მზერა იცანი ვიღაცის ... არითმია დაიწყო! უცებ აირევი, ნაბიჯს აუჩქარებ, რაღაცას მოეფარო გინდა, ოღონდ დაიმალო და ყველაფერზე ხარ წამსვლელი, თუნდაც, ვიღაც უცხოს, ქუჩაში მოსიარულეს მოეფარო. თუ ესეც ვერ შეძელი, გაფითრებული  თვალებს დახუჭავ, შტერს გგონია, რახან ვერ ხედავ - ვერ გხედავს... წუთის შემდეგ თვალებს გაახელ... ჰმმ-ღრმად ამოისუნთქებ, უღრმესი წერტილიდან ჰაერს დარდიც ამოყვება. გეწყინა თუ გაგიხარდა ვერ ხვდები, მაგრამ იხსენებ არეული, რომ რამდენიმე წუთის წინ, შენში  ჯუნგლებს გრძნობდი, თითქოს ზოოპარკი იშლებოდა, მრავალფეროვანი, ვარდისფერი ცა და ფირუზისფერი მიწა, სუნთქვაში ხელი შეგიშალა კრისტალური წარმონაქმნის მტვერმა, სიყვარულისფერმა, სწორედ ამიტომ დაიწყო არითმია...

       ახლა უკვე საკუთარ თავს გრძნობ, საკუთარ ორგანოებს და არაა პეპლებს, არა ჯუნგლებს...დრო გავიდა და ყველაფერი მიწყნარდა, თითქოს დაცარიელდი, აღარ კანკალებ, გაურკვევლად ბურტყუნსაც მორჩი, უკვე ორი აზრის გადაბმა შეგიძლია ერთმანეთზე, ამ დროს ''იგივეობა''-ნა იწყება..ან, არ იწყება...

       დღის ბოლოს განმარტოვდები, საკუთარ თავთან რჩები. რა მოხდა?! იხსენებ, იაზრებ, ფიქრობ-რა იყო ეს?! აღიარება არ გინდა, ეტყვი შენ თავს, რომ დაიძინებ გადაგივლის...

ნახვა: 335

ტეგები: Blog, Qwelly

nino usenashvili: იანვარი 15, 2014||2:41am

უგრძვნია :)

ლაშა: იანვარი 15, 2014||2:43am

nino usenashvili მერედა როგორ :) უყვარს ღამე სიარული :))) 

nino usenashvili: იანვარი 15, 2014||2:47am

ვერ მივხვდი მისთვის კარგია თუ არა ღამე სიარული, რომ უყვარს? :|

ლაშა: იანვარი 15, 2014||2:49am

nino ნუთუ ვერც იმას მიხვდი ეს ფრაზა საიდან მოვიპარე? :( 

nino usenashvili: იანვარი 15, 2014||3:07am

რომელი ფრაზა ლაშა ? 

ლაშა: იანვარი 15, 2014||3:09am

უვარს ღამე სიარული 

nino usenashvili: იანვარი 15, 2014||3:13am

"უყვარს ღამე სიარული" არა, მაგრამ "მიყვარს ღამე სიარული"  ამას საიდან მოიპარავდი კი ვხვდები : )

ლაშა: იანვარი 15, 2014||3:20am

ჰო, ეგ არის :D :) ჰოდა, ჯამში კარგად დამთავრდა ეგ ღამე სიარული - შეუყვარდა მურადას მერი :D 

nino usenashvili: იანვარი 15, 2014||3:23am

ლაშა აუუ მურადაააა : (( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters