"პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა კაცთა, ღვთივ რჩეულთა"
/ილია/
და მაინც რა არის პოეზია... მე სულის მდგომარეობა უფრო მგონია, რომელსაც სიტყვიერი გამოხატულება აქვს... როგორ?.. ან როგორი უნდა იყოს? ვინ იცის? ვინ იტყვის?... ვინ დასვამს "დიაგნოზს"?..
"სიბრძნის დარგია"? როგორც ამას რუსთველი გვეუბნება, თუ "მოვარდნილი მეწყერია"? როგორც ამას ტიციანი უწოდებს?.. ან იქნებ?..
რაზე ვკამათობთ ფორმაზე თუ სულზე?.. და ვინ მეტყვის, რომ ვთქვათ, ნიკო ლორთქიფანიძის "თავსაფრინი დედაკაცი’" პოეზია არაა?.. და... ვთქვათ, ეს კი არის: "პეტრე, პავლე, ივანე, რატომ დაიგვიანე? აბანოში ვიყავი, ცხვირიგავიპრიალე"...
ყველაფერს თავისი ფორმა აქვს... მათ შორის ლექსსაც... და ღვთივ ბოძებული ნიჭი სწორედაც რომ მის შექმნასაც უნდა... და დავეთანხმები იმ აზრსაც, რომ ნიჭთან ერთად ცოდნა და შრომაც სჭირდება... როგორც ყოველგვარ საქმეს ამ ქვეყნად... და მაინც რა არის პოეზია?..
პოეზია სულის მდგომარეობაა... გახსოვთ, ლეონიძე რას წერს "ნატვრის ხეში"? "პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან. პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის ამ ქვეყანაზეო" და განა თავად ეს მოთხრობა და მთელი ეს კრებული ამ აზრის დადასტურება არ არის?...
მე სიტყვის მძებნელი ვარ... მთელი ცხოვრება სიტყვას დავეძებ და ვსწავლობ... და "ვცდილობ" სხვასაც ვასწავლო... მასწავლებელი ვარ და იმიტომ... და ამ ძებნაში ერთ რამეს მივხვდი... წერის სწავლა ყველას შეუძლია... ხმელმა ხემაც შეიძლება, კარგი ოსტატის ხელში, ნედლივით ყვავილი მოისხას... მაგრამ... რუსთველისა არ იყოს, "მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვინნი ვერ მიხვდებიან, / ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან"...
საღმრთო სიყვარულში ხომ ნებისმიერი სიყვარული და მათ შორის სიტყვის, პოეზიის სიყვარულიც შეიძლება მოვიაზროთ, რომელსაც მხოლოდ გულთა მხილავი და არა "ხელმარჯვედ ჩოგნის მხმარებელი" შესწვდება... თუმცა "ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად"...
რა არის პოეზია?.. და მაინც... და ისევ... სულის მდგმარეობაა... ხოლო მის სიტყვაში განსხეულება კი უკვე საქმეა ნიჭის, ვნების, ცოდნის, გემოვნებისა და კიდევ ენით უთქმელისა, რასაც მე აქ გულთამხილაობას დავარქმევდი...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია