qwelly, blog, ilura, my, ანდრო, ბიჭი, ბლოგი, ილურა, ილურას ბლოგი, მათე, პაპა, სიტკბო, ტყემალი, შვილიშვილი,

      მათე ბიჭი მშობლებთან, პაპა-ბებოსთან ერთად, მაღალი მთის ძირას, ერთ მყუდრო, პატარა სახლში ცხოვრობდა. პატარა ეზო, რამდენიმე სული საქონელი, ქათამი, ცხვარი ჰყავდათ. მიწას ამუშავებდნენ და ასე გაჰქონდათ თავი.

      მათე მოსუვენარი, ჯიუტი ბიჭი იყო, რომელსაც ბევრი შეკითხვების დასმა უყვარდა. ვერ იტანდა, როცა შეკითხვაზე პასუხს არ ან ვერ იღებდა. განსაკუთრებით პაპამისი, ანდრო უყვარდა. მხოლოდ მას უჯერებდა და სულ კუდში დაჰყვებოდა.

      ანდრო პაპა ცხოვრებისაგან გატანჯული კაცი იყო, გულჩათხრობილი. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. სათქმელს ყოველთვის მოკლედ იტყოდა ხოლმე, მაგრამ მათეს შეკითხვებს არასოდეს არ ტოვებდა პასუხგაუცემელს. პაპას თმა და წვერი სულ გათეთრებული ჰქონდა, თეთრი დაღლილი სახე, დანაოჭებული, საიდანაც ზღვისფერი თვალები ანათებდა. ამ თვალებში კი დიდი დარდი და სითბო ოყო დასადგურებული. ვინ რა იცის რატომ...

      საღამოობით, ვახშმობის შემდეგ, პაპა და შვილიშვილი აივანზე გადიოდნენ ხოლმე და სოფლის სანახებს ათვალიერებდნენ. პაპა მათეს ბევრ საინტერესო ამბებს უყვებოდა და რჩევებსაც აძლევდა ხოლმე.

      ერთხელ როცა მათე აივანზე გავიდა, პაპას ყურადღება არც კი მიუქცევია მათესთვის. თავის ფიქრებში გართულიყო და ტყემალს დაკვირვებოდა. მათემ პაპას ხმამაღლა გამბულად დაუძახა

  - პაპიიიიიიიიიიიიიიიი

  - რაო, პაპამ გენაცვალოს?

  - პაპიიი, რას შეჰყურებ ასე გაკვირვებითა?

  - ტყემალსა, პაპამ გენაცვალოს.

  - რა იყო რა, პირველად დაინახე?

  - პაპი, მწიფე ტყემალის გემო ხომ იცი?

  - კი პაპი, კანი მჟავე აქვს, შიგნით კი ტკბილია.

  - ჰოდა, ზოგი ადამიანი მწიფე ტყემასა ჰგავს პაპამ გენაცვალოს. რომ გაიცნობ იტყვი, როგორი მჟავეაო, მაგრამ როცა კიდევ უფრო კარგად გაიცნობ, აღმოაჩენ, რომ თურმე შემცადხარ, რომ თურმე ისეთი ტკბილი ყოფილა, როგორც მწიფე ტყემალი შიგნით. ამიტომ შვილო, ნაზად უნდა მოექცე ასეთ ადამიანს და ისე უნდა "გადააცალო" სიმჟავე, რომ არაფერი დაუზიანდეს.

ნახვა: 2052

ტეგები: blog, ilura, my, qwelly, ანდრო, ბიჭი, ბლოგი, ილურა, ილურას_ბლოგი, მათე, მეტი...პაპა, სიტკბო, ტყემალი, შვილიშვილი

khatuna zitanishvili: ივლისი 27, 2015||10:49pm

საყვარელი პაპიკო))))♥

თათია: ივლისი 27, 2015||10:53pm

პაპიკოები განსაკუთრებულად საყვარლები არიან.  მიყვარს ტკბილი მოხუცები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters