მახსოვს, ბავშვობაში, დაძინების წინ, წარმოვიდგენდი თითქოს წყალში ვიძინებდი. უცნაურია, მაგრამ სრული სიცხადით მახსოვს როგორ ვიწექი ბნელ ოთახში, საბნიდან მხოლოდ თავი მიჩანდა და ფეხებს ისე ვამოძრავებდი ლოგინში, როგორც წყალში ცურვისას არის საჭირო. მახსოვს ფიქრებიც და ოცნებებიც - მექნებოდა ერთი კაფსულა-საწოლი, სადაც ვიწვებოდი დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე, მექნებოდა საჭმელი და რომელიმე ოკეანეში გადავაგდებინებდი ამ კაფსულას, ვიდრე ფსკერამდე არ დაეშვებოდა. კაფსულა იქნებოდა შუშის და ნათურებიანი, რომ დამეთვალიერებინა წყლისქვეშა სამყარო. თუ ვეშაპი გადამყლაპავდა, ეს დამატებითი სანახაობა იყო, მაგრამ კაფსულას მაინც არაფერი არ უნდა მოსვლოდა. მთავარი იყო საჭმელი, რომელიც ყოველგვარი გამოთვლების გარეშე წლობით უნდა მყოფნოდა, ეს ხომ ოცნება იყო და მქონდა ამის უფლება. ახლა არ იფიქროთ, რომ ჟიულ ვერნის გავლენის ქვეშ ვიყავი ან ბარი ლევინსონის "სფერო" მქონდა ნანახი, არცერთი ჩემო მეგობრებო, მეტიც, დარედევილი რომ ვნახე, მაშინაც კი მომაგონდა ბავშვობისდროინდელი ოცნება და შურით აღვივსე რომ მე არ შემეძლო აბაზანა-საძინებელი მქონოდა.

      ასაკის მატებასთან ერთად, სურვილები და ოცნებებიც შეიცვალა. ახლა წყლის ქვეშეთიდან სამუდამოდ ზემოთ ყურება ან ვეშაპებისა და ზვიგენების მუცელში ყოფნის ნაცვლად, უფრო რეალური ოცნებები გაჩნდა - მაგალითად სახლი ტყეში. ერთ-ერთ ოცნებაში ეს სახლი იყო უდაბნოში. დიახ, მაშინ უკვე ნანახი მქონდა კოლორადოს დიდი კანიონის ფოტოები და იქ ძალიან კოხტა სახლი ჩემს ოცნებებში იყო წარმოდგენილი. ზღვისპირეთის ოცნებები? ეს ძალიან გვიანდელი პერიოდია, თან ეს უფრო საკუთარი კუნძულის ქონის ოცნებაა, ვიდრე სანაპიროს გართობა, ცხელი ქვიშა და გოგოები. ყველა ამ ოცნებას, გარდა ავტორისა, სხვა საერთო მახასიათებელიც აქვს - არცერთ ოცნებაში არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემთან იქნებოდნენ დაკავშირებულნი, ჩემთან ერთად იცხოვრებდნენ, ან რაიმე მსგავსი. მხოლოდ მე ვიყავი და ჩემი ნაბადი! (ჰო, ვიცი ძალიან ეგოისტურად და ნარცისულად ჟღერს, მაგრამ ასე იყო და რა შეცვლის ახლა მაგას). ჰოლივუდურ ფილმებში ხომ გინახავთ ბავშვები რომ ხატავენ დედა, მამა, და, ძმა და ჯესი (ძაღლი) - ასეთი რამ არასოდეს დამიხატავს და სულ მეგონა ამერიკელი ბავშვები იტყუებოდნენ.

      ღრმა ბავშვობიდან მუდმივი კონფლიქტი მქონდა მარტოობის გამო მოტირალ ადამიანებთან. და მათი ცრემლების საპირწონედ როდესაც ჩემს უემოციო სახეს ხედავდნენ, სულ ამას ამბობდნენ „მარტო დარჩები და მიხვდები რა ძნელია მარტოობა“. არადა, მარტოობა ყველაზე მაგარი ამბავი იყო ჩემთვის და ჩემი ფიქრებისთვის, მითუმეტეს „მარტო სახლშის“ ნახვის შემდეგ.

კარგია თუ არა მარტოობა?

      მსგავსი ისტორიის მქონე ადამიანები (გამონაკლისი ნამდვილად არ ვარ) ალბათ მიისწრაფვიან მარტოობისკენ, ყოველშემთხვევაში არის წამები და ალბათ ისევ დაძინების წინ, როცა ყველა მათგანი ოცნებობს ამაზე. მარტო ის და ბევრი უცხო ადამიანი, ან მარტო ის და სრულიად უცხო გარემო, ან მარტო ის და მის გარშემო მკვდარი წითელი პლანეტა. მარტოობაგამოუცდელი ადამიანების საუბარში, ემოციაში, ნაწერებში ყოველთვის იგრძნობ იმას, რომ მათ აკლიათ მარტოობა და სამყაროს ხედვა მარტოობიდან. რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ იმ ტიპის მარტოობაზე სახლს რომ 2 კვირით დაგიტოვებენ, არა - აქ საუბარია მარტოობაში ცხოვრებაზე. (ასევე არ ვსაუბრობ იმ დეპრესიადაცემულ ადამიანებზე, რომლებიც თვლიან რომ სრულიად მარტონი არიან, რადგან მათი არავის ესმის :ცრემლწამსკდარისღიმილაკი:). მარტოობა კი უმნიშვნელოვანესი პერიოდი მგონია ცხოვრებაში ღირებულებების შესარჩევად და ამ ღირებულებებში საკუთარი თავის საპოვნელად. ცოტა რთულია ერთი მხრიდან ისაუბრო მეორე მხარეზე, როცა მეორე მხარეს კარგად არ იცნობ, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, რომ მარტოობა იყო ფიროსმანის მიზეზი, გალაკტიონის მიზეზი, და ზოგადად გენიის დაბადების მიზეზი. ახლა, მთავარი პრობლემა ისაა, რა უნდა მოვიაზროთ მარტოობაში? როდის არის ადამიანი მარტო? ეს რთული საკითხია, მითუმეტეს იმ ადამიანისთვის, რომელსაც მარტოობის ახსნა არა პირდაპირი გამოცდილებიდან, არამედ საპირისპირო გამოცდილებიდან უწევს. კუკარაჩაში, დეიდა ანიკო, სულს ხედავს როგორც ბოთლში გამომწყვდეულ ჯინს, რომელიც გათავისუფლებას ელოდება და გათავისუფლების შემდეგ სასწაულებს ჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში (იხ. ვიდეო). ჩემი აზრით, მარტოობა სწორედ ის, რაც ამ სულს ათავისუფლებს.

ჰოდა, რატომ არ ეშველება ამ ქვეყანას?

      იმიტომ რომ არც თავად ქვეყანა და არც მისი საზოგადოება არ არის საკმარისად მარტო! წინათ, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს, მაშინაც კი გვიჭირდა და მითუმეტეს ახლა და მომავალში, როცა ყოველჟამ ადღლამუზებული ვიქნებით სოციუმში და მარტოობის ადგილი და დრო არ დაგვრჩება.

Qwelly, blog, ბლოგი, დღიური, მარტოობა, საზოგადოება, ქველი
მარტოობამ არწივობა შეაძლებინა! (წყარო)

განვაგრძოთ მარტოობის თემა:

ფუნქციადაკარგულის ხსნა

ნახვა: 1927

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თავისუფლება, მარტოობა, საზოგადოება, ქველი

khatuna zitanishvili: თებერვალი 25, 2016||9:02pm

თავისებურ დაღს ასმევს ადამიანის სულს "მარტოობა" ლაშიკო... ამოუთქმელ დაღს,რომელიც ყველას თვალთახედვით არ აღიქმევა.

ლაშა: თებერვალი 25, 2016||9:32pm

დაღი ცოტა უარყოფითად ისმის ან შეიძლება მე მესმის ასე. და როგორ ფიქრობ, ეს დაღი ცუდია? იქნებ სწორედ ეგაა ის თავისებურება რაც ათავისუფლებს? რას გულისხმობ დადაღვაში? 

khatuna zitanishvili: თებერვალი 25, 2016||9:53pm

 მხოლოდ უარყოფითი არ მოიაზრება,უფრო მეტად დადებითიც კი.

ლაშა: თებერვალი 25, 2016||11:38pm

ადამიანთმოძულეობა მთის კანონით ისჯება თუ სახელმწიფო კონსტიტუციით? :D 

ლაშა: თებერვალი 26, 2016||1:04am

ჰოო, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ტექსტებით მოსაუბრე სვანები ნამდვილი სასწაული იქნება :D  

ლაშა: თებერვალი 27, 2016||1:39am
ვადრე შინაარსზე გიპასუხებდე პირველი გაოცება იყო სიტყვებში - "მაიკოს ვეთანხმები" - ჰოი საოცრებავ. :D და თანხმობა რაში მდგომარეობს სვანების ევროპელობაში? :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

პირველადი დახმარების მრავალფუნქციური ყუთი

გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…

გაგრძელება

Qwelly World

free counters