ერთმა კარგმა ლექტორმა, სემესტრის დასრულებისას, გადაწყვიტა ძააალიან კარგი ფორმით დაგვმშვიდობებოდა :) მან გამოგვიგზავნა ტექსტი, რომელსაც, ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ წაიკითხავთ და ამიტომ ახლა გაგიზიარებთ. :)
არავინაა შენს მიმართ ვალდებული – ჰარი ბრაუნის წერილი შვილს
ჰარი ბრაუნი გახლდათ მწერალი, ინვესტორი, ამერიკის ლიბერტარიანული პარტიის წევრი, პარტიის მხრიდან წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი 1996 წლის არჩევნებში, აშშ-ს თავისუფლების ფონდის დირექტორი.
ძვირფასო შვილო,
შობა ღამეა და ჩვეული პრობლემის წინაშე ვდგავარ – ვერ გადამიწყვეტია რა გაჩუქო. ალბათ მოგეწონებოდა წიგნები, სათამაშოები, ტანსაცმელი, თუმცა დღეს ძალზედ ეგოისტი ვარ და მსურს ისეთი საჩუქარი გაგიკეთო, რომელიც რამოდენიმე თვესა და წელიწადზე მეტხანს შეგრჩება. მსურს ამ საჩუქარმა, ყოველ შობის ღამეს, ჩემი თავი გაგახსენოს.
მხოლოდ ერთი რამის ჩუქება რომ შემძლებოდა, ალბათ იქნებოდა ერთი მარტივი სიმართლე, რომლის სასწავლად ბევრი წელი დამჭირდა. მჯერა, თუ ახლა ამას გაიგებ, ბევრ უაზრო ტკივილსა და პრობლემას აიცილებ თავიდან.
არავინაა შენს მიმართ ვალდებული.
ალბათ მკითხავ, რატომ შეიძლება ასეთი უბრალო განცხადება მნიშვნელოვანი იყოსო? შესაძლოა, ასე არ ჩანს, მაგრამ მისი სწორად გაანალიზება ბევრ რამეს გასწავლის ცხოვრებაში.
არავინაა შენს მიმართ ვალდებული.
ეს ნიშნავს, რომ არავინ ცხოვრობს შენთვის, ჩემო პატარა. არავინ არ წარმოადგენს შენს პიროვნებას. ყველა ადამიანი საკუთარი თავისთვის ცხოვრობს და მხოლოდ საკუთარ ბედნიერებას შეიგრძნობს სრულად.
როდესაც მიხვდები რომ არავის ეკუთვნის შენი ბედნიერება ან სხვა რაიმე, მხოლოდ მაშინ გექნება შესაძლებლობა არავის დაუთმო ისინი.
ეს ნიშნავს, რომ არავის არ აქვს ვალდებულება უყვარდე. თუ ვინმეს უყვარხარ, მხოლოდ იმიტომ რომ შენში რაიმე განსაკუთრებული და უნიკალურია და ეს მას სიამოვნებას ანიჭებს. ეცადე იპოვნო საკუთარ თავში ეს უნიკალურობა და განივითარო – დარწმუნებული იყავი რომ უფრო მეტად შეგიყვარებენ.
როდესაც ადამიანები რაიმეს აკეთებენ შენთვის, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მათ სურთ, რადგან შენც აძლევ მათ რაიმე ღირებულს, რის გამოც სურვილი უჩნდებათ რომ გასიამოვნონ.
არავინაა ვალდებული მოსწონდე. თუ მეგობრებს შენთან ყოფნა უნდათ, ეს შემთხვევითობა არაა. ისწავლე როგორ გააბედნიერო ადამიანები და ისინი ეცდებიან გვერდიდან არ მოგშორდნენ.
არავინაა ვალდებული პატივი გცეს. ბევრი ადამიანი შეიძლება ბოროტადაც მოგექცეს, მაგრამ როცა მიხვდები რომ არავის არ აქვს ვალდებულება კეთილად მოგექცეს და დაუშვებ იმ ფაქტსაც, რომ შეიძლება ადამიანები ბოროტად მოგექცნენ, შეძლებ თავიდან აირიდო ადამიანები, რომლებიც ზიანს მოგაყენებენ.
არავინაა ვალდებული შენს მიმართ და არც შენ ხარ ვალდებული ვინმეს მიმართ.
მხოლოდ შენ გაქვს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. მხოლოდ შენ ხარ ვალდებული რომ გახდე საუკეთესო ადამიანი, რომელიც შეგეძლო ყოფილიყავი. რადგან თუ ამას შეძლებ, სხვებიც მოისურვებენ იყვნენ შენთან ერთად, მოგცემენ იმას რაც გჭირდება, იმის სანაცვლოდ რასაც მათთვის გაიღებ.
შეიძლება ზოგმა ადამიანმა არ მოისურვოს შენს გვერდით ყოფნა, გარკვეულ მიზეზთა გამო, მაგრამ როცა ასე მოხდება, ეძებე ურთიერთობები რომელიც თავად გსურს. ნუ აქცევ სხვის პრობლემას საკუთარ პრობლემად.
როდესაც ისწავლი, რომ თავად უნდა მოიპოვო ადამიანთა სიყვარული და პატივისცემა, აღარასოდეს დაელოდები შეუძლებელს და შესაბამისად, იმედიც აღარ გაგიცრუვდება.
სხვა ადამიანები არ არიან ვალდებული საკუთარი საკუთრება გაგიზიარონ, არც თავიანთი გრძნობები და ფიქრები. და თუ ასე აკეთებენ, გახსოვდეს რომ შენ მოიპოვე მათი ნდობა, შენ დაიმსახურე მათი სიყვარული და პატივისცემა. მხოლოდ ამას ჯილდოდ ნუ ჩათვლი, რადგანაც შეიძლება დაკარგო. ისინი შენ გეკუთვნის, რადგან თავად მოიპოვე და დაიმსახურე.
დიდი ტვირთი მომეხსნა მხრებიდან როდესაც გავაანალიზე, რომ არავინაა ვალდებული ჩემს მიმართ. არავინაა ვალდებული ჩემს მიმართ პატივისცემით, სიყვარულით, მეგობრობით, ქცევითა და თავაზიანობით. როგორც კი ამას მივხვდი, ჩემი ურთიერთობები დალაგდა, ვცდილობდი ყოველთვის ისეთ ადამიანებთან დამეჭირა ურთიერთობა, რომელთაც ის სურდათ, რაც მე.
ამის გაანალიზება დამეხმარა მეგობრობაში, ბიზნესში, სიყვარულსა და უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში. ეს მარტივი ჭეშმარიტება ხშირად მახსენებს, რომ შემიძლია მივიღო ის, რაც მსურს თუ სხვა ადამიანის სამყაროში შევაღწევ. აუცილებლად უნდა მიხვდე რას ფიქრობს, რა უნდა და რისი სჯერა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ მიხვდე თავად რა გსურს მისგან. მხოლოდ ასე შეძლებ შეინარჩუნო ურთიერთობები მასთან, ვისთანაც ბევრი საერთო გაქვს.
ადვილი არაა ამ უბრალო სიტყვებით შეაჯერო ის, რაც წლების განმავლობაში მისწავლია, მაგრამ თუ ყოველ შობა ღამეს ამ წერილს ხელმეორედ გადაიკითხავ, დარწმუნებული ვარ ყოველწლიურად უფრო და უფრო ნათელი გახდება შენთვის.
ვიმედოვნებ ასე იქნება, რადგან ყველაზე მეტად მსურს გაიაზრო მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც თავისუფლებას გაჩუქებს:
არავინაა შენს მიმართ ვალდებული...
სიყვარულით,
მამა
არავის არ აქვს ვალდებულება უყვარდე. თუ ვინმეს უყვარხარ, მხოლოდ იმიტომ რომ შენში რაიმე განსაკუთრებული და უნიკალურია და ეს მას სიამოვნებას ანიჭებს
:'( :'( :'(
არადა რა კარგად დაიწყო :( ერთი გამაგებინეთ, ახლა ამ კაცმა კარგი რამ ასწავლა შვილს? არ ჯობად ეს ფრაზა ასე დაებოლოვებინა - თუ ვინმეს უყვარხარ, მხოლოდ იმიტომ რომ მას აქვს ნიჭი სიყვარულის და მადლობელი იყავი რომ უყვარხარ! :'(
ლაშიკო, გაგიკვირდება და მაგ შენიშვნაში გეთანხმები :D მაგის მომდევნო წინადადებაც ვერ მომწონს.. :D მაგრამ არაა ეგ აქ მნივნელოვანი, ძირითადი მაინც სხვა რამ მგონია აქ ეწეროს :D
ძირითადი აქცენტი კი ვიცი რაც არის, მაგრამ ამ მცირე გადაცდომებთ ხიბლს კარგავს :( ჯამში მიუხედავად იმისა რომ ეუბნება - არავინა არაა ვალდებული შენს მიმართ, თან შეაგონებს რომ - თუ ვინმეს უყვარხარ შენი დამსახურებაა, თუ ვინმეს შენთან ურთიერთობა უნდა შენი დამსახურებაა, თუ ვინმეს შენთვის რაიმეს გაკეთება უნდა ესეც შენი დამსახურებაა. მაშ, ამ ლოგიკით გაზრდილი ბავშვი, დიდი შანსია რომ პირიქით შეაბრუნებს იდეას - თუ 5 კაცს ვუყვარვარ და რაღაცას მიკეთებს, ე.ი. ეს ჩემი დამსახურებაა, მაშ დანარჩენი 1500 რატომ არ აკეთებ ჩემთვის რამეს, მე ხომ ვიმსახურებ სიყვარულს და მეგობრობას? :)
ლიკა გეთანხმები არაჩველებრივი ქალბატონია ჩვენი ლექტორი ^_^ ეს რამდენიმე წელია მივედი მაგ დასკვნამდე, რომ "არავინ არის ვალდებული ჩემს წინაშე, ისევე როგორ მე სხვის წინაშე"... ეს მხოლოდ იმიტომ, რომ იმედები არ გამიცრუვდეს და სხვას მეტი მოვალეობები არ დავაკისრო. თუმცა, სულ მახსენდება პატარა უფლისწულიდან ამონარიდი: "შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე..." ალბათ, მაინც არსებობენ ადამიანები (სხვაგვარად წარმოუდგენელია) ვის წინაშეც ვალდებული ხარ, თუმცა "ვალდებულება" უნდა იცოდე რა არის, მასაც საზღვრები აქვს...
ის 1500 არაა ვალდებული შენნაირად ჩათვალოს, რომ სიყვარულს და მეგობრობას იმსახურებ :P :D
ლაშიკო, გითხარი უკვე ჩემი აზრი მაგ ფრაზის შესახებ. :P ამ წერილის ყველა წინადადება აბსოლუტური ჭეშმარიტება კი არ არის :D სააამაგიეროდ ბევრ საკითხს კარგი კუთხით ეხება და თუ ამფრაზას ამომავალ წერტილად არ მივიჩნევთ და მანდედან არ გავავითარებთ სხვა ყველა მსჯელობას, ყველაფერი კარგად იქნება :D :D
ლაშა ამას გავიმეორებ - "შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე..." ალბათ, მაინც არსებობენ ადამიანები (სხვაგვარად წარმოუდგენელია) ვის წინაშეც ვალდებული ხარ, თუმცა "ვალდებულება" უნდა იცოდე რა არის, მასაც საზღვრები აქვს... " ამ ადამიანებში ვგლისხმობ ზუსტათ იმათ ვინც გიყვარს :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია