შემოდგომის ცივი საღამოა.
ასტონი ქუჩაში მიდის და ჩექმებს აჭყაპუნებს,ჭყაპ-ჭყუპ...
დედა მძმე ჩანთებს მოათრევს.ჩანთებში სუპერმარკეტში ნაყიდი ყველი,ისპანახი და თევზია.
უეცრად ასტონი ჩერდება,რაღაცას დაინახავს...
ეს რაღაცა ხორკლიანი,სველი და მბზინავი ქვაა,ასტონი ხელთათმანს იხდის და ქვას ხელისგულს ადებს - 'საბრლო ქვა სულ მთლად ცივია'.
ასტონი ქვას ერთ-ერთ ჩანთაში დებს,ოღონდ ისე,რომ დედამ არ დაინახოს და ისინი შინისაკენ მიდიან.
ასტონი ქვას თოჯინის საწოლში აწვენს და ზემოდან თავის ქუდს აფარებს.
ბოლოს და ბოლოს ქვა შრება.

მეორე საღამოს,როდესაც ასტონი ქუჩაში მიაბიჯებს,უკვეყინავს.
ასტონის ჩექმებიგუბეებზე გადაკრულ ყინულს ამსხვრევს,ხრაშ-ხრუშ...
აი კიდევ ერთი ქვა გუშინდელზე დიდია და ალმასივით ბრწყინავს.
როდესაც ასტონი ქვას ხელის გულს ადებს,ყინული ლღვება და ხელის გულს უსველებს.
- ოღონდ ეგ არა,უჯავრდება დედა, - ამას ვერ წვიღებ,აქ უნდა დატოვო!
მაგრამ ასტონი ღონიერია...
შინ ასტონი ქვას ჭურჭლის სარეცხ ნიჟარაში ბანს,მერე სატვირთო მანქანის ძარაში აწვენს და თბილად ფუთავს.

დადგა ზამთარი.
ასტონი ყოველ საღამოს გადის ქუჩაში.
უცნაურია,მაგრამ ყოველთვის პოულობს ახალ-ახალ ქვებს,რომლებიც მარტოხელები ან ნაღვლიანები არიან,ან კიდევ ძალიან სცივათ.
ასტონის სახლი ქვებით გაივსო.ის ცდილობს რაც შეიძლება ბევრი ყუთი შეაგროვოს თავისი ქვებისთვის,ძველი ნაჭრებისგან კი საბნებს ჭრის ხოლმე.ყველა ქვა თბილად და მყუდროდ უნდა იყოს.
დედა ოხრავს...
მამა თავს აქნევს...
ასტონი კი მაინც თავისას განაგრძობს.
საწყალ ქვებს უვლის,ზოგჯერ დიდებს...ზოგჯერ კი პატარებს,
მუდამ მარტოხელებს და მუდამ საბრალოებს...

ერთი კვირა დღეს მზე ძლიაერ დააცხუნებს.
- ერთი ადგილი უნდა აჩვენო,- ამბობს მამა.
- მოდი შენი ქვები ჩანთით გავასეირნოთ.
ისი მანქანით მიემგზავრებიან.

სანაპიოზე ყველგან ქვებია.ირგვლივ თბილი დარბილი თეთრი ქვიშა ყრია და ტალღების ჩქაფუნი ისმის.
აქ ბანაობა შეიძლება და ბევრი ქვა ჭყუმპალაობს კიდევაც.
მართლაც მშვენიერი ადგილია.
ასტონს ჩანთა მამის დახმარებით ზღვის ნაპირზე მიაქვს.
ქვები მზეს ეფიცხებიან და ქვიშაში კოტრიალობენ.
- ხედავ ასტონ რა კარგია? - ეკითხება მამა.
- აქ უკვე ბევრი ქვა ცხოვრობს.ალბათ ათასზე მეტნი არიან.გინდა შენი ქვები აქ დავტოვოთ?
ასტონი დიდხანს ფიქრობს...
,,ეტყობა ქვებს ემშვიდობება"- ფიქრობს მამა.
- ნეტავ მართლა დატოვოს,- ნატრობს დედა.
ასტონი დგას და ზღვას გაჰყურებს.
მზე ნელა ეშვება წყალში.
აი ასტონი უკან ბრუნდება.
ჩანთა თვითონ მოაქვს,მაგრამ შიგნით რაღაც ხმაურობს,ნუთუ რომელიმე ქვა დარჩა?
- ჩანთა მართლა არ არის ცარიელი,- ამბობს ასტონი.
- ჯოხი წამოვიღე,
მარტო იყო და შემეცოდა,აქ ხომ მხოლოდ ქვებია...

ნახვა: 2880

ტეგები: qwelly, ამონარიდი, ასტონი, ბლოგი, ლიტერატურა, ქვები

makuna: ივნისი 19, 2014||5:25pm
საყვარელი ასტონი,როგორი კეთილია.:)
mariami: ივნისი 19, 2014||5:32pm

კი maka, კეთილი გული ქონდა :))

თათია: ივნისი 21, 2014||12:23pm

რა მოხდება ყველამ ასტონს რომ მიბაძოს? :(

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters