წელს ჩემი ოცდამეხუთე წელი დაიწყო. კიდევ ერთი ჭაღარა შეემატა ჩემს თმებს. ასე ამბობენ, თორემ ჯერ მე ჭაღარა არ შემინიშნავს თმებში. კიდევ იმასაც ამბობენ ცხრამეტი წლისას გავხარო და ბავშვი ხარო. ამ უკანასკნელს კი ძირითადად ჩემი ტინგიცურ-მაიმუნური ხასიათის გამო მაბრალებენ. ასე იყო პოლონეთშიც, "გოგო"(მე) იყო ყველას ბავშვი და ყველა იყო ჩემი აღმზრდელი, დედა, დეიდა, მამა, უფროსი მეგობარი და ა.შ. ასეა ახლაც, სამსახურში, ყველანი ჩემი დეიდები, მამიდები, ბებიები და დედიკოები არიან. ამ დროს ოცდაოთხი წლის ვარ და ჩემი ზოგი "დეიდა" და "დედიკო" ჩემზე უმცროსია. ვიღაცისთვის სალომე/"გოგო" ბავშვია, აი იმ ბავშვობაში ჩარჩენილი, სადაც ყველანი უდარდელები და ჭკუამხიარულები ვიყავით, სადაც დღისით, მინდვრად სირბილი და ფერადი პეპლების დევნა, ღამე კი ციცინათელებით განათებულ ეზოში სირბილი გვიყვარდა და ეგოიზმი უფრო გვეძალებოდა მშობლების, სათამაშოების თუ ტკბილეულის სიყვარულში, სადაც დაბრუნება თუნდაც წამით მაინც გვინატრია "დიდობის" პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთისგან გასათავისუფლებლად...
ბავშვობის ნოსტალგია? ნოსტალგია... ჩემი ცხოვრების რამდენიმე ზღაპრული მოვლენის დასასრულით გამოწვეული სევდა... ბავშვობის ფერადი სიზრის დასასრული, შესანიშნავი ოთხეულის ყოველდღიურობის რადიკალური ცვლილება , "ვიკვადების" და "ფშერვების" არარსებობა, "ოვოშად" შერაცხული ოჯახის დაფანტვა, ყველაზე მტკივნეული ცივი ზამთარი და უმზეობა....
როგორც ყოველთვის ბევრი რამ მინდოდა მეთქვა, მაგარამ ყელში რაღაც გამეჩხირა...
იყო ერთი თამაში ჩემს ბავშვობაში. მე და ჩემმა დეიდაშვილმა მოვიგონეთ, სახელი არ ჰქონდა. თამაშის წესების თანახმად თუ თვალებს მაგრად დახუჭავდი, ძალიან ძალიან მაგრად და მთელი გულით ინატრებდი რაღაცას ის აუცილებლად გამოვიდოდა. ასე შემოვიარეთ მსოფლიო და ასე ვიხილეთ ყველა ის პერსონაჟი, რომელიც მაგ დროისთვის იყო ჩვენთვის ნაცნობი.
რეალობისგან გაქცევას კარგი არაფერი მოსდევს, მაგრამ მასთან თამაში შეიძლება. აი, მაგალითად დავხუჭავ თვალებს მაგრად და შუქს ვხედავ, კაშკაშას, ცივი ზამთრისგან გაყინულ ხელებს მისი თბილი ხელები მითბობს, მისი ღიმილისგან კი გულში სითბო მეღვრება და მეღიმება ჩემთვის. აი დარბის მწვანე მინდორში და პეპლებს დასდევს, მის ოქროსფერ დალალებს ქარი ათამაშებს, თვითონ კი წარამარა გადაიყრის ამ თმებს უკან, ქარივით ჩქარა დარბის, ვერ დაეწევი, თითქოს მთელი ცხოვრება ამ მომენტს ელოდა....
ეს ის თამაშია მე რომ მიყვარს და მწარე რეალობის ცოტა ხნით დავიწყების საშუალებას მაძლევს.
- შალო გიჭეეერ!
- მაინც დაგიჭერ!
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია