Nunu qadagidze'ს ბლოგი - ივნისი 2019 არქივი (7)

კარის მეზობლები

ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

      „გადარჩა, გადარჩა ჩიტის ბუდე“... ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა ნოე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ღრუბლები გაიფანტა. თვალწინ ედგა, როგორ ციმციმ დაუშვა ჩიტის ბუდე ქარიშხალმა მიწაზე, ერთადერთი დაჭორფლილი კვერცხით. როცა იქნება, მე და ჩემი კიდობანიც (უკვე ასე მოიხსენიებდა მას) დავეშვებით მიწაზეო. აღარ წვიმს, მზემაც…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 26, 2019 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მონატრება

ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

      გულისგამწყალებლად გაჭიანურდნენ დღეები. ისევ ისე წვიმდა, განუწყვეტლივ, თანაბარზომიერად. წვიმის წვეთები ჭმუჭნიდნენ წყლით გადავსებულ სივრცეს, წვიმა შხაპუნობდა კიდობნის სახურავზე, რომელიც ერთ წვეთსაც კი არ ატარებდა. ყველაფერი გამორჩეულად მკვიდრი და საიმედო იყო მეფის სასახლესავით ფართო კიდობანზე. ნოე ამაში დღითი დღე…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 24, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ვარაუდები

ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

      გადიოდნენ დღეები, უამრავი წვრილმანი საზრუნავით შევსებული და დატვირთული. ნოე თანდათან გაუშინაურდა კიდობანს, მის ყოველ კუთხე-კუნჭულს გაეცნო. მეტი გულდაჯერება დაეტყო მის ნაბიჯს და მიხრა-მოხრას, თავს მასპინძლად უფრო გრძნობდა, ვიდრე უცხოდ...

      აღარ ჰქონდა იმის შიში, ვინმე თავზე დამადგება და მკითხავს, აქ რა…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 22, 2019 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კიდობანი და ნოეს თვალები

ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)

კიდობანი

      რაღაცას შეეჯახა ნოე, სიკვდილის მომლოდინე. თვალიც არ გაუხელია, აღარაფრის დანახვა აღარ უნდოდა სანახევროდ გრძნობამიხდილს, თვლემის მსგავს ყოფაში ჩაძირულს.

      ცოტა ხნით დააშორა დინებამ იმ რაღაცას, მერე ისევ მიაგდო. ნოეს მოეჩვენა, კედელს შევეჯახეო, ძლივს…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 17, 2019 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დაუბრუნებელი ვალი

ვინ გადაურჩა წარღვნას

      თხუთმეტიოდე წლის თუ იქნებოდა მაშინ, ჯერ ისევ უწვერული, სხარტი და მხიარული ყმაწვილი, სწორედ ასეთი დოქით გაატანა ღვინო მამამისმა მუშტართან. ამის საფასური უკვე აღებული მაქვს და ეს ღვინო უსიკვდილოდ უნდა ჩააბარო პატრონსო, გააფრთხილა. ნოე მაშინვე გაუდგა გზას, ლაღად მიაბიჯებდა სოფლის ორღობეებში, სხვა დროსაც არაერთხელ შეუსრულებია მამის…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2019 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ვინ გადაურჩა წარღვნას?!

წარღვნა

      ასეთ გადაუღებელ წვიმას კარგი არაფერი შეიძლებოდა მოჰყოლოდა; მან არამარტო მდინარეები აამღვრია და კალაპოტიდან ამოაგდო, ადამიანთა ცხოვრების ჩვეული დინებაც სრულიად შეცვალა. დაცარიელდა ფართო სახელოსნო, აღარ ისმოდა ქვაზე საჭრეთლის ფხაჭუნი, ხელოსანთაგან აქ აღარავინ ირჯებოდა. საკუთარ ოჯახებს მიაშურეს. რაიმე უნდა ეღონათ, თავიც…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2019 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შესავალი დასასრულის შემდეგ

ბუმერანგი (ამონარიდი)

Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, ქადაგიძე

      ისევ მოვხვდი (რა თქმა უნდა, შემთხვევით) ჩემთვის კარგად ნაცნობ ალაყაფის ჭიშკართან, სულ სხვა საქმეზე მივდიოდი და იქით მომიწია გავლა. ნაბიჯი არც კი შემინელებია, ისე ვკარი ხელი შავად ჩალუსკუმებულ ფრთას... ჭიშკრის ფრთა მაქვს მხედველობაში. ისიც გაიღო, რბილად, უხმაუროდ, როგორც ყოველთვის.

      ალმაცერად ვკიდე თვალი წამით გამომკრთალ სურათს.…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 4, 2019 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters