Qwelly ბლოგი! - ჩოხელი (11)

მარტოობა ( ჩოხელი )

 - რა გადარდებს?
- მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვედი ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი."


დაამატა mariam wiklauri_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 4, 2017 წელი. 7:59pm — არ არის კომენტარები
_______________

გამონათქვამები სიყვარულის შესახებ

      ადამიანები უერთმანეთოდ ვერა ვძლებთ, გვიყვარს ერთმანეთი და არ შეგვიძლია მარტოობის ატანა. ხშირად ამ სიყვარულს ერთად ყოფნისას ვერა ვგრძნობთ და მარტოდ დარჩენილთ სული გველევა, გვენატრება ერთმანეთი...

•…

გაგრძელება

დაამატა teona_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 21, 2014 წელი. 3:00pm — 2 კომენტარი
________________

რა არის სიცოცხლე?

- რა არის სიცოცხლე?
- სიცოცხლე სევდა არის - ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდაა.
- სიკვდილი?
- სიკვდილიც სევდა არის - ადამიანად არ ყოფნის სევდა.

გოდერძი ჩოხელი

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 5, 2013 წელი. 2:00am — არ არის კომენტარები
_______________

ხუჭუჭულა - ჩოხელი

- ბებო, ყველი მინდა, ყველი! - ითხოვდა ხუჭუჭულა. 

- მარხვაა, ბებო, მარხვა, - გული უდნებოდა მკერდში ბებიას.

- მარხვა რა არის? 

- ღმერთის დღეებია, ბებო გენაცვალოს. 

- ღმერთის დღეებში ყველისა და ერბოს ჭამა არ შეიძლება, ბებო? 

- არა, არ შეიძლება. 

- არც კვერცხის? - ახლა კვერცხი მოუნდა ხუჭუჭულას. 

- არც კვერცხის, ბებო. 

- და არც რძის დალევა არ შეიძლება, ბებო? 

- არც რძისა. 

- ჩიჩია, ბებო? 

- არც ჩიჩია, ბებო გენაცვალოს! _…

გაგრძელება

დაამატა nazzo_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 20, 2013 წელი. 12:09am — 2 კომენტარი
________________

რატომ ტირიან ადამიანები?

– რა გატირებს?

– რაღაც გამახსენდა.

– მაინც?

– აი, ეხლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა ოდესღაც ზუსტად აქ ჩამოიარეს.

– მერე რა გატირებს?

– ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო.

– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?

– რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება.

– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?

– არ მინდა.

–…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2013 წელი. 1:20am — არ არის კომენტარები
_______________

მარტოობა მადარდებს

      - რა გადარდებს?

      - მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც კი ეუცხოვება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვდივართ ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი.

გოდერძი ჩოხელი / "ადამიანთა სევდა"

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: მარტი 31, 2013 წელი. 12:00am — 1 კომენტარი
________________

შენ სულს ...

 ადამინებს ვერ დაივიწყებ, შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური სიხარულით და მწუხარებით სავსე წუთები.

შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება მარტოობის ტკბილი სევდა.

შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური ცოდვა-მადლი.

შენ სულს ყოველთვის ემახსოვრება ღმერთი, რომელიც შენ გწამდა და თუ არ გწამდა, მაინც გყავდა არსებაში.

შენ სულს…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2013 წელი. 12:00am — 4 კომენტარი
________________

არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს

- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 19, 2013 წელი. 12:30am — 21 კომენტარი
________________

ბებო - გოდერძი ჩოხელი

ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო. ზაფხულში ვერ მოიცალეს შვილებმა, ზოგი სამსახურს იმიზეზებდა, ისეთ ადგილებზე მუშაობდნენ, გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა. შვებულება თითქმის ოთხივემ ერთად აიღო, ოჯახებით აიყარნენ და ზღვაზე წავიდნენ. იქიდან დაბრუნებულებს კი, ისევ უამრავი გადაუდებელი საქმე ელოდებოდათ თბილისში. მთელი ზაფხული მოლოდინში გაატარა ბებომ. ერთთავად თვალებზე სანთელივით გაყვითლებულ ხეს იჩრდილებდა და გზას გაჰყურებდა. გზას გასათიბი ბალახი…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 25, 2012 წელი. 8:00pm — 5 კომენტარი
________________

გოდერძი ჩოხელი - "რატომ ტირის ადამიანი?”

- რა გატირებს?

- რაღაც გამახსენდა…

- მაინც?

- აი, ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა, ოდესღაც, ზუსტად აქ ჩამოიარეს…

- მერე, რა გატირებს?

-ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო……

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 23, 2012 წელი. 6:50pm — 1 კომენტარი
________________

სიყვარულზე დაწერე ბალღო!

 სიყვარულზე რატომ არ სწერ, ბალღო, ჰა?! - მეკითხება თანდილა და დაკოჟრებულ ხელისგულს ისვამს ჭაღარა წვერზე.

- რასაც კი ვწერ, განა ყველაფერს სიყვარულზე არა ვწერ?!

- მე ქალისა და ვაჟის სიყვარულზე გეუბნები.

- რომ არავინ მიყვარს?

- რა?!

- ამქვეყნად ყველა და ყველაფერი მიყვარს, კონკრეტულად ჯერ არავინ მყვარებია გამორჩევით.

- ეეხ, შენ დროთაი რომ ვიყავ!

- გიყვარდა ვინმე, პაპა…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 31, 2012 წელი. 12:00am — 4 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters