მედიის საღამო გახარიასთან ერთად, უმანდატო დეპუტატი მაგრამ თავისუფლება გირაოთი და ბახტაძე პარლამენტის ნაცვლად მედიაში

      დღეს სამი მთავარი თემა მუსირებს მედიაში და სამივე თემა განსაკუთრებით საღამოს ხანს გააქტუალურდა - პირველი თემა იყო მელიას გათავისუფლება გირაოს საფუძველზე, მეორე თემა პრემიერის არ მისვლა პარლამენტში და მესამე გახარიას მედიადაკითხვა 20 ივნისის საქმეზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 ივნისი, 2019/

      გახარია მედიის საღამოს ცენტრში - მამუკა მდინარაძე გახარიას პარლამენტში მისვლაზე - გავმართავთ კონსულტაციებს, როცა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუნდებათ გაიგონ, რეალურად რა ხდებოდა 20 ივნისის ღამის განმავლობაში. გიორგი გახარია - როდესაც ვიღაც საუბრობს, რომ პოლიციამ დაიწყო მშვიდობიანი აქციის დარბევა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გიორგი გახარია - პარლამენტში მისვლის სურვილი ყოველთვის გვაქვს და შეგვიძლია მივიდეთ იქ ხვალაც და მაშინაც, როცა დაგვიძახებენ. შს მინისტრი არ აკონკრეტებს, თუ ვინ გასცა უშუალოდ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. გიორგი გახარია - პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა - პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან. გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს პარლამენტის შენობაში და შემდეგ განვითარებული მოვლენები შესაძლოა, სპეცსამსახურების გამოძიების საგანი გახდეს. გიორგი გახარია 20 ივნისის ღამეზე - ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა, მისი დაწყებიდან დასრულებამდე - ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ. აქციაზე გიორგი გახარიას განცხადებებს გამოეხმაურნენ და სკანდირებდნენ: „წადი, წადი“. გიორგი გახარია - მე თუ გავხდი ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათი, ეს ნიშნავს, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე ვატარებ. არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით ან არ არის გათვალისწინებული მსგავს ღონისძიებებში გამოსაყენებლად, გამოყენებული არ ყოფილა. თქვენ ახლა მაგალითად, რეზინის ტყვიებს ეძახით რაკეტისებურს, ზოგი ეძახის დათვის, ეს უბრალოდ ცინიკური ტყუილია. როგორც კი გუნდისთვის დამაზიანებელი გავხდები, ჩვენ ამ საკითხს როგორმე გადავწყვეტთ. რაც არ უნდა გვიწოდონ, ჯალათი თუ სისხლისმსმელი, არავის მივცემთ საშუალებას, რომ ძალოვანი სტრუქტურების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა გახდეს მარგინალიზებული. მოლაპარაკებების მცდელობა იყო, მაქსიმალურად ვცდილობდით სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე საქმე არ მისულიყო. პრემიერს ვერ და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რა ხდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული დაპირისპირების წერტილებში.

      გრძელდება მოოქროვება ევროპულ თამაშებზე - ქართველმა სპორტსმენებმა ევროპული თამაშების მე-6 დღეს ორი მედალი მოიპოვეს.

      გირაოთი გათავისუფლებული დეპუტატი - უცხოური მედია ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს ეხმაურება. ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლოს განჩინებით, ვალდებულებებიც დაეკისრა. გუშინ პარლამენტში გამართულ კენჭისყრასა და მის შედეგებზე ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებები წერენ, როგორიც არის: The New York Times, Associated Press, ABCnews, CBS, საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ და რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიურო. დასავლური მედია წერს, რომ ნიკა მელია 20 ივნისს გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზებაშია ბრალდებული, რომელიც დემონსტრანტებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა. დასავლური მედია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაცია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან ასამბლეის მონაწილეებისთვის რუსულ ენაზე გაკეთებული მიმართვა გახდა. ანზორ მელია - ყოველთვის ველოდებოდი, რომ მოხდებოდა ნიკას დაჭერა, მაგრამ ასე უსინდისოდ და არაკაცურად არ მეგონა. მამუკა მდინარაძე დეპუტატებზე, რომლებმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს - გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე არ გვისაუბრია. ლევან ხაბეიშვილი - უსამართლობა, რომელიც მელიას შემთხვევაში მოხდა, ყველასთან მოვა, ყველას კარზე დააკაკუნებს. გია ვოლსკი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე - ვფიქრობ, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა კარგად ვერ გაერკვა, რა გავაკეთეთ. ნიკა მელია - დამიჭერენ ვაია, არ დამიჭერენ - ვუი. ნიკა მელიას მხარდასაჭერად სასამართლოსთან მისი ახლობლები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. გიგი უგულავა - ივანიშვილის პროკურატურის და სასამართლოს სტანდარტები საკუთარ თავზე გამოვცადე, მაგრამ როცა მელიას საქმე ვნახე, ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ნიკა მელია - პროკურორმა 93 დეპუტატი როგორ დაარწმუნა, რომ დამნაშავე ვარ, თუ სასამართლო ვერ დაარწმუნა?! - შეეშინდათ. ნიკა მელია - მივმართავ 92 დეპუტატს - აბრძანდით ახლა თქვენს მეგობარ ივანიშვილთან და ჰკითხეთ რა გაგიკეთათ?! მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად. სოფო კილაძე ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდებაზე - გადაწყვეტილება მოსამართლემ, ხელისუფლების დამოუკიდებელმა რგოლმა მიიღო - ჩვენ ყველა შემთხვევაში მას პატივს ვცემთ. დავით მათიკაშვილი - მოხდა აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენება და სპეციალური ღონისძიების შეფარდება, რაც დაახლოებით იგივეს გულისხმობს რაც არის შინაპატიმრობა. ნიკა მელია - ახლა ვინმემ არ თქვას, სასამართლომ იმიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ წინა ხელისუფლების ნარჩენები არიან სასამართლოშიო. დავით ბაქრაძე - ვეთანხმები ნიკა მელიას, რომ დღევანდელ სიტუაციაში ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნებოდა და არის პოლიტიკური.

      განახლებული აქცია - პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დღეს, 19.00 საათზე განახლდა.

      ბახტაძე პარლამენტში ან მედიაში - ირაკლი აბესაძე - როგორც ჩანს, მამუკა ბახტაძე თავად იმასაც ვერ წყვეტს, პარლამენტში გამოცხადდეს თუ არა. მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გამოვა. დავით ბაქრაძე - მამუკა ბახტაძე აქ უნდა მოვიდეს მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად - როდის დაისჯებიან დამნაშავეები და როდის აიღებს პასუხისმგებლობას შს მინისტრი. მამუკა ბახტაძე - მზად ვარ ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარვუდგინო საკანონმდებლო ორგანოს. პრემიერი 20 ივნისის მოვლენებზე - პასიური კორდონი ვეღარ აკავებდა აგრესიას, შესაბამისად, პოლიციას დარჩა ერთადერთი ლეგიტიმური გზა, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. არ ვფიქრობ, საზოგადოებაში ვინმე თვლიდეს, რომ ადეკვატური იქნებოდა დღეს პარლამენტში მივსულიყავი და მესაუბრა, როგორ მიმდინარეობს წყალარინების სისტემის განვითარება. პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ მასობრივ ძალადობაში სისხლის სამართლებრივად მონაწილე პირები ორგანიზატორებთან ერთად წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. ჩვენს გუნდში არ გვყავს არავინ, რომელიც თავის სკამს გამოეკიდება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივნის საქციელზე კითხვები არსებობს. პრემიერის შეფასებით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა ქართულ ეკონომიკაზე. მამუკა ბახტაძე - პოლარიზაცია საქართველოს ხდის უფრო მოწყვლადს, უფრო ადვილ სამიზნეს. პრემიერი 20-21 ივნისის მოვლენებისას ძალის შესაძლო გადამეტებაზე - ხელს არავინ არავის დააფარებს. მამუკა ბახტაძე - ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას, ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა. მამუკა ბახტაძე 20-21 ივნისის მოვლენებზე - პასუხისმგებლობა ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს. პრემიერი მის მიერ რეზინის ტყვიებზე გაკეთებულ განცხადებაზე - 20 ივნისის ჩემი კომენტარი ნათლად აჩვენებს განწყობას, რომ აქციაზე არავინ გეგმავდა ძალის გამოყენებას. მამუკა ბახტაძე გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნაზე - პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროვოკაციაზე უნდა აიღოს დესტრუქციულმა ძალამ. მამუკა ბახტაძე ჟურნალისტს - თქვენ გსურთ გახარიას დააკისროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ წარმომადგენელს ეკისრება. როცა ვსაუბრობთ სამართლიან არჩევნებზე, ფორმულა არის ძალიან მკაფიო - ყველა მინუს მსჯავრდებული სააკაშვილი. არავინ გამოეკიდება თავის სკამს, მით უმეტეს ისეთი ფასეულობების მქონე ადამიანი, როგორიც გიორგი გახარიაა.

      გაზის მოხმარებაზე რეგულაციები - ნათია თურნავა - მოსახლეობას გაზგამანაწილებელი კომპანიების სერტიფიცირებული სპეციალისტები მოემსახურებიან. გაზის მოხმარების უსაფრთხოებისთვის მთელი რიგი რეგულაციები სავალდებულო ხასიათს შეიძენს.

      ლარი, ფული და ბანკები - კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ლარიზაციის ზრდაა. ეროვნული ბანკის შეფასებით, 2018 წელი მნიშვნელოვანი იყო საექსპორტო შემოსავლების, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების მატების კუთხით. კობა გვენეტაძე - ე.წ. გაფუჭებული სესხების ამომღები კომპანიების საქმიანობა არ არის ეთიკური და ხალხი დიდ წნეხს განიცდის. ვახტანგ ბუცხრიკიძე - მოლოდინი გვაქვს, რომ 2019 წელს ტურიზმის ჯამური ზრდა პოზიტიური იქნება, დაახლოებით 5 %-ის ფარგლებში. ირაკლი კოვზანაძე - რეფორმებისაგან არ უნდა დავიღალოთ, ეროვნულმა ბანკმა ადეკვატური პასუხები უნდა გასცეს არსებულ გამოწვევებს. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8791 ლარი გახდა.

      განათლების დაფინანსება - პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვით, განათლების სისტემის დაფინანსება მშპ-ს 6%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

      ჩაკეტული აფხაზეთი - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი ჩაკეტა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 919

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: ივნისი 27, 2019||10:58pm

ახლა რა გამოდის, თუ 30 000 ლარი გაქვს, შეგიძლია პარლამენტში შეჭრა მოინდომო ? 

George: ივნისი 27, 2019||11:47pm

დიახ, პრობლემები აქვთ მათ - ვისაც არ აქვთ 30000 ლარი.. ან თუნდაც 25 000 ლარი... ან თუნდაც.. ან..

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters