ზამთრის ცივ და სუსხიან, ყინვიერ დღე, როდესაც უშუქობას უჩივი, მთელი დღე წიგნის კითხვით ან ძილით შეგიძლია შემოიფარგლო, მაგრამ როდესაც უინტერნეტობას უჩივი და შუქი გაქვს, რაღაც უხილავი ძალა გეძახის დიდი ხნის დავიწყბული ყუთისკენ, ტელევიზორი რომ ჰქვია, განსაკუთრებით კი საახალწლო პერიოდში. ბავშვობის დროიდან დაახლოებით იცი, რომ ახალ წელს უნდა ნახო "მარტო სახლში (1)(2)(3)(4)", გრინჩის ქურდობის ამბავი, ერთი-ორი ფილმი სანტა-კლაუსზე, რუსული კლასიკა "ბედის ირონია ანუ გაამოთ". ქართული ფილმებიდან "კუჩხი ბედინერი" და "ვერის უბნის მელოდიები". ჯერ-ჯერობით რაც ჩამოვთვალე, არცერთი არ არის თემატიკისგან მოშორებული, თითოეულში საახალწლო განწყობა ჩანს და მის გარშემო ვითარდება მოვლენები. სანახაობაც და სიამოვნებაც გარანტირებულია. ასაკთან ერთად დაკვირვების უნარიც უვითარდება ადამიანს და ზოგჯერ კითხვების დასმას იწყებს. ასე მაგალითად: რა შუაშია დღესასწაული და ქართული ფილმები? რას ვგულისხმობ და კუჩხი ბედინერის გარდა, ამ და ალბათ ჩავლილ ახალ წლებზე იმდენი ქართულ ფილმს მოვკარი თვალი, ყოველდღიურობაში რომ არ მინახავს. აი, ქართული ფილმების ჩამონათვალი რეიტინგული ქართული ტელეარხების საახალწლო პროგრამებიდან:

      "ლონდრე"; "სიყვარული ყველას უნდა"; "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი"; "რაჭა ჩემო სიყვარულო"; "მიმინო"; "აბეზარა"; "უდიპლომო სასიძო"; "ღვინის ქურდები"; "ჭრიჭინა"; "ფეოლა"; "სათადარიგო ბორბალი"; "ქვევრი"; "ვერის უბნის მელოდიები"; "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს".

      რა თქმა უდნა გრინჩი და "მარტო სახლში" წელსაც გაუშვეს, იქვე ჰარი პოტერი და ბეჭდების მბრძანებელიც ვიხილეთ, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ქართული ფილმები მაინტერესებს. შემოთავაზებული სიიდან, მხოლოდ ბოლო ორი შეიძლება საახალწლო განწყობას შევუსაბამოთ, სხვა არცერთი მახსენდება ახალი წლის სცენებით. ანუ ახალი წლის ზეიმისთვის, მთავარია არა საახალწლო ქართული ფილმი, არამედ ზოგადად ქართული ფილმი იყოს და უკვე ზეიმი იგრძნობა.

      შეკითხვაც აქვეა, ახალი წლის ზეიმი ქართულ ფილმებთან რატომ ასოცირდება? როგორ გგონიათ?

ნახვა: 667

ტეგები: Qwelly, ბლოგი, კინომანია, საახალწლო, ტელევიზია, ფილმები

ლაშა: იანვარი 4, 2016||9:06pm

ქართული ფილმი რომ ავტომატურად დღესასწაულად გაგვიხდა, ეგაა საინტერესო :D 

ლაშა: იანვარი 4, 2016||10:15pm

კახა, ხო იცი, ყანწის რქა იდაყვს უნდა ეხებოდეს :D გაასწორე და ისე დალიე. :D 

BrOliKa: იანვარი 5, 2016||10:57am
გრინჩი ყველაზე საყვარელია :D
ლაშა: იანვარი 6, 2016||12:40am
ბოღმიანობისა არ ვიცი, მაგრამ საზარელი ნადვილად არის. რატომაა გრინჩი საბავშვო ფილმი ვერ ვხვდები, პირველი შეხედვის მერე მეშინია ((
ლაშა: იანვარი 2, 2017||1:33pm

ძალიანაც კარგი თუ არ გაუშვეს. გუშინ ვნახე გრინჩის პირვანდელი, ანიმაციური ვერსია, რომელიც შეიქმნა 1966 წელს. რა საჭიროა საათნახევრიანი ფილმი, როცა 25 წუთში შეგიძლია იმავე ისტორიას უყურო და უსმინო? თან უფრო საბავშვოა! 

ლაშა: იანვარი 2, 2017||6:14pm

ონლაინ პეტიციას მოვამზადებ - დააბრუნეთ გრინჩი! 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters