არ მსურს იქ სიცოცხლე, სადაც სიყვარული მხოლოდ წამიერი არის აგონია.
არც იქ სიყვარული, სადაც სულს სიცოცხლე, მა-მარადიული გრძნობა არ ჰგონია.
სადაც ოცნებები, მწარე რეალობის ცეცხლში ნაცრდებიან.
სადაც ვარსკვლავები ჭექა-ქუხილისას, იმალებიან და ცაზე არ ჩნდებიან.
არ მსურს იქ სიცოცხლე! სადაც მიღიმიან მხოლოდ იმიტომ, რომ გული არ მეტკინოს.
სადაც წირვა-ლოცვა კომედიას ჰგავს და მღვდელი არლეკინოს.
სადაც არსებიდან არ არსებობამდე, ნაბიჯ-ნახევარიც აღარ დარჩა.
სადაც მეფეებმა სკიპტრა დაკარგეს და გვერდზე მოისროლეს ძველი ფარჩა.
არ მსურს იქ სიცოცხლე! სადაც სიყვარული ბოღმის და ცოდვების ცეცხლზე დაწვეს.
სადაც მაცხოვარი აქეს ადიდეს და შემდეგ ჯვარზე აცვეს.
სადაც გალილეი იყო გალილეო, სადაც ლეონარდო და-და-და-ვინჩობდა.
სადაც მანდილოსანს წუთში გავიცნობ და მერე მივატოვებ, ვიტყვი - არ მიცნობდა.
არ მსურს იქ სიცოცხლე! სადაც ზეცისფერი, მხოლოდ თვალის ფერის გამო ახსნედებათ.
სადაც ყველა კვდება, სადაც ყველა სცოდავს, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველგან ასე ხდება.
სადაც ჯულიეტამ მოკლა რომეო და სადაც ჯულიეტა სხვაზე დაინიშნა.
დილამ დაივიწყა, ღამე, რომ ელოდა, ღამე, რომ ელოდა, სწორედ ა_იმ ნიშთან,
სადაც პირვანდელი კოცნის სურნელება, მოხუც იასამნებს, სუნთქვად დაუსხიათ.
სადაც ჩვენს სიყვარულს ტოტები ახმება, მხოლოდ იმიტომ, რომ წყალი არ უსხია.
არ მსურს იქ სიცოცხლე! სადაც ბაგეები თოვლის ფანტელებზე უფრო ცივებია.
სადაც გვაოცებს, რომ მთვარეს - მზეზე ბევრად მეტი სხივები აქვს.
სადაც შენს თვალებზე სხვები მღერიან და სადაც შენს დალალებს სხვები შესცქერიან.
"მე" - კი შენთვის უკვე ძველია და "მე" - კი შენთვის უკვე ბებერია.
არ მსურს იქ სიცოცხლე, სადაც სიყვარული ამოშრა და წვეთიც აღარ დარჩა.
სადაც მაცხოვარი ჯვარზე განაკრავი სხვისთვის გადარჩა დაჩვენთვს არ გადარჩა.
და თუ რომელიმეს, ისე სხვათაშორის, არ სურს იქ სიცოცხლე, სადაც სიყვარული მხოლოდ წამიერი არის აგონია...
- მაშინ მომბაძოს და მაშინ მე გამომყვეს, თუ სურს რა თქმა უნდა, თუმცა - არ მგონია.
დღეს ხომ სიყვარული, მხოლოდ სიტყვაა და ისიც ბარბარიზმი ანდა ჟარგონია. :(
არც ჩვენ გინდა მანდ სიცოცხლე ქეთ :)
P.S. მანდ სიცოცხლე არ არსებობს! ♥
:) ლაშა
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია