ავდრიანი დღეები, მაღაროელები თბილისში, ძალადობები და ოპოზიციის დღის წესრიგი

      ბოლო დღეების მზიანი დილა და ავდრიანი შუადღე საღამო თურმე შესავალი ყოფილა, რადგან მომდევნო სამი დღე, 22 ივნისამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი კიდევ გაუარესდებაო, ამბობენ სინოპტიკოსები. შესაბამისად, თბილისში ჩამოსული ჭიათურელი მაღაროელები რამდენიმე დღეს წვიმიან რუსთაველზე გაატარებენ კარვებში. მათი პროტესტი დღის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ცხადია ოპოზიციის გეგმები და პოზიციის ძალაუფლებაც მეინსტრიმშია, ასევე დაბრუნდა სააკაშვილი და არსად წასულა უკრაინა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6057 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 19 ივნისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივნისი

      ჯანდაცვის ამბები - 1-ელი ივლისიდან, გაზრდილ დახმარებას 233 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს - პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა. სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარი გახდება. ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ჯანდაცვის მინისტრი - შევეცდებით, რომ სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული ტემპით განიხილოს.

      მიშანიუსი - დღეს 7 ნოემბრის თემაზე სასამართლო უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო. მიხეილ სააკაშვილი - „სასამართლო“ გადადეს გაურკვეველი ვადით - მე ვარ პუტინის და მისი ადგილობრივი მარიონეტების სამხედრო ტყვე, თუმცა პუტინიც კი უფრო ხშირად აჩენს ნავალნის, ვიდრე ესენი მე ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება - ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას. გია ვოლსკი - სააკაშვილი მიხვდა, რომ კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი იყენებდნენ როგორც პოლიტიკურ მძევალს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის - დღეს ის ეცდება, რომ თავის რესურსი დაიბრუნოს. კახა კალაძე - თუ ვინმეს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ეჭვები გააჩნდა, რწმუნდება, რომ ეს იყო სიცრუე და ბინძური კამპანია - რეალურად, ამ ადამიანს არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ნათია მეზვრიშვილი - მიხეილ სააკაშვილს თუ ქვეყანა მართლა უყვარს, ეგომანიაკობა შეწყვიტოს, გაწყვიტოს ყველანაირი კავშირი პოლიტიკასთან, სასჯელი ღირსეულად მოიხადოს, შეეგუოს, რომ წარსულია და გზა მომავალს დაუთმოს. თინა ბოკუჩავა სააკაშვილზე - „ქართულ ოცნებას“ ეტყობა არც საკუთარი ისტორია ესმის და არც სხვა ქვეყნების ისტორიიდან იცის რაიმე, ნელსონ მანდელას პატიმრობა მაინც შეუძლიათ შეისწავლონ. ლევან ხაბეიშვილი - მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება, ივანიშვილი და რუსული პარტია ისტორიას ვერ წაშლის - მთავარია, ჯანმრთელობამ მისცეს ამის შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი - კატეგორიულად ვგმობ ზურა ჯაფარიძეზე გახშირებულ ძალადობრივ თავდასხმებს - ზურა ყელში ეჩხირება რუსულ ხელისუფლებას.

      მაღაროელების აქცია - გაფიცული მაღაროელების ნაწილი პროტესტის გასაგრძელებლად ჭიათურიდან თბილისში გამოემგზავრა. პარლამენტთან მაღაროელების სოლიდარობის აქცია გაიმართა. გიორგი ვაშაძე მაღაროელების პროტესტზე - მზად ვარ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე რა ფორმითაც ითხოვენ აქციის მონაწილეები, იმ ფორმით ბოლომდე დავუდგე გვერდით. პარლამენტთან მაღაროელებმა კარვები გაშალეს - პროტესტის მონაწილეები ხვალ მსვლელობას გეგმავენ. „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი - ჭიათურაში კომპანიის ფინანსური ზარალი 12 მლნ დოლარს შეადგენს და ამ ფონზე მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია.

      ძალადობა პოლიტიკაში - სანდრო რაქვიაშვილი - „ქართული ოცნება“ რომ ძალადობას მიმართავს ოპონენტების მიმართ, ახალი არაა - ოპოზიციის ნაწილსაც აწყობს, რადგან გამოჩნდება, რომ რაღაც გმირული დაპირისპირებაა „სისხლიან რეჟიმთან“. თეონა აქუბარდია - ჩვენ გვაქვს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო დაპირისპირების ძალიან ცუდი პრეცედენტი - როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მზად არის ამაზე წავიდეს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. სერგო ჩიხლაძე - არაფორმალური, აგრესიული ჯგუფები ჩართო უკვე ხელისუფლებამ ქმედებაში, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, რუსული მეთოდებით მართული ხელისუფლება. გია ვოლსკი - ყველა ორკესტრირებულად გმობს მათ, ვინც აგრესია განახორციელა რევოლუციონერი ჯაფარიძის გარშემო შემოკრებილთა მიმართ და არავინ იგონებს აგრესიას, რომელიც მეორე მხრიდან მოდიოდა - ორმაგი სტანდარტი არ უნდა დავუშვათ. პაატა მანჯგალაძე - უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ძალადობის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია, ხოლო შემსრულებელი ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი არიან. დავით ჭიჭინაძე - დღეს მთელი უბედურება ის არის, რომ „ოცნებაშიც“ და „ოცნების“ გარეთაც ძველი „ნაციონალები“ არიან ჩაბუდებული. ირაკლი კობახიძე - „ნაცები“ თავისი „გირჩელებით“ ცდილობს პოლიტიკა დააბრუნოს თსუ-ში, ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ - ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე, ძალადობა არასწორია და მიუღებელი. კახა კალაძე - ვითომ მეგობარი ქვეყნებიდან შემოდის იმ ორგანიზაციების დაფინანსება, სადაც ახალგაზრდებს ასწავლიან, როგორ უნდა დაუპირისპირდნენ პოლიციელებს, როგორ მოაწყონ რევოლუცია - ეს ყველაფერი უნდა გახდეს საჯარო. თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება თავადაა ძალადობის ავტორი და ინიციატორი - პარლამენტში ძალადობრივი განცხადებები არის სიგნალი სხვა მოძალადეებისთვის, რომელთა დასჯა არასდროს ხდება. პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

      ოპო აგენდა - გიორგი ვაშაძე - ამოცანა, რომელიც გვაქვს ყველას ერთად, არის საქართველოს რუსული რეჟიმისგან გათავისუფლება და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გზავნილი ჩვენს პარტნიორებსაც ესმოდეთ. ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია - თვითონ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია, „გირჩი“ და ა.შ. არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - მათ აქვთ ერთი საფუძველი, ერთი საწყისი და საერთო მომავალი. კახა კალაძე - ოპოზიცია აღარ არსებობს, განადგურებულია და ეს მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია. პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციამ ერთმანეთის მიმართ ისეთი ბარიერები არ უნდა დავაწესოთ, რომ „ქოცი“ დარჩეს მოგებული - იმისთვის, რომ არჩევნებში ოპოზიციისთვის მიცემული ხმა მანდატებში გადაისახოს, პარტიების გამსხვილებაა საჭირო. სერგო ჩიხლაძე - აშშ-ში ვიზიტის მიზანია ურთიერთობა უფრო გავაღრმაოთ, აქტუალიზაცია მოვახდინოთ საქართველოს საკითხების, როგორიცაა: ნატო-ში გაწევრიანება, ორმხრივი ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობა, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა და რაც მთავარია, უსაფრთხოების გარანტიები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდონში „საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის“ ფორუმს ესწრებიან. ნუგზარ წიკლაური - „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული ლიდერი რეალურად საკუთარ თავსაც კი არ ეკუთვნის - პროვინციულმა მიდგომებმა იმძლავრა დიდ გამაერთიანებელ იდეაზე.

      კინოცენტრის თემა - ირაკლი კობახიძე - კინოცენტრის გარშემო რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი - ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე იქ რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე წერილი შეიტანეს.

      „საქსტატი“ - 2023 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, წინა წელთან 7.7%-ით გაიზარდა. იანვარ-მაისში საქართველოდან საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2 502.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18.6%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 362.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.9 პროცენტით მეტია.

      გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. ნუგზარ პაპუნიძე - კვლევის მიხედვით აჭარაში ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან.

      პრეზიდენტის კანდიდატები - ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.

      ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტი ორმაგი დანიშნულების სტატუსს შეინარჩუნებს, ხოლო რუსეთთან ავიამიმოსვლა 2025 წლისთვის იგეგმება.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინა, რუსეთი, მსოფლიო - ანა მალიარი - უკრაინელებმა, ბოლო ორ კვირაში, 8 დასახლება გაათავისუფლეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრი - რუსულმა ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, კერძოდ, რუსების 4 600-ზე მეტი ჯარისკაცია ლიკვიდირებული და დაჭრილი. რუსლან სტეფანჩუკი - ჩვენ გვინდა გავხდეთ ნატო-ს 33-ე წევრი და გვსურს ეს გზა გავიაროთ ისე, როგორც ფინეთმა და შვედეთმა გაიარეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მომზადებისა და რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო ზეწოლის გაძლიერების საკითხები განიხილეს. იენს სტოლტენბერგი - ნატო, ვილნიუსის სამიტზე, უკრაინას ალიანსში გასაწევრიანებლად არ მიიწვევს. უკრაინას აქვს უფლება გაათავისუფლოს საკუთარი მიწები და კონტრშეტევა მიმდინარეობს - სამართლიანი მშვიდობა კონფლიქტის გაყინვას არ ნიშნავს. პუტინის აგრესიული ტენდენცია ჯერ საქართველოში შეჭრის დროს გამოვლინდა - უკრაინაში ფართომასშტაბიანმა შეჭრამ კი საბოლოოდ წაშალა ნებისმიერი ილუზია რუსეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე. ბრიტანეთი გეგმავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მანამდე შეინარჩუნოს, ვიდრე უკრაინა კომპენსაციას არ მიიღებს. უკრაინელმა მესაზღვრეებმა ბახმუტთან რუსეთის ჯარის საველე საწყობი გაანადგურეს.

      სი ძინპინი ენტონი ბლინკენს - მსოფლიოს ჩინეთ-აშშ-ის სტაბილური ურთიერთობა სჭირდება. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჩინეთი პირობას დებს, რომ რუსეთს იარაღს არ მიაწვდის.

      მედია - ბელარუსები ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხისთვის ემზადებიან.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 57

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters