ახალი წელი სიახლეების წამოწყების დროა, 31 დეკემბერი ბევრისთვის არის შანსი რომ წარსული დატოვონ წარსულში და ყველაფერი დაიწყონ თავიდან, ცხოვრება ახალი ფურცლიდან.
სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ ახალ წელს, ტრადიციების გათვალისწინებით.
არგენტინაში ახალ წელს მიირთმევენ ლობიოს, მათ სჯერათ რომ ეს დაეხმარება სამსახურის შენარჩუნებაში ან უკეთესს იპოვნიან.
ავსტრალიაში ახალ წელს ზეიმობენ ბარბექიუსთან ერთად, მაგრამ ახალგაზრდები სხვაგვარად ატარებენ დროს, ისინი პლიაჟზე ერთობიან, ან მიდიან ფესტივალზე. ახალი წლის პირველ დღეებში ზოგი ტაძარში მიდის, ისინი ლოცულობენ რომ ახალი წელი დალოცვილი და წარმატების მომტანი ყოფილიყოს.
წარმატაბული წლისთვის ავსტრიელებს ახალ წელს ყოველთვის აქვთ შემწვარი გოჭი, სადღესასწაულო სუფრას რთავენ პატარა მარციპანის გოჭებით. გოჭები ავსტრალიელებისთვის, ისევე როგორც კუბის, უნგრეთის და პორტუგალიის მცხოვრებთათვის გამოხატავენ პროგრესს და კთილდღეობას. წითელი ღვინო ავსტრალიელებში უპირატესობით სარგებლობს, რომელსაც აქვს შერეული დარიჩინი, შაქარი და სხვა სანელებლები, და ყოველთვის სვამენ წმინდა სილვესტერის სადღეგრძელოს, რომელიც მოღვაწეობდა მეოთხე საუკუნეში და მისი ხსენება 31 დეკემბერს არის.
ბელორუსიაში ტრადიციაა 12 კერძის მომზადება, თითოეული მათგანი განკუთვნილია წელიწადის ერთი თვისთვის, რომელიც ბარაქიან წელიწადს უზრუნველყოფს. როგორც წესი აკეთებენ კერძებს ღორის ან ძროხის ხორცისგან, საახალწლო სუფრაზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ გუფთა, ყველი ან ბოსტნეული.
უარყოფითი აურისგან თავი შორს რომ დაიჭირონ, ბრაზილიელები ახალ წელს თეთრი სამოსით იმოსებიან, მაგრამ ტრადიცია აქ არ მთავრდება, ცურვა ტალღებზე სანამ შვიდ სურვილს არ ჩაიფიქრებ აქ ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, ხოლო ვინც სანაპიროდან მოშორებით ცხოვრობს ის მარჯვენა ფეხით სამჯერ ხტება.
დანიელების საახალწლო ტრადიცია არის კერძების სროლა მეგობრების ზღურბლზე, რაც ნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მეგობარი. წარმატებებისთვის და ბოროტი სულების განდევნისთვის, ახალი წლის ღამეს დგებიან სკემზე და ზუსტად შუაღამეს ხტებიან, მათ სჯერათ რომ ცუდს ტოვენებ წინა წელს და ნახტომით ეგებებიან ახალ წელს.
ზოგიერთი ესტონელი ახალ წელს ჭამს შვიდ, ცხრა ან თორმეტ სხვადასხვა კერძს, მათ სჯერათ რომ კერძების ჭამით ისინი შეიძენენ ძალებს. მათ სჯერათ რომ წინაპრების სულები რომლებიც ახალ წელს სტუმრობენ მათ სახლებს, წარმატების საწინდარნი არიან.
ფრანგები ახალ წელს ხვდებიან ტრადიციული კერძით le Réveillon de Saint-Sylvestre_თი, ბლინებით და შამპანურით. მათ სჯერათ რომ სპეციალურ სადილს მოაქვს კეთილდღეობა და წარმატება.
როგორც კი საათი თორმეტს ჩამოჰკრავს და ფეიერვერკები დაიწყება გერმანელები მხიარულად მასპინძლობენ ტრადიციულად ჯემით, ზოგჯერ ლიქიორით, გერმანული დონატებით ბერლინში. ზოგჯერ დონატების წყალობით ხუმრობენ, მაგალითად როცა ჯემის ნაცვლად მდოგვს შეიცავს, რომელიც წარუმატებლობის მომტანია. ავსტრიელების მსგავსად გერმანელები სადილობენ მარციპანის გოჭებით, რასაც წარმატების საწინდრად მიიჩნევენ.
სიმბოლურად დაბადებას და გაზრდა ახალ წელს განასახიერებს სახლის წინ, კართან დაკიდული ხახვი, ბროწეულთან ერთად.
ინდოელები ახალ წელს ზეიმობენ გაზაფხულზე, ჩვეულებრივად ყოველ ახალ წელს აკეთებენ რაისმას და ოსპს, რაც წარმატების მომტანად ითვლება.
ირლანდიაში საახალწლო საღამოს ქვია დიდი ულუფის საღამო, რადგან ამ დროს უამრავი კერძი არის გამზადებული. ძველი ირლანდიური ტრადიციაა დიდი ნამცხვრის გამოცხობა და მისი მირთმევა ბოლომდე, ნამცეცებიანად, უხვი წელიწადის საწინდარად, ხოლო 1 იანვარს გამოცხობილ პურს ტოვებენ გარეთ ან მეზობელს აძლევენ, როგორც საჩუქარს, ამ დღეს ქვია "გამომცხვარი პურების დღე". ახალ წელს ბევრ საჭმელს თუ მიირთმევენ მათ სჯერათ რომ ამით აიცილებენ შიმშილობას მთელი წლის განმავლობაში.
ახალ წელს იტალიელები აღნიშნავენ ტრადიციული კერძით cotechino e lenticchie, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ღორის ძეხვია, შეზავებული ოსპთან, რაც უხვი წელიწადის სიმბოლოა, ხოლო ოსპი წარმატების და კეთილდღეობის მომტანი.
სანამ საათი ჩამოჰკრავს თორმეტს, იაპონელები ახალ წელს ეგებებიან მაკარონის და წიწიბურას კერძით თასში, რომელსაც ქვია "წლის გადამკვეთი ატრია". იაპონელები ბოროტი სულებისგან თავის დასაცავად სახლის წინ, შესასვლელში თოკებს კიდებენ, ამავე მიზნით ზოგიერთი მიდის სამლოცველოში და ზარს 108-ჯერ ჩამოჰკრავს. შინტოიზმის მიმდევბრებს ახალ წელს მწვანე მცენარეები აქვთ, რაც ახალი სიცოცხლის სიმბოლოა, აგრეთვე მათ აქვთ ბამბუკი, რაც ნიშნავს პატიოსნებას და სამართლიანობას მათ სახლებში.
ახალი წლის ზეიმი კორეაში დაკავშირებულია სებაეს ტრადიციასთან, რის მიხედვითაც სტილიზებული გზით ხდება ოჯახის უხუცესთან მისალმება, რომელიც შემდეგ ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევს აძლევს საჩუქარს - ჩვეულებრივ ეს არის კონვერტში ჩადებული ფული. ამის შემდეგ ბრინჯის ნამცხვარს, რაც დაკავშრებულია კეთილდღეობასთან და სიწმინდესთან, შესთავაზებენ უხუცესს, რომ მოუტანოს წარმატება და კეთილდღეობა.
ახალ წელს ზარის ყოველ ჩამოკვრაზე მექსიკელები ჭამენ ყურძენს და ჩაიფიქრებენ სურვილს. აგრეთვე მიირთმევენ მექსიკურ ტკბილ პურს, რომელიც გამომცხვარია მონეტასთან ერთად იღბალის მოსატანად. ვისაც შეხვდება მონეტიანი ნაჭერი, სჯერათ რომ ის მთელი წლის განმავლობაში წარმატებული იქნება, ახალი წლის ტრადიციული სასმელს წარმოადგენს პუნჩი, რომელსაც თბილი ტეკილით ამზადებენ.
ნიდერლანდში მოსახლეობა ახალ წელს აცხობენ ბეჭდის ფორმის ნამცხვარს, რასაც მოაქვს კეთილდღეობა და წარმატება, ამის სჯერათ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ნიდერლანდები არ არის გამონაკლისი, ისინი მიირთმევენ დონატებს, ზოგს ვაშლის ჯემი აქვს, ზოგს ქიშმიში, ზოგს კი შაქრის ფხვნილი აქვს ზევიდან მოყრილი, ხოლო ამ ყველაფერს აყოლებენ ცქრიალა ღვინოს.
ფილიპინებში მრგვალი ფორმის ნამცხარი აღნიშნავს მონეტას. იგი არის კეთილდღეობის სიმბოლო. ფილიპინების საახალწლო სუფრას ამშვენებს მრგვაი ფორმის ხილი.
პოლონეთში შუაღამისას ქაშაყს მიირთმევენ, მათ სჯერათ რომ ეს მოუტანს კეთილდღეობას. როდესაც შუაღამისას ზარი ჩამოჰკრავს, ისინი დამარილებულ ქაშაყს და გუფთას მიირთმევენ.
საახალწლოდ რუსებს საინტერესო ტრადიცია აქვთ, ისინი წერენ სურვილს ქაღალდზე, შემდეგ წვავენ და შამპაურის ჭიქაში აგდებენ, შუაღამისას სანამ ახალი წელი მოვა, მათ უნდა მოასწრონ შამპანურის ბოლომდე დალევა.
შოტლანდიელების ტრადიცია ახალი წლის ღამეს არის მეკვლეს მიღება, მეკვლე აუცილებლად უნდა იყოს შავგვრემანი და არ უნდა იყოს ქალი, მათი მიზანია პირველები შევიდნენ მეზობლის სახლში, მიიტანონ საჩუქრები, ნამცხვრები, ფუნთუშები, ვისკი და შესვან ახალი წლის სადღეგრძელო. მათ სჯერათ რომ მეკლვლე მოუატნს წარმატებას მთელი წლის განმავლობაში.
მექსიკელების მსგავსად ესპანელები ახალ წელს, ზარი როცა ჩამორეკავს მიირთმევენ ყურძენს დაჩაიფიქრებენ სურვილს.
ახალ წელს შვედეთში აცხობენ ბრინჯის ნამცხვარს, რომელში დამალულია ნუში, მათ სჯერათ რომ ვინც იპოვის ნუშს მთელი წლის განმავლობაში იქნება იღბლიანი.
ამერიკაში ახალ წელს შამპანურით ეგებებიან. სამხრეთით მიირთმევენ ლობიოს წარმატების მოსატანად, ეს ტრადიცია სათავეს იღებს სამოქალაქო ომის პერიოდიდან.
შოტლანდიის მსგავსად უელსშიც არის მეკვლეს ტრადიცია. როდესაც მეკვლე იქნება ქალი ან წითური მამაკაცი, ეს ითვლება უიღბლობად. მათ აგრეთვე ახალ წელს სჯერათ ბედობის, რომ ახალი წელი განსაზღვრავს მთელ წელს.
საქართველოში, საახალწლო ტრადიციული სუფრის განუყრელი ნაწილია გოზინაყი. გოზინაყი ესაა თაფლში მოხალული ნიგოზი.
მომზადებულია The Daily Meal-ის მიხედვით.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია