ბუმერანგი (ამონარიდი)
მოვითქვი სული, მოვიშორე ავი ჩვენება, და ახლა უკვე ქვეითად გავუდექი გზას. ცეცხლოვანი ჩირაღდნების ნიაღვრები აღარ ჰბურავდნენ შორს გაზიდულ ცისკიდურს, ცხადად ვხედავდი არყოფნის ბილიკს, თვით უსასრულობამდე გაწვართულს... და რაღა თქმა უნდა, არც ფლოქვების გრიალის ხმა ისმოდა, მეც ძალიან კმაყოფილი გახლდით ყოველივე ამით.
ალბათ უცნაური სანახავი კი ვიქნებოდი... როგორი საქმეა; სრული სამეფო შესამოსელი, ოქროს გვირგვინი და... ფეხით სიარული. ერთი ძველისძველი, ყურით ნათრევი ანეგდოტური თქმა გამახსენდა, მეფეთა ფეხით სიარულს რომ შეეხება. თავისთავად ცხადია, ეს სხვასაც გაახსენდება, თუ ვინმე შემომხვდა წინ. კიდევ კარგი, სულიერთაგან არავინ ჭაჭანებს. აქ მე მარტო ვარ, სრულიად მარტო, არყოფნის ბილიკის პირისპირ, და ისიც მგონი აღარაა ჩემს მიმართ წინანდებურად უკარება და დაუნდობელი. უფრო დამთმობი გახდა, რაც ბედაურზე ვთქვი უარი. ერთი მხრით ძალიან საწყენია, ბედაურს რომ დავემშვიდობე; ქარზე უსწრაფესად ვეღარ მივქრივარ, უკვალოდ გაქრა სიმსუბუქის სანეტარო განცდა, ყარყუმის მანტია ნისლივით აღარ ფრიალებს ჩემს მხრებზე, წინ ტაატით მივიწევ, მაგრამ ამას დიდად არ დაგიდევთ. რაც მთავარია, იმ საზიზღარ გრდემლსა და უროს გადავურჩი, ძვლების დამსხვრევით რომ მემუქრებოდა. როცა იქნება, გავაღწევ ბილიკის ბოლომდე, მივწვდები სხვა ცთომილს, რომელსაც სხვა მზე ანათებს.
აი ასეთ ფიქრებში გართული მივაბიჯებდი არყოფნის ბილიკზე. ყარყუმის მანტია ნისლის ფთილასავით მეფინა მხრებზე, მომეტებული ძალით ელვარებდნენ სამეფო ოქროს გვირგვინი და სამკაულები. გემახსოვრებათ ალბათ, უკვე აღვნიშნე, ოქროს სამკაულების ბრწყინვა ბევრად უფრო თვალშისაცემი გახდა იმ წუთიდანვე, რაც არყოფნის ბოლიკს დავადექი. ნარფერი ათინათებიც უფრო ბარაქიანად მეფრქვეოდნენ. ახლა კი ვხედავ, ათინათები ბრწყინვალე შარავანდედად გარდაისახა, განფენილობაც მოემატა.
ამასთან ერთად, უფრო შეიმაღლა ხმა სამკაულების მიერ გამოცემულმა ნაზმა წკარუნმა, მთელი გზა რომ სმენას მიტკბობდა. თვით ოქროს გვირგვინმაც კი (აბა, რას ვიფიქრებდი!) გამოსცა რაღაც ხმები, ნიავის სისინის თუ შრიალის მსგავსი. როგორც ჩანს, შემხვედრ ნიავს ებაასება მისი წამახული ბოლოები, არყოფნის ბილიკმაც სწორედ მისი ექო გაამჟღავნა.
ცალკე უნდა ითქვას ოქროთი ნაჭედი ფეხსამოსის შესახებ: სხმული ოქროს ქუსლები ჰქონდა ჩემს ფეხსამოსს, და ახლა ქვეითად სიარულისას, ერთმანეთში ბაასი გააბეს ოქროს ქუსლებმა და არყოფნის ბილიკის ქვიშამ. ეს ბაასი ბაკიბუკით გამოიხატება, რომელსაც შემაწუხებელს ნამდვილად ვერ დაარქმევ. პირიქით, საამოდ ხვდებიან ყურს.
უცბად სხვისი ნაბიჯების ხმა გავიგონე, და ეს ხმა რატომღაც ზემოდან ჩამომესმა, თითქოს ვიღაცა ზუსტად ჩემს თავს ზემოთ, პირდაპირ ზეცაზე მიაბიჯებსო. ქუსლებსაც ზუსტად ჩემსავით მიაბაკუნებდა, რომელსაც თან ნაზი წკარუნის ხმაც ერთვოდა. ნიავის ქროლვის მსგავსი ხმაც შემომესმა, ანუ სისინი და შრიალი ერთმანეთში არეული.
ყურადღებით მოვათვალიერე უკიდეგანო ველი. სულიერთაგან არავინ ჭაჭანებდა, ცას ლურჯად გაჰქონდა კამკამი და ამ სილურჯეს არაფერი ბღალავდა, ხმები კი ისევ ჩამესმოდა საოცარი სიცხადით.
მაშინვე ვიაზრე ხმათა გაორმაგების მიზეზი; აკი ჩემი ბედაურის ფლოქვების გრიალიც ზემოდან ჩამომესმა სულ პირველად, სანამ მთელ შორს გაზიდულ სივრცეს აავსებდა.
როგორც ჩანს, ახლაც ასე მოხდა, ჩემი ნაბიჯების ხმა დამიბრუნა უკან არყოფნის ბილიკმა, რაღა თქმა უნდა, სამკაულების წკარუნიც მასთან ერთად.
უნდა გითხრათ, დიდად არ დავზაფრულვარ ამ ახალი აღმოჩენით. ,,იბაკუნეთ, ოქროს ქუსლებო! რამდენიც გინდათ, იმდენი იბაკუნეთ ორ ხმაში’’, - ასე მივმართე გულში საკუთარ ოქროს ქუსლებს,’’ ‘’და თქვენც, ოქროს სამკაულებო, როგორც გინდათ, ისე შეიმაღლეთ ხმა. აბა, რა უნდა დამაკლოს თქვენმა ბაკუნმა თუ წკარუნმა? თუნდაც სისინ-შრიალი ვთქვათ, რომელთაც ოქროს გვირგვინი გამოსცემს. სად ეს ხმები და სად ჩემი ბედაურის ფლოქვების გრიალი, ის სულ სხვა იყო..’’
აი ასეთნაირად გავიმხნევე თავი და გზა გავაგრძელე არყოფნის ბილიკზე. მივაბიჯებდი და ვერ ვძლევდი ცდუნებას, ხანდახან მაღლა ამეხედა, იმდენად ცხადი იყო შეგრძნება, თითქოს ცის კაბადონზე ვიღაცა მიაბიჯებდა. გულში ვნატრობდი, მეტად აღარ გაძლიერებულიყვნენ ეს ხმები. თითქოს დიდი არაფერია, მაგრამ მაინც ასე მერჩივნა.
ეჰ, ნატვრა ნატვრად დარჩა, ყოველივე სულ სხვანაირად წარიმართა, გაორმაგებული ბაკუნის ხმა უთვალავ ხმებად იქცა. ასე მეგონა, მოგზაურთა მთელი ურდოები დააბიჯებდნენ უკიდეგანო ველზე,. ო, რა მძიმედ, რა აუტანლად ეხეთქებოდნენ არყოფნის ბილიკის ქვიშას მათი ქუსლები, ძვლების დამსხვევით მემუქრებოდნენ... ისევ გრდემლსა და უროს შორის აღმოვჩნდი, მეტი რომ არ ვთქვათ.
ოქროს სამკაულებსაც იგივე დაემართათ, მათი სანეტარო წკარუნ-წკრიალი ახლა უკვე საზიზღარი ჟღრიალის ხმად გარდაისახა, თითქოს ვიღაცა ბლაგვი ხერხით ჟანგიან რკინას კბილავსო. ასევე სრულიად შეიცვალა ოქროსფერი შარავანდედი, ჩემი განუყრელი თანამგზავრი. ის ახლა ცეცხლოვან ღრუბელს ჰგავდა.
რაც შეეხება ოქროს ოგვირგვინთან ნიავის ბაასს, არც კი ვიცი, რას შევადარო; შხამიანი გველის სისინი და ტყვიის წუილი რომ ათქვიფო ერთმანეთში, დაახლოებით ასეთ ხმიანობად გარდაისახა მათი უწყინარი შრიალი და სისინი. ამას მიუმატეთ ის გარემოება, რომ ეს ყველაფერი ორ ხმაში ჩამესმოდა...
ამას გარდა, ერთი უცნაურობაც შევამჩნიე; რაღაც უჩვეულო, ცეცხლოვანი ნაკვალევი აღწერეს ჰაერში ოქროს გვირგვინის წამახულმა ბოლოებმა. ასე მეგონა, ცეცხლოვანი გველები იკლაკნებოდნენ ჩემს თავს ზემოთ.
„არაფერს ჰგუობს არყოფნის ბილიკი,“ ხმიანებდა ჩემს თავში ეს მართლაცდა სამახსოვრო ფრაზა. ვერაფერს გააწყობ, ასეთია არყოფნის ბილიკის ბუნება. გავუძლებ როგორმე, მაინც გავაღწევ ბოლომდე.
ასეთნაირად ვიმხნევებდი თავს და წინ მივიწევდი, ცვლილებები კი ისევ გრძელდებოდა, თანაც სულ არასასიკეთოდ. არც ახლა მიშველა ყურებზე ხელების აფარებამ, არც ეს ხმები ისმინებოდნენ მხოლოდ ყურებით. მათაც შემოაღწიეს ჩემი სისხლის ყოველ წვეთში, მეტად უსიამოვნოდ აკივლდნენ და აგნიასდნენ. საოცარი იყო, მაგრამ ნამდვილად ასეა; ეს გაუსაძლისი, კოშმარული ხმები უნატიფესად შეთხზულმა ოქროს გვირგვინმა და სამკაულებმა დამატეხეს თავზე.
თანაც რა დამაბრმავებლად იწყეს ბრწყინვა, თვალისჩინი ლამის სრულიად წამართვეს... ერთადერთს, მხოლოდ ცეცხლოვან გველებს ვარჩევდი ჟამიდანჟამს, ჩემს თავს ზევით რომ იკლაკნებოდნენ. მერედა, რამდენნი იყვნენ... ასე მეგონა, საცაა ყელში მწვდებიან-მეთქი.
დადგა ჟამი, ნაბიჯსაც ვეღარ ვდგამდი წინ, უკან დაბრუნებაზე კი ფიქრიც არ შეიძლებოდა, ეს ერთხელ და სამუდამოდ ავუკრძალე საკუთარ თავს.
მეც მოვიხსენი თავიდან ოქროს გვირგვინი; არ მეთმობოდა, ო, როგორ არ მეთმობოდა... მაგრამ მაინც დავატანე თავს ძალა და მოვისროლე... ჰო, საკუთარი ხელით მოვისროლე სამეფო ოქროს გვირგვინი, არყოფნის ბილიკის ქვიშას გავატანე.
მერე მივყევი და მის კვალს გავუყენე დანარჩენი ძვირფასი სამკაულები; ოქროს ფარღული, მკერდს რომ მიმშვენებდა. ოქროს ბეჭდები, თითებზე ჩამორიგებულნი, და რაღა თქმა უნდა, ოქროთი ნაჭედი ფეხსამოსი, სხმული ოქროს ქუსლებით. ერთმანეთის მიყოლებით გადავყარე ეს ყველაფერი.
ახლაც გაისმა სულთამხუთავის ქირქილი, მომაკვდავის ხრიალში არეული. გაისმა ისე ცხადად, თითქოს იქვე, ჩემს გვერდით იდგა ის უგვანი არსება. გულისგამყინავი და საზარელი ქირქილით გააცილა ყველა ოქროს ნივთი, ჩემს მიერ საკუთარი ხელით გადაგდებული.
ამჯერად აღარ მიცდია მისი დანახვა: ვიცოდი, ამაო იყო. უსასრულობამდე გაწვართულ არყოფნის ბილიკს გავუსწორე თვალი. ახლა უკვე შევძლებდი მასზე სიარულს, ცეცხლოვანი გველები აღარ მიბნელებდნენ თვალებს, და არც მძიმე ქუსლებით აღჭურვილი ურდოები მემუქრებოდნენ ძვლების დამსხვრევით. ჩემთვის ეს იყო უმთავრესი, რადაც უნდა დამჯდომოდა, უნდა გამეღწია სხვა სივრცეში.
კინაღამ დამავიწყდა; როდესაც მკერდიდან ძვირფას ფარღულს ვიგლეჯდი, ხელში ქაღალდის ფურცელი მომყვა. დავხედე, ბავშვის წერილი აღმოჩნდა, საკუთარი დედისთვის გაგზავნილი, თვალითაც რომ არ ენახა ოდესმე... მე იგი გულისპირში მქონდა შენახული.
ერთი შენღა მაკლდი, ვთქვი ბოღმიანად. ყველაფერი არყოფნის ბილიკს გავატანე, რაც გულს მიხარებდა; ბედაური, ტანით ნაძერწი, ბეწვით ბზინვარე, თანავარსკვლავედის დარი აღკაზმულობით... სამეფო ოქროს გვირგვინი, ძვირფასი სამკაულები... შენ რაღაში მჭირდები.
მაშინვე გვერდზე მოვისროლე ბავშვის წერილი. ისიც გაქრა, შთაინთქა არყოფნის ბილიკის ქვიშაში.
* * *
მებაღემ კითხვა შეწყვიტა, შემომხედა.
- აი, აქ პირველად ახსენა ბავშვის წერილი. ერთი სიტყვითაც არ უხსენებია აქამდე, როგორც გითხარი.
მე თავი დავუქნიე, კარგად მახსოვდა მისი გაფრთხილება წერილის შესახებ. ზღაპარმაც დამაინტერესა, მგონი არ უნდა იყოს ურიგო.
მებაღემ ისევ გააგრძელა კითხვა:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია