''მე ძლიერ მიყვარს ძველ კონსპექტების
ნელა, სამედიცინოს ხიდიდან, ფენა
გამჭოლი მზერა დამკვირვებლების
და გამოცდების ასე მოთმენა.
სამედიცინოვ! სული მევსება თოვლით
დღეები რბიან,მრჩება საგნები
შენს მიდამოში მე მოვვლე მხოლოდ
ბიბლიოთეკა ტუფით ნაგები.
ო, ასეთია ჩემი ცხოვრება
თსსუ-ს საწამებლად არ ვეძნელები
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
„შპარგალკით“ სავსე, მკრთალი ხელები.
სამედიცინოვ! ვხედავ..ვხედავ ამ ხელებს
უღონოდ დახრილს მერხთა დაფნაში
დამკვირვებლმაც თუ დაინახა
აი, მანდ მორჩა ჩემი პარპაში.
ამიტომ მიყვარს სამედიცინოს ხიდზე
ძველი კონსპექტის ნელ-ნელა ფენა
გამჭოლი მზერა დამკვირვებლების
და გამოცდების ასე მოთმენა.
თოვს თუ ქარია, მე მაინც ურჩი
სამედიცინოვ, შენთან ყოველთვის მოვალ
ამ გამოცდებსაც თუ გადავურჩი
თსსუ-მ საგნები თუ არ ჩამიტოვა
არის გზა, არის ნელი მარშრუტკა
და მე მივდივარ მარტო, სულ მარტო
სამედიცინო მიყვარს, ვით ბავშვობაში
ოცთეთრიანი „ბულკი“ მიყვარდა
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
„ზუკოს” წვენების ყვითლად ბროლება
გუნდის გახლართვა შენს გაშლილ თმაში,
ველოსიპედით გამოქროლება.
მომწყურდა ახლა, ისე მომწყურდა
ერთ „კოკა-კოლას“ გავცვლი ბინაში
თეთრ კორპუსების მომყვება გუნდი
ვდგავარ სამედიცინოს ქარის წინაშე.
თოვს თუ ქარია,მე მაინც ურჩი
სამედიცინოვ, შენთან ყოველთვის მოვალ
ამ გამოცდებსაც თუ გადავურჩი,
თსსუ-მ საგნები თუ არ ჩამიტოვა. ''
არა ლაშა :) ჩემმა მეგობარმა დაიწყო წერა გამოცდის პასუხის მოლოდინში და შემდეგ მთელი კურსი ჩაერთო ლექსის წერის პროცესში და მათ შორის მეც :D :D :D და გამოვიდა ეს შედევრი :) :) :)
ოჰ ეს სწავლა და სწავლა როსღა გვეღირსოს ჩვენ დასვენება
სამედიცინო ჩვენი ნატვრების
სასუფეველი ჩვენი ტანჯვების
და ჯოჯოხეთის კარიბჭესავით
პირველ კორპუსში გვაქვს კონცლაგერი
იქ არზიანი მსხვერპლს ელოდება
და კიდევ ბევრის სისხლი გაშრება
სანამ ტანჯვაში სულამოხდილი
პირველკურსელი ბედს გაექცევა
ეს კათედრაა მოჩვენებათა,
იქ ფორმულები ირგვლივ დაძრწიან,
ჩარჩენილ სტუდენტს მშფოთვარე ძილში
კარბონმჟავები ესიზმრებიან…
ანატომია… და დღე ბნელდება
ბნელ დერეფანში კვლავ სიჩუმეა
და ნადაშვილი მისი თეძოს ძვლით
capitis costa-ს შეგვეკითხება…
იქვე გამოვა შავი თენგიზი
ანატომიის ის ნათლიმამა
და მეათეჯერ ერთ გამოსვლაზე,
გვკითხავს თუ შარდის ბუშტი სადაა…
ნიშნის დაწერის დრო რომ დადგება,
მაშინ სიკეთის ბუშტი გასკდება
და ორებს ისევ ჩვენს სასიკეთოდ
სიის მიხედვით ჩამოუყვება…
და გენეტიკის კარიც იღება,
მანჩო ღიმილით შეგვეგებება
შუალედურის ტესტს გადაგვიშლის
და ჩვენი ტანჯვაც მაშინ იწყება
აქ უსასრულოდ ქრება წამები
მაგრამ დრო გადის ნელა ძალიან,
თუ დაუნია ეს უბედური,
გამაგებინეთ ჩვენი ბრალია?
ჰისტოლოგიის წინგს რომ შევხედავთ,
უცებ გაქრება სიცოცხლის ძალა,
ამ ჯოჯოხეთში რომ ჩავაბარეთ
ერთი მანახა ვინ დაგვაძალა…
რუხოს ლექციას არავინ აცდენს
ადგილებზეა ამ დროს დასწრება,
არები რომ არ იწერებოდეს
ერთი მანახა ვინ დაესწრება
აქ ბუნებრივი მიდის არჩევა
ლიფტი სამის მეტს ვერ ექაჩება
უნდა შეასწრო ან შეგასწრებენ,
არავინ იცის აქ შებრალება…
მაგრამ რად გინდა, დაღლილ დაქანცულს,
დღის ბოლოს მწარედ რომ გეძინება
ფსიქოლოგიას რომ დაესწრებით
იქ სამუდამოდ დაგეძინებათ…
სადაც ყოველთვის გველოდებიან,
სად უხარიათ ჩვენი დანახვა,
ბიოქიმიის აღდგენებს ვწერდით
ბარიერს უნდა ხომ გადალახვა?
ქულებისათვის სასტიკ ბრძოლაში
ჯანდიერს ებრძვის მთელი ნაკადი
ჩემი კათედრა ჩემი ციხეა,
ჟურნალით ხელში უტევს ლეილა…
მაინც დაგიწერთ ამ დაბალ ქულებს,
ახლავე გეტყვით არ ღირს წვალება,
ვირთხის გაჭრის დროს არ მომეწონე
შენ ვინ ყოფილხარ მემახსოვრება…
მიკროზე გული მსწრაფლ გაიხარებს,
დარდი და სევდა უმალ გაქრება…
კოკი… რა კოკი? სტაფილოკოკი
ეს თუ არ იცი რა გეშველება…
ნეტავ ვინ შექმა აქ ეს კათედრა,
და რას გვაწვალებს ვიკითხავ ამ ერთს,
ეშმაკმა შექმნა ბოროტი ზრახვით
და დააბრალა ჩვენს მოწყალე ღმერთს…
მიკრობებს მაგერ ბულიონს აჭმევთ,
ჩვენ კი მშივრები გვერდით ჩათვლებს ვწერთ,
სულ დაუკარგავს ამ ხალხს ნამუსი
ეზოში ხალხი ხეზე ჭერამს კრეფს…
მეხუთე სართულს არ გაეკაროთ
იქ ვირუსებიც იღუპებიან
იქ ჩიქოვანი T-ქილერებით
კურსზე ჩარჩენით იმუქრებიან…
ტესტებს არ ომგცემთ გვამშვიდებს თინა,
შარშანდელს შევცვლი თუნდ გასკდეთ გულზე,
ისე მიყვარხართ ვერ შეგელევით,
უნდა ჩაგტოვოთ მესამე კურსზე…
გამოცდებს შორის კვლავ შევცვლი ტესტებს,
თუნდ მომიწიოს თენება ღამის,
მადლობას გწირავთ ამისთვის თინა
თქვენ ჩვენზე ზრუნავთ, გაფასებთ ამით…
ფარმაკო ღამე არ მოგვასვენებს,
მერის დეკოლტე მოგველანდება
ნათელა ვინსტონს კვლავ მოუკიდებს
და დაიწყება ტანჯვა-წამება…
მომავალ ექიმს ფარმაკოს ცოდნა
ისე ჭირდება ვით თევზებს წყალი,
სხვების არცოდნა გეპატიება
ფარმაკო არის საწყისი, აზრი…
ქირურგიაზე ცოდნა არცოდნა,
თითქმის ერთია თუ იცი წესი,
ყველაფრისმთქმელი და ბრძენი სახით,
იცი არ იცი უნდა თქვა “ვიცი”
საგანთა შორის უზენაესი,
პროპედევტიკა ეს ხომ ღმერთია…
და უხალათოდ აქ გამოჩენა
სტუდენტისათვის ჯოჯოხეთია…
რესპუბლიკურის უკანა ტყეში
ნისლით შებურულს სძინავს კათედრას,
პათანატომებს ჩვენს წვალებაში
ბადალი არ ყავთ, სხვა მტარვალთ შორის…
შუა ეზოში სამ კორპუსს შუა
ეზოს გვიმშვენებს ვანოს სკულპტურა
სადაც ყმუოდა მელა და ტურა
იქ გააშენეს ჩაის კულტურა… :D :D :D
:D :D :D
გალაქტიონი იამაყებდა...:)
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია