ბუმერანგი (ამონარიდი)
ფრიად შემსბუქებული დავადექი არყოფნის ბილიკს, აღარც ოქროს გვირგვინი, აღარც სამკაულები, თანაც ფეხშიშველა... ცხადია, ახლა კიდევ უფრო უცნაური სანახვი ვიქნებოდი. კიდევ კარგი, წინ არავინ მხვდებოდა.
ახლა შევამჩნიე, თურმე მთელი არყოფნის ბილიკი წვეტიანი ქვებით ყოფილა მოფენილი. ძალიან უსიამოვნოდ მჩხვლეტდნენ ფეხისგულებში, ფეხშიშველა სიარულს მიუჩვეველს, მაგრამ ამას არ ვეპუებოდი, მაინც წინ მივიწევდი. წვეტიანი ქვები უკან ვერ დამახევინებდნენ, თუნდაც ქვიშა ვთქვათ. არც ისაა დიდად საამური, როცა ფეხშიშველა მიაბიჯებ. სხვა რამ დაბრკოლება ჯერ-ჯერობით არსად ჩანდა. იმედი მქონდა, აღარც გამოჩნდებოდა. მე ხომ აღარაფერი შემრჩა ისეთი, რაც არყოფნის ბილიკს შეაშფოთებდა. სამეფო სამოსელი და ყარყუმის მანტია ნამდვილად არაა სათვალავში ჩასაგდები, მათგან ალბათ არაფერი დამემუქრება. ერთი კი ცხადია: სამოსის შრიალის და შარი-შურის ხმა ისმის მეტისმეტად ცხადად. ჰო, სამოსის შრიალმა და შარიშურმა აშკარად შეიმაღლა ხმა. თუმცა, დიდი არაფერი, ამ ხმებს უსიამოვნო ნამდვილად არ ექთმის.
ცოტაც და... სამოსის შრიალი და შარიშური სადღაც ზემოდან ჩამომესმა, თითქოს ვიღაცა პირდაპირ ლურჯი ცის კაბადონზე მიაშრიალებდა სამოსელს, ისიც ჩემსავით ფეხშიშველა და უგვირგვინოდ დარჩენილი. ერთი სიტყვით, შრიალის და შარიშურის ხმებიც გაორმაგდნენ.
ეს არაფრად ჩამიგდია. აბა, რა უნდა დამაკლოს შრიალმა და შარიშურმა, თუნდაც გაორმაგებული სახით, უკან რანაირად უნდა დამახევინოს. ეს უკვე სასაცილო იქნება, მეტი რომ არ ვთქვათ.
შეუჩერებლად მივიწევდი წინ, შორს გაზიდული უსასრულობისკენ. ხმებიც ძლიერდებოდნენ, რა თქმა უნდა გაორმაგებული სახით. ამასთან ერთად, ერთი უცნაური და უსიამოვნო სიახლე შევამჩნიე: რაღაც დამცინავი ქირქილის ხმა შეერია შრიალისა და შარიშურის ხმებში.
აი ეს კი მეტად უცნაური იყო, პირდაპირ თავგზა დამიბნია. სულთამხუთავის ქირქილს ის არ ჰგავდა, რაღაც სხვა იყო, სრულიად გაუგებარი. ვინ დამცინოდა, რა დამცინოდა... ჩემი საკუთარი სამოსელი დამცინოდა?
კიდევ რამდენიმე ნაბიჯიც და... მთელი შორსგაზიდული სივრცე აავსო შრიალის და შარიშურის ხმებმა, თითქოს ჩემსავით ფეხშიშველა და უგვირგვინოდ დარჩენილი მოგზაურების მთელი ჯგრო შესდგომოდა არყოფნის ბილიკს, და მათაც ზუსტად ჩემსავით დასცინოდა საკუთარი შესამოსელი,. რაღაც საზიზღარი, დაუნდობელი, აბუჩად ამგდები ქირქილით დასცინოდა.
ეს უკვე ძალიან შემაწუხებელი იყო ჩემთვის, თუმცა, არც ამას ვეპუებოდი... ისევ წინ მივიწევდი.
ხმები სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდნენ, თან ხასიათიც ეცვლებოდათ.
დადგა ჟამი, როცა სულ სხვანაირად ახმიანდნენ ჩემი სამეფო სამოსელის კალთები. ასე მეგონა, ავსული ჰარპიების მთელი ჯგრო დამეხვია თავზე, ვეება ფრთებს ატლაშუნებდნენ, ყურისწამღებად გაჰკიოდნენ, ნისკარტებს ავად აკაპუნებდნენ.
დამცინავი ქირქილიც შეიცვალა, იგი ახლა უკვე შემზარავ, გაავებულ ხარხარად იქცა. ო, რა ულმობელი, რა საზიზღარი დაცინვა იგრძნობოდა მასში... პირდაპირ გასაოცარი იყო, როგორ უნდა წარმოეშვა ეს კოშმარული, საზარელი ხმები იმ უნაზეს, რბილ ქსოვილს, რითაც ჩემი სამოსელი იყო შეთხზული. ამას მართლაც ვერ წარმოვიდგენდი, ვერცერთ კოშმარულ სიზმარშიც კი.
მაინც წინ მივიწევდი, როგორმე ამ საზიზღარი ჰარპიებისთვისაც უნდა გამეძლო, სხვანაირად ვერ გავაღწევდი სხვა სივრცეში.
არც მაშინ შევჩერებულვარ, როდესაც კიდევ უფრო ამაზრზენი და კოშმარული გახდა ეს ხმები, ყოველი მხრიდან რომ თავს მატყდებოდნენ. თითქოს ერთად გადაიხსნა უთვალავი საფლავი, უთვალავმა სუდარამ ერთად იწყო ფართხუნი ავად მოსისინე დიდ ქარში, აი ასეთნაირად ახმიანდა მთელი უკიდეგანო ველი ჩემს ირგვლივ. დამცინავმა და გაავებულმა ხარხარმაც კიდევ უფრო მოიცა ძალა, როგორღაც მოზეიმედ აჟღერდა, თითქოსდა ავსულთა ჯგრო მსხვერპლის უბედურებით ხარობსო.
ძარღვებში სისხლი გამიყინა ამ ხმებმა, ნაბიჯის გადადგმაც აღარ შემეძლო. შემოვიძარცვე უმშვენიერესი სამეფო სამოსელი, ციებ-ცხელებიანივით ვიფხრეწდი ტანიდან უნაზეს ქსოვილს. არაფრით არ მინდოდა მასთან განშორება, მაგრამ არ იყო სხვა საშველი და ისიც არყოფნის ბილიკს გავატანე. და კვლავ გაისმა სულთამხუთავის ჩაქირქილება, მომაკვდავის ხრიალში არეული, გულის გამყინავი და საზიზღარი.
„არაფერს ჰგუობს არყოფნის ბილიკი~, რა მწარედ გამოვცადე საკუთარ ტყავზე ამ სიტყვების ჭეშმარიტება. აღარაფერი შემრჩა, სრულიად არაფერი, ნამდვილ ბოგანოდ ვიქეცი.
„უკან მაინც ვერ დამახევინებ, ვერ დამაბრუნებ უკეთურ ცთომილზე, რომელსაც უკეთური მზე ანათებს,“ ასე მივმართე გულში არყოფნის ბილიკს. ცხადია, სიტყვას ხმამაღლა ვერ დავძრავდი, კარგად მახსოვდა სულთამხუთავის გაფრთხილება: „სიტყვა არ დაგცდეს, წაგლეკავს მისი გამოძახილი.“ ერთი რაღაც ჩავიფიქრე, იქნებ გაემართლებინა.
საქმე იმაშია, რომ ყარყუმის მანტია არ გავატანე არყოფნის ბილიკს, ხელიც არ ვახლე. იქნებ ყარყუმს არ შეეშფოთებინა არყოფნის ბილიკი... ამის დიდი იმედი არ მქონდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, მაინც მეცადა.
ამას გარდა, ეს ხომ ყარყუმის მანტია იყო, სამეფო შესამოსელის ნაწილი, მეფურობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი. ოქროს გვირგვინზე ნაკლებად როდი მენანებოდა. ჰოდა, ამიტომაც არ მეთმობოდა. შიშვლად დარჩენასაც ვეკრძალებოდი...ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, ყარყუმის მანტია რომ არ გავუყენე სამეფო სამოსელის კვალს.
იქვე ჩავიმუხლე, მოვიძიე წვეტიანი ქვები. ერთიანად დავანაწევრე ყარყუმის მანტია. უდიდესი ნაწილი წელზე შემოვიხვიე, არდაგის მსგავსად... ამით სიშიშვლეს თავი დავაღწიე. შედარებით მომცრო ნაკუწები ფეხებზე ამოვიკარი. უკვე ვთქვი, თუ როგორ მეხამუშებოდა ფეხშიშველა სიარული. მე ხომ ბოლომდე უნდა გამეღწია ამ ბილიკზე... ვშიშობდი, ვაითუ ვერ გამეძლო. ესეც არ იყოს, სულთამხუთავის სიტყვებიც გამახსენდა, კატის ნაბიჯებით უნდა იაროო... ყარყუმი ხომ იგივე კატაა.
ჰოდა, გაამართლა ჩემმა პატარა ეშმაკობამ; რბილად, საამურად დამეფინა სხეულზე ყარყუმის ნაზი ბეწვები, საზიზღარ მაწუხებლებად არ ქცეულან ქსოვილის ძაფებისგან განსხვავებით. აღარც შრიალის და შარიშურის ხმა ისმოდა, არც არაფერი ტლაშუნებდა, არც სისინებდა. უკვალოდ გაქრა ყველა კოშმარული ხმა, დამცინავი ქირქილი თუ ხარხარი. აღარც წამახული ქვები მჩხვლეტდნენ ფეხისგულებზე.
ახლა კი ნამდვილად გავაღწევ ბოლომდე, ვფიქრობდი მე, ისეთი აღარაფერი შემრჩა, რაც არყოფნის ბილიკს შეაშფოთებდა. სიჩუმეა, სრული სიჩუმე... საკუთარ გულსაც მოვუსმენ, სწორედ რომ დიდი სიჩუმე მჭირდება მის მოსასმენად, უამისოდ არაფერი გამოვა.
* * *
მებაღემ კითხვა ისევ შეწყვიტა.
- აი აქედან უკვე გულის მოსმენაზეა ლაპარაკი, - მაცნობა მან, - შენი ხმის გაგონება მსურსო, საკუთარ გულს მიმართავს ამ ზღაპრის ავტორი. მინდა გავიგო, რას მეტყვიო. აღარ ახსოვს, სადღაც სხვა ცთომილზე რომ აპირებდა გაჭრას, რომელსაც ასევე სხვა მზე ანათებს. აღარც უკეთურ ცთომილს და უკეთურ მზეს ახსენებს.
მე თავი დავუქნიე, გასაგებია-მეთქი. მებაღემ კითხვა განაგრძო.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 11:51am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია