ერთი სული მქონდა მომეღწია სახლში და მთელი ემოცია,რაც დღეს განვიცადე,ფურცელზე გადმომეტანა,რათა არ დაკარგულიყო არც ერთი წამი აღფრთოვანებისა.ახლა კი,აი მოვედი,ძლივს ვიპოვე საწერი მოწყობილობები და აღარ ვიცი საიდან დავიწყო,როგორ შევინახო ის საოცრება სიტყვებში,ის ცარიელი ემოცია,რომელიც უხილავად  ერთიდან მეორეში,დარბაზის შესასვლელიდან მის გასასვლელამდე გულისცემის სისწრაფით გადადიოდა.

მშია,მწყურია ის გრძნობა,ემოცია,გამოხედვა,წამოხტომა,რომლითაც დარბაზში შეპყრობილი ვიყავი.ჯერ სანამ დაიწყებოდა მთელი საოცრება,ნიკოლოზ რაჭველმა "სიჩუმის სიმფონია" მოგვასმენინა,სუნთქვა გვესმოდა...ყველა მოკალათდა საკუთარ ნომრებზე და ელოდებიან...სიმფონიური ორკესტრი კი პირიქით ჩვენსკენ მობრუნებულა,გადაუდიათ ყველანაირი საკრავი და თურმე ელოდებიან,როდის დაწყნარდება მაყურებელი.აი,ნელ-ნელა თითქოს დადგა დრო სრული სიჩუმისა და უცებ...ჩვენმა კულტურამ იჩინა თავი...აწკრიალდა მობილური,ყველა გაისუსა და მხოლოდ ზარი ისმოდა მანამ,სანამ რაჭველის მზერამ ელვასავით არ მოგვანათა.არა და ისე უწყინარად და მშვიდად იჯდა როიალთან...ასეთი სასტიკი,მკაცრი და ამავდროულად თბილი,ერთგული,მუსიკით სიყვარულით სავსე გამოხედვა არასდროს მინახავს.მის მკაცრ გამოხედვაში ჩანდა თუ როგორ მოწიწებით,სიყვარულით და სათნოებით ეპყრობოდა თავის საქმეს,მუსიკას...იმას,რაც გახდა დღეს მიზეზი ჩემი შეყვარებულობისა :) როგორც იქნა ხმა გაკმინდა მობილურმა.სამარისებული სიჩუმე დადგა და სცენაზე გამოვიდა მაქსიმ რისანოვი.არც ვიცოდი ვინ იყო,უბრალოდ რამოდენიმე საათით ადრე ვნახე მოსაწვევზე მისი სახე და ვიოლინო...

ამ სიმშვენიერეს ენით ვერ აღწერდი,სუნთქვასაც ძლივს ვბედავდი...ერთი-ორი...აუსვა-ჩამოუსვა ხელი და მოვწყდი სამყაროს.გაქრა ყველა და ყველაფერი...დავრჩი დარბაზში მარტო...შეძლებისდაგვარად ორკესტრის ყოველივე წევრს ვაკვირდებოდი.საოცარია...ამდენი განსხვავებული ემოცია,მიმიკა,განცდა...ზის,ვერ იღებს ხმას და მტელ გრძნობას,სათქმელს ნოტებში ქსოვს.ახლაც თვალწინ მიდგას ქერა გოგო,მისი სახის ათასგვარი გამომეტყველება,თვალები,წარბები,ღიმილი...ან ის ხუჭუჭა "პინოქიო" თავისი საკრავიტურთ იქითა კუთხეში რომ მიუსვამთ.ის მხოლოდ გრძნობდა და ეგრევე ჩემკენ და არა მარტო ჩემკენ გზავნიდა ამ გრძნობებს.მუსიკა თითქმის არც მესმოდა,ვაკვირდებოდი უბრალოდ თითოეული სახის კუნთის მოძრაობას და ვტკბებოდი.თურმე საოცარი შეგრძნებაა,когда наблюдаешь за губами,жаждущими промолвить хоть одну букву...вот верхняя губа поднимается, вот-вот она простится с нижней губой... и ,вдруг ,всё ,что хотелось сказать ,сказано нотами,сыгранными на скрипке.

ამ  ნაწერს რომ ვუყურებ,ვხვდები,ემოციის ნაწილი გზაში დამკარგვია,ბნელმა ღამემ მომპარა...მაგრამ ეს ჯადოსნური სარამო ბოლომდე არასდროს ამოიშლება!..

ნახვა: 265

ლაშა: თებერვალი 10, 2013||1:25am

სხვა დროს მეც წამიყვანე კარგი??? :(

ვიოლინო... აი ვერ წარმოიდგენ რა საოცარ განცდებს ბადებს ჩემში!!! ყვეეეეეეეეელაზე მეტკბილებაააააააააააააააააა :) ♥♥♥

ეს შენ თამუნ:

თა _ მო: თებერვალი 10, 2013||1:29pm

აუცილებლად წაგიყვან ლაშიკო :* აქ რა სხვანაირია და რო უკრავს სულ სხვაა  ♥  ვისურვებდი ბევრჯერ ჩამოსულიყოს საქართველოში :)

ლაშა: თებერვალი 10, 2013||11:08pm

ესეც ასეეეეეეე... სამომავლოდ არც გემრიელი მუსიკა მომაკლდებაააააა... :* :* :* :* :*

მადლობა თამუნიააააააა....

თა _ მო: თებერვალი 11, 2013||2:27am

მაშ 2 მარტისთვის მოემზადე :)))))))))

ლაშა: თებერვალი 11, 2013||10:30pm

ჩათვალე უკვე მზად ვარ!!! :) 

თა _ მო: თებერვალი 11, 2013||11:17pm

:))))))))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters