ერთხელ ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯონ სტეინბეკმა საკუთარი შვილისგან წერილი მიიღო. ტომი (მისი შვილი) წერილში აღნიშნავდა, რომ სკოლაში ერთი გოგონა სახელად სუზანი შეუყვარდა. მწერალმა იმავე დღეს მისწერა საპასუხო წერილი შვილს: ნიუ იორკი,10 ნოემბერი, 1958 წელი ძვირფასო ტომ, დღეს დილით მივიღეთ შენი წერილი, მე რასაკვირველია ჩემს აზრს გეტყვი და დედაშენიც შეეცდება საკუთარი აზრი მოგწეროს. პირველი – ძალიან კარგია თუ შეყვარებული ხარ. ეს ყველაზე მშვენიერი რამაა, რაც კი ადამიანს შეიძლება შეემთხვას. არავის მისცე ნება ეს გრძნობა დაამციროს ან გაანელოს. მეორე – არსებობს რამოდენიმე სახის სიყვარული. პირველი “მიღებაზე” გათვლილი ეგოისტური სახის სიყვარულია, შემთხვევა როდესაც სიყვარულს, ძირითადად, საკუთარი სურვილების ასრულებასთან და პირად ინტერესებთან აიგივებენ. ასეთი სახის სიყვარული უშნო და დამახინჯებულია. მეორე სახის სიყვარული კი “გაცემასთან” ასოცირდება და ნიშნავს გაიღო სიყვარულისთვის ყველაფერი კარგი, რაც კი გაგაჩნია. ეს შეიძლება იყოს სიკეთე, სითბო, პატივისცემა და ურთიერთგაგება. ეს სხვა ადამიანთა მანერებისა და თვისებების მიმართ გამოვლენილი ზოგადი პატივისცემა კი არაა, არამედ ამაზე ბევრად უფრო დიდი დაფასება: აღიარება რომ ეს ადამიანი შენთვის უნიკალური და ღირებულია. პირველი სახის სიყვარული ავადმყოფობას უფრო წააგავს და ბევრად უფრო პატარა და სუსტია, ვიდრე მეორე. უანგარო სიყვარული კი ყოველგვარ სიკეთეს წარმოშობს, ძალას და მხნეობას აღვიძებს ჩვენში – სიბრძნესაც კი ვპოულობთ საკუთარ თავში, რომელიც არც კი ვიცოდით რომ გვქონდა. შენ ამბობ რომ ეს უბრალო გრძნობა არაა. მართალია, თუ ძლიერად გიყვარს, არც შეიძლება იყოს უბრალო.. ვფიქრობ, ის არ გაინტერესებდა, თუ რას გრძნობ ახლა. ეს შენ ყველა ადამიანზე კარგად იცი. ალბათ გსურდა ჩემი რჩევები მიგეღო და მეც ამას გავაკეთებ: დააფასე სიყვარული. იყავი მადლიერი ამ დიდი საჩუქრის გამო. გახსოვდეს სიყვარულის ობიექტი ყველაზე საუკეთესო და ლამაზი არსებაა ამქვეყნად. თუ ვინმე გიყვარს – ნუ გეშინია მისი უარის. უნდა გახსოვდეს, რომ პასუხში უამრავი სხვა ფაქტორიც იმალება. გოგონები გრძნობენ და იციან რას გრძნობ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სურთ პირადად მოისმინონ ეს ბიჭისგან. ხშირად ხდება, რომ ის რასაც გასცემ უკან არ გიბრუნდება გარკვეულ მიზეზთა გამო, მაგრამ ეს არ ამცირებს შენს გრძნობას. და ბოლოს, მე ვიცი რასაც გრძნობ ახლა,რადგანაც გამომიცდია რა არის სიყვარული. სიამოვნებით შევხვდებოდით სუზანს. მჯერა დედაშენსაც ძალიან გაეხარდება. მასაც კარგად ესმის რა არის სიყვარული და აუცილებლად მოგცემს სასარგებლო რჩევებს, რომელიც შეიძლება ჩემსაზე მეტად გამოგადგეს. და ნუ გეშინია დაკარგვის. თუ საჭიროა ეს მოხდება – მთავარია არ იჩქარო. კარგი არაფერი იკარგება. სიყვარულით, მამა
კარგი არაფერი იკარგება...
"სიყვარული გრძელდება იმდენ ხანს, რამდენსაც იმსახურებს- მხოლოდ იშვიათი სიყვარული იმსახურებს უკვდავებას.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია