ერთმა კარგმა ლექტორმა, სემესტრის დასრულებისას, გადაწყვიტა ძააალიან კარგი ფორმით დაგვმშვიდობებოდა :) მან გამოგვიგზავნა  ტექსტი, რომელსაც, ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ წაიკითხავთ და ამიტომ ახლა გაგიზიარებთ. :)

არავინაა შენს მიმართ ვალდებული – ჰარი ბრაუნის წერილი შვილს

ჰარი ბრაუნი გახლდათ მწერალი, ინვესტორი, ამერიკის ლიბერტარიანული პარტიის წევრი, პარტიის მხრიდან წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი 1996 წლის არჩევნებში, აშშ-ს თავისუფლების ფონდის დირექტორი.

 

ძვირფასო შვილო,

შობა ღამეა და ჩვეული პრობლემის წინაშე ვდგავარ – ვერ გადამიწყვეტია რა გაჩუქო. ალბათ მოგეწონებოდა წიგნები, სათამაშოები, ტანსაცმელი, თუმცა დღეს ძალზედ ეგოისტი ვარ და მსურს ისეთი საჩუქარი გაგიკეთო, რომელიც რამოდენიმე თვესა და წელიწადზე მეტხანს შეგრჩება. მსურს ამ საჩუქარმა, ყოველ შობის ღამეს, ჩემი თავი გაგახსენოს.

მხოლოდ ერთი რამის ჩუქება რომ შემძლებოდა, ალბათ იქნებოდა ერთი მარტივი სიმართლე, რომლის სასწავლად ბევრი წელი დამჭირდა. მჯერა, თუ ახლა ამას გაიგებ, ბევრ უაზრო ტკივილსა და პრობლემას აიცილებ თავიდან.

არავინაა შენს მიმართ ვალდებული.

ალბათ მკითხავ, რატომ შეიძლება ასეთი უბრალო განცხადება მნიშვნელოვანი იყოსო? შესაძლოა, ასე არ ჩანს, მაგრამ მისი სწორად გაანალიზება ბევრ რამეს გასწავლის ცხოვრებაში.

არავინაა შენს მიმართ ვალდებული.

ეს ნიშნავს, რომ არავინ ცხოვრობს შენთვის, ჩემო პატარა. არავინ არ წარმოადგენს შენს პიროვნებას. ყველა ადამიანი საკუთარი თავისთვის ცხოვრობს და მხოლოდ საკუთარ ბედნიერებას შეიგრძნობს სრულად.

როდესაც მიხვდები რომ არავის ეკუთვნის შენი ბედნიერება ან სხვა რაიმე, მხოლოდ მაშინ გექნება შესაძლებლობა არავის დაუთმო ისინი.

ეს ნიშნავს, რომ არავის არ აქვს ვალდებულება უყვარდე. თუ ვინმეს უყვარხარ, მხოლოდ იმიტომ რომ შენში რაიმე განსაკუთრებული და უნიკალურია და ეს მას სიამოვნებას ანიჭებს. ეცადე იპოვნო საკუთარ თავში ეს უნიკალურობა და განივითარო – დარწმუნებული იყავი რომ უფრო მეტად შეგიყვარებენ.

როდესაც ადამიანები რაიმეს აკეთებენ შენთვის, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მათ სურთ, რადგან შენც აძლევ მათ რაიმე ღირებულს, რის გამოც სურვილი უჩნდებათ რომ გასიამოვნონ.

არავინაა ვალდებული მოსწონდე. თუ მეგობრებს შენთან ყოფნა უნდათ, ეს შემთხვევითობა არაა. ისწავლე როგორ გააბედნიერო ადამიანები და ისინი ეცდებიან გვერდიდან არ მოგშორდნენ.

არავინაა ვალდებული პატივი გცეს. ბევრი ადამიანი შეიძლება ბოროტადაც მოგექცეს, მაგრამ როცა მიხვდები რომ არავის არ აქვს ვალდებულება კეთილად მოგექცეს და დაუშვებ იმ ფაქტსაც, რომ შეიძლება ადამიანები ბოროტად მოგექცნენ, შეძლებ თავიდან აირიდო ადამიანები, რომლებიც ზიანს მოგაყენებენ.

არავინაა ვალდებული შენს მიმართ და არც შენ ხარ ვალდებული ვინმეს მიმართ.

მხოლოდ შენ გაქვს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. მხოლოდ შენ ხარ ვალდებული რომ გახდე საუკეთესო ადამიანი, რომელიც შეგეძლო ყოფილიყავი. რადგან თუ ამას შეძლებ, სხვებიც მოისურვებენ იყვნენ შენთან ერთად, მოგცემენ იმას რაც გჭირდება, იმის სანაცვლოდ რასაც მათთვის გაიღებ.

შეიძლება ზოგმა ადამიანმა არ მოისურვოს შენს გვერდით ყოფნა, გარკვეულ მიზეზთა გამო, მაგრამ როცა ასე მოხდება, ეძებე ურთიერთობები რომელიც თავად გსურს. ნუ აქცევ სხვის პრობლემას საკუთარ პრობლემად.

როდესაც ისწავლი, რომ თავად უნდა მოიპოვო ადამიანთა სიყვარული და პატივისცემა, აღარასოდეს დაელოდები შეუძლებელს და შესაბამისად, იმედიც აღარ გაგიცრუვდება.

სხვა ადამიანები არ არიან ვალდებული საკუთარი საკუთრება გაგიზიარონ, არც თავიანთი გრძნობები და ფიქრები. და თუ ასე აკეთებენ, გახსოვდეს რომ შენ მოიპოვე მათი ნდობა, შენ დაიმსახურე მათი სიყვარული და პატივისცემა. მხოლოდ ამას ჯილდოდ ნუ ჩათვლი, რადგანაც შეიძლება დაკარგო. ისინი შენ გეკუთვნის, რადგან თავად მოიპოვე და დაიმსახურე.

დიდი ტვირთი მომეხსნა მხრებიდან როდესაც გავაანალიზე, რომ არავინაა ვალდებული ჩემს მიმართ. არავინაა ვალდებული ჩემს მიმართ პატივისცემით, სიყვარულით, მეგობრობით, ქცევითა და თავაზიანობით. როგორც კი ამას მივხვდი, ჩემი ურთიერთობები დალაგდა, ვცდილობდი ყოველთვის ისეთ ადამიანებთან დამეჭირა ურთიერთობა, რომელთაც ის სურდათ, რაც მე.

ამის გაანალიზება დამეხმარა მეგობრობაში, ბიზნესში, სიყვარულსა და უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში. ეს მარტივი ჭეშმარიტება ხშირად მახსენებს, რომ შემიძლია მივიღო ის, რაც მსურს თუ სხვა ადამიანის სამყაროში შევაღწევ. აუცილებლად უნდა მიხვდე რას ფიქრობს, რა უნდა და რისი სჯერა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ მიხვდე თავად რა გსურს მისგან. მხოლოდ ასე შეძლებ შეინარჩუნო ურთიერთობები მასთან, ვისთანაც ბევრი საერთო გაქვს.

ადვილი არაა ამ უბრალო სიტყვებით შეაჯერო ის, რაც წლების განმავლობაში მისწავლია, მაგრამ თუ ყოველ შობა ღამეს ამ წერილს ხელმეორედ გადაიკითხავ, დარწმუნებული ვარ ყოველწლიურად უფრო და უფრო ნათელი გახდება შენთვის.

ვიმედოვნებ ასე იქნება, რადგან ყველაზე მეტად მსურს გაიაზრო მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც თავისუფლებას გაჩუქებს:

არავინაა შენს მიმართ ვალდებული...

სიყვარულით,

მამა

ნახვა: 1412

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ვალდებულება, ჩანაწერი

ლაშა: თებერვალი 19, 2014||9:28pm

ჰოდა მაინც არ გეთანხმები ნინო :( რატომ ვარ ვალდებული იმ ადამიანებთან ვინც მიყვარს? :( ნუთუ ის არ უნდა კმაროდეს მათთვის, რომ მიყვარს! მაგრამ ჩვენში და არა მარტო ჩვენში, ლოგიკა ასეთია - თუ უყვარვარ, მაშ ყვეეეეეელა ის პროცესიც შეასრულოს, რაც აუცილებელია ამ სიყვარულისთვის, მომიაროს, იზრუნოს, სიურპრიზები გამიკეთოს, ჩემი ნახვა უნდოდეს, ჩემთან ყოფნისთვის იღწვოდეს, მიცავდეს, მჩუქნიდეს, მეფერებოედს, მანებივრებდეს... რატომ რატომ რატომ?

თუკი მიყვარს ეს ხომ მას არ დაუმსახურებია? უბრალოდ მიყვარს! და თუ მიყვარს, მაშ რატომ მაძალებ დამატებით ქმედებებს??? რადგან მიყვარს ე.ი. ყველა ზემოჩამოთვლილიც არა ვალდებულებად, არამედ ძალდაუტანებელ აუცილებელ ქმედებად განხორციელდება დროთა განმავლობაში! :) აი, თითქოს სიტყვათა თამაშია, მაგრამ განსხვავება არის :) 

ლიკა: თებერვალი 19, 2014||9:32pm

ბარათაშვილი დაგეთანხმებოდა, ლაშ, რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო-თი :D :D

ლაშა: თებერვალი 19, 2014||9:37pm

ლიკა ავე ბარათაშვილს :D 

nino usenashvili: თებერვალი 19, 2014||9:59pm

ლაშა ჩემთვის ყველა ადამიანის მიმართ ჩემით დაკისრებული "ვალდებულება" განსხვავდება... ზუსტად იმიტომ, რომ რაღაცაზე გული არ დამწყდეს ვამბობ, რომ "არავინ არის ვალდებული ჩემს წინაშე, ისევე როგორც არც მე ვარ ვალდებული მათ წინაშე"... თუმდა რამდენიმე ადამიანი მაინც არსებობს, რომელსაც გარკვეული ვალდებულება აქვს ჩემს წინაშე, მაგალითად მშობელი დედა, რომელმაც გამაჩინა ისე, რომ მე არ მკითხა :D (იუმორიც გავურიე)

ლაშა: თებერვალი 19, 2014||10:04pm

nino ოჰ, დედას და მამას რომ არ ჰქონდეთ ვალდებულებები, რა მეშველებოდა წარმოდგენაც არ მაქვს :D 

nino usenashvili: თებერვალი 19, 2014||10:15pm

ლაშა აი ხომ ხედავ მაინც მივაგენი ჩვენ წინაშე ვალდებულებების მქონე ადამიანებს ^_^ რა გეშველებოდა და არ იჯდებოდი აქანე :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters