- უკაცრავად დანაშაული და სასჯელი გააქვთ?

- კი, დარბაზისთვის.

- არა, დარბაზისთვის არა, ჩემთვის მინდა.

- ბატონო?

- ანუ მინდა რომ წავიკითხო.

- კი, კი, ოღონდ დარბაზში უნდა წაიკითხოთ, სახლში ვერ გაგატანთ.

- აა, რა თქმა უნდა. კი, ახლა წავიკითხავ. 

- დოსტოევსკისაა ხო?

- კი.

- პირადობა ან სტუდბილეთი მომეცით!

- დოსტოევსკის? 

- არა, თქვენი პირადობა მომეცით.

- აა, ახლავე.

       ეს დიალოგი პირველად პირველ კურსზე გაიმართა, მაშინ სრულიად სერიოზულად პასუხობდა ახალგაზრდა ბიბლიოთეკარი გოგონა ჩემს იუმორშეპარებულ კითხვებს, მაგრამ ეს ისტორია ამის გამო როდი მოვყევი. თან გაგრძელებაც აქვს. 

- უკაცრავად, გაიღვიძეთ, უნდა გამოვაღო.

- კი, კი რა პრობლემაა - და წელისატკიებით დგები წითელი "პუფისმაგვარი" სკამიდან. ვინც ილიაუნის A კორპუსის ბიბლიოთეკაში ყოფილა და უკან, მოყუჩებულ სამკითხველოში შესულა, მიხვდება რაზეც ვსაუბრობ. ჰოდა, მაშინ პირველად გამაღვიძა ბიბლიოთეკარმა წიგნისკითხვას "მოწყურებული" სტუდენტი. 

       სწორად მოგესმათ - მაშინ პირველად გამაღვიძაღთქო. ის დრო ჯობდა - შუალედი ლექციებს შორის სულ რაღაც ერთი საათი იყო, ახლა მეუთხე კურსზე ვარ და 3-4 საათიანი შუალედები მაქვს, შესაბამისად "წიგნისკითხვისთვის" (ძილი რომ ჰქვია) მეტი დრო, მაგრამ წელის ტკივილიც უფრო მძაფრია. 

       ამ შესავალის აზრი ის გახლავთ, რომ ვიღაცამ ჩემდა დამოუკიდებლად იდეა მომპარა და მეტიც - განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი შუალედისას გულწრფელად ვინატრე და გვერდზე მჯდომსაც გავუზიარე ნატვრა - რა იქნება ილიაუნის ერთ-ერთ აუდიტორიაში რომ დაამატონ შუა დღის საძინებელი? ერთი საათით რომ წაიძინოს სტუდენტმა? 

აი, ასეთი:

 

       ველი ჩემი პრობლემით დაავადებული სტუდენტების აქტივობას!

P.S. ამ გოგოს ნუ გააგდებენ, დატოვონ, არაა პრობლემა :)))

ნახვა: 916

ტეგები: Qwelly, ბიბლიოთეკა, ბლოგი, გაჭირვება, დაღლილობა, დახმარება, იდეა, კითხვა, კრეატივი, სასწავლებელი, მეტი...სტუდენტი, უნივერსიტეტი, ქველი, ძილი, წიგნი

ლაშა: იანვარი 14, 2014||5:51pm

ფიქრია შაქარიშვილი შენ ეტყობა წინა კომენტარები არ გადაგიკითხია - მე უნდა გავაკეთო და ჩემთვის არ იქნება აბა ადგილი? :D :D :D თან ფასიანი (იაფფასიანი) იქნება და არც ისე დიდი რიგი დამიდგება :D წინასწარი ჩაწერით, დარეკვით ან მოწერით :D 

ფიქრია შაქარიშვილი: იანვარი 14, 2014||5:57pm

ხო არ წამიკითხავს მეგონა ჩვენ გვიკეთებდი სიკეთეს და მარტო შენ თავზე არ ზრუნავდი :D :D

ფიქრია შაქარიშვილი: იანვარი 14, 2014||5:57pm

კარგი იდეაა ძალიან ჩავეწერები აუცილებლად :D

ლაშა: იანვარი 14, 2014||6:00pm

ფიქრია რა თქმა უნდა, მარტო ჩემთვის რა თავში ვიხლი სიკეთეს :D 

tamo: იანვარი 14, 2014||6:37pm

ლაშა:რა ძალიან კარგი მოფიქრებააა :D

ლაშა: იანვარი 14, 2014||9:43pm

მადლობა tamo :)) 

nino usenashvili: იანვარი 14, 2014||10:26pm

თან ეს წითელი "პუფისმაგვარი" სკამი ხომ უფუმფულესიააა :D 

ლაშა: იანვარი 14, 2014||10:27pm

nino რომ ჯდები ეფლობი კორონას ღვთაებრივ ნეტარებაში :D :D :D 

nino usenashvili: იანვარი 14, 2014||10:43pm

ლაშა და აი ზუსტად მაგ მომენტში ვერ ხვდები "სად მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება "

ლაშა: იანვარი 14, 2014||10:46pm

nino ამიტომ მე მომაქვს გარდასახვის ხელოვნება - QwellySleepBox! :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters