ესეც ახალი წელი. ბევრი რამის დღესასწაულობა და აღნიშვნა მსმენია (ამჯერად საერო დღესასწაულები იყოს) - დაბადების დღის, დაოჯახების, შვილის ყოლის, დამოუკიდებლობის აღდგენის, გათავისუფლების, ოლიმპიადის მოგების, კონსტიტუციის დაწერის, სახლის აშენების, სამსახურში დაწინაურების, რევოლუციის აღნიშვნის. რელიგიურობაშემატებული დღესასწაულებიც გამიგონია, მოსავლის აღების, გაზაფხულის ან შემოდგომის მოსვლის, გვალვისას წვიმის მოსვლისაც და ყინვაში მზის გამონათების, მაგრამ რიცხვის ცვლის ზეიმი, დამეთანხმეთ ძალიან უცნაურია, თუ მათემატიკოსი ან ფიზიკოსი არ ხარ და ეს რიცხვი კაცობრიობის სამეცნიერო ისტორიას არ ცვლის ან ჰმატებს რაიმეს. მე კი ამ მეცნიერებებისგან შორს ვარ და ამის მიუხედავად აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ვზეიმობ და არც კი ვიცი რას ვზეიმობ. ახალი წელი, ანუ ახალი რიცხვი კალენდარზე, ყოველი ახალი რიცხვი საზეიმოა?! დროსა და სივრცეში მოქმედების ამბავია, თორემ კუები ალბათ ყოველი ახალი თვის დაწყებას ზეიმობენ. მაგრამ, გვაქვს ის რაც გვაქვს.

      მოსვლაზე ვსაუბრობდი და ამ ახალ წელს ჩემს ცნობიერებაში პირველად, თოვლი მოვიდა. მთელი დეკემბერი სითბო გვაწუხებდა, ზუსტად 1 იანვარს, ღამით თოვა დაიწყო - პირველი თოვლი პირველ იანვარს. მალევე გადაიღო, მაგრამ ეს უკვე მეორე ხარისხოვანია, მთავარია მოთოვა. ამ ახალ წელს რაღაც მაინც მოვიდა, თორემ სხვა მხრივ ერთი ჩვეულებრივი ტრადიციულად ახალწლური დღე იყო - მთელი დღე ალაგებ, ასუფთავებ, საჭმელს აკეთებ, სახლს რთავ, წესრიგდები და ლამაზდები, თავს ინახავ, (საჭმელად და სასმელად) გშია, კუჭი გტკივა, ორი დღის აღებულ დეკემბერის ხელფასს საჩუქრებში, საჭმელებსა და მაშხალებში ერთიანად მიაფშვნი, იმის გამო რომ 12 საათს დაელოდო, შუა ღამისას ჭამო და იზეიმო ახალი რიცხვი კალენდარზე. ჰო, ძალიან მაგარია! ხალხი ხომ ბრძენია, ჰოდა, გვაქვს ის რაც გვაქვს.

      მაგრამ ჭკვიანურია. ახალი წლის ზეიმი თითქმის ყველა ქვეყანას აერთიანებს, თუ არ ჩავთვლით იმ ქვეყნებს, რომლებიც ახალ წელს ასე ჩვენსავით და ჩვენს დროს არ ზეიმობენ. სხვაგვარად, ეს კაცობრიობა იმდენად დაცემულია, წარმოიდგინეთ აბა ჩემი ჩამოთვლილი დღესასწაულებიდან რომელიმეს რომ მთელი მსოფლიო ერთსულოვნად ზეიმობდეს, მაგალითად ვისამე დაოჯახებას, სამსახურში დაწინაურებას, სახლის აშენებას, ვალების გასტუმრებას და ა.შ. წარმოუდგენელია ჰო? უფლის შობის, განკაცების დღეზეც კი ვერ შევთანხმებულვართ, არათუ ვისამე ცნობილ-უცნობი ადამიანის სიხარულის გაზიარებ შევძლოთ. ხალხი ხომ კეთილშობილია, ჰოდა გვაქვს ის რაც გვაქვს.

      2015 დანაკარგების წელი აღმოჩნდა ჩემთვის, ზოგი დანაკარგი კი ისეთია, რომ არ შუშდება, არადა 2014_შიც ვიზეიმე ახალი წელი - 2015, მოკლედ, გვაქვს ის რაც გვაქვს! 

      ახალ წელს გილოცავთ მეგობრებო! არ ვიცი თავისთავად წელს რისი მოტანა შეუძლია, მგონი არც არაფრის. წელი ვერაფერს ვერ მოგვიტანს გარდა რიცხვებისა კალენდარზე, ამიტომ 2016 წელი ადამიანთა შორის სიკეთის, სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, გონიერების, მადლის მოხვეჭისა და გაცემის, სიქველისა და ქველობის წელი ყოფილიყოს!

გილოცავთ!

ნახვა: 390

ტეგები: Qwelly, ახალი_წელი, ბლოგი, კალენდარი, მაშხალები, საახალწლო

ino: იანვარი 1, 2016||5:23pm

ლაშა: იანვარი 1, 2016||10:21pm

როგორი მწირი ფოიერვერკია :D ვისი კორპუსია?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters