Qwelly ბლოგი! - ბუმერანგი (6)

შესავალი დასასრულის შემდეგ

ბუმერანგი (ამონარიდი)

Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, ქადაგიძე

      ისევ მოვხვდი (რა თქმა უნდა, შემთხვევით) ჩემთვის კარგად ნაცნობ ალაყაფის ჭიშკართან, სულ სხვა საქმეზე მივდიოდი და იქით მომიწია გავლა. ნაბიჯი არც კი შემინელებია, ისე ვკარი ხელი შავად ჩალუსკუმებულ ფრთას... ჭიშკრის ფრთა მაქვს მხედველობაში. ისიც გაიღო, რბილად, უხმაუროდ, როგორც ყოველთვის.

      ალმაცერად ვკიდე თვალი წამით გამომკრთალ სურათს.…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 4, 2019 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

შემსბუქებული არყოფნის ბილიკზე

ბუმერანგი (ამონარიდი)

      ფრიად შემსბუქებული დავადექი არყოფნის ბილიკს, აღარც ოქროს გვირგვინი, აღარც სამკაულები, თანაც ფეხშიშველა... ცხადია, ახლა კიდევ უფრო უცნაური სანახვი ვიქნებოდი. კიდევ კარგი, წინ არავინ მხვდებოდა.

      ახლა შევამჩნიე, თურმე მთელი არყოფნის ბილიკი წვეტიანი ქვებით ყოფილა მოფენილი. ძალიან უსიამოვნოდ მჩხვლეტდნენ ფეხისგულებში, ფეხშიშველა სიარულს მიუჩვეველს, მაგრამ ამას არ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2019 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მოშორებული ავი ჩვენება

ბუმერანგი (ამონარიდი)

      მოვითქვი სული, მოვიშორე ავი ჩვენება, და ახლა უკვე ქვეითად გავუდექი გზას. ცეცხლოვანი ჩირაღდნების ნიაღვრები აღარ ჰბურავდნენ შორს გაზიდულ ცისკიდურს, ცხადად ვხედავდი არყოფნის ბილიკს, თვით უსასრულობამდე გაწვართულს... და რაღა თქმა უნდა, არც ფლოქვების გრიალის ხმა ისმოდა, მეც ძალიან კმაყოფილი გახლდით ყოველივე ამით.

      ალბათ უცნაური სანახავი კი ვიქნებოდი... როგორი საქმეა;…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 22, 2019 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ღამესავით შავი გამოსახულება

ბუმერანგი (ამონარიდი)

 

      უცბად ღამესავით შავი გამოსახულება შევამჩნიე შორით, სწორედ იქითკენ, საითაც ბედაურს მივაგელვებდი. მეტად უცნაური რამ იყო, გეგონებოდა, თითქოს ვიღაცას ნახშირის ფანქრით პირდაპირ ცის ტატნობზე გაევლო ზიგზაგი.

      თანდათან გაიზარდა, გაიფოფრა უცნაური ზიგზაგი, იმის მიხედვით, რამდენადაც ვუახლოვდებოდი. ბოლოს შავი ფერის კლდეებად გარდაისახა, წყვდიადივით ჩააბნელა მთელი ცისკიდური. მეუცხოვა ეს…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2019 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კმაყოფილი მებაღე

ბუმერანგი (ამონარიდი)

      მეტი რომ აღარ შეიძლებოდა, ისეთი კმაყოფილი იყო მებაღე. როგორც ჩანს, ენატრებოდა თავისი ამბები (გამოცდილებით დაგროვილი) ვინმესთვის გაეზიარებინა, მე კი სანიმუშო მსმენელი გამოვდექი. ბავშვის წერილი გვერდზე გადადო, საქაღალდეს წაეტანა, ქაღალდების დასტა ამოიღო, პირველი ფურცელი წინ დაიდო.

      - ბუმერანგი! - გამოაცხადა დიდი ამბით.

      - რა ბუმერანგი? - ვკითხე გაოცებულმა.

      -…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 16, 2019 წელი. 1:00am — 2 კომენტარი
________________

ბუმერანგი (ამონარიდი)

  - გუშინდელ დღესავით მახსოვს, როგორ შემოვედი აი, იმ ჭიშკარში, - მებაღემ ხელი გაიქნია, ალბათ იქითკენ, საითაც შემოსასვლელი უნდა ყოფილიყო. - სულ ვეუბნებოდი ჩემს თავს, ერთი-ორი დღეც და ჩემი ფეხი აღარ იქნება აქ, რაიმეს ვიღონებ, თავს ვუშველი. ყოველი ცისმარე დღე მუდამ ასეთი ფიქრებით მითენდებოდა და მიღამდებოდა. მაგრამ ახლაც აქ ვარ, ნაბიჯიც ვერ გადავდგი აქედან.

ბუმერანგი, ლიტერატურა, ამონარიდი, მოთხრობა, ბლოგი, Qwelly

      მებაღე ისევ წაეტანა ჭიქას, მაგრამ ეხლა უკვე…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 7, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters