მახსოვს შარშანდელი "მე". შარშანწინდელიც მახსოვს და იმის წინანდელიც...სულ პატარაც... დღეს სხვა "მე" ვარ. სხვა არ ნიშნავს აუცილებლად უფრო მაღალს ან დაბალს... უბრალოდ სხვა გარემოში და დროში, სხვა გარემოებებით და გრძნობებით, სხვა თვალებით და სხვა გულითაც... უბრალოდ სხვა მე, ახალი და სხვანაირი ამ ახალ გზაზე... ახალ გზაზე იმიტომ, რომ ის წინა მთავარი გზა სულ სხვა გზებად დაიყო და მეც ერთს გავყევი, არა იმიტომ რომ რაღაც მინიშნება მივიღე ან ლოგიკურად გადავწყვიტე, უბრალოდ შევხედე თითოეულს და ბრმად მივყევი ერთს, ისე რომ არც კი ვიცოდი იმ გზის ბოლოს რა მელოდა, არც ახლა ვიცი. ალბათ იმ გზის ბოლოსაც სხვა გზები გამოჩნდება ახალი. ისევ ავირჩევ ერთ გზას, ისევ ბრმად. იმ გზასაც ექნება დასარული თავისი გაგრძელებით და ასე... დაუსრულებლად? ალბათ იქნება დასასრულიც, მაგრამ ამ დასრულსაც აუცილებლად ექნება გაგრძელება, თუმცა არც ის ვიცი როგორი...

      მთელი ეს გზა წინ რომ მიდიხარ, უკანაც იყურები და ხან გეჩვენება რომ ძალიან შორს ხარ საწყისი წერტილიდან, ხანაც იმდენად ახლოს, რომ სულ რამდენიმე ნაბიჯი გაშორებს. როდესაც მხოლოდ წინ იყურები, თითქოს რაღაც ფინიშისკენ მიიწევ, მაგრამ არც ის ჩანს, მხოლოდ წინ მიიწევ, სადაც მუდამ გზები იყოფა, მუდამ მოძრაობ,მაგრამ ზოგჯერ მაინც უძრავი ხარ ამ მოძრაობაშიც...

      ეს გზა სხვადასხვა ადგილებზე გადიოდა...თუმცა რამდენიმე მათგანი წარუშლელად აღიბეჭდა გონებაში...

      ერთ-ერთი პირველი სასიამოვნოდ, რომ მახსენდება მუდამ ის გზაა, სოფლის ორღობეში რომ გადიოდა, სადაც ბევრი მაყვლის ბუჩქი იყო და სულ სირბილით გავიარე, ისე რომ ერთი ბუჩქიდან მეორესთან მივრბოდი და მთელი სხეული მაყვლის სურნელით და ფერით იყო გაჟღენთილი.

      ერთხელ ზღვის სანაპიროზე ვიარე, მახსოვს. მიყვარს მზე და ზღვა. თუმცა შორიდან ვეტრფი ორივეს. სანაპიროდან ტყეში ისე შევედი, რომ არც მზის სხივი მომკარებია და არც ზღვას შევხებივარ. მხოლოდ დავტკბი სხივთა ლაღი თამაშით ზღვასთან. ჩემს თვალწინ მაცდურად ბრწყინავდნენ ტალღების ქიმზე სხივები, მაგრამ მე ზურგი ვაქციე და ტყეში შევედი... ტყეში დიდხანს ვიარე. ის სავსე იყო ახალი, ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ სასიამოვნო შეგრძნებებით და შთაბეჭდილებებით...

      ერთხელაც უდაბნოში ვიარე დიდხანს და ვიღაცამ წყალი მომაწოდა... არ ვიცი რამდენ ხანს ვიარე, მაგრამ ქვიშის ნაცვლად რომ სისველე იგრძნეს ფეხებმა მესიამოვნა. სიგრილემ და წვიმის წვეთებმა გონს რომ მომიყვანა ტალახიან გზაზე მივდიოდი და ღიმილი ამ ადგილით გამოწვეულმა უსიამოვნო შეგრძნებამ შეცვალა, რომელიც ჯერ კიდევ უცნობი იყო. უცნობი იყო გრძნობაც და გზაც, რომელიც ალბათ უნდა გამევლო.

      ყოველი გავლილი გზის შემდეგ ვიცოდი, რომ იქ არასდროს დავბრუნდებოდი. ვიცოდი, არც იმ გზებთან დაკავშირებული ისტორიები განმეორდებოდა და არც ისეთი "მე", როგორიც ვიყავი იმ კონკრეტულ გზებზე...

ნახვა: 367

ტეგები: Qwelly, აწმყო, ბლოგი, გზა, მომავალი, ფუმფულა, ქველი, წარსული

ლაშა: აპრილი 24, 2016||10:00pm
გზები ზოგჯერ ბრუნდება ფუმფულავ, აი ჩვენ კი აღარ, როგორც შენ დაწერე. ამიტომაა ყოველი მომენტი უნიკალური ჩვენი მონაწილეობით.
ლაშა: მაისი 15, 2016||12:08am

"ყველაზე გრძელი გზა ის არის, რომ წახვალ და უკან ვეღარ დაბრუნდები". 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters