთესოს-სიყვარულს". გრიგოლ პალამა მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიციის მიხედვით ასკვნის, რომ ცოდვით დაცემით ადამიანმა დაკარგა ღვთის მსგავსება, მაგრამ "ხატი არ დაღუპულა". სწორედ ამიტომ შეგვიძლია აღვადგინოთ სული მიწიერ საგანთა უგულებელყოფით და სიყვარულით საუკეთესოსკენ მისწრაფებით. სული კეთილი საქმეებით და ზნეობით "ნათლდება და უკეთესი ხდება. იგი "საუკეთესოს" რჩევების მორჩილებით და მისივე წყალობით ეზიარება მარადიულ სიცოცხლეს". ღვთის რჯულის მორჩილებით სული თანდათან ჯანსაღდება. ნიკიტა სტითატს მოჰყავს სულის კურნების არა მარტო ქმედითი, არამედ ჭვრეტითი მეთოდიც. იქ, სადაც ღვთის სიყვარულია, გონების ქმედება და მიუწვდომელ სინათლესთან ზიარება, სულის სიმშვიდე სუფევს, გონება განწმენდილია და სული წმინდა მეუფებს". გონების წმინდად დაცვასთან ერთად საჭიროა გონებით ლოცვა. უფლის სიყვარულის და მასთან საუბრის მისაღწევად. სადაც სუფევს სიყვარული, იქ სულის სიმშვიდეა და გონებაც განწმენდილია.        მოვიყვანთ გრიგოლ პალამას რამდენიმე მოსაზრებას. წმინდა მამა ამბობს, რომ ჩვენ ვიღვწით სხეულიდან "სჯულისა ცოდვის" (რომ. 8.2) განსადევნად, იმისთვის, რომ დავუმორჩილოთ გონების კონტროლს, შემდგომში სულის ყველა ძალას და სხეულის ნაწილებს განვუწესოთ შესაბამისი ქმედების წესი". შეგრძნებებს - თავშეკავება, სულის ვნებიან ნაწილს - სიყვარული, ლოგოსურს (λογική)განვწმენდთ, გზიდან ვაშორებთ ყველაფერს, რაც ხელს უშლის მის ამაღლებას ღმერთამდე და ამას მღვიძარებას ვუწოდებთ. ადამიანი სხეულს რომ განიწმენდს თავშეკავებით, დათრგუნავს მრისხანებას და სურვილს ღვთიური სიყვარულით და ღმერთს უძღვნის ლოცვით განწმენდილ გონებას, მაშინ "მიიღებს და იხილავს მადლს, რასაც უფალი ანიჭებს განწმენდილი გულის ადამიანებს". მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: "დააცხრე სულის მრისხანე ნაწილი სიყვარულით. სურვილით აგზნებული - თავშეკავებით, ლოგოსურს (λογική) ფრთა შეასხი ლოცვით და გონების ნათელი არასოდეს არ დაბნელდება შენში". სულის უძლურების განკურნება, მკვდარი გონების გაცოცხლება, უწმინდური გულის განწმენდა რჩევებითა და წამლებით კი არ მიიღწევა, არამედ ეკლესიის ასკეტური გზით: თავშეკავებით, სიყვარულით, ლოცვით, ეშმაკეული ცდუნებებისგან გონების დაცვით. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ჩვენს ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლურ ტრადიციას. მხოლოდ მართლმადიდებლობას შეუძლია გაანთავისუფლოს ადამიანი, განკურნოს სტრესისგან, დაუცველობის შიშისგან, რასაც შედეგად სულის კვდომა მოსდევს. • ამოსაბეჭდი ვერსია • ← სარჩევი…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 1:58pm on ნოემბერი 26, 2013
თემა: წმინდა გიორგი ქართველთა მფარველი და მათი მთავარი საჭურველი
კვლავაც არ არღვევს ტრადიციას და თავის მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ხატითა და მაცხოვრის საფლავიდან გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით ულოცავს. "კვირის პალიტრის" სააღდგომო საჩუქარი არქიმანდრიტმა იოანემ აკურთხა, რომელიც მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში მსახურებს, - იქ, სადაც დამზადდა თქვენთვის მოძღვნილი სანთლები.  არქიმანდრიტი იოანე:- პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ თქვენ და სრულიად მართლმადიდებელ ერს ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო მედიასახლ "პალიტრის" მიმართ, რომელიც უკვე მერამდენე წელია, ძალისხმევას არ იშურებს, რომ სანთლითა და ხატით მიულოცოს აღდგომა ქართველ ერს. სანთლები დამზადებულია ჩვენი უწმინდესის მშობლიურ სახლში, რომელიც 2003 წლიდან დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერია. ეს სანთლები თავმომწვარია უფლის საფლავზე სასწაულებრივად გარდამოსული ცეცხლით...  ხატი ამჯერად წმინდა გიორგისია, დაწერილია ბერძნულ მონასტერში საუკუნეების უკან და სასწაულმოქმედია.  საგულისხმოა, რომ სწორედ წმინდა გიორგი ითვლება საქართველოს განსაკუთრებულ მფარველად და ქართველი ერიც განსაკუთრებულად სასოებს ამ დიდი წმინდანის მიმართ. ვუსურვებ ყველას წმინდა გიორგის მეოხებასა და შემწეობას უფლის წინაშე, გაძლიერებას რწმენასა და უფლის სიყვარულში. ახლა ეს განსაკუთრებულად გვმართებს..." რაკი წელს აღდგომის მეორე დღე გიორგობას დაემთხვა, თქვენს ოჯახებში წმინდა გიორგის ხატი შემობრძანდა. ეს არის სამარინას მონასტრის XVI საუკუნის ბერძნული ხატი. მას დრამატული თავგადასავალი აქვს: ოსმალეთმა საბერძნეთი რომ დაიპყრო, ხატი ქვეყნიდან გაიტანეს. ის ლონდონის მუზეუმში მოხვდა, სადაც 2009 წლამდე ინახებოდა. ოთხი წლის წინ მოახერხა ქვეყანამ თავისი სულიერი განძის დაბრუნება და იმ მონასტერში დაბრძანება, საიდანაც ოდესღაც გაიტანეს. ხატს საინტერესო აღწერილობა აქვს, მასზე გამოსახულია როგორ განგმირავს შუბით წმინდა გიორგი გველეშაპს, რომელიც ქალაქ ლასიას მახლობლად ტბას დაეპატრონა და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. წმინდანის პირისპირ დგას გველეშაპს გადარჩენილი მეფის ასული, მარჯვნივ, კოშკიდან კი თავად ლასიის მეფე და დედოფალი იყურებიან და შვილის გადარჩენით განცდილ სიხარულს გამოხატავენ. წმინდა გიორგის ცხოვრებაში დაწვრილებით არის აღწერილი გველეშაპის განგმირვის სასწაული: ქალაქ ლასიას კერპთმსახური მეფე სელინოსი იმავე პერიოდში ცხოვრობდა, როცა რომს  ულმობელი წარმართი დიოკლეტიანე მართავდა, ისიც ულმობლად უსწორდებოდა ქრისტიანებს. ამ ბოროტების საზღაურად უფალმა ლასიას გველეშაპი მიუვლინა. მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგრიგობით შეეწირათ მხეცისთვის და აღთქმა დადო, - როდესაც ჩემი ჯერი დადგება, ჩემს ერთადერთ ასულს გველეშაპს მივგვრიო. ეს დღეც დადგა. შეწუხებული მამა ყველას ვედრებდა, - ყველაფერს დავთმობ, ტახტსაც კი, ოღონდ ჩემს ასულს ეს მძიმე ხვედრი ააცილეთო. არავინ შეისმინა სასტიკი მეფის მუდარა. სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან გველეშაპის გამოსვლას, ღვთის ნებით, იქ გაიარა კაბადოკიისკენ მიმავალმა წმინდა გიორგიმ. ატირებული ქალისაგან მწუხარების მიზეზი რომ გაიგო, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მხეცისაგან. როცა გველეშაპი გამოჩნდა, წმინდა გიორგიმ გამოსახა მასზე ჯვარი და ისევ შეევედრა უფალს: "უფალო ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად". სულიწმინდის შეწევნითა და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი წმინდანის ფეხებთან დაეცა. წმინდა გიორგიმ ქალს უბრძანა, შემოეხსნა სარტყელი, ყელზე მოება მხეცისთვის და წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი მოქალაქენი წმინდანმა დაამშვიდა: "იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლად ძლიერი ჭეშმარიტი ღმერთი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს". მეფემ და მისმა ქვეშევრდომებმა შეჰღაღადეს: "გვწამს მამა, ძე და სული წმინდა". წმინდა გიორგიმ იშიშვლა მახვილი, მოკლა გველეშაპი და ქალიშვილი მამას დაუბრუნა. ხალხი დაემხო წმინდანის წინაშე და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდა.  გველეშაპის განმგმირავი წმინდა გიორგის სახე არის ქრისტეს ეკლესიის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს, ქრისტიანთა მდევნელსა და მწამებელს, კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა ხილულ მტრებზე, რომლებიც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდნენ. სამარინას წმინდა გიორგის ხატზე კიდევ ერთი საინტერესო ფიგურაა: წმინდანს უნაგირზე პატარა ბიჭი ჰყავს შემოსმული. ეს კიდევ ერთი სასწაულებრივი გამოხსნის ისტორიაა. მონობაში მყოფი ყმაწვილის დედა გულმხურვალედ ევედრებოდა წმინდა გიორგის შვილის დაბრუნებას. შეისმინა გლახაკთა ხელის აღმპყრობელმა მისი ვედრება და შვილი მშობელს დაუბრუნა... წმინდა გიორგი  303 წლის 23 აპრილს (6 მაისს ახ. სტ.), პარასკევ დღეს, დილის 7 საათზე მოწამებრივად აღესრულა. ცნობილია, რა სასტიკად აწამა ის დიოკლეტიანემ. სხვადასხვა სატანჯველს შორის უსასტიკესი მაინც ბორბალზე წამება გახლდათ, რომელიც სპეციალურად წმინდანის საწამებლად შექმნეს: მათ შიშველი გიორგი დააკრეს მბრუნავ ურმის თვალზე, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილები იყო. როდესაც ბორბალი დაატრიალეს, წმინდანის სხეული ნაკვეთ-ნაკვეთ დაიჭრა... ლოცვითა და ღვთის სასოებით განმტკიცებული მოწამე მხნედ დაითმენდა საშინელ ტანჯვა-წამებას: პირველად ხმამაღლა მადლობდა უფალს, ხოლო შემდეგ, როგორც მძინარე, დადუმდა და გულში ლოცულობდა. დიოკლეტიანემ და მისმა მეგობრებმა იფიქრეს, მოკვდაო და ხმა აღიმაღლეს: "სად არის გიორგის ღმერთი, რატომ არ მოვიდა და დაიხსნა იგი ჩვენი ხელიდან?" მეფის ბრძანებით, დაჭრილ-დაკუწული მოწამე ურმის თვალზე დატოვეს და სასამხროდ წავიდნენ.  იქნებოდა დილის 10 საათი, როდესაც ზეციდან ხმა მოისმა: "განმხნევდი, გიორგი, და განძლიერდი, რამეთუ მრავალი მიწამებს შენს გამო". ამ ხმის გაგონებაზე მცველები გაიქცნენ. უეცრად გამოჩნდა უფლის ანგელოზი, გიორგი ჩამოიყვანა სატანჯველი ბორბლიდან, სრულიად განკურნა, ეამბორა და უთხრა:  "გიხაროდეს, გიორგი, განძლიერდი და გწამდეს იესო ქრისტესი, რომელიც მოგანიჭებს მოწამეობის სრულ გვირგვინს". საქართველოსთვის, რომელსაც დღენიადაგ უწევდა თავდაცვა მომხდური მტრისაგან, თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი ყველაზე ახლობელი გახდა. მის სახელზეც ყველაზე მეტი სალოცავი ააგეს ჩვენმა წინაპრებმა.  ეს სიყვარული მსოფლიოსთვის გახდა ერთგვარი ნიშანსვეტი, რომლის მეშვეობითაც ქართველების იდენტიფიცირებაც კი ხდებოდა წარსულში. საეკლესიო გადმოცემით, ლათინები ქართველებს "სარტყლის ქრისტიანებს" ეძახდნენ და გულისხმობდნენ იმ სარტყელს, გიორგიმ რომ შეკრა ვეშაპი.  ერთხელ, უსჯულო მტრის შემოსევისას, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი დაბანაკებულა იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმინდა გიორგის ეკლესია იდგა. ქართველები გულმხურვალედ ევედრებოდნენ წმინდა მოწამეს შეწევნას. გარიჟრაჟზე ყველამ დაინახა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, მისმა სიმარდე-სიმამაცემ მტერს თავზარი დასცა და დიდი ნაწილი უკუიქცა. ქართველებმა ადვილად დაამარცხეს მტერი. გამარჯვების შემდეგ მამაცი მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დააჯილდოვა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმინდა დიდმოწამე გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიას. წმინდა გიორგი ფარავდეს სრულიად საქართველოს, მან მოგვცეს ძალა, დღენიადაგ ვიბრძოლოთ სულიერი ამაღლებისათვის... • მამა იოანეს ხსოვნას …
დაამატა ლაშა to მცხეთა at 1:18am on მაისი 11, 2013
პოსტი: ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

 ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა,…

დაამატა tamo at 12:16pm on ივნისი 13, 2013
თემა: წმ.იოანე სინელი, თავმდაბლობის მარადყვავილოვანი ნაყოფის აყვავებასა და გაზრდაზე
ში და ღვთიური დამოწმება, რომელიც გულში ხდება, იმ კაცსა ჰგავს, რომელსაც სიტყვებითა და მაგალითებით მოუწადინებია თაფლის სიტკბოების ჩვენება იმათთვის, რომელთაც არასდროს გაუსინჯავთ მისი გემო. ეს უკანასკნელი (რომელიც თაფლის სიტკბოებას სიტყვებით აღწერს) ამაოდ ლაპარაკობს. პირველი კი ან სრულიად გამოუცდელია იმ საქმეში, რომელზეც მსჯელობს და განმარტავს, ან დიდად ამპარტავანია.    ერთხელ მამათა შესაკრებელში თიხის ჭურჭლით, უფრო სწორად, თიხის სხეულებით საუნჯე შემოიტანეს გამოსაკვლევად. სიტყვით გამოუთქმელი იყო მისი ბუნება, მხოლოდ ჭურჭელზე დაწერილი სახელი ცხადყოფდა, რომ ეს სანატრელი თავმდაბლობა გახლდათ. სულიერ სამსჯავროზე შეიკრიბნენ ღვთის სულით მავალნი. თითოეულმა თან მოიტანა სიბრძნისა და მეცნიერების ღვთივდაწერილი ფიცრები და დაიწყეს გამოძიება სანატრელი თავმდაბლობის ბუნებისა. ზოგიერთი ამბობდა: “თავმდაბლობა საკუთარი ქველი საქმეების კრძალვით დავიწყებაა”; სხვებმა თქვეს: “თავმდაბლობა ის არის, როცა ადამიანს საკუთარი თავი ყველაზე უკანასკნელად და ცოდვილად მიაჩნია”; სხვებმა: “თავმდაბლობა საკუთარი უძლურების შეცნობაა”; სხვებმა: “თავმდაბლობა ის არის, როცა მრისხანების ჟამს პატიების თხოვნას მოყვასს ასწრებენ”; სხვებმა თქვეს: “თავმდაბლობა ღვთის მადლისა და მოწყალების შეცნობაა”; სხვებმა: “თავმდაბლობა შემუსვრილი სულის ცნობიერება და საკუთარი ნების უარყოფაა”.     როცა ყოველივე ეს მოვისმინე და გონებაში დავუფიქრდი სანატრელი თავმდაბლობის ბუნებას, სიტყვებით ვერ შევიცანი ის. ამიტომ, როგორც ყველაზე უკანასკნელმა, სანატრელ მამათა ბაგეებიდან ტაბლაზე დაცვენილი ნამცეცები ძაღლივით მოვლოკე და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგნაირად განვაწესებ და ვიტყვი: თავმდაბლობა ენით გამოუთქმელი მადლია, რომელიც მხოლოდ იმათთვის არის ცნობილი, ვისაც ის მოუპოვებია.    ის ენით აღუწერელი სიმდიდრეა; ის ღვთის სახელია და ნიჭია ღვთისა, რადგან თავად ღმერთი ამბობს: არა ანგელოზისგან, არა ადამიანისგან, არა წიგნიდან, არამედ ჩემგან, ყოველივეს შემოქმედისგან, ისწავლეთ, “რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა” და გონებითა, “და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ” ბრძოლათა და ზრახვათაგან (შდრ. მათე 11. 29).    სხვაგვარი სანახავია ეს წმინდა ვენახი ვნებათა ზამთრის ჟამს, სხვანაირად გამოიყურება არე მისი სათნოებათა გაზაფხულზე, სხვაგვარია ზაფხულში და სხვაგვარი - ნაყოფის მოწევის დროს. თითოეული ჟამისთვის განსაკუთრებული საქმეებია დამახასიათებელი, თუმცა ყველას ერთი ბოლო აქვს - სიხარული და მხიარულება.    როცა ყოვლადქებული თავმდაბლობის მტევანი ჩვენში აყვავებას დაიწყებს, მაშინ დიდებისა და კაცთა ქების შესაძულებლად, გულისწყრომისა და მრისხანების განსაგდებად მოღვაწეობას ვიწყებთ.    როცა სათნოებათა ეს დედოფალი ჩვენს სულში სულიერად ასაკოვანი გახდება, მაშინ არარად, მეტიც, საძაგლად შევრაცხავთ ჩვენს ქველ საქმეებს; ყოველდღე იმას ვიფიქრებთ, რომ ცოდვათა ტვირთს ვიმძიმებთ, ჩვენზე მოწეულ ღვთის მადლს გაუცნობიერებლად ვაბნევთ და ამ მადლს ჩვენივე სასჯელის დამამძიმებლად შევრაცხავთ უღირსებისა გამო. აი, მაშინ იქნება ჩვენი გონება გაუქურდავი და გულშემუსვრილების საგანძურში უსაფართხოდ დაცული; მხოლოდ ქურდების განზრახვასა და ხმას გავიგებთ, თავად კი უვნებელნი დავრჩებით, ვინაიდან თავმდაბლობა ხელშეუხებელი საუნჯეა.    თავმდაბლობის მარადყვავილოვანი ნაყოფის აყვავებასა და გაზრდაზე, გავბედე და, მცირეოდენი ბრძნული სიტყვა ვთქვი; ხოლო მის სიმწიფესა და მღვდელმშვენიერ ნაყოფიერებაზე თავად უფალს ჰკითხეთ, უფლის მონებო, და მან გაუწყოთ, რადგან მე მისი სიტყვებით წარმოჩენა არ ძალმიძს. …
დაამატა მამუკა to დარიგებანი at 10:10pm on აპრილი 26, 2013
თემა: ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი V)
ღვნება საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს       ანთოლოგიის V ტომში დაბეჭდილია იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და „პირველშეწირულის“ ლიტურგიების, ბრწყინვალე აღდგომისა და დიდ დღესასწაულთა საგალობლები, ფ. ქორიძისა და რ. ხუნდაძის მიერ 1904, 1908 და 1911 წლებში გამოცემული კრებულებიდან. ეს კრებულები ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული და I გამოცემის შემდეგ სრული სახით აღარ გამოქვეყნებულა.      წინამდებარე ტომში წარმოდგენილი, რ. ხუნდაძის მიერ გამოცემული ჰიმნები „სადა“ სტილისაა, ხოლო ფ. ქორიძის მიერ ნოტირებული დიდ დღესასწაულთა და, განსაკუთრებით, აღდგომის საგალობლები „გამშვენებული“ სტილის გამორჩეული ნიმუშებია. • იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი • V ტომის შემდგენლები და მუსიკალური რედაქტორები: ლევან ვეშაპიძე და სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი • შესავალი წერილისა და კომენტარების ავტორი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი • რედაქტორები: რუსუდან წურწუმია და თამარ ჩხეიძე • მთარგმნელები: ერიკ ჰალვორსონი, მარიამ ცოცხალაშვილი, ლევან ვეშაპიძე (უმცროსი). • ინგლისური ტექსტების რედაქტორები: ჯონ გრემი • კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ვეშაპიძე • დიზაინერი: ნიკოლოზ გოგაშვილი • პროექტის კოორდინატორი: ნინო რაზმაძე © საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი © ფონდი ქართული გალობა შესავალი ... იხილეთ წიგნი (ჩამოტვირთეთ .rar ფაილები და მხოლოდ შემდეგ ამოაარქივეთ) ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი V) ჩამოტვირთვა იბეჭდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით თბილისი 2018…
დაამატა ლაშა to გალობა at 11:52pm on იანვარი 4, 2020
თემა: სააღდგომო პასკა
ვრო რაოდენობით, ბოლო ქიშმიშის გამოცლამდე მივირთმევდით და ვნეტარებდით. აღდგომა პასკის გარეშე მართლაც წარმოუდგენელია. გირჩევთ მოამზადოთ Qwellynari_ის გამოცდილი და დაგემოვნებული რეცეპტით! შემადგენლობა 2კგ ფქვილი, 400 გ შაქარი, 4 კვერცხი, 7ც ილი, 1ც ჯავზის კაკალი, 200 გ კარაქი, 0,5ლ რძე, 2ს/კ საფუარი, 1ს/კ ზეთი, ვანილი და ცოტა მარილი, ქიშმიში, ნახევარი ს/კ სპირტზე დაყენებული ზაფრანა მომზადება        საფუარი გახსენით 250 მლ თბილ რძეში, დაუმატეთ 2ს/კ შაქარი, ნახევარი კილოგრამი ფქვილი, კარგად შეთვიფეთ და დადგით გასაფუებლად თბილ ადგილზე (მასამ 2-ჯერ უნდა მოიმატოს).        ცალკე მოამზადეთ 4 კვერცხისა და დარჩენილი შაქრის გოგლი-მოგლი, დაუმატეთ დარჩენილ რძეში გახსნილი კარაქი, სანელებლები, ზეთი, ქიშმიში და ამოსული საფუვრის მასა. ნელ-ნელა შეაზილეთ დარჩენილი ფქვილი და დიდხანს ზილეთ, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში (ცომი ხელს არ უნდა ეკრობოდეს).        მოზელილი ცომი გადაიტანეთ დიდ ჭურჭელში, რადგან გაფუების შემდეგ მისი მოცულობა საგრძნობლად მატულობს. 3-4 ჩაზელის შემდეგ ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადაიტანეთ, რომელსაც ზეთი უნდა წაუსვათ და მანანის ბურღული მოაყარეთ (რომ არ მიიკრას). ფორმები ცომით მათი მოცულობის 1/4 –ზე შეავსეთ, ცოტა ხანს კიდევ გააჩერეთ, თავზე რძეში გახსნილი კვერცხის გულის ნაზავი წაუსვით და გახურებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შედგით (დიდი ზომის პასკას გამოსაცხობად 1 საათამდე სჭირდება). გაზქურის სიმხურვალე საშუალო უნდა იყოს, ღუმელი კი ცხობის დასრულებამდე არ გამოაღოთ, რათა პასკა არ ჩავარდეს. მზა პასკა ფორმებიდან ფრთხილად ამოაწყეთ და დასარბილებლად ტილოს ნაჭერი გადააფარეთ. გაგრილების შემდეგ თავზე შაქრის პუდრი მოაყარეთ.…
დაამატა tamo to Qwellynaria at 10:57pm on თებერვალი 25, 2014
თემა: უცნობი ფაქტები აინშტაინის ცხოვრებიდან
ეკუთვნის 150-მდე წიგნი და სტატია მეცნიერების ისტორიაში, პუბლიცისტიკასა და ფილოსოფიაში.        ახლობლები აინშტაინს ახასიათებდნენ როგორც მეგობრულ, ხალისიანსა და სიცოცხლით სავსე ადამიანს, რომელსაც შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ის საოცრად კეთილი ყოფილა და უანგაროდ ეხმარებოდა ყველას, თუ ამის საშუალება ჰქონდა.        აინშტაინს განსაკუთრებით ჰყვარებია მუსიკა. მისი რჩეული კომპოზიტორები იყვნენ ბახი, მოცარტი, შუმანი და შუბერტი, სიცოცხლის ბოლო წლებში კი - ბრამსიც. შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ამ ინსტრუმენტს თავიდან არასოდეს იშორებდა. აღტაცებით ლაპარაკობდა ლევ ტოლსტოიზე, დოსტოევსკიზე, დიკენსზე, ბერტოლდ ბრეხტის შემოქმედებაზე... თანამედროვეთა თქმით, სიცოცხლის ბოლოს მუდმივად ერთი სვიტერი ეცვა, რომელიც გამორჩეულად ჰყვარებია.        კოლოსარული ავტორიტეტის მიუხედავად, აინშტაინი საოცრად თავმდაბალი ყოფილა - შეეძლო თავისი შეცდომა ათასობით ადამიანის წინაშეც კი ეღიარებინა... სიცრუესა და უსამართლობას ვერ ეგუებოდა, უფრო მეტიც, ეს თვისებები მასში საშინელ რისხვას იწვევდა. შემორჩენილია აინშტაინის წერილი დის - მაიას მიმართ, სადაც მეცნიერი წერს: ”როგორც ჩანს, დღევანდელმა ადამიანებმა დაკარგეს სამართლიანობისა და ღირსების გრძნობა, შეწყვიტეს პატივისცემა იმისა, რასაც ჩვენმა წინა თაობებმა დიდი ძალისხმევთ მიაღწიეს...”        ამბობენ, რომ ყველაზე საძულველი სიტყვა აინშტაინისათვის ”ძალადობა” იყო. მეცნიერის პირადი ექიმი გუსტავ ბუკი წერდა, რომ ის ვერასოდეს იტანდა მხატვრების წინაშე პოზიორობას, მაგრამ თუ რომელიმე მხატვარი ეტყოდა, რომ მისი პორტრეტის წყალობით აპირებდა გაჭირვებისა და სიღარიბის დაძლევას, მაშინვე თანხმდებოდა და საათობით ელოდა, როდის დასრულდებოდა მისი წამება.        ცნობილია კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გენიალური მეცნიერის ცხოვრებიდან: ერთხელ, გერმანიაში, აინშტაინს დიდ საქველმოქმედო კონცერტში მიუღია მონაწილეობა. იქაურმა ჟურნალისტმა, რომელიც აღფრთოვანებული იყო მისი შესრულებით, ახლობელს ჰკითხა, თუ ვინ იყო ეს ბრწყინვალე შემსრულებელი. ”როგორ ვერ იცანით, ეს ხომ თვით აინშტაინია?!” - უპასუხა გაკვირვებულმა ქალმა. მეორე დღეს გაზეთში გაჩნდა ცნობა, რომ გერმანიაში სტუმრად ჩამოვიდა დიდი მუსიკოსი, რომელიც ვირტუოზულად უკრავდა ვიოლინოზე. აინშტაინი პატარა ბავშვივით იყო გახარებული და აღტაცებული. დიდ მოაზროვნეს სტატია გაზეთიდან ამოუჭრია და ყველას ეუბნებოდა: ”თქვენ გგონიათ მართლა მეცნიერი ვარ? არა, მე ცნობილი მევიოლინე ვარო...”        ალბერტ აინშტაინმა ამგვარად ჩამოაყალიბა თავისი შეხედულებათა სისტემა: ”იდეალები, რომლებიც ცხოვრების გზას მინათებდა, მუდამ იყო - სიკეთე, სილამაზე და ჭეშმარიტება...”   ავტორი: ხათუნა ჩიგოგიძე  …
დაამატა ცისია to ეს საინტერესოა at 7:42pm on ოქტომბერი 1, 2013
  • 1
  • ...
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • ...
  • 79

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

Elden Ring Dragon Power: MMoexp Heart of Stone

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მაისი 24, 2025.
საათი: 6:47am 0 კომენტარი 0 მოწონება

Elden Ring Runes vast world holds many secrets, and among them is the mysterious Heart of Stone. This artifact is deeply connected to the ancient practice of Dragon Communion, granting players the ability to wield the power of these legendary creatures.

To obtain the Heart of Stone, players must solve the intricate puzzle of the "Dragon's Domain" painting. This quest requires tracking down the elusive soul of the…

გაგრძელება

Yeastar Dubai: State-of-the-art Business Enterprise Interaction Alternatives

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 24, 2025.
საათი: 4:44am 0 კომენტარი 0 მოწონება







Yeastar Dubai: The Wise Option for Small business Mobile phone Methods

In now’s quickly-paced business earth, possessing a dependable and successful communication technique is important for results. Yeastar, a global leader in business enterprise telephony answers, presents reducing-edge PBX devices and unified communications platforms to boost productiveness and connectivity. In Dubai, businesses of all sizes are leveraging Yeastar’s impressive solutions to streamline…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი 2 მოწონება

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!