კვირა მიიწურა და მთავარი თემა ისევ არ შეცვლილა - გახარია გადადგეს და მელია გმირად დაბრუნდეს პარლამენტშიო. გახარიამ კიდევ, მე გადავდგები თუ არა, ეგ ჩემი საქმეაო და ველოდები გამოძიებასო. მოკლედ, მგონი ერთმანეთის არ ესმით და არც გაგება უნდათ. ყველა თემა კვალვ 20-21 ივნისის თემების გარშემო ტრიალებს.
გახარიას ინტერვიუს შეფასებები - თორნიკე შარაშენიძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გიორგი გახარია წასვლას აპირებს, ოღონდ წავა რაღაც დროის მერე. გია ხუხაშვილი - გიორგი გახარიას პოლიტიკური კარიერა ამ ეტაპზე დასრულებულია და რაც უფრო მალე გაიგებს ამას, მით უკეთესია ქვეყნისთვისაც და მისთვისაც. კახა კოჟორიძე გიორგი გახარიაზე - ეს ზუსტად ის შემთხვევაა, რომ ყველაფერი, რასაც იტყვის, მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ბექა ბასილაია - ჩვენ მოვისმინეთ შს მინისტრის სრულიად არაადეკვტური ინტერვიუ - საერთოდ თავი აქვს დაკარგული. ანრი ოხანაშვილი - შს მინისტრის ძალიან გულწრფელი, სახელმწიფოებრივი აზროვნებით გაჯერებული პოზიცია მოვისმინეთ. რომან გოცირიძე - გახარიას არ უნდა, დანაშაულებრივი ბრძანების გაცემა საკუთარ თავზე აიღოს. გედევან ფოფხაძე - გიორგი გახარია ქვეყანაში დაპირისპირების და ხელისუფლების მორალური სახის დაკარგვის წინაპირობაა. ვანო მაჭავარიანი - 20-21 ივნისს მომხდარზე პასუხისმგებლობა ნორმალურ სახელმწიფოში უნდა აეღო მთავრობას, პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს. კარლ ჰარცელი - აუცილებელია მომხდარის ბოლომდე გამოძიება, გამომდინარე მისგან მოყენებული ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ჭრილობებიდან. აკაკი ბობოხიძე - გიორგი გახარია ვერ ბედავს და ვერ ამბობს, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება, იმიტომ, რომ ივანიშვილს ხელს ვერ დაადებს. ნათია თურნავა - ქართულმა პოლიციამ, შსს-მ დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუციები, აღკვეთა მოვლენების რევოლუციური გზით განვითარება. შს მინისტრი - ვისაც რა სახის ბრძანება ან ქმედება არ უნდა განეხორციელებინა, თუ ის შეესაბამებოდა კონკრეტულ ინსტრუქციებს, პასუხისმგებლობას ვიღებ მე. ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური ესკალაცია და რისკები აბსოლუტურად სწორად შეაფასა და ღირსეული ნაბიჯი გადადგა. გიორგი გახარია - შეიძლება გარკვეული გადაცდომები იყო ტყვიების გამოყენების ტექნიკაში. ლევან დავითაშვილი - მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას და პოლიციელებს, რომ ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებისგან იხსნეს. გიორგი გახარია - თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში, ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკაში იყო სისტემური გადაცდომები, თქვენი მონა მორჩილი იმ წუთში დატოვებს თანამდებობას.
გირაოთი გამოსყიდული მართლმსაჯულება - გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. დავით უსუფაშვილი - ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას და სტატუსს მისხალი არ მოკლებია, ის ისეთივე სრულფასოვანი დეპუტატია, როგორც დანარჩენი 149. ანრი ოხანაშვილი - ნიკანორ მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე მსჯელობა დღის წესრიგში არ დგას. თინა ბოკუჩავა ნიკა მელიაზე - მოქმედ დეპუტატს ვერ შეუზღუდავენ სადეპუტატო საქმიანობის განხორციელებას. ადვოკატი მოითხოვს, ნიკა მელიას დეპუტატის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს.
დროებითი გასხვისება - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისის“ აქციების 8%-ს დროებით ასხვისებენ.
პოლიტიკური ბოიკოტი - „ნაციონალურმა მოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის დღევანდელ სხდომას პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადეს. არჩილ თალაკვაძე - მისაღებია, პოლიტიკური ტემპერატურა და აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა მოქალაქეებისთვის მისაღები არ არის, თუ ეს ყველაფერი იმაში გადადის, რომ საქართველო დაზარალდეს.
სტატისტიკური რყევები - „საქსტატის“ დირექტორის განცხადებით, ბოლო პერიოდში მიმდინარე რყევებმა, შესაძლოა, ივნისის თვეში ინფლაციაზე ან ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. საქსტატი - მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა, დაახლოებით 18 პროცენტით გაიზარდა. „საქსტატის“ დირექტორი - მშენებლობის სექტორში კვლავ შემცირების ტენდენცია ფიქსირდება.
პრემიერის ინტერვიუდან - პრემიერი - არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს, კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ კითხვის ნიშნები ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. მამუკა ბახტაძე - რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავდა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ, საუკეთესო ჰოსპიტალებშია წასული. როგორ წარმოგიდგენიათ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვება საერთაშორისო ვიზიტად ყოფნის პერიოდში?! 20 ივნისს რაც მოხდა, ყველამ დაინახა - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი გამოიყენეს. მამუკა ბახტაძე აბაშიძე-კარასინის ფორმატზე - ინტენსიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ამ არხის მეშვეობით. 20 ივნისის მოვლენების გამოძიებაზე - გამოძიების პროცესი ისეთი სტანდარტის იქნება, რომ მცირე კითხვის ნიშანიც არ გაჩნდება. მამუკა ბახტაძე - ჩვენს გუნდში ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც სკამს გამოეკიდება. საოცრად უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისაგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება. პრემიერი - დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა გზა არ არსებობდა.
პოლიტიკური აქციებიც - სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა.
შიდასაოცნებო კრიტიკა, შეხვედრა და განცხადება - მამუკა მდინარაძე - სანქციებზე ნამდვილად არ ყოფილა საუბარი კონკრეტული კოლეგების მიმართ, თუმცა ძალიან ბევრი კრიტიკული აზრი გამოითქვა. ზაზა ხუციშვილი - თუ გვაქვს განსხვავებული აზრი, გუნდისთვის მისაღებია, მაგრამ ცნობილი უნდა იყოს, ვინ, რამდენი და რას აძლევს ხმას. ოცნების განცხადება - პირველ რიგში, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ყველა მხარდამჭერს და გულშემატკივარს, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ხედავს და რეალურად აფასებს შექმნილ მდგომარეობას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიტანილი შეტევების რეალურ მიზნებს. განვითარებული მოვლენების ფონზე, საზოგადოებაში ხშირად ისმის კონტრაქციის ორგანიზების მოწოდებები. ხაზგასმით ვაცხადებთ, საქართველოში დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ჩვენი მოქალაქის პოზიციას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენი მოქალაქეების ეს უფლება იყო, არის და იქნება დაცული. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ასევე განუხრელად არის და იქნება დაცული ქვეყნის კონსტიტუცია და სახელმწიფო ინსტიტუტები ყოველგვარი აგრესიისა და ძალადობისგან. სახელმწიფო იცავს როგორც მოქალაქეებს, მათი გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კონსტიტუციას და საზოგადოებრივ მართლწესრიგს. არსებულ ვითარებაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ვთხოვოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც განიცდიან და ემოციურად რეაგირებენ უკანასკნელ დღეებში შექმნილ სურათზე, თავი შეიკავონ ყოველგვარი კონტრაქციისგან და იმგვარი ქმედებებისგან, რომელმაც შესაძლოა დამატებითი დაძაბულობა შემოიტანოს და საფუძველი შეუქმნას დესტრუქციულ ძალებს პროვოკაციებისა და დაძაბულობის ინსპირაციისთვის. მამუკა მდინარაძე - განსხვავებული აზრის გამო, გუნდის წევრებს არ ვსჯით - ეს არ არის საბავშვო ბაღი ვიღაც მოიყვანო, დატუქსო და უთხრა, მეორედ ასე აღარ მოიქცე. მარიამ ჯაშის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე „ოცნებიდან“ წევრების გასვლის ან საკადრო ცვლილებების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.
მომლოცველი გავრილოვი - სერგეი გავრილოვი საქართველოში მომლოცველად დაბრუნებას აპირებს.
ევროსაბჭოელების განცხადება გამოძიებაზე - საჭიროა გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური გამოძიების ჩატარება 20 ივნისს გადამეტებული ძალის შესაძლო გამოყენებასთან, ასევე ძალადობრივი მოქმედების წაქეზებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია პოლიციის პასუხი. ომბუდსმენის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ.
საზღვარგარეთულები:
მსოფლიო იაპონიაში - ოსაკაში დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს შეხვედა. ვლადიმერ პუტინი - სირიაში იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ველოდი. ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ლიბერალიზმი მოძველდა. დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს - თუ შეიძლება არჩევნებში არ ჩაერიო.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია