ავტორი: თამარ ჭყოიძე

არ იცი

შენ  ჩემი  თვალების  ფერიც  კი  არ  იცი,

არ  იცი  რა  მწყინს  და  არ  იცი  რა  მართობს.

ჩაწნული  სიტყვებით  გააბი ბაგირი

სიყვარულობანას  თამაშით  მათრობ.

სულიერ  სიცივეს  თითქოსდა  გაურბი,

ხორციელ  სიცივეს  ხორცითვე  ათბობ,

ნაპერწკალს  არ  აცდი  ცეცხლად  რომ  გაღვივდეს

სულ  სადღაც  მიდიხარ, სულ  სადღაც  ჩქარობ.

ალბათ  ხვალინდელ  სიხარულს  ელოდები,

გუშინდელ  სიხარულს  აღარც  კი  ნატრობ.

შენ  ბედნიერების  ფერიც  კი  არ  იცი

უფერულ  სიყვარულს  როგორღა  მოგანდობ?!

ნახვა: 1734

ტეგები: Qwelly, ანტიადამიანი, ლექსი, პოეზია, ჭყოიძე

ლაშა: დეკემბერი 20, 2013||11:55pm

არ ვიცი ეს ლექსი როგორ მოხვდა აქ, მაგრამ მე კი გულზე მაგრად მომხვდა და... :( 

თა _ მო: დეკემბერი 21, 2013||2:37am

ეს ლექსი ჯერ მეგობრის თავში აღმოჩნდა,შემდეგ ჩემს კომპიუტერში და შესაბამისად ქველზეც გამომზეურდა :) მეც ძალიან მომეწონა და მაგიტომაც ეს დავდე პირველი 

ლაშა: დეკემბერი 21, 2013||2:49am

თა _ მო მაშ დღეის ამას იქეთ, არ მოგვაკლო სენი მეგობრის თავში აღმოჩენილი ლექსები :D 

იქნებ შემოგვიერთდეს :) 

თა _ მო: დეკემბერი 22, 2013||1:56am

ლექსები არ მოგაკლდებათ :) ხოლო მის შემოერთებაზე ჯერ ვმუშაობ,ვიმედოვნებ მალე თავისით დადებს პოსტებს  :) 

თა _ მო: დეკემბერი 22, 2013||2:01am

ლაშიკო შენთვის კარგი ამბავი მაქვს :) თამო თურმე უკვე დარეგისტრირებულია ქველზე :)

ლაშა: დეკემბერი 22, 2013||1:55pm

თა _ მო აბა რომელია ? :) 

თა _ მო: მაისი 24, 2014||11:04am

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters