ჟურნალისტებით დაბრუნებული მილიარდელი, არჩევნების მერვედფინალები, ეკონომიკა, ავტოპარკინგი, მიწისზედა მეტრო და საერთაშორისო ჭორაობა

      არჩევნებამდე 1 კვირაც არ არის და ყოველი მეორე მარტო იმაზე საუბრობს, ვინ რა თქვა წარსულში და ვის როგორი დამოკიდებულება აქვს ევროპასთან ან რუსეთთან. ვინაიდან პრეზიდენტის შესაძლებლობები თითქმის ნულამდეა დაყვანილი, ახლა მხოლოდ ერთმანეთის ანტიპიარზე არიან გადასულები. დღეს ბიძინა ივანიშვილიც დაბრუნდა დღის ნიუსებში და ჟურნალისტებთან სხდომა გამართა. იყო სხვა კანტი-კუნტი ნიუსებიც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 ოქტომბერი, 2018 /

      პარლამენტის მუნჯები - დავით ჭიჭინაძე - პარლამენტში იმდენად მუნჯი ადამიანები სხედან, მინისტრს რომ უყურებენ, კითხვის დასმისაც კი ერიდებათ.

      ბიძინა ჟურნალისტებთან - ბიძინა ივანიშვილი დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა. ბიძინა ივანიშვილი - როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ზაზა ოქუაშვილს და ვერ ვლაპარაკობ, რომ არ ჩამიწერონ? - თუ ამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა. „რუსთავი 2“ ავრცელებს მიზანმიმართულ და არასწორ ინფორმაციას მინისტრებისა და პარლამენტარების უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც დადასტურდა. რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძე, გაუგებარია - ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს. რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი, მე ვარ იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც პარლამენტში აქვს უმრავლესობა.

      ვატიკანელი სტუმრები პატრიარქს - ილია მეორე - კაცობრიობა ბევრჯერ ყოფილა უფსკრულის პირას და უფსკრულშიც ჩაუხედავს, ეს რომ არ განმეორდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რწმენას და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას.

      საერთაშორისო ჭორაობა და წულუკიანის სხვა ნიუსები - ეკა გიგაური - თეა წულუკიანი ჭორაობს საერთაშორისო ფორუმზე, რითაც დარტყმას საკუთარ თავს აყენებს. დავით ჭიჭინაძე - თეა წულუკიანს ვურჩევდი, 7 ნოემბერი არასამთავრობოების ნაცვლად იმ კოლეგებს გაახსენოს, ვინც გვერდით უზის. დავით უსუფაშვილი წულუკიანის მიერ გიგაურის კრიტიკაზე - მმართველი პარტია ყველას თავს ესხმის, ვინც მისთვის არასასიამოვნო პოზიციებზეა.

      მართლწესრიგის ფიცი - შს სამინისტროში ორმოცმა ახალდანიშნულმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო.

      არჩევნებამდე დარჩა 5 დღე - დავით ბაქრაძე - მოვიგებთ არჩევნებს და ამას გავაკეთებთ ყოველგვარი დაპირისპირების, რევანშისა და შურისძიების გარეშე. გრიგოლ ვაშაძე - რამდენიმე კვირაა, ქვეყანა უსამართლობის და უკანონობის მთელმა კასკადმა შეძრა, თუმცა ამაზე სალომე ზურაბიშვილისგან ერთი სიტყვაც არ გაგვიგია. დავით ბაქრაძე - ჩემი ამოცანაა საზოგადოება დავარწმუნო, რომ შესაძლებელია ქვეყნის წინსვლა და პრობლემების მოგვარება. სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ვართ გადმონაშთი ჯერ კიდევ. სალომე ზურაბიშვილი - დავით უსუფაშვილის ვარაუდი მისი ვარაუდია, მე რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი. კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა. გიორგი მარგველაშვილი - წინასაარჩევნო კამპანიისას ქვეყნის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და თავდაცვის უფლებასთან დაკავშირებული დისკუსიით არ უნდა დავაზიანოთ ქართველი სამხედროების მორალი. მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილის წიგნში არც ერთი სიტყვაა ნათქვამი იმის შესახებ, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

      პროდუქტის რეალიზაცია - ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ამოღების, გამოთხოვის, განადგურების ნორმები, შესაძლოა, 5 ნოემბრიდან ამოქმედდეს.

      ნინელის თანამდებობა - ნინელი ჭანკვეტაძე - თანამდებობა და მთავრობაში ყოფნა რომ მდომოდა, მინისტრი ვიქნებოდი, ან პარლამენტის წევრი, ან თეატრის დირექტორი.

      ქართული გაშავება უკრაინაში - უკრაინის უშიშროების სამსახურმა ოდესაში ე.წ. კანონიერი ქურდი მერაბ ჭეიშვილი დააკავა.

      მიწისზედა მეტრო ლილოში და მეტროს ნიუსები - თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი - ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს გაკეთება კვლევის გარეშე არ შეიძლება. მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი - ხალხის ნება თუ იქნება, „სტაიანშჩიკების“ ქუჩაში დგომა აიკრძალება. მამუკა სალუქვაძე - თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას საკრებულო ნოემბრის დასაწყისში დაამტკიცებს. ეკა ლალიაშვილი - უნდა მოვიფიქროთ, რა ვუყოთ ავტოპარკის 45%-ს, რომელიც 20 წელს გადაცილებულია - უტილიზაციის პროგრამები უნდა განხორციელდეს.

      ინსპექტირების რეფორმა - ეკა ლალიაშვილი - თუ ტექნიკური ინსპექტირების გამოწვევებზე სათანადო პასუხი არ გვექნება, დიდი რისკია, რომ მომავალ წელს რეფორმა ჩაგვივარდეს.

      ბოროტი, პრორუსული განზრახვები - ლაშა ტუღუში - ვინაიდან იგორ გიორგაძე არის რუსეთის გენერალი, კეთილი განზრახვები რომ არ ექნება ჩვენი პატარა ინგლისურენოვანი გამოცემის და ქვეყნის მიმართ, ფაქტია.

      ინფლაციის კონტროლი - კობა გვენეტაძე - ყველა ბერკეტი გვაქვს იმისთვის, რომ ინფლაცია ვაკონტროლოთ და დაბალ ნიშნულზე შევინარჩუნოთ.

საზღვარგარეთულები:

      ასაფეთქებელი სოროსს - ჯორჯ სოროსის სახლთან, საფოსტო ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს.

      სხვა პრესიდან არაბულ მკვლელობაზე - „როიტერსი“ - აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი საუდელი ჟურნალისტის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში მონაწილეობას მიიღებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 261

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

ლაშა: ოქტომბერი 24, 2018||9:52pm

წინასაარჩევნო გამოცოცხლება იქნება. 

ლაშა: ოქტომბერი 24, 2018||10:38pm

თვითონ გამოჩნდება და შეგვახსენებს, უფრო სწორედ იკითხავს - „ჩემი კუკარაჩა ნანახი გაქვს?“ ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters