ამას წინათ ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ბევრჯერ გამიმართლა.
მართლაც...
გამართლება არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც სასახლეში უნდა დაიბადო და პრინცესა იყო. თუმცაღა ჩემი სახლი ჩემთვის ნამდვილად სასახლეა, მე კი ჩემი მშობლებისთვის ერთადერთი პრინცესა ვარ.
ვფიქრობ, ეგოისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამ ბოლოს, რომ ვფიქრობ, მიხარია, რომ არსებობს ორი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელთათვის მართლა ერთადერთი ვარ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. როცა იცი, რომ შენნაირადაც კი არ უყვართ არავინ... ჩემს "დედისერთობაშიც" დავინახე რაღაც პოზიტიური. ამ დროს, მთელი ბავშვობა იმაზე ვწუწუნებდი, რომ წერომ მარტო მე მომიყვანა და არ ისურვა ჩემნაირი მეორეც მოეყვანა.
გამიმართლა, როცა დავიბადე... ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად გამიმართლა, რადგან შეიძლებოდა არ დავბადებულიყავი ან დავბადებულიყავი სხვად და ჩემი არარსებობა თავისთავად იქნებოდა არაფერი.
გამიმართლა, როცა ყველაზე კარგი ადამიანები მყავდა გვერდით და ისინი ზრუნავდნენ ჩემზე...
გამიმართლა, როცა დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი და მასწავლებელი გავიცანი და მქონდა ბედნიერება მასთან ურთიერთობის.
გამიმართლა, როცა ყველაზე მაგარი ბავშვები გავიცანი და დღეს ჩემი მეგობრები არიან(ხართ)
გამიმართლა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტზე მოვხვდი. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. არა იმიტომ, რომ ილია ყველაზე მაგარია. (თუმცაღა ასე ვფიქრობ და მაქვს მიზეზები, რაც სხვისთვის არგუმენტი ვერ იქნება, რადგან ეს მაინც სუბიექტური აზრია:) უბრალოდ იმიტომ, რომ ამ უნივერსიტეტში გავიცანი ადამიანები, რომელთა გარეშეც ალბათ არ ვიქნებოდი ისე და ისეთი, როგორც და როგორიც ვარ. რაც მთავარია, აქ შეხვდა ოთხი გოგონა ერთმანეთს და შედგა შესანიშნავი ოთხეული, ჩვენი სახით...
ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ გამიმართლა, თუნდაც ყოველი დღე ამის დასტურია.
ხვალ ბაკალავრიატს ვამთავრებ და რაღაც დანაკლისის გრძნობა მაქვს. შეიძლება იმიტომ, რომ იმდენად კარგი იყო, არ მეყო დრო, ბოლომდე შემეგრძნო... მაგრამ გრძნობა, ყველაზე ძლიერი მაშინაა, როცა ბედნიერება არ არის ხანგრძლივი... მონატრება, ნოსტალგია, აღძრავს სასიამოვნო ბედნიერების გრძნობას. ასე იქნება ალბათ წლების შემდეგ, როცა ბუხართან შვილიშვილებს ან ძაღლს მოვუყვები გარდასულ დღეთა შესახებ...
ხვალ, ციდან ახალი, სხვა ქუდი ჩამოვარდება და მე მივიღებ მას, როგორც კიდევ ერთ შანსს ცხოვრებისგან!..
წარმატებებს გისურვებთ, ცხოვრების ახალ გზაზე! ♥ :*
გაიხარე თათი :****
და იმედია ამჯერადაც გაგიმართებს და ციდან ჩამოვარდნილი ქუდი გაცილებით კარგი იქნება, ვიდრე რასაც ააგდებ ის! :D
აი მაგის იმედი კი არ მაქვს მაინცდამაინც, ლაშიკო :D :D
როცა რაღაც მთავრდება, დიდად არ ვდარდობ ხოლმე, მაგრამ ამ პოსტმა გული ამიჩუყასავით:)))))
მადლობა გოგოებო! ^^ :***
სალოო <3 <3 <3 <3
თამჩო შენ ძალიან ძალიან ძალიან კარგი და საყვარელი გოგო ხარ!! :*** შენც ხარ ამ პატარა ჩანახტში!! ^_^ ♥ ♥ ♥
პატარა ჩანახატშიო??? :O მგონი ისეთი პატარა გააკეთე მე ვერ ჩამტიე ხო? :'(
კომენტარი
Welcome to 
Qwelly
ნოემბერი 4, 2025 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – United States
0 კომენტარი 0 მოწონება
                                                    გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am                            
                    0 კომენტარი
                                
                    0 მოწონება
                
                
                    
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
                                                    გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am                            
                    0 კომენტარი
                                
                    0 მოწონება
                
                
                    
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
                                                    გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am                            
                    1 კომენტარი
                                
                    0 მოწონება
                
                
                    
 Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
                                                    გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am                            
                    0 კომენტარი
                                
                    0 მოწონება
                
                
                    
 All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
    © 2025               George.             
    •
    
    
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია