როცა საქმე ძალადობას ეხება, განსაკუთრებით ბავშვებზე და კიდევ უფრო განსაკუთრებით შშმ პირებზე, მაშინ საზოგადოება ერთიანდება. დღეს აქციები მოეწყო და ერთი დიდი პროტესტი დღე გამოვიდა გუშინდელი კადრების გამო, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი არასრულწლოვანს. დღის თემა სწორედ ეს იყო. ამასთანავე კორონა ვირუსი, რომელმაც 15k-ს გადააჭარბა და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისიაო. ნაცები პარლამენტში ბრუნდებიან და უკრაინასთან ომის საფრთხე კლავ არის. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0720 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული, 538 შემთხვევა დაფიქსირდა. 220 ტესტი ჩატარდა, საიდანაც კორონავირუსი 115-ს დაუდასტურდა. თამარ გაბუნიას განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ „ბუსტერ“ დოზის გაკეთების შემთხვევაში დამცველობის ეფექტი მნიშვნელოვნად იზრდება. სკოლებმა სწრაფად მოახდინეს ადაპტირება, რამდენიმე გადავიდა სრულად ონლაინ რეჟიმზე, ნაწილი რჩება ჰიბრიდულ მოდელზე, ამდენად, სკოლები მუშაობას შერეული ფორმით გააგრძელებენ. მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, როცა პიკს ველოდებით, უმჯობესია კონფერენცია, ტრენინგი თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება მეტად დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი მიზანი მომატებული დატვირთვის მართვის ეფექტურ მექანიზმებზე შეთანხმება იყო. შესაძლებელია, დღეს გამოვლენილი 15 ათასი შემთხვევის გარდა, კიდევ ერთი ამდენი ინფიცირებული იყოს, რომლებთანაც ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, 102 ონლაინ კლინიკა ფუნქციონირებს, ქვეყნის მასშტაბით განაწილებულია 2 500 ექიმი - ცხელ ხაზზე გუშინ 5600 ზარი დაფიქსირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა. ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 90% „ომიკრონია“ - გამოკვლეული 1600 შემთხვევიდან, ჰოსპიტალიზაცია 16-მდე პირს დასჭირდა, აქედან, არცერთს დასჭირვებია ინტენსიური თერაპია. საბჭოზე შევედით წინადადებით, რომ 1-ელი თებერვლიდან, დროებით, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ. ჩემი რეკომენდაციაა, რომ შეზღუდვები თუ წესდება, სკოლებს ბოლოს უნდა შეეხოს და ყოველთვის ყველაზე ადრე უნდა გაიხსნას. დევი ტაბიძე ეპიდვითარებაზე - ჯერ პიკთან ახლოსაც არ ვართ - ეს ყველაფერი შედეგია იმის, თუ როგორ დავხვდით მომზადებული „ომიკრონს“. 50 წელს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდება.
ნაციონალების დაბრუნება პარლამენტში - ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციაა, აუცილებელია საპარლამენტო საქმიანობაში ძლიერად და სრულფასოვნად ჩაერთოს. გივი მიქანაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - თუ შემოვიდნენ პარლამენტში, უნდა იცოდნენ, რომ დესტრუქციის და პროვოკაციის უფლებას აქ მათ არავინ მისცემს. გიორგი ვაშაძე - საპარლამენტო ბიოკოტის შეწყვეტა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა. ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ორჯერ შემოვიდა პარლამენტში და ორჯერვე ერთადერთი მიზნით, რომ მაგიდაზე ამხტარიყვნენ და დებოში მოეწყოთ. ხატია დეკანოიძის განცხადებით, როდის გამოვა საპარლამენტო ბოიკოტიდან „ნაციონალური მოძრაობა“, ხუთშაბათს გახდება ცნობილი.
#ძალადობა დასჯადია - მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს. პატრულ-ინსპექტორის მიერ ნაცემი არასრულწლოვანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოიკითხა. შემდეგ სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირის მამა აცხადებს, რომ მის შვილს დაზიანებები თვალის არეში აქვს. „ლელოს“ ერთ-ერთი წევრი მეტროში პოლიციელის მხრიდან შშმ პირზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედება ბოროტების ბანალიზებას, ძალადობის გაუბრალოებას წარმოადგენს. თამარ ტალიაშვილი პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტზე - „ნაცმოძრაობის" და მასთან აფილირებული ორგანიზაციების მცდელობა, კონკრეტული ინციდენტიდან პოლიტიკური მოთხოვნები დააყენონ, წარუმატებელი მცდელობაა. პაატა მანჯგალაძე პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტზე - ამას მხოლოდ 2 ადამიანის დაპატიმრება არ უნდა მოჰყვეს, უწყებაში უნდა გამოჩნდეს ხელმძღვანელი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობა. ხატია წილოსანი - ჩვენ ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი გვყავს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს უფლება, პოლიცია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. ელენე ხოშტარია - არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების, არც პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, ვიდრე ფუნდამენტს არ შევეხებით - პირობას ვდებ, დევნილების, კულტურის და შშმ პირის ამბავზე არ გავჩერდები! ირაკლი ქადაგიშვილი შშმ პირის ცემის ფაქტზე - უპერსპექტივოა ოპოზიციის მცდელობა, ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა სისტემურად გადააქციოს და ეს არეულობის და რევოლუციის მოსახდენად გამოიყენოს. შსს-სთან აქცია - „არა მილიციას“ გაიმართა. „სისტემა ძალადობს“, „ხვალ შენც შეგეხება“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. ზვიად კუპრავა - თუ „ქართულ ოცნებაში“ ვინმეს საღი აზრი დარჩა, შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოთ, რაც იქნება ადეკვატური პასუხი ქმედებაზე, რაც გუშინ შსს-ს თანამშრომელმა გააკეთა. ელენე ხოშტარია - დეპუტატები არ არიან მშობლები?! არ იციან რა არის შშმ პირის ცემა, არ აწუხებთ თუ რატომ დუმან?! ნიკა სიმონიშვილი - რატომ მისცა პოლიციელმა თავს უფლება, რომ უტიფრად მოქცეულიყო? - არაერთხელ გვინახავს პოლიციელის მხრიდან ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც არ გამოძიებულა ან ლოგიკურ დასასრულამდე არ მისულა. გიორგი მშვენიერაძე - მთავარი პრობლემაა, რომ რიგით პოლიციელებს კანონზე მეტად ბრძანების ეშინიათ - თუ გუშინდელის მსგავს „ქეისებს“ გამომრიცხავი სისტემური გადაწყვეტა არ მოეძებნა, იქნება მუდმივი.
ცესკოს კანდიდატურა - გიორგი ვაშაძე - თენგიზ თევზაძე ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე საინტერესო კანდიდატურაა, ჩვენი მხარდაჭერა ექნება - მზაობას გამოვხატავთ, ცესკოს თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციები გაიმართოს.
სახელმწიფო ინსპექცია - რატი იონათამიშვილი - გვაქვს ერთადერთი მოლოდინი - საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ყველაფერი კანონის დაცვით მოხდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.
უკრაინა ქართული მხარდაჭერით - პაატა მანჯგალაძე - უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტზე უმრავლესობის წევრებს შევხვდებით - აუხსნელია, "ქართული ოცნების" ხელისუფლების დუმილი ამ საკითხზე. იაგო ხვიჩია - უკრაინას ისევე უნდა დავუჭიროთ მხარი, როგორც გვინდა, რომ მომავალში ჩვენ დაგვიჭირონ მხარი! თეონა აქუბარდია - ხელისუფლება გასაკრიტიკებელია და შეშინებულის იმიჯს ტოვებს, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ღირსეული პოზიციით წარვსდგეთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ბექა ლილუაშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას ერთი თვე დასჭირდა გონზე მოსასვლელად იმისთვის, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საპარლამენტო პროცედურები დაეწყო. მამუკა გამყრელიძე - სამართალდამცავი სისტემა თავად არ უნდა იქცეს მოძალადედ, ეს ავტოკრატიული რეჟიმების ხელწერაა. გიორგი ვაშაძე - ისე არიან გარიდებული პროცესებიდან, გეგონება მე ვიყო ხელისუფლებაში - მეგობრებო, უკრაინასთან მიმართებით ჩუმად ყოფნა დანაშაულია. ხათუნა სამნიძე - უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე შეხვედრა არასწორი კომუნიკაციისა და ტექნიკური მიზეზების გამო ხვალისთვის გადაიდო - „ქართული ოცნება“ რეზოლუციის მიღების პროცესში ძალიან ფრთხილია. გიორგი მარგველაშვილი - მორალური ტესტი: მინიმუმ - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - იაპონელი მეცნიერები - კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე უფრო დიდხანს ჩერდება, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 355 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 5.62 მილიონზე მეტი ადამიანი. სომხეთში კორონავირუსის 1332 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 67 809 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 681 პაციენტი გარდაიცვალა. „ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ „ომიკრონ“ შტამზე გათვლილი ვაქცინის კლინიკური ცდა დაიწყეს. აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 468 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი.
მსოფლიოს ჯარი უკრაინისთვის - პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ს მზადყოფნაში ჰყავს 8500-მდე სამხედრო აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგების მიზნით. ვლადიმერ ზელენსკი - ყველაფერი კონტროლდება, პანიკის საფუძველი არ არსებობს. იენს სტოლტენბერგი - ნატო აღმოსავლეთ ნაწილში დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განთავსების შესაძლებლობას განიხილავს. ნატო-ს კარი ღია რჩება - მხარს ვუჭერთ თითოეული ქვეყნის უფლებას, თავად ირჩიოს ალიანსები. ჯო ბაიდენმა და ევროპის ლიდერებმა უკრაინა-რუსეთის საკითხი განიხილეს. უკრაინის საგარეო უწყება - საელჩოების თანამშრომლების ნაწილისა და მათი ოჯახების წევრების უკრაინიდან ევაკუაციის შესახებ ოთხმა სახელმწიფომ გვაცნობა. უკრაინაში ამერიკული სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი ჩავიდა. ბორის ჯონსონი - ბრიტანეთი მზად არის განათავსოს ჯარები ნატოს მოკავშირეების დასაცავად ევროპაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.
ტერორისტი ნავალნი - რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული პირების სიაში შეიყვანა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია