ხანდახან ვფიქრობ და უკვე უფრო ხშირადაც რა სჯობს, იფიქრო და ეძებო თუ ფიქრისგან და ყოველივე შეგრძნებისგან გათავისუფლდე რათა სიმყუდროვე და სიმშვიდე ჰპოვო. "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა" - ნეტავ თუ არსებობს ეს სხვა?! სად?! და როგორ მიუახლოვდე?! ეჰ, ეგ კი არა ჯერ ის ვერ გაგვირკვევია სიცოცხლე რა არის, ვერც ის სიკვდილი რაა. და ქიმერებს და წარმოსახვებს სდიე როგორია... მაგრამ გინდა არ გინდა საზრისზე, აზრზე, მთავარზე, აბსოლიტურ ჭეშმარიტებაზე გეფიქრება. გინდა მიუახლოვდე მას ადამიანი და ეს ნახევრად იქეთ და ნახევრად აქეთ ყოფნა შეუგუებელია. უფრო რთული კი ისაა როცა ადამიანს შენი გამოცდილება რომ არ გყოფნის, შენი აზროვნება რომ ვერ წვდება რაღაცას და უფრო განათლებულს ან ზემდგომ ადამიანების შეხედულებებს მიმართავ ანდაც რწმენას, რელიგიას, იქაც კი აღმოაჩენ წინააღმდეგობებს. დისონანსს. ამ წუთისოფელში ვერ გაეცემა პასუხი ბევრ კითხვას მაგრამ ადამიანის ცნობისმოყვარეობა დაუოკებელი რამ არის. არადა ეს ცუდი არაა. ინდიფერენტულობის უფლებას არ გაძლევს და არ გყინავს ერთ ადგილას. გზრდის და ასეც უნდა იყოს თუმცა ეს გზა დაუსრულებელია და სიცოცხლეში არ უწერია გასვლა ფონს. არადა ლაო ძი რომ ამბობს ქვევრის არსს მასში მდგომი სიცარიელე შეადგენსო, აქვე ქარჩხაძე მახსენდება იმისათვის რომ რაღაც შეიმეცნო რაღაც ადგილი უნდა გაასუფთავო და დააცარიელოო.
გამოდის რომ დაცლილი, ზეგავლენებისგან თავისუფალი ადამიანი გრძნობს სიმშვიდეს. მაგრამ ესეცაა რომ თუ არ იფიქრე და იაზროვნე ისე ვერ მიხვალო კონსესუსთან.
"ვაზროვნებ მაშასადამე ვარსებობო" მაგრამ ბერდიაევი ფიქრობს რომ ჯერ ვარსებობ და მერე ვაზროვნებო.
ასე განიბნევა ადამიანის გონება ერთიდან მეორეზე, აქედან იქით. ხან იმ კედელს მიაწყდება ხან მეორეს. და საბოლოოდ ნეტავ გამოვა რამე?!
ეს ცოდნა ეს ინფორმაციული მარაგი მიიყვანს კი რამე კონკრეტულამდე? იქამდე სადაც ჯერ ვერავინ მისულა? ფაქტიურად ახლა მე ყველა კითხვებზე ვითხოვ პასუხს და ის მავიწყდება რომ ყოველ პასუხს ახალი კითხვა მოჰყვება და ასეა მარად ამ წუთისოფელში.
ნიშნიანიძეს აქვს კარგი რამ ნათქვამი. "სწორი პასუხი სადაა თორემ, კითხვა ისედაც ყველა სწორიაო."
რამდენი პრობლემატური კითხვა წამოიჭრება ამ თავში ხოლმე და რა ცუდია უპასუხობა და ის გზაბურუსიანობაც რომელსაც გთავაზობენ რელიგია და ფილოსოფია. გზები რთულია და იმაშიც ვერ იქნები დარწმუნებული სწორად მიდიხარ თუ არა. რელიგიურად იმას თუ მიხვდი მე სწორ გზაზე ვდგავარ და სწორად ვლოცულობ ან ასე გავაგრძელებო ესე იგი უკვე აღარაფერი არ გაქვს. რელიგიურად შენი უუნარობით შეიმეცნებ უფალს. ფილოსოფიაში კი საკუთარ სულა და პიროვნულობაში ჩაღრმავებით და ეგსისტენციალურად თუ იპოვი რამეს მაგრამ ესეცაა რომ შენი გონი და აზრი მთლად შენი და თავისუფალი არააა. ზეგავლენების და სწავლის ქვეშ რომ ხარ, ამას თან ისიც ერთვის რომ ჩვენს აზროვნებაში ბოროტიც ერევა და კეთილიც. ანუ ეშმაკიც და ანგელოზიც. ეშმაკს ხომ აქვს უფლება დატოვებული ჩაწეროს ჩვენს გონებაში მცდარი აზრი. და როგორი იმის მიხვედრა შენია ეს აზრობრივი მიმართულება და სწორია თუ პირიქით.
საერთოდ იმდენ წვრილმანურ გადაკვეთამდე დავალთ რომ...
საბოლოო ჯამში ვიღლები ასეთ დროს მაგრამ არ არსებობს დროის მონაკვეთი რომ ისევ არ გაჩნდეს მსგავსი აზრები, კითხვები. და ზოგი ამ ცხოვრების პრაქტიკულ, მექანისტური ყოფიდან რადიკალურად გმიჯნავს, ზოგიც საკუთარი თავიდანაც გმიჯნავს და ბუნებასთან გაახლოებს, ზოგიც პირიქით იმას განატრებინებს ნეტა საერთოდ ვერ ვაზროვნებდე და გამოქვაბულში დავრჩენილიყავიო, ზოგი კი მარადიულად გაქცევა გარბენის რეჟიმში გამყოფებს და გაშინებს, ამაზე ფიქრიც გაშინებს.
ჰმმმ... ვინმეს თუ შეუძლია რამეში გამარკვიოს? ან მირჩიოს რამე? :) რაც მეტს კითხულობ ადამიანი მით მეტი დომხალია ხოლმე.
უნამუნო ხომ ამბობს ეჭვის შეტანაა ჩვენი მიზანიო, ეჭვის გარეშე არ არსებობსო ცნობა. ეჭვი გაწყებინებს მოძრაობას, კითხვას, ძიებას. არადა უფალი ამბობს ნეტა მათ ვისაც არ ვუხილავარ და მირწმუნესო, ბედნიერებაა ალბათ თვითნაბადი რწმენა თუ არსებობს რამე ასეთი...
ჭეშმარიტება ათავისუფლებს, იცავს და კურნავს! შესაბამისად, მისი, როგორც უმაღლესი ღირებულების, გნებავს ძალაუფლების ძიება და მასში ყოფნა პრობლემურია, მაგრამ არა დამაბნეველი.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:19am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია