სიყვარული წმინდა მარიამია, რომელიც ქრისტეს შობს ჩვენს სულში. სიყვარული აგვამაღლებს, რამეთუ გარშემო ყოველივე, მშვენიერი უფალმა შექმნა სიყვარულით. ჩვენ მამა ღმერთის შვილები ვართ, ის ცოდვილი შვილები, რომლებიც ათ მცნებას უნდა დავემოწმოთ და გვახსოვდეს, რომ მოყვასის სიყვარული გარდაუვალია.
ჩემი აზრით კაცის არსებობას აზრი არ აქვს, თუ ამ ღვთიური გრძნობით არაა დაჯილდოებული. სიყვარული თავად ღმერთია ამ ქვეყანაზე.უფალი კი უკავშირდება სიკეთეს და არა ბოროტებას, თავმდაბლობას და არა ამპარტავნებას, მოთმინებას და არა სულსწრაფობას. სწორედ ამიტომ არ მეგულება შეყვარებული ადამიანის ისეთი მზერა,ბოროტებას, რომ ანათებდეს. ბიბლიაში წერია, რომ თუ მიწიერ სიყვარულს არ ვეზიარებთ და ჩვენი თანამოძმე არ გვეყვარება, როგორ ვირწმუნებთ ხილული კაცის უარყოფის შემდეგ უხილავი მამის სიყვარულს და არსებობას?!
მრწამს, რომ სიყვარული მარადიულია, ისე როგორც უფლის ზეციური სამყარო. მას ანგელოზები მფარველობენ ბოროტებამ ბინა, რომ არ დაიდოს. გიყვარდეს რადგან სულის ხსნა და აღდგომა წინ გველის. სიყვარული აღძრავს შენში სურვილს დათესო სიკეთე, ზრუნავდე და უფრთხილდებოდე გულით საყვარელს! ♥
ადამიანებო გიყვარდეთ ადამიანები! :)
არ ვიცი რა დავამატო, მართლაც რომ ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი პოსტია... უბრალოდ, ერთს ვიტყვი... ჩემი აზრია და არაფერი მეტი, ხომ შეიძლება არა მხოლოდ ღმერთი იყოს სიყვარული არამედ ადამიანიც... ვინაიდან ადამიანი ხატება და მსგავსებაა უფლისა, ვიცით ეს რაშიც ვლინდება და როგორადაც განიმარტება მართლმადიდებლურით თუ უბრალოდ ქრისტიანული სწავლების მიხედვით, მაგრამ ამას გარდა, თუკი მოგვეცა მოვალეობად უფლის სიყვარული და მერმე მოყვასის სიყვარული, და ამავდროულად მოყვასის შეყვარებით ვადგებით უფლის სიყვარულის გზას, ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ თითოეული ადამიანი სიყვარული, არა იმდენად ეს მას უნდა თუ არა, არამედ იმდენად რომ ის დაიბადა - მან მიიღო სული, ანუ ნაწილი უფლისა, ანუ ადამიანი, თუნდაც უბოროტესი, მატარებელია სიყვარულისა... :) ამიტომ სიყვარული უდრის ადამიანს! მაგრამ ადამიანი არ უდრის ხანდახან სიყვარულს... :) აუხ, რამდენი ვილაპარაკე დავწერე... :)
მე ზუსტად ის ვიგულისხმე რაც დავწერე გოჩა! სიყვარული უდრის ადამიანს, მაგრამ ადამიანი არ უდრის სიყვარულს! მას იქამდე დიიიიიიიდი გზა აქვს... :)
იმიტომ გოჩა რომ სიყვარული იმდენად უდრის ადამიანს, რამდენადაც ის უფალია და უფალი სუფევს ადამიანში! ის ნებისმიერ ადამიანში სუფევს... უფალი იყო იუდა ისკარიოტელშიც, მაგრამ იუდამ მოიძაგა ის! აქედან გამომდინარე... სიყვარული არის ადამიანშ, სიყვარული ეს იგივეა რა ადამიანი, მაგრამ ადამიანი რომ გახდეს სიყვარული ანუ ღმერთი, ამას დიდი ღვაწლი სჭირდება! :) ნუთუ ასე რთული იყო ეს??? :))))))
გოჩა, გოჩა, გოჩა... :) :) :) მე სადმე ვახსენე ქრისტე, სადმე ვახსენე იაჰვე??? :) მოკლედ, ამდენი ხანია ხან სად, ხან სად მეპოლემიკები და ვერ გასწავლე დაკვირვებით წაკითხვა :) :) :) :) :) :) :)
სიყვარულის ფენომენს გაეცანი შენსავე ჩამოთვლილ რელიგიებში და ნახავ... :) :*
რაც შეეხება ათეისტს! ათეისტს სიყვარული იმდენად შეუძლია რამდენადაც ეს ადამიანური მდგომარეობით გამოხატვაა, მისთვის სიყვარული უფრო ზედა საფეხური ვერ იარსებებს და დარჩება სიყვარული ცხოველურ ინსტიქტურ დონეზე, მოფერება, კეთილისმსურველობა და ა.შ. (სექსს არ ვახსენებ ხომ ხედავ ;) ;) ) ვინაიდან... ათეისტისთვის სიცოცხლე აქ არსებობს დედამიწაზე და მორჩა... :) ის ჰუმანურია, შესაძლოა ცუდ ქართველ ქრისტიანებზე დიდი ზნეობისაც, მაგრამ მას ამ ზნეობაშიც აქვს დიდი ნაკლი და ახლა აქ, ამის ახსნის დრო არ არის... ;) თორემ მეც ბევრჯერ გამიმართლებია ათეისტი... :) ;)
ჰოდა, სხვა რავიცი გოჩა... ჩემო კარგო ადამიანო... მეტი რა გითხრა... :( კიდევ ვამბობ... მე არ ვერჩი ათეისტს, მეტიც, ზოგჯერ მის სასიკეთოდ მეტი პასუხიც მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გამოდგება და მგონი ახლა მაინც დამეთანხმები... ;)
საინტერესოდ საპოლემიკო ადამიანი ხარ... :)
გოჩა, ჩემო კარგო... სიყვარულს უხსნიან ერთმანეთს მაშინაც კი როცა ცეცხლოვანი, ვნებიანი ღამე სწყურიათ და ამას სიყვარულს არქმევენ, როცა დედა-შვილს ეფერება და სიყვარულით უმზერს ამასაც სიყვარულს არქმევენ, მეგობართა სიყვარულიც სხვაა და კიდევ მრავალი... ეს გინდა დააკლასიფიკაციავე და გინდა დააჟანრე... :) :)
მე გეუბნები! ჭეშმარიტი სიყვარული, ამათი შუაგული ერთია, ეს არის ღმრთაებრივი სიყვარული, ათეისტს რომ არ შეუძლია არ ნიშნავს რომ ღმერთის მაღიარებელ ისლამს არ შეუძლია, და კიდევ - სიყვარული არ არის მხოლოდ ურთიერთობის ფორმა! მოკლედ... შენ შენებური სიყვარული გესმის, მე ჩემებური... ესაა და ეს... :)
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია