ნარცისი, ნარცისიზმი, თვითკმაყოფილება, ღამე, მცხეთა, სიბნელე, ქალაქი, წერის_სტილი, წერის_მანერა, ავტორი, ავტორის_დამოკიებულება, დღიური, ბლოგი, qwelly, night, mtskheta, emotion
ფოტო

      ზოგჯერ მოურიდებლად ცხელი ღამეები იცის შემოდგომის გარიჟრაჟზე. მითუმეტეს თუ ცა მოქუფრულია - ავადმოსაგონარ ფილმებში შემზარავი წუთების მოლოდინისთვის ზეცას რომ დააბნელებენ ხოლმე, აი იმის მსგავსი. მაგრამ წვიმა არ ჩანს. ჰაერიც არ იძვრის. მუდამ ერთ ადგილზე მბრუნავი სამყურა ბალახის ფორმის მოტორიანი პლასტმასი, ვინტილატორის სახელით მონათულილი, ძალიან ხმაურიანია, ამიტომ ასეთ დროს აივანს მივაშურებ ხოლმე, გასაგრილებლად, მაგრამ არ გამიმართლა - არც იქაა ნიავი. ვზივარ და ვუყურებ ჩემს ქალაქ-სოფელს. შესაშურად წყნარია დღეს მცხეთა, არადა ჯერ ორი საათია. რესტორნები დროზე ადრე დახურულან, ზოგჯერ ასე რომ მაბრაზებს გზის განათება - დღეს ისიც კი უხდება მცხეთას. მანქანები აორთქლებულან - ნუთუ არავინ ბრუნდება სახლში? კი, მაგრამ ჭრიჭინები და ბაყაყები სადღა არიან? მტკვარს ზუსტად ახლა მოუწია იმ ერთმა პირმა, მდინარეებს რომ ჩაეძინებათ ხოლმე. მოკლედ, მე და ჩემი წილი მცხეთაღა ვართ დარჩენილები ამ გაბრაზებული ზეცის წინაშე.

      ვიღაცას ის ქუჩის განათებაც შეეზედმეტა და დაბნელდა. ახლა მხოლოდ ჩემი ლეპტოპის მაგრილობელას ქშუტუნი მაწუხებს და კიდევ გზის გადაღმა შავი ოქროს ყვითელი ფერებით განათებული "ოფისის" "დვიჟოკის" ხმაური. ჯვრის მონასტერზე ახალი განათება დაუმატებიათ - რომ იცოდეთ ბნელ მცხეთას ზემოდან რა ნათელი ადგას მისი სახით, ბედნიერ ღიმილს კაი ხანს ვერ მოიშორებდით სახიდან, მაგრამ არ იცით - ამიტომ შემიძლია შავ-თეთრი შურით შეგაშურინოთ.

      ხანდახან ძაღლს რაღაც მოეპრიანება და ყეფს - სამწუხაროდ არავინ ეხმაურება იმ საწყალს.

      წერის ამინდი და დროა, წერის სურვილიც, მაგრამ არანაირი იდეა რაზე უნდა დაწერო ამ დროს. სწორედ ამიტომ, ჯდები და იწყებ იმის აღწერას რასაც ხედავ შენს გარშემო, წერ იმის იმედით, რომ დაახლოებით შუა ტექსტში, როცა იმას დაწერ თუ რატომ დაიწყე საერთოდ წერა (ანუ ახლა), უკვე მოგივა აზრი როგორ გააგრძელო ნაწერი და მისცე რამე ფორმა. ეძებ მოგონებებს რომელიც შესაძლოა წაკითხვად ღირდეს. მერე ამ მოგონებებიდან ამორჩევის პროცესია მთავარი. ერთი მოგონება დაწერე, მაგრამ იმ მოგონებას სათქმელი არ აქვს, მოგონება კი მოგონებად ვის რაში სჭირდება? ამიტომ სხვა მოგონებაზე გადადიხარ, თან ამ პროცესში სულ აღწერ, რომ მოგონებებზე ფიქრობ, ეს გაძლევს იმის გარანტს რომ ნაწერის მოცულობა გაიზრდება და მკითხველიც აბუჩად არ დატოვებს შენს ნაწვალებს. თან იმის ფიქრიც არ გასვენებს, რომ ყოველწამიერი ფიქრების აღწერა - ძაან მაგარი რამეა - ამას მხოლოდ ჩვენ, თვითკმაყოფილი, საკუთართავში შეყვარებული, მონარცისო ტიპები ვგრძნობთ (საკუთარი თავის ასე აღწერაც, ჩვენნაირი ტიპებისთვის დამახასიათებელია, რადგან მკითხველი ამ აღწერაში იმას კი არ დაინახავს რომ მართლა ნარცისი შეიძლება ვიყო, არამედ იმას დაინახავს რომ "ნახე საკუთარ თავს რა საინტერესოდ აღწერს, რა კარგი ვინმეაო"). გულახდილობის არაგულწრფელობას ვუწოდებ მე. ახლა მოვიფიქრე და ვიდრე კარგად ჩამოვაყალიბებდი რა მეწოდებინა, რამდენიმე ვერსია მოვსინჯერ და რატომღაც ყველაზე "მაგარი" ეს მეგონა.

      ჰოდა, რას გიყვებოდით. მოკლედ ღამეა, ბნელა, შუქი არ გაქვს, "დვიჟოკი" დრიხინებს, კომპიუტერის მაგრილობელა შიგადაშიგ ამოიგმინებს ხოლმე და რომ ვერ იძინებ ის მომენტია. თან, ერთადერთი ნათელი წერტილი შენი მონიტორია, ამიტომ ზოგჯერ კარგად ვერ არჩევ პეპლის ქვემოთ ლ წერია თუ ღ.

      ახლა ის მომენტია, როცა საკუთარი თავით ტკბობის საშუალება გეძლევა, ანუ თავიდან კითხულობ შენსავე დაწერილ ტექსტს, კითხულობ არა კრიტიკით, არამედ სიამოვნებით, ჩადიხარ ბოლოში და კვლავ არ გაქვს იდეა, რა შეიძლება მოამატო ამ ნაწერს, ამიტომ იწყებ იმის წერას რაც ახლა ბოლო აბზაცში მე დავწერე - რომ თვითკმაყოფილებას ეძლევა ავტორი საკუთარი ნაწერის კითხვისას.

      .... ..... ...... ........ ...... ....

      ეს წერტილები იმის ნიშანია, რომ ამ დროს ვფიქრობდი რა დამეწერა. ვერაფერი მოვიფიქრე, ამიტომ გადავყწყვიტე ეს ვერ მოფიქრების პროცესიც როგორმე აღმწერა, გამომესახა. გამოვსახე წერტილებით და შემდეგ დავიწყე იმის აღწერა რა იყო ეს წერტილები - ესეც იმის იმედად, რომ მკითხველი კომენტარებში დაწერს - ვაუ რა მაგარია.

      ძალიან ბევრი უაზრობის წაკითხვა რომ არ მოგიწიოთ, უნდა დავამთავრო. დამთავრებისთვის კი ჩვენ - ნარცისები, ზოგჯერ ტყუილებს ვიგონებთ, ასე მაგალითად, ახლა ამ ნაწერის დაბოლოება იქნება:

      მარჯვენა კუთხეში შეტყობინება გამოხტა - ჩემი ლეპტპის აკუმულატორს ძაბვა აკლდება, აღარ შეუძლია მონიტორიც ენთოს, მაგრილობელაც აქშუტუნოს, ეს ტექსტ ფაილიც შეინახოს და ა.შ. ამიტომ დღეს ამით და აქ დაგემშვიდობებით. ჰოდა, ბოლო აბზაცის შეფასება თქვენთვის მომინდვია.

P.S. პოსტში დაბრუნება - შუქი არ მოვიდა, უკვე ვბრაზდები - ვერ ვაქვეყნებ თვითკმაყოფილების შედევრს.

ნახვა: 508

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თვითკმაყოფილება, ნარცისიზმი, სიბნელე

khatuna zitanishvili: სექტემბერი 14, 2015||6:03pm

გულახდიობის არაგულწრფელობა როგორია?))) რაღაც დავიბენი))

George: სექტემბერი 14, 2015||6:14pm

ძალიან მართივია ,ზი : *ღირებულებათა სისტემაში* გამაგრებული იდიოტიზმების წყალობით - გულწრფელად გწამს *სისულელეების* (რბილად დავწერე) და ამიტომ გულახდილად გაიძახი ლოზუნგებს, რომელთა უკან არანაირი ინფორმაცია *არ იმალება* - მაშასადამე არაგულწრფელი ხარ (უპირველეს ყოვლისა შენი თავის წინაშე, მერე კი იმასთან ვისაც აძალებ შენი *არაგულწრფელობის*  მიღებას ვით ჭეშმარიტებას )

khatuna zitanishvili: სექტემბერი 14, 2015||6:47pm

ეს გულახდილობის არაგულწრფელობის განმარტებაა?))) უარესად დავიბენი)))

khatuna zitanishvili: სექტემბერი 14, 2015||6:50pm

ნუთუ შესაძლებელია, ვინმეს  "დააძალო" რამე?

George: სექტემბერი 14, 2015||7:03pm

გულწრფელად მეკითხები *ნუთუ შესაძლებელია, ვინმეს  "დააძალო" რამე* ? (

jina: სექტემბერი 14, 2015||10:30pm

''გულახდილობის არაგულწრფელობა'' ღამის ფხიზელი ფიქრების დასკვნაა...გულახდილი რეალობა სასიამოვნოა,მაგრამ არაგულწრფელობა მასაზეა გათვლილი.

ლალი დავითაძე: სექტემბერი 15, 2015||8:55pm

ვფიქრობ, ლაშას გულახდილობის არაგულწრფელობა იმაში მდგომარეობს რომ წერის სურვილი გაუჩნდა და ცდილობდა ყველანაირად რაღაც დაეწერა რაღაც საინტერესო და სასიამოვნო საკითხავი...ხო და რადგან მუზები არ ჭარბობდენ მასში საკმარისად დაწერა მხოლოდ ეს,მისი აზრით ცოტათი უაზრო და ჩემი აზრით საკმაოდ აზრიანი რადგან მკითხველი დააინტერესა თუნდაც ამიტომ :D

Ann: სექტემბერი 15, 2015||10:14pm

ჩემი აზრით, ეს (წერის სურვილი) მხოლოდ დასაწყისია, შესამზადებელი ეტაპია ,  და  ლაშა აუცილებლად დაწერს იმას რისი თქმაც უნდა... :))

ლაშა: სექტემბერი 16, 2015||11:22pm

ყველას დიდი მადლობა კომენტარისთვის, იმაზე საინტერესო მოსაზრებები წავიკითხე სათაურთან დაკავშირებით, ვიდრე მე მექნებოდა, რისგანაც სათაურს გამოვიყვანდი. ამიტომ სიმართლე გითხრათ არ ვიცი რას ნიშნავს "გულახდილობის არაგულწრფელობა". დიდი ალბათობით, ამ სათაურის იდეა ის იყო - ამეხსნა მთელი ჩემი ნაწერი ორიოდ სიტყვით და ვინაიდან ამ ნაწერში გულახდილობაც იყო და გულწრფელობის დაწერა, რაც არაგულწრფელად ხდებოდა, ამიტომ შევარქვი ეს სათაური. ვიმეორებ, კომენატრებში იმაზე საინტერესო მოსაზრებები ამოვიკითხე, ვიდრე მე გამიჩნდა თავის დროზე. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters