რას ნიშნავს როცა მცხეთაში ცხოვრობ, და მითუმეტეს იქ - სადაც მე!
გაიღვიძებ დილით - 08:40
T >> lshisa >> Password >> enter >> Start >> Chrome >> enter >> argus.iliauni.edu.ge >> 310010... password >> ცხრილი >> ოთხშაბათი >> კალამი და ფურცელი >> 12:00, I 213 >> ტ >> X >> Start >> shut down!
10:45 წუთი...
დეე ყავა მზადაა??... დეე... დეეეეე.!!... აუხ წასულან.
ტანსაცმელი, ონკანი, წყალი... ჩაიდანი... ქშუტუნი... ყავა... ქურტუკი... ტანსაცმელი-ფეხსაცმელი... კარი... წავედიიიი... - 11:25
ძალიან მაგვიანდება, რადგან ლექცია მაქვს ისეთ კორპუსში აქამდე რომ არ ვყოფილვარ და მისაგნებად საათნახევარი, 30 ადამიანის გამოკითხვა, Google Map ან თბილისის რუკა მჭირდება...
როგორც იქნა ხედავ რომ მოდის სამარშრუტო ტაქსი - მარშრუტკა... იქნევ ხელის მხარის ატკიებამდე, მაგრამ საპასუხოდ მძღოლიც იქნევს ხელს რომ ადგილი არ აქვს და ხედავ საქარე მინაზე მიწყობილ 4 თავს, რომ აღარაფერი ვთქვა კარის ფანჯრიდან მომზირალ საჯდომს (სამწუხაროდ მამაკაცის)...
პირველი გინება მცირე ზომისაა - უხ თქვენი!
როცა პირველი მარშრუტკა არ გაგიჩერებს უწმაწური გაფიქრების შემდეგ იწყებ საკუთარი სურვილებისა და იმედების დაჯერებას სხვა მარშრუტკის მძღოლების გონიერებაზე, რომ რადგან ეს შევსებულია, მეორე მალე მოვა და კარგი იქნება თუ არ გადახვალ ხიდის მოპირდაპირე მხარეს რათა მცხეთის სოფლებიდან ჩამოსულ ტრანსპორტს გაჰყვე, რომელშიც ასევე საეჭვოა ადგილი იქნება თუ არა.
გადის თხუთმეტი წუთი, მიხვდი რომ ის სურვილები და იმედები ილუზია იყო - 11:48 ...
მეორე მარშრუტკა, უფრო მცირე ზომის და უფრო მეტი ხალხით - დაახლოებით იმდენი, ზედა საქარე მინა რომ აქვს ახდილი მარშრუტკას და შანგბადს იქიდან ეზიდება...
გინების სიტყვათა შეწყობა უფრო ვრცელი და უხამსია...
რაც "კატოკმა" ასფალტი ვერ მოასწორა, შენ ტკეპნი 20 მეტრის რადიუსში...
ტელეფონის ჯიბიდან ამოღება-ჩადებით შარვალიც თანამედროვე სტილისა ხდება (გახეხილი) და ტელეფონიც ნელ-ნელა იწყებს ამუშავებას სრული დატვირთვით...
დაიწყო ლექცია - 12:00
12:10 წუთი - კიდევ ერთი სამარშუტო ტაქსი გამოჩნდა ჰორიზონტზე და რა თქმა უნდა არ კარგავ იმედს და შემართება - ხელის ქნევა მოტეხვამდე! ამჯერად მძღოლმა უკვე აღარც იკადრა ხელი გაექნია ადგილი არ მაქვსო, ფანჯრიდან გადმოყოფილ ზემოხსენებულ სიმდიდრეზე ეტყობოდა რაც ხდებოდა შიგნით!
12:35 წუთი... ამ შუალედში კიდევ ორმა მარშრუტკამ ჩაიარა...
------------------
სახლისკენ მიმავალი ბილიკი...
მე უკვე სრულად ვფლობ ქართული გინების ხელოვნებას!
მადლობა მცხეთის სატრანსპორტო სამსახურს ასეთი ხალისიანი დილისთვის...
------------------
"სადაც ღმერთები ღმერთობენ, მეფენი მეფობენ" ხო? არ ჯობს მარშრუტკები დადიოდნენ ნორმალურად?!
Kakha, მეორე აბზაცმა ცხადყო შენი შურიანობა :( არადა მეგონა მართლა გულთან მიიტანე ჩემი ტკივილი :'( :P :D :D :D
დღეს ერთი კვირა გავიდა ამ ავბედითი პოსტის დაწერიდან... ჰოდა, დღეს კიდევ უფრო გამიჯდა რწმენა იმისა, რომ ბევრი მთავრობა შეიცვლება, ბევრი ხელისუფალი მიატოვებს საკუთარ თანამდებობას, მაგრამ არასოდეს არ შეიცვლება ნამდვილი ფასეულობები:
და ეს ყოველი ძალიან მწირი ჩამონათვალია...
მიყვარს ჩემი საქართველო!!!
Kakha აფერისტობა მესმის, მაგრამ ასე აშკარა :( სმაილები მაინც არ დაგეხატა ბოლოში :'(
ამის შემდეგ ხმას არ ამოვიღებ და წუწუნს არ გავბედავ, რუსთავის მარშუტკები ზემოთხსენებულ სიმდიდრეებს მოკლებულია ჩემდა საბედნიეროდ :D :D :D :D
თა _ მო რას ამბობ, მე მუდამ იმედით ველოდები, იქნებ ერთხელ გამიმართლოს და საპირისპირო სქესი აღმოვაჩინო :D :D :D
ეჰ, რა დღეში ყოფილხარ ლაშიკო :) არ მეგონა ამას ოდესე თუ ვიტყოდი, მაგრამ რუსთავის მარშუტკები ჯობია :)))))
თა _ მო ამ მხრივ ნამდვილად ჯობს :( თან თბილისის თითქმის ყველა წერტილიდან გადიან რუსთავისკენ :(
ლაშაა მგონი შენმა პოსტმა გაჭრა, ბოლოს მცხეთიდან რომ წამოვედი გაჩერებაზე 5 წუთიც არ ვყოფილვარ, ნახევრად ცარიელი მარშუტკა მოვიდა, თან ფარნავაზის მოედანზე :D :D
Keti დავიჯერებდი, სულ რამდენიმე საათის წინ, მცხეთიდან თბილისისკენ მიმავალს რომ არ დამენახა 3 უკიდეგანოდ გაძეძგილი მარშრუტკა :(
ჰოო , მაშინ მე მიმართლებს ამ ბოლო დროს :D :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: იანვარი 2, 2026.
საათი: 5:50pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The global High Density Microcellular Polyurethane Foam Market is poised for significant expansion in the coming years. According to the latest market analysis, the industry is expected to grow at an impressive Compound Annual Growth Rate (CAGR) of approximately 14.8% over the forecast period from 2023 to 2031. This remarkable growth trajectory underscores increasing demand across multiple end-use…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: იანვარი 2, 2026.
საათი: 5:47pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Global Manufacturing Simulation Software Market is poised for significant expansion, expected to grow robustly from 2023 through 2031 at a CAGR of approximately 18.6%, according to the latest market analysis by Reed Intelligence.
Base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: იანვარი 2, 2026.
საათი: 5:45pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Robust Demand from Gaming, Content Creation, and High-Resolution Visual Computing Drives Expansion
According to the latest Global 4K Graphics Card Market Size, Share, and Trends Analysis report published by Reed Intelligence, the worldwide 4K graphics card industry is projected to demonstrate strong growth over the forecast period.
Market Outlook (Base Year to Forecast)
• Base…
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: იანვარი 2, 2026.
საათი: 5:39pm
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest analysis by Reed Intelligence, the Global Lens Antenna Market is anticipated to register a strong compound annual growth rate (CAGR) of 12.4% during the forecast period from 2023 to 2031. The report highlights substantial momentum in demand driven by telecommunications expansion, defense modernization, and rising requirements for high-speed data connectivity across key global…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია