მას შემდეგ რაც შეყვარებულმა წყვილმა, უერთმანეთობას ვეღარ გაუძლო და გადაწყვიტა მრავალწლიანი თანაცხოვრობისთვის თანხმობა ეთქვა, როგორც XXI საუკუნის გარიჟრაჟზე იყო გაპოპულარულებური - გაიპარნენ. ვის გაეპარნენ, რატომ გაეპარნენ არ ვიცი, მაგრამ რასაც ჩემი 13 წლის ტვინი წვდებოდა ეს იყო, რომ - გაპარვას ქორწილი მოსდევს, ქორწილს ქეიფი, ქეიფს გემრიელი საჭმელები და ოჯახის ახალი წევრი, რომელსაც თქვენობით უნდა ველაპარაკო და მასთან ღლაბუცი არ შეიძლება (ეს პირველი რამდენიმე კვირა-თვის დავალება იყო, ვიდრე ოჯახის ახალი წევრი ახალის სტატუსს მოიშორებდა).
19 ნოემბერი, 2005
მაშინ აბა რას ვიფიქრებდი, რომ ზემოჩამოთვლილ პირობებს, კიდევ ერთი დაემატებოდა - მინიმუმ 1 წლის შემდეგ. დიახ, ესაა საბა, ლევანისა და მაკას ძე. მცხეთობის ზეიმს რომ დაასწრო და ერთი დღით ადრე 13 ოქტომბერს დაიბადა 2006 წელს. მის დაბადებას წინ უძღვოდა დიდხანს ნერვიულობა, რამდენიმე დღიანი ბოლთაც, სამშობიაროს კართან ჩამოკიდება და დაბადებას კი შუშხუნებიც მოჰყვა, შამპნურებიც, გამოუფხიზლებელი დილაც და სხვა დანარჩენებიც. ეს იყო ბებიების პირველი სიხარული, პაპა-ბაბუების პირველი სიამაყე და ბიძა-დეიდის პირველი ნერვების მოშლა (ერთი დეიდა, შედაერბით დინჯი და ჭკუამოსაკითხასაკიანი და აქეთ მამიდა, ანალოგიური ასაკით ბებიების აღტაცებას იზიარებდნენ პირველ სიხარულობასთან დაკავშირებით). დიახ, ამიერიდან ყველაფერი ის რაც პატარისაა, იცვლება და ხდება ყველაფერი უფრო პატარისაა, მაგრამ დეიდისა რა ვთქვა და ბიძა მაინც ახერხებდა წილი ჰქონოდა იმ უფრო პატარის შოკოლადებში, სასუსნავებსა და იმ სათამაშოებში, რომელიც 90-იანების შვილს მხოლოდ თუ წარმოედგინა.
13-18 ოქტომბრიდან რომელიმე, 2006
სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, საბამ უკვე ქართულ, მამა-პაპურ და კიდევ იმათ წინაპრულ ტრადიციებს მიჰყო ხელი და ღვინისკენ გაწევას შეუდგა. არა, არ იფიქროთ რომ გალოთდა, მაგრამ წინაპირობა ამისა იყო.
24 ნოემბერი, 2007
თუმცა, მალევე შეიცვალა ცხოვრების წესი და მის თანატოლთა კალაპოტში ჩადგა. ჩვენთან დიდი M მრავალი წლის განმავლობაში მეტროსთან ასოცირდებოდა, ახალ თაობებში კი M მაკდონალდს უტოლდება და ზემოხსენებული ტრადიცია, როგორც ხედავთ ჰეფი მილმა და კოკა-კოლამ ჩაანაცვლა, არადა რა გემრიელი მწვადი გამოუვიდათ მარადშეყვარებულ წყვილს რომ იცოდეთ. (ნეტა რა მახსოვს ახლა ამ მწვადის გემო, მაგრამ ფოტოს მოუხდა შექება)
14 ოქტომბერი, 2008
14 თებერვალი, 2009
2009 წელი ნამატის გარეშე დასრულდა, აი 2010 წლის იანვარში (22 რიცხვში) კი ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი ყმაწვილი შეემატა, მშობლებისაგან წოდებული როგორც თორნიკე. სამშობიაროს ფოტო ვერ მოვიძიე. ქვემოთ რომ ფოტოს ხედავთ, ეგ ბატონი ლევანის 30 წლის იუბილეზეა გადაღებული და აქ უკვე თითქმის 7 თვეს ითვლის ვაჟბატონი თითტლეკია.
10 ივლისი, 2010
ქველზე ბლოგებისა თუ ფოტოების მნახველ-მკითხველნი თორნიკეს იცნობთ როგორც "შოკოლადიჭამია", "დონ თორნიკე", "ნაბეღლავის პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი", "მოლოდინსა და ძახილში ჩაძინებული" და ა.შ. და ა.შ.
22 იანვარი ბავშვებისთვის და 13 ოქტომბერი მშობლებისთვის, 2011
2012 წელი საბასთვის ბაღიდან გამოსვლისა და სკოლაში შესვლის წელია, ამ დროს ის უკვე დიდი ქორეოგრაფია.
27 ივნისი, 2012
2013_ში, ივლისის 20-ში ბიჭებმა დედიკოს დაბადების დღე მიულოცეს ვარდების დიდი თაიგულით.
20 ივილისი, 2013
29 ოქტომბერი, 2014
13 ოქტომბერი, 2015 (SabaBDay)
ეს მცირე ისტორიაა და გასახსენებელი ამბების ნუსხა გაცილებით ვრცელია, საინტერესო თუ არა, სასიამოვნო ყველა ვარიანტში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩემო ძვირფასებო, ფოტოებზე შემონახული ისტორიებისთვის მოვიფიქრეთ ეს საჩუქარიც "ათწლიანი უღელი". არც დასალოცი სიტყვები გამოგველევა, არც ლოცვა და არც მელანი არ გათავდება ამ კლავიატურაზე, ამიტომ სჯობს აქ დავასრულო.
იხარეთ და იბედნიერეთ, იდღეგრძელეთ და იმრავლეთ!
მრავალჟამიერ თქვენს სიყვარულს!!!
ნახვა: 609
ტეგები: Qwelly, ათწლეული, ბედნიერება, დაოჯახება, ლევანი_მაკა, მეუღლეობა, საიუბილეო, ქორწილი, ცოლ-ქმრობა
გაიხარეთ და გამრავლდით♥
ჰეჰ ძალიან მაგარი პოსტია ლაშ :)
დღეს უკვე თექვსმეტწლეულია, მაგრამ პოსტების წერა სხვა მრგვალი თარიღებისთვის იყოს ))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია