დადგა 476 წელი – დიდი ისტორიული სამანი. ისტორია უკვე იცნობს კიდევ ერთ გერმანელ სარდალს; მისი სახელია ოდოაკრი, ისტორიის კაპრიზმა ფორტუნამ სწორედ მას დააკისრა ეთამაშა “დეუს ექს მახინა” დიდ რომაულ ტრაგედიაში.

მამამისი ედეკონი, რუგიული ტომის ბელადი, ატილასთან მსახურობდა და მისგან დიდი ყურადღებითაც სარგებლობდა. ატილას სიკვდილის შემდგომ, ნორიკში (ავსტრია) დასახლდა. მალე იგი ოსტგოთებთან ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო მისი მამაცი შვილი ოდოაკრი გადარჩენილ თანამებრძოლებთან ერთად იტალიაში გაეშურა. გადმოგვცემენ, რომ წასვლის წინ ახმახი ოდოაკრი ძლივს შეეტია ნორიკის ერთერთ მცირე სამლოცველოში, სადაც მას ქრისტიანმა ბერმა თითქოს ასე “უწინასწარმეტყველა” გაბედულად გაეშურე იქით, საითაც მოგიწოდებს შენი დიდი დანიშნულება. მალე მოიშორებ მაგ ჭუჭყიან ქურქს და დაეუფლები ურიცხვ სიმდიდრეს”,

რასაკვირველია, ესაა წინასწარმეტყველება post factum, ხოლო თვით ფაქტების დინამიკა რომაული კრიზისის კანონზომიერი ფინალისკენ მიემართება.

ოდოაკრი იტალიაში გერმანელთა უსაჩინოეს ბელადად იქცა. 476 წლის აგვისტოში ოდოაკრმა ორესტეს წაუყენა მოთხოვნა, რომლის ძალით გერმანელებს მუდმივ საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ იტალიის მიწების მესამედი. ორესტემ კატეგორიული უარი უპასუხა.მაშინ ოდოაკრმა დაუყონებლივ დაძრა გერმანელები პავიისაკენ, სადაც მაშინ იდგა ორესტე. ბარბაროსებმა პავია იერიშით აიღეს, გაძარცვეს, დაანგრიეს და სისხლით დატბორეს. ორესტე შეიპყრეს და თავი გააგდებინეს.

ტრაგედიის უკანასკნელი აკორდის ხმა გაისმა 476 წლის 28 აგვისტოს. ამ დღეს ოდოაკრმა ტახტიდან გადმოაგდო რომოლუს ავგუსტუსი – რომის უკანასკნელი იმპერატორი, რომელსაც ბარბაროსთა ბელადმა, თვინიერი მორჩილებისთვის სიცოცხლესთან ერთად უწყალობა ლუკულუსისი ბრწყინვალე ვილა კამპანიაში და 6.000 ოქროს მონეტა წლიურ ხელფასად.ოდოაკრმა აღმოსავლეთის იმპერატორ ზენონისაგან პატრიციუსის ტიტული და დასავლეთის მთავარსარდლის მაგისტრატურა მიიღო. “მსოფლიო ცენტრის” ადგილზე გერმანელთა სახელმწიფო შეიქმნა, ხოლო მის დამაარსებელს დაერქვა “გერმანელთა მეფე იტალიაში”ასე დამთავრდა ძველი რომის სიტორია, ”ab urbe condita” (ქალაქის დაარსებიდან) 1.230 წლის თავზე ; იგი დაიწყო ლეგენდარული რომოლუსით და დამთავრდა უმწეო რომოლუსით.

აქვე დასრულდა ისტორია ანტიკურობისა, კაცობრიობის უდიდესი ცივილიზაციისა.

ნახვა: 2250

ლაშა: ივნისი 27, 2017||9:29pm

ეს ბოლო გლადიატორიდან არის? 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters