როგორც ჩანს კიდევ დიდხანს უნდა ვისმინოთ არჩევნების გამოხმაურებები, მიუხედავად კოვიდის რეკორდული წინსვლისა ჩვენს ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოში, ახლა ხმები და არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კოვიდი და ჯანმრთელობა. აქციებმა პარლამენტიდან ცესკოში კოვიდით დადასტურებული რიცხვები - 49218, გამოჯანმრთელებული - 33459, გარდაცვლილი - 401, კარანტინში - 3160. დოლარმა ისევ მოიმატა - 3.4 ლარი გახდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 ნოემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 976 თბილისში, 328 აჭარაში და 368 იმერეთში გამოვლინდა. 20 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებული 638 მძიმე პაციენტია, მათ შორის 293 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. შსს - საპატრულო პოლიცია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით აქტიურ მონიტორინგს აგრძელებს. გიორგი გახარია - როცა ადამიანს პირველი სიმპტომი უჩნდება, მაშინვე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, რადგან ეს არის ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. პაატა იმნაძე - ვერც ერთი სისტემა, ექიმი და საავადმყოფო ვერ გაუძლებს, თუ ყველა ავად გახდება - ეს მოხდება, თუ ელემენტარულ წესებს არ დავიცავთ. ზვიად შალამბერიძე პირველადი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერი - ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე დაწევა არის ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც კრიზისი უნდა გადაგვალახინოს. ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის გამო დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობა გადასახედი გვექნება.

      არჩევნების საპროტესტო შედეგები - ლევან კობერიძე - „ოცნება“ დაკავებულია ადამიანების გატაცებით, ეს ტერორიზმთან გათანაბრებული მოვლენაა, როცა ხელისუფლება ადამიანებს იტაცებს, ეს არ არის უბრალოდ ხმები. ლევან თარხნიშვილი - თამარ ჟვანია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ყველა იმ ქმედების გამო, რომელიც მან ჩაიდინა არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან დღემდე. თამარ კორძაია, ზურაბ ხარატიშვილი და თინა ბოკუჩავა ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურს, ელენე ნიჟარაძესა და სულხან სალაძეს შეხვდნენ. სერგი კაპანაძე - სრული აგონიაა, ისე იქცევიან, როგორც ავტორიტარული რეჟიმების პოლიცია და ხელისუფლება თავისი არსებობის ბოლო დღეებში. DRI - საჩივრების გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი გადაწყვეტა არჩევნების შედეგების მიმართ კრიტიკულად დაბალ ნდობას უფრო მეტად ამცირებს. ლანა გალდავა - არჩევნები ისნის საოლქო კომისიაში კრიმინალურად დასრულდა. სერგო ჩიხლაძე - 3800 უბნიდან 200 000-მდე ხმა გაყალბებულია, ხმების 10%-ის ქურდობა საქართველოში არც ერთი ხელისუფლების დროს არ მომხდარა. ლევან კობერიძე - ხელისუფლება ეცდება ოპოზიციას დააბრალოს, რომ თითქოს, რაღაც რევოლუციური სცენარები არსებობს. ხატია დეკანოიძე - დილას გაათავისუფლეს დაკავებული ნაცვალაძე, საოლქო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე, რომელმაც წიხლი ჩაარტყა და იძალადა ჩვენს დამკვირვებელზე. ცესკო - საოლქო კომისიებს სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა ზეწოლის ფონზე უწევთ, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირების მიერ სხდომებზე შეჭრის მცდელობას. კახა კალაძე - მონაცემების გადათვლა ადასტურებს, რომ ოპოზიციის საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია. ცესკო - ამ დროისთვის გადათვლა განხორციელდა 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში. კახა კალაძე - მეორე ტური ჩვეულებრივად ჩატარდება. მაია ცქიტიშვილი - არავის აუკრძალავს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ გამოვხატოთ ჩვენი აზრი ისე, რომ არ ვავნოთ სხვას და დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები. მაია ცქიტიშვილი - თუ გვინდა აქციის ჩატარება, ჩავატაროთ პირბადით და წესების დაცვით - პოლიტიკური ლიდერები უნდა აძლევდნენ მაგალითს საკუთარ ამომრჩევლებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ და მოსახლეობას 8 ნოემბრის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. მაია ცქიტიშვილი - შედგა თავისუფალი, ღია და კონკურენტული არჩევნები. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები მეტროსადგურ „დელისიდან” ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. კახა კალაძე - მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, გამიხარდებოდა ოპოზიციის შესვლა პარლამენტში, დანარჩენი დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ბადრი ჯაფარიძე პრემიერის განცხადებაზე - თუ შეზღუდვა სპეციალურად არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ მანიფესტაცია არ ჩატარდეს, ოპოზიცია ამ შეზღუდვას არ დაემორჩილება. დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს ქვეყანაში და თვითონაც უფრო ღრმად შედის კრიზისში. ხატია დეკანოიძე - ვაჩვენოთ ოლიგარქს, რომ ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და არ გაუვა არჩევნების მიტაცება. ამირან გამყრელიძე - პოლიტიკური პროცესი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიყოთ უფრო მოკრძალებულად, რათა ერთმანეთს ინფექცია არ გადავდოთ. ბადრი ჯაფარიძე - მეორე ტური კი არა, პირველი ტურის შედეგები უნდა გაუქმდეს. კახა კალაძის განცხადებით, ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს. ირმა ნადირაშვილი - კოვიდზე საშიში ჩვენი ქვეყნისთვის ივანიშვილია, რომელიც პირდაპირ პუტინთან მიგვათრევს. ელენე ხოშტარია - ახლა რაც ხდება საოლქოებში და ცესკო-ში, ეს არის სახელმწიფოს მიტაცებაში მონაწილეობის მიღება. ირმა ინაშვილის განცხადებით, თავისუფლების მოედნის ნაცვლად, პირველი აქცია 9 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება. გია ვოლსკი - საჩივრების რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე 2016 წელს იყო. გია ვოლსკი - ცესკო-ს თავმჯდომარეს გაყალბების არანაირი რესურსი არ აქვს, რომც ჰქონდეს სურვილი - ცესკო-ში ოქმების შეჯამება ხდება. სერგი კაპანაძე - არჩევნები „ოცნებამ“ გააყალბა, ოქმები და სტატისტიკა ამაზე მეტყველებს. ბადრი ჯაფარიძე - მშვიდობიანი პროტესტები უწყვეტად გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილი - ყველას, ვინც გამოვა და მოყვება, როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანაირად წახალისდებით. ცესკოსთან ოპოზიცია საყვირების აქციას მართავს. ირაკლი სესიაშვილი - ეკლესია ლამის თავის ანათემას გადასცეს, აღდგომას რას შვებითო?! დღეს ეს პოლიტიკური სპექტრი მოწოდებებს აკეთებს, კოვიდი არაფერი არ არის, მთავარი პოლიტიკური მიზნებიაო.

      დოლარი გარბის - ფინანსთა მინისტრი ლარის კურსზე - ეს ერთმნიშვნელოვნად იმ მოლოდინებითაა გამოწვეული, რაც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან. გია ვოლსკი - ოპონენტების დღის წესრიგში დაუმორჩილებლობის სურათის, ეკონომიკური სირთულეების შექმნის, ავადმყოფობის გავრცელების ამოცანა დგას.

      თოვის გამო ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - გერმანიაში კორონავირუსის 19 990 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 118 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 2 413 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა. მოსკოვის სკოლებში სწავლის დისტანციური რეჟიმი 2 კვირით გახანგრძლივდა. აშშ-ში კორონავირუსის 102 831 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რუსეთში კორონავირუსის 19 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 292 პაციენტი გარდაიცვალა. პოლონეთში კორონავირუსის 27 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 367 ადამიანი გარდაიცვალა. სერბეთის პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა. შვედეთში კორონავირუსის 4 034 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

      აშშ-ის ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა ათობით ადამიანი დააკავეს, დემონსტრანტები ხმების დათვლის პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებას მოითხოვდნენ. ბოლო მონაცემებით, ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 264 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი - 214. ჯო ბაიდენი - აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას დაუბრუნდება. დონალდ ტრამპი - იურიდიულად გავასაჩივრებთ ყველა შტატის მონაცემებს, სადაც ბაიდენი იმარჯვებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 123

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters